Print

დემოგრაფიული პრობლემა

3.3  თუ თქვენ ჩვენსავით ფიქრობთ, რომ უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახის ბიუჯეტის შევსებაზე მაფიქრალ დედას აღარ რჩება შვილების ნორმალურად აღზრდისათვის საჭირო დრო,  

და არ იცით, როგორ შეიძლება გადაიჭრას შექმნილი პრობლემა,

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

დემოგრაფიული პრობლემატიკით დაკავებულ მკვლევართა ერთსულოვანი შეფასებით, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო - დემოგრაფიული დაბერების პროცესშია, რაც გამოიხატება - მოსახლეობაში ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების შემცირებასა და 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილის მატებაში.

მიზეზთა გამო, ქართველი ერი - ფიზიკური შემცირების, ანუ - გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდანაც გადაიდგეს დემოგრაფიული სურათის დადებითად შეცვლისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები.

ჩვენის აზრით, შესამუშავებელია კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დედას - დაუბრუნდეს ოჯახს და მაქსიმალურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში.

ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადების არსი შემდეგშია:

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნების მექანიზმი.

სახელმწიფოს მიერ კანონით გამყარებული ხსენებული რეგულაცია, სკოლის ასაკის შვილის მყოლ დედას, შესაძლებლობას მისცემს - დაუბრუნდეს ოჯახს და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შემდგომი დროის მანძილზე მაქსიმალურად გაახანგრძლივოს შვილთან ურთიერთობის დრო.

აღნიშნული კანონმდებლობა, შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ოჯახს - დაგეგმოს ურთიერთთანაცხოვრების მთელი დროის მანძილზე შვილების ყოლისა და მათი სათანადო აღზრდისათვის საჭირო ქმედებები.

ზემოთქმულის პრაქტიკული რეალიზებისათვის, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს შემდეგი რეგულაცია:

- საქართველოს კანონში საჯარო სამსახურის შესახებ (პარლამენტის უწყებანი, N45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 34-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.

თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ სასკოლო ასაკის შვილის მყოლ ქალს“.

2. 37-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს, შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის შრომის ანაზღაურება ტოლია სამუშაოს სრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებისა.“.

3. მე-40 მუხლის მეორე პუნქტს დაემატო, შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, მისი თანხმობის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 24 საათს.“.

- საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12. 2012 წ., მუხ. 461] შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი ცვლილება:

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ორსული, ახალნამშობიარები ან სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვე-თურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე სასკოლო ასაკის შვილის მყოლი ქალის დასაქმებამისი თანხმობის გარეშე“. 

ერთის მხრივ: საქართველოს კანონში  - საჯარო სამსახურის შესახებ“, და მეორეს მხრივ: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შემცველი წინადადების გათვალისწინება, უდავოდ შეიტანს წვლილს ყოველივე ზემოთქმული ნაბიჯის რეალიზების საქმეში.