გლდანის რ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი - დიმიტრი ომანაძე
დიმიტრი ომანაძე
„იმედი მაქვს,რომ არჩევნებზე ქართველი ერი ხმას მისცემს ქრისტესთან თავისუფლებას და არა სტომაქის მონობას“
№7 საარჩევნო გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ №10.23 გლდანის რაიონის
მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია - დიმიტრი ომანაძე
დიმიტრი ომანაძე დაიბადა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მადლიან მიწაზე - აფხაზეთში, კერძოდ - სოხუმის რაიონის სოფ. ლინდავაში.
დიმიტრი ომანაძემ დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი. პროფესიით პოლიტოლოგია.
საქართველოს ეროვნული სულისკვეტებით მაფიქრალი მოსახლეობის მსგავსად დიმიტრი ომანაძეს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის უბედურება, 1991-1992 წლებში განხორციელებული დანაშაულებრივი კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალებიდან იღებს სათავეს; და რომელიც დღემდე გრძელდება, ქვეყანაში მომქმედი უკანონო ხელისუფლების სახით.
დიმიტრი ომანაძეს თვლის, რომ ქართველი ერისა და ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ჩვენი ხალხი აირჩევს - უფლის გზას; დიდი ილიასა და ზვიადის იდეალებს...