Print

ჩვენი ხსნა მართლმადიდებლობაშია

თავი 2.

საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ორი სტრატეგიული საკითხი:

მართლმადიდებლობა და სამხედრო ნეიტრალიტეტი

2.1 მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

1991-1992 წლების გასაყარიდან განვითარებული მოვლენებისათვის სათანადო პოლიტიკური-სამართლებრივი შეფასება, და მასზე დაყრდნობით საქართველოში სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხის მოგვარება, როგორც აღინიშნა, ჩვენი ქვეყნისათვის - ჩადენილი ცოდვების მონანიებისა და სულიერი განწმენდისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ქრისტეს კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრილობის უდიდეს ზეციურ მადლს ზიარებული საქართველო, ძირითადად, მართლმადიდებლობითი აღმსარებლობის მქონე მკვიდრი მოსახლეობისაგან შემდგარი ქვეყანა გახლავთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანუ სულიერად განწმენდის ტოლფასი პოლიტიკურ-სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, უკვე ზნეობრივი უფლება გვექნება, რათა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში - მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული დამო-უკიდებელი საქართველო, ქართული სახელმწიფოებრივი უღლის გამწევ იმ ერთიანი სხეულის მქონე ძალად იქცევა, რომლის მიერ კაცობრიობის ისტორიაში გაკვალული გზასავალი, საუკუნეების  მანძილზე  ნასაზრდოები იდეის აღსრულებით  -  საქართველოს  გაბრწყინებით  უნდა დასრულდეს.

ამასთანავე, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მარტო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, არამედ დღეისათვის მსოფლიოში არსებული რეალობა.

ამ მიზნით, უნდა შეიქმნას - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის საჭირო საკითხების მოსამზადებელი კომისია“. რომელშიც, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი წევრების გარდა, გაერთიანდება საქართველოს საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში საჭირო გახდება მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებათა განხორციელება, კერძოდ

საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668) შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც  განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.

2. 92-  მუხლს დაემატოს: 11 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 92

11. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამოსაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - ათი პროცენტი.“.