Print

უნდა აღდგეს დარღვეული კანონიერება

1.4. თუ თქვენც ჩვენსავით თვლით, რომ

1991-1992 წლების მოვლენების გამო გამრუდდა ქართული სახელმწიფოს ნორმალური განვითარების ხაზი,

მაგრამ არ გაქვთ პასუხი თუ როგორ უნდა აღდგეს დარღვეული კანონიერება

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით 

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში კანონიერად მოსვლისათვის აუცილებელია, არჩევნები იყოს - ნამდვილი, პერიოდული და დემოკრატიული.

საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო გადატ-რიალების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების მშვიდობიანი გზით აღსადგენად, აუცილებელია შეიქმნას გარკვეული წინაპირობა ისეთი არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც იქნება - კანონიერი და ჭეშმარიტად დემოკრატიული, რაც, თავის მხრივ, გახდება კიდეც ქვეყნის სათავეში - კანონიერი ხელისუფალის მოსვლა-დამკვიდრების საფუძველი.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა გამოიკვეთოს კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის მატარებელი ორგანო.

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის” (იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი, 1991 წ.) 112-ე მუხლის თანახმად:

- „... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“.

ამდენად, 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დამხობილი კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეისათვის, საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში ორი სახელისუფლო შტო ფიქსირდება:

1.. 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო,  რომლის უფლებამოსილებასაც, 1991 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებული  (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 წ.) _ „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112-ე მუხლის შესაბამისად, ახორციელებს - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი;

და

2. 1991-1992 წლების გასაყარზე მომსდარი სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში უკანონოდ დამკვიდრებული `სამხედრო საბჭოსა~ და `სახელმწიფო საბჭოს~ სამართალმემკვიდრე _ 1992, 1995, 1999, 2003/2004, 2008 და 2012 წლების არჩევნების გზით ფორმირებული, სამართლებრივი თვალსაზრისით უკანონო, მაგრამ დე-ფაქტოდ არსებული პარლამენტი.

საქართველოში კანონიერი არჩვნების დანიშვნისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პირობად გვესახება:

 ა) საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფალის, საქართველოს 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

ზემოთხსენებული გადაწყვეტილებების [1991-1992 წ.წ. მოვლენებისა და ედ. შევარდნაძე-მ.სააკასვილის პოლიტიკური რეჟიმების შეფასება; უკანონო აქტენის გაუქმება] მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა დე-იურედ უნდა ცნოს იარაღის ძალით გაუქმებული, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით მოქმედი - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 112-ე მუხლის შინაარსი, რომ - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი თავის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ახლად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომამდე“.

ბ) საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ უნდა გაცხადდეს, რომ:

1. საქართველოში მომხდარი დეკემბერ-იანვრის მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;

2. ეყრდნობა რა „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ (იხ. გაზ. „საქართ-ველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი, 1991 წ.) ახალი არჩევნების დანიშვნის დარეგულირების ამსახველ დებულებებს [„მუხლი 97, 104, 106], მზადაა ითანამშრომლოს საქართველოში დე-ფაქტოდ მომქმედ 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტთან - საქართველოში კანონიერი არჩევნების დანიშვნისათვის, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 

გ) საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და  საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი საქართველოს პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით:

1. საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნებისათვის, საბაზისო დოკუმენტად აღებული უნდა იქნეს ის საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც ჩატარდა - 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, ანუ გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ:

- საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო, მრავალპარტიული, შეუზღუდავი, დემოკრატიული არჩევნები;

- იმისათვის, რომ არჩევნები იყოს საყოველთაო, იგი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კანონიერი მოსახლეობის მინიმუმ: 50%;

- საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველი (უფლებამოსილი) პოლიტიკური პარტიების თითო წარმომადგენლისაგან.

2. საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოში ფაქტობრივად მოქმედი საქართველოს პარლამენტის ერთობლივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საარჩევნო კანონი, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობის შემდეგ, უნდა დაამტკიცოს - საქართველოს დე-ფაქტოდ მომქმედმა პარლამენტმა; 

3. საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თანხმობით საქართველოს პარლამენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები. 

ზემოთქმულ პრინციპებზე დაყრდნობით არჩეული საქართველოს პარლამენტი გახდება არა - ანტიკონსტიტუციური გზით ძალაუფლების მომპოვებელი ხელისუფალის უბრალო გამგრძელებელი, არამედ - 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დარღვეული კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე ლეგიტიმაციის მატარებელი ძალა.