Print

გამოსავალი - მუდმივ სამხედრო ნეიტრალიტეტშია

2.2  საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი

 კავკასიის რეგიონში ცენტრალური ქვეყნის ბუნებრივად ბოძებული სტატუსი, საქართველოს სახელმწიფოსა და აქ მაცხოვრებელი - ქართველი, თუ სხვა ერის წარმომადგენელთათვის, სიკეთესთან ერთად, არაერთხელ გამხდარა, სხვადასხვა იმპერიული ამბიციის მქონე ძალის მხრიდან ჩვენი მიწის დაუფლების თუ არა, მასზე ჰეგემონიის მოპოვების სურვილიდან გამომდინარე, თავსდამტყდარი უბედურების მიზეზი.

ვინ-ვინ და ჩვენმა ქვეყანამ, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მახსოვრობის მატარებელმა ქართველმა ერმა, დიახაც რომ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი...

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხად-ებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დღის წესრიგში დააყენა, ჩვენს წინ მდგარი ორი გზიდან - უკეთესის არჩევის აუცილებლობა:

- საქართველოს სახელმწიფომ, უნდა გაითვალისწინოს რა: კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, ცალსახად უნდა თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე;

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტე-ტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

ზემოთქმულის რეალიზებისათვის საჭიროა, რომ კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მეოთხე ქვეპუნქტი:

„4. საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო“.

 

ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებთ:

საქართველო უნდა გახდეს - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

ვხელმძღვანელობთ რა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნის სტატუსის მოპოვების სურვილით, წინადადებით მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რათა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ (და არამუდმივ) წევრთა წინაშე დაისვას საკითხი, მათი მხრიდან, საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის - გარანტორებად დადგომის თაობაზე;

ვხელმძღვანელობთ რა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნის სტატუსის მოპოვების სურვილით, წინადადებით მივმართავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოს, რათა - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა;

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო იმედს იტოვებს, რომ თითოეულ სახელმწიფოსთან, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით მიღებული გარანტია, გახდება იმის მყარი საფუძველი, რომ საქართველოს - არა-სოდეს დასჭირდება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლების - შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე - გამოყენება;

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა თავადვე გახდეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აქტიური ხელშემწყობი და სხვათათვის მაგალითის მიმცემი ქვეყანა.

დე, ღმერთი ყოფილიყოს უზენაესის განუსაზღვრელი ძალის მოიმედე საქართველოსა და ყველა ასეთი ქვეყნის მფარველი. ამენ!