Print

გლდანის რ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი - ლევან ხაჭაპურიძე

ლევან ხაჭაპურიძე

„ბატონი ზვიადი ხშირად აღნიშნავდა, რომ - ქართველის ერის გზა, არის გზა ქრისტესეული ნათლისღებისა, ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდუვალი აღდგომა-ამაღლებისაო. ჯვარცმისეულ ეტაპზე მყოფი ქართველობა, ასე ნანატრ აღდგომა-ამაღლების მიჯნას ვუახლოვდებით. მწამს, რომ ქართველობას მიტევება-სინანულის მადლი გადაარჩენს გა გააერთიანებს...“

 

№7 საარჩევნო გაერთიანება

 „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ №10.24 გლდანის რაიონის

მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია - ლევან ხაჭაპურიძე

ლევან ხაჭაპურიძე დაიბადა სამაჩაბლოში, სოფ. ქურთაში, სადაც გლეხებიც კი ლიტერატურულ ენას არიან დაუფლებულნი [ასე მიუთითა მიხეილ თამარაშვილმა მიხეილ ჯავახიშვილს, რომ დავიწყებული ქართული ენა - სამაჩაბლოში შეესწავლა].

ლევანი, ხაჭაპურიძეთა იმ შტოს წარმომადგენელია, რომლებიც 1853 წლიდან თერჯოლის რაიონის სოფ. ალისუბნიდან გადმოსახლდნენ - ქურთაში, ქვაბისხევსა და აგარაში.

ლევან ხაჭაპურიძემ 1995 წ. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსები და კრედიტის სპეციალობით. არის ეკონომისტი.

ლევან ხაჭაპურიძე 1990 წლიდან ეროვნულ მოძრაობაშია ჩართული, და დღესაც მისდევს წმ. ილია მართლის შეგონებას - „კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არ სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულს“.

ეროვნულ მოძრაობაში მისი მოღვაწეობის მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

- 1992 წლის სექტემბრიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რწმუნებული სამაჩაბლოს რეგიონში;

- 1993 წლის ივლისიდან გახლდათ ეროვნული გვარდიის „სამაჩაბლოს სპეცდანიშნულების ბატალიონის“ მეთაური, გვარდიის მაიორი;

- 1994 წლიდან ხდება „სამაჩაბლოს ხსნის მოძრაობის“ თავმჯდომარე;

- 2013 წლიდან არის „იბერიელთა კავშირის“ თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.