Print

საკონსტიტუციო საკითხის დარეგულირებისათვის

3.5  თუ თქვენ ჩვენსავით ფიქრობთ, რომ მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით 2004-2012 წ.წ. მოქმედი დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის მიერ დამახინჯებული იქნა საკონსტიტუციო სამართლებრივი სივრცე 

და არ იცით, როგორ შეიძლება გადაიჭრას შექმნილი პრობლემა,

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 

1992 წ. 2 იანვარს შექმნილი კრიმინალური „სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე 1992 წ. 11 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“ მიიღო [მიზეზთა გამო, ამჯერად არ შევეხებით აღნიშნული დოკუმენტის სამართლებრივ მხარეს].

1995 წლის 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციაში“ [თბილისი, №786-რს], 2004 წ. 6 თებერვლამდე შეტანილი იქნა 6 ცვლილებება.

2003 წ. ნოემბერში ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულმა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა გუნდმა, 2004 წ. 6 თებერვლიდან მოყოლებული, მეთოდურად დაიწყო - 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებულ „საქართველოს კონსტიტუციაში“, თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გამათვალისწინებელ ცვლილებათა განხორციელება.

2010 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ თითქმის ძირეულად შეიცვალა კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელისუფლო ვერტიკალთა ურთიერთბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ემსახურებოდა მ. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე პრემიერ-მინისტრის რანგში მოღვაწეობისათ-ვის შესაბამისი პირობების შექმნას.

მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით 2004-2012 წ.წ. მოქმედი დამნაშავე პოლიტი-კური რეჟიმის მიერ შექმნილ დამახინჯებულ საკონსტიტუციო სამართლებრივ სივრცეში დადებითი ბალანსის აღდგენის მიზნით, ამ ეტაპზე ოპტიმალურ გამოსავ-ლად გვესახება 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ იმ რედაქციის აღდგენა, რომელიც 2004 წ. 6 აგვისომდე მდგომარეობით გახლდათ დაფიქსირებეული.

ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

1. 2003 წ. ე.წ. ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდის მიერ გატარებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ უდიდესი ზიანი მიაყენა ქართული სახელმწიფოს საკანონმდებლო სივრცეს;

2. 2004 წლის 6 თებერვლიდან განხორციელებული ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმა შეფასდეს როგორც დანაშაულებრივი, და გამოცხადდეს იგი უკანონოდ და ბათილად;

3. აღდგეს 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ რედაქცია - 2004 წ. 6 თებერვლამდე არსებული მდგომარეობით.