Print

იპოთეკით დაზარალებულთა გასაგონად

თავი 3.

1992 – 2012 წლებში საქართველოში გამეფებული დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებებით დაზარალებული მოსახლეობის გასაგონად სათქმელი

 

ქვეყნის წინაშე მდგარი არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების პარალელურად, ქვეყნის სათავეში კანონიერად მოსული ხელისუფალი ვალდებულია, შესაბამისი სამართლებრივი ფონის შექმნით, შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი 1992 -2012 წლების განმავლობაში, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საკანონმდებლო გადაწყვეტილებათა გამო დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

3.1 თუ თქვენ იპოთეკით დაზარალებულთა კატეგორიას მიეკუთვნებით და არ იცით, როგორ შეიძლება თავი დააღწიოთ შექმნილ პრობლემებს,

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 

ჩვენს მიერ შემუშავებული, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმი ითვალისწინებს, პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული, მთავრობის შემდეგი სამოქმედო გეგმის მიღებას:

საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ შექმნილი არაჯანსაღი სამართლებრივი სივრცის გამო იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობას;

2. იპოთეკართა მიერსაბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობას;

3. იპოთეკართა მიერსაბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმს;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალურ მაჩვენებელს;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიურ მაჩვენებელს; 

6.  1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული მოსახლეობის - „იპოთეკარების დახმარების არასამთავრობო ფონდი“-ს შექმნის საკითხს.