Print

"განსახლების ფონდი"

3.2  თუ თქვენ მიეკუთვნებით - სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლების მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდების კატეგორიას 

და არ იცით, როგორ შეიძლება თავი დააღწიოთ შექმნილ პრობლემებს,

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 

1990 - 1991 წ.წ. დაწყებული ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზი, გარე და შიდა ძალების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო - გამრუდდა.

1992 -2012 წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული, ერთის მხრივ - ედ. შევარდნაძისა, და მეორეს მხრივ - მ. სააკაშვილის, ზ. ჟვანიას, ნ. ბურჯანაძისა და დ. ბაქრაძის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობამ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრება:

- სამართლებრივი სივრცის არასწორმა განვითარებამ, ეკონომიკური გარემოს დამძიმება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის [დროებითი] დარღვევა გამოიწვია;

- გაუსაძლისი პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წამსვლელთა დიდ ნაკადსა და ეკომიგრანტთა ჯგუფს, თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებულთა ნახევარმილიონიანზე მეტი  ლტოლვილთა არმია შეემატა;

- საქართველოში ფეხმოკიდებულმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ არნახულად გაზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხვედრითი წილი;

- დანაშაულებრივი საბანკო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდა იპოთეკით დაზარალებული საქართველოს  მოქალაქეთა მრავალათასიანი ჯგუფი;

- მიზეზთა გამო მშობლებისმზრუნველობამოკლებულიმახალგაზრდებს, რომლებსაც 18 დამეტიწელიშეუსრულდათ, დღემდემოქმედიკანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაშიწასვლაუწევთ;

- დამძიმებულმა ეკონომიკურმა გარემომ, გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა მთიანი რეგიონების დაცარიელებისათვის; და ა.შ.

ზემოთხსენებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო ქმედითი ზომების განხორციელების საქმეში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადასადგმელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად გვესახება, ჩვენი მიერ შემუშავებული წინადადების - საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“ რეალიზება.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ღონისძიებათა პაკეტით განსაზღვრული - „განსახლების ფონდის“ საქმიანობა, უნდა დაემყაროს ორი უმთავრესი მიზნის განხორციელებას:

- სოციალურად დაუცველი, იპოთეკით დაზარალებული, ეკომიგრანტების, დევნილების, მშობლებისმზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდებისა და ჭარბი დასახლების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ოჯახებისათვის მთიან რეგიონებში ბინების შეძენითა და მუდმივ საკუთრებაში გადაცემის გზით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას; და

- დაცარიელებული, ან ნახევრად დაცარიელებული მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის საჭირო გარემო პირობების [ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე თუ დიდი ინვესტიციების მოზიდვის გზით სამუშაო ადგილების შექმნა...] ჩამოყალიბებას.

ყოველივე ამისათვის, უნდა შეიქმნას: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისია“, რომელიც გამოიკვლევს:

 - „განსახლების ფონდის“ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ადგილის ხსენებული კატეგორიის ოჯახებისათვის საკუთარ მფლობელობაში გადაცემის საკითხს, პირველი ერთი წლის მანძილზე მასში მუდმივად ცხოვრების შემდეგ და ხუთი წლის მანძილზე გაყიდვის უფლების გარეშე;

- საქართველოს მთიან რეგიონებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით,  ამ რეგიონებში განსახ-ლებული საქართველოს მოქალაქეთა ზემოხსენებული ნაწილისათვის - საგადასახა-დოშეღავათების, დემოგრაფიულიდახმარებისდაწესებისა და კომუნალურიგადასახადებისსრულისუბსიდირების შემოღების საკითხებს;

- „საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს ეფექტური საქმია-ნობისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. 

იმედს ვიტოვებთ, რომ ღვთის შეწევნითა და შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება - ზოგადად ქვეყანაში, და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში არსებული ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების საბოლოო დაძლევა.