Print

2012 წ. და "მაიას კალენდარი" - პირველი ნაწილი

მაიას ტომის კალენდარი,

ანუ 2012 წლის არსობრივი მხარის საკითხისათვის

(პირველი ნაწილი)

ოცდამეერთე საუკუნეში გადამდგარი კაცობრიობა ახალი ძალით შეუდგა მაიას ტომის კალენდარში დაცული მინიშნების განხილვას, რომელიც, სავარაუდოდ 2012 - 2013 წლებში მოსახდენზე ამახვილებს ყურადღებას.

ბოლო ჟამის მოვლენათა შესწავლის გზაზე მავალნი, თავს ვალდებულად ვთვლით ლასკარისეული ცნობიერებიდან გამომდინარე კუთხით შევეხმიანოთ აღნიშნულს.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიისეული მინიშნება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აფიქსირებს, რომ:

- „... ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე [აქ - მეორედ შობით მოსული ძე კაცისა], ან ისინი, ვინც მას [აქ - ბოლო ჟამში] ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“ (3 ეზრა 13,52);

- „ხოლო [აქ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების] ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24,36);

- „... არ არის თქვენი საქმე [აქ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების] დღეთა და წელთა [აქ - წინასწარ] ცოდნა, რომელიც დაადგინა მამამ თავისი ძალმოსილებით“ (საქ. 1,7).

აღნიშნული გაფრთხილება მკაცრად გვითითებს, რომ - ვერავინ შეძლებს მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გაცხადების წამის წინასწარ გამოთვლა-გამოცნობას. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მცდელობა საძიებელი ჟამის კონკრეტული დროის დადგენისა არა თუ კრახისკენაა მიმართული, არამედ - ამ კუთხით მაძიებელი, ბიბლიისეული ცნობიერების მოწინააღმდეგეთა შორის „იბევებს“ ადგილს, რასაც არავის არ ვუსურვებთ, რამეთუ არც ერთ მოკვდავს არ  ხელეწიფება შეიძინოს (შეიმეცნოს) იმ – „...დღეთა და წელთა ცოდნა, რომელიც დაადგინა მამამ თავისი ძალმოსილებით“ .

ამჟამად,  მსოფლიოში,ს ყველაზე პოპულარული თემა - მაიას კალენდარია, რომლის მიხედვითაც დროის ათვლა - 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, ზოგი გამოთვლით - 23 დეკემბერს, ან 2013 წლის 16 თებერვალს.

მავანთა მცდელობის შედეგად, ყოველი გამოკვეთილი თარიღი, ორი კუთხით ხდება „ყურადსაღები“:

1. იგი, როგორც მინიმუმ - გასავლელი ეტაპის დამაფიქსირებელია მხოლოდ; და

2. ასე სასოებით მოსახდენი მოვლენა - ამ თარიღამდელ დროშია მოსალოდნელი, რამეთუ მაცხოვარი ბრძანებს - „... რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი“-ო (მათე 24,22).

მაიას ტომის კალენდარზე საუბარი, სწორედ ზემოთქმული წანამძღვარის შემდეგ გვინდა დავიწყოთ. თუმცა, ჩვენეული შეხედულების გაცნობამდე, მოდით სხვათა მიერ, ინტერნეტ სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებათა ნაწილი გავიხსენოთ.

 

არსებული მასალა მცირე კომენტარითურთ

ცნობილია, რომ მაიას ტომს წელიწადის გამოთვლის 2 სისტემა ჰქონდა: „ცოლკინ”, ანუ 260 დღიანი წმინდა წელიწადი და საერთო წელიწადი „ჰააბი”, რომელიც 365 დღისაგან შედგებოდა (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისგან). „ჰააბი”ჩვეულებრივი კალენდარული წელთაღრიცხვისათვის იხმარებოდა, „ცოლკინი” კი რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან იყო დაკავშირებული. ყოველ დღესა და თვეს თავისი საკუთარი სახელი და იეროგლიფი ჰქონდა.

მაიას კალენდრის ძირითადი ერთეული იყო დღე – კინ”; 20 „კინი”, ერთ - „ვინალს” – თვეს ადგენდა. „ვინალიდან” მოყოლებული კალენდარი შემდეგ ციკლებად იყოფოდა: 18 ვინალი (5 დღის დამატებით) = 1 ტუნს, 20 ტუნი = 1 კატუნს (7 200 დღეს), 20 კატუნი = 1 ბაქტუნს (144 000 დღეს), 20 ბაქტუნი = 1 პიკტუნს (2 880 000 დღეს), 20 პიქტუნი = 1 კალაბტუნს (57 600 000 დღეს), 20 კალაბტუნი = 1 კინჩილტუნს (1 152 000 000 დღეს), 20 კინჩილტუნი = 1 ალაუტუნს (23 040 000 000 დღეს).

    მაიას კალენდარი მთლიანად განსხვავებულია ჩვენი კალენდარული სისტემისაგან, ეს არის რთული კომპლექსური სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დედამიწაზე დროის ერთხაზოვან ქრონოლოგიას აწარმოებს, არამედ ამ დროის კავშირს ცნობიერებასთან, და ამით ერთადერთი და განსაკუთრებულია დედამიწაზე ოდესმე ან ახლა არსებულ კალენდრებს შორის...

ის, რასაც - მაიას კალენდრის სახელით ვიცნობთ, სინამდვილეში, ერთი კი არა, სამი სხვადასხვა კალენდარია,განსხვავებული ათვლის სისტემით, რომლებიც გარკვეული ციკლის მანძილზე ერთმანეთს კვეთავენ.

მაიას კალენდრის გასაგებად ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ჩვენთვის ჩვეული, არა მარტო - დღეების, კვირეებისა და თვეების სისტემა, არამედ წლების ჩვენებური ქრონოლოგიაც.

ჯერ ზოგადად - ეს კალენდარი ითვალისწინებს არა მხოლოდ დედამიწის მოძრაობას საკუთარი ღერძის და მზის გარშემო, არამედ მთვარის ფაზებს, მზის და მთვარის დაბნელებებს, პლანეტა ვენერას ხილულ ცაზე მოგზაურობას, პლეადების ციკლს... მათ, მთელი სიზუსტით გამოთვლილი ჰქონდათ [აქვთ] - მთვარის ყველა დაბნელება (30 წამიანი სიზუსტით), მზის ბუნიობა, პლანეტების მოძრაობა მზის სისტემაში, მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში, მისი მიმართება გალაქტიკის ცენტრთან („ცენტრალურ მზესთან"), პლეადების მიმართება დედამიწასთან....

 მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი დღე უბრალოდ - კვირის, თვის ან წლის მორიგი დღე კი არ არის, არამედ იგი გარკვეული ენერგიის მატარებელია, რომელიც - შექმნაში იღებს მონაწილეობას. მოკლედ რომ ვთქვათ მაიას კალენდარი არის - ცნობიერების მიერ დროსა და სივრცეში მოქმედების, მის მიერ რეალობის შექმნის განვითარების პროცესი.

ეს სამი კალენდარი რომელიც ამ პროცესს გამოხატავს არის - ცოლკინი, ჰააბი და გრძელი თვლის კალენდარი.თითოეული მათგანი დამოუკიდებელი კალენდარია, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთს კვეთავენ გარკვეულ წერტილში.ცოლკინი და ჰააბი ყოველ წელს მეორდება. ოღონდ ერთი წელი ცოლკინის მიხედვით 260 დღეა, ჰააბის მიხედვით - 365.გრძელი თვლის კალენდარი თვითონ არის ერთი დიდი ციკლი.

  ცოლკინისა და ჰააბის დღეების ერთმანეთზე დამთხვევის ციკლი ყოველ 52 წელიწადში ერთხელ მეორდება. ყოველი ასეთი ციკლის დასასრული მაიას ტომისთვის დიდი მოლოდინი იყო - მიეცემოდათ თუ არა კიდევ ერთი 52-წლიანი ციკლი. პლეადების მიერ ჰორიზონტის გადაკვეთა (რომელიც ზუსტად ამ ციკლის ბოლოს ხდება), მათთვის იყოს ნიშანი, რომ - ქმნილების პროცესი გრძელდება და კიდევ ერთი 52 წლიანი ციკლი მიეცათ....

ცოლკინი, იგივე 260 დღიანი - ღთიური კალენდარი, ძირითადად ვენერას მოძრაობაზეა ორიენტირებული და შედგება თავისი სახელის მქონე ოცი ცამეტდღიანი კვირისაგან. სახელების გარდა - დღეებს თავისი ნომერიც აქვთ.

ჰააბი უფრო ყოველდღიური კალენდარია, ორიენტირებულია დედამიწის მზის გარშემო მოძრაობაზე, ამიტომაც მასში 365 დღეა და ამდენად ახლოს დგას ჩვენს კალენდართან, თუმცა წლების აღრიცხვა ჰააბის (ისევე როგორც ცოლკინის) მიხედვით - არ ხდება. მის მიხედვით აწარმოებდნენ მეურნეობას. ჰააბი შედგება 19 თვისაგან, რომელთაც ასევე თავისი სახელები აქვთ (როგორც თვეებს ასევე დღეებს). 18 თვე სრული ოცდღიანია, მეცხრამეტე - უაბი კი, მხოლოდ - ხუთდღიანია. ამასთანავე, ამ ხუთ დღეს სახელი არა აქვს და არც ნომრავენ, ესენი ყველაზე უიღბლო დღეებად ითვლება და ცდილობენ ამ დღეებში არაფერი მნიშვნელოვანი არ გააკეთონ (ცეცხლის დანთებასა და ცხელი საჭმელის ჭამასაც კი ერიდებიან).

შედარებით რთულია გრძელი თვლის კალენდარი. როგორც ითქვა, ჩვენეული გაგებით, წლების აღნიშვნა მაიას კალენდრის მიხედვით არ ხდება - მთელი დატვირთვა დღეებზეა. მასში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება 52 წლიან ციკლს, რომელიც მათთვის 18 980 დღეა... ამ ციკლს - მრგვალ კალენდარს უწოდებენ და საერთოდ, მაიას კალენდარში, ციკლურობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა.

თვითონ გრძელი თვის კალენდარი ციკლური არ არის და აღარ მეორდება (როგორც ვთქვათ 260 დღის შემდეგცოლკინის ახალი ციკლი დაიწყება, ან 365 დღის შემდეგ ჰააბის, 18 980 დღის შემდეგ - ახალი მრგვალი კალენდარი).გრძელი კალენდარი - ცამეტ ბაქტუმიანი მონაკვეთებისაგან შედგება... მაიას კალენდრიდან მხოლოდ გრძელი თვლის კალენდარი აწარმოებს დროის ხაზოვან ათვლას, ანუ წარსულის ქრონოლოგიას.

ცამეტბაქტუნიანი კალენდარი სწორხაზოვანი დროის ბოლო მონაკვეთია, თორემ მანამდე უკვე გავლილია დროის უზარმაზარი მონაკეთი, რომლის ათვლაც - 16 მილიარდ წელს მოიცავს.

პირველი ბაქტუნი დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე - 3114 წლის აგვისტოში და მეცამეტე ბოლო ბაქტუნი (და მთლიანად გრძელი კალენდარი) მთავრდება - 2012 წლის 21 [23] დეკემბერს ზამთრის მზის ბუნიობისას, ანდა - 2013 წლის 16 თებერვალს.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ , სავარაუდოთ, ამავე დღეს მთავრდება, როგორც - ცოლკინის 260 დღიანი,  ასევე ჰააბის 365 დღიან ციკლებიც (და თავისთავად 52 წლიანი ციკლური მრგვალი კალენდარიც), მთლიანად ეს ციკლი მოიცავს - 5 128 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი კალენდარი ციკლური არ არის და აქ ათვლა მთავრდება, ასეთი დამთხვევის ციკლი შეადგენს დაახლოებით - 26 000 წელს.

აქ ყურადსაღებია ციფრული კოდი - "5128", რომელშიც - "51' = "ი[10] + ე[5] + ს[20] + ო[16]"; ხოლო - "28", ქართული ანბანის 28-ე ასო-ნიშან: "ჩინ"-ზე გვითითებს. მაშასადამე, მითითებული ციკლის ხანგრძლივობა - 5128 წელი, კოდირებული გვამცნობს - "იესო"-ს [51] გამოჩენას [28 = ჩინ].

ზოგადად, მაიას ტომისა და, საერთოდ, მეზოამერიკული კოსმოლოგია მთლიანად დაფუძვნებულია ციკლურ განვითარებაზე. გარდა გრძელი კალენდრის დიდი ციკლისა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია „დიადი თარიღები" - სამყაროს კოსმიური სურათი დროის მოვლენებთან და ქმნილების საფეხურებთან განვითარების შესახებ. ეს არის - ცხრა ქვედა სამყაროსა და ცამეტი ზეცის ურთიერთობა.

გასაგები რომ გახდეს, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მაიას ათვლის სისტემა, რომელიც (განსხვავებით ათობითი ათვლის სისტემიდან) ეფუძნება - ცამეტსა [„ცა-მეტი“-იაზე მინიშნება] და ოცს [„ო-ცი“, ანუ ცისიერი უფალი].

ჩიჩენ-იცას კუკულკანის საფეხურებიანი პირამიდა, ტიკალის იაგუარის პირამიდა, ერთგვარი - გაქვავებული კალენდარია, რომელიც არა მხოლოდ წელიწადის დროებს, დღეებს, 52 წლიან ციკლს, გრძელ კალენდარს, არამედ მთლიანად ქმნილების კოსმოლოგიურ სურათს მოიცავს. მათი ცხრა საფეხური გამოხატავს ცხრა ქვედა სამყაროს. თითოეულ სამყაროს ცამეტი „ზეცა" მართავს. ეს ცამეტი ზეცა წარმოადგენს შვიდ დღეს - სინათლეს, შემოქმედებას, განვითარებას, და ექვს ღამეს - სიახლის, განვითარების ძველთან წინააღმდეგობრივი გზით დროში დამკვიდრებას... ყველა ეტაპი იმართება - ღმერთების, ნახევარღმერთების, დემონების რთული პანთეონით.

პირამიდის პირველი საფეხური, ქვემოდან ზემოთ იწყება დაახლოებით 16 მილიარდი წლის წინათ, რაც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის თანამედროვე თარიღთან, მეორე ეტაპი რაღაც რვაასი მილიონი, ხოლო  მესამე - ორმოცი  მილიონი წლის წინ, ადამიანი, როგორც ასეთი შემოდის მეოთხე საფეხურზე - დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, მაგრამ ჩვენი ცნობიერება - მეხუთე საფეხურზე - ასიათასზე მეტი წლის წინ, მეექვსე საფეხურიდან იწყება გრძელი თვლის კალენდარი -5128 [ „51“ ესაა -იესო, ხოლო „28“ – „ჩინ“; ე.ი. - იესოს გამოჩენა] წლიანი ციკლი, მეშვიდე - მეთვრამეტე საუკუნიდან,მერვე - ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, მეცხრე და ბოლო ახლა მიმდინარეობს, მთელი პროცესი, ყველა ციკლი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს (კოლემანის გამოთვლით დამთავრდა 2011 წლის 28 ოქტომბერს). ამით მთავრდება დროის განვითარების ციკლი. თუმცა ეს არ ნიშნავს სამყაროს ან განვითარების დასასრულს, მთავრდება დრო, ისეთი როგორც გვესმის ახლა, ეს ცხრა ქვედა სამყაროს განვითარება წარმოადგენს დროის მდინარების აღრიცხვას მოქმედების პროცესთან მიმართებაში, აქ ერთი მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველი მომდევნო საფეხური ქვედაზე ოცჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ანუ დროის მდინარება ასტრონომიულად იგივე რჩება, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს გაცილებით სწრაფად, დაჩქარებილი პროცესების გამო დრო იკუმშება მანამ, სანამ არ მივა კრიტიკულ ზღვართან, სადაც დროის ათვლის ძველი სისტემა ვეღარ მუშაობს და ეს ზღვარი ემთხვევა ცხრავე ქვედა სამყაროს გაერთიანებას რადგან ზედა საფეხურის დაწყება, ქვედას დამთავრებას არ ნიშნავს, ქვედა უბრალოდ საფუძველია, თორემ ისიც გრძელდება 2012 წლამდე.

ჩვენ მიჩვეული ვართ დროის მდინარების სწორხაზოვან ათვლას - წარსულიდან მომავლისაკენ. და დრო ჩვენი გაგებით მხოლოდ დროა, რომელიც მიედინება და რომელშიც მიმდინარეობს მოვლენები. მაიას ტომი (და ზოგადად მთლიანი მეზოამერიკული კულტურა], დროს აღიქვამს ერთხაზოვნადაც, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ ამავდროულად ციკლურად განვითარებადს...

მათი აზრით, ყველა დიდი ციკლის ბოლოს, რომელსაც - სამყაროს, ან - მზეს უწოდებენ, ეს სამყარო ნადგურდება და მის ნანგრევებზე  ახალი სამყარო იწყებს განვითარებას. ასე განადგურდა წინა ოთხი სამყარო - მიწისძვრით, ყინულით, ცეცხლით და წყლით, ახლა მეხუთე მზის ბოლოში ვიმყოფებით, მაგრამ არა მხოლოდ მეხუთე ციკლი მთავრდება, არამედ მთლიანი დიადი ციკლი, რომელიც მოიცავს თითქმის 26 000 წელს და რომელიც მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს, დღის 11 საათსა და 11 წუთზე. ეს არის დრო, როდესაც იტცას კონსული (ინდიელების უხუცესთა გაერთიანება) საკრალური ცერემონიით ოფიციალურად გამოაცხადებს დიადი ციკლის მეხუთე და ბოლო სამყაროს, მეხუთე მზის დასასრულს. ასტრონომიულად კი იგივე დღის 11 სათსა 12 წუთზე ზამთრის ბუნიობაა. გარდა ამისა ზუსტად ამ დროს დედამიწა და მზე ზუსტად ერთ ხაზზე იმყოფება გალაქტიკის ცენტრთან, ამ მოვლენას პრეცესიის თანაფარდობა, პრეცესიის ბუნიობა ქვია და მხოლოდ ყოველ 26 000 წელიწადში, უფრო ზუსტად ყოველ 25 740 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ზუსტ თარიღზე, პლიუს-მინუს რამოდენიმე წელი, დღემდე კამათობენ მეცნიერები.

მაიას ტომი, თავის ლეგენდებში და მეხსიერებაში, კარგად ინახავს ცნობებს „სამყაროების" დასასრულის შესახებ... ამათგან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ცნობა დიადი ციკლის ზუსტად შუაში მოსახდენი მოვლენის თაობაზე [რაც, ჩვენის აზრით უფლის პირველ განკაცებაზე უნდა გვანიშნებდეს], როდესაც, დროისა და ქმნილების ერთმანეთთან მჭიდრო კავშირისა გამო, „მოხდებოდა“ მკვეთრი ნახტომის გაკეთება [უფალი - განკაცდა], რაც ამ ციკლის დროს დიდი ტრაგედიით [აქ - უფალ იესუ ქრისტეს ჯვარცმით] დამთავრდებოდა - „ზეციური წინაპრები" მარტო დაგვტოვებენ... [მკვდრეთით აღმდგარი უფალ იესუ ქრისტეს - ამაღლება], მაგრამ „დრო გაგვიწელეს", რომ მოეცათ ჩვენთვის შანსი - „სიმინდის [აქ - მოკვდავი სხეულის მქონე] ადამიანებიდან", „სინათლის [აქ - უკვდავი სხეულის მქონე] ადამიანებად" გარდავქმნილიყავით.

 ეზოთერიკოს მეცნიერთა  ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ - „სინათლის [აქ - უკვდავი სხეულის მქონე] ადამიანებად"  გარდაქმნის დროაცამეტი - ბაქტუმი, ოთხი - აჰაუ, მესამე - კანკინი, ანუ  - 2012 წლის 21 დეკემბერი. ეს თარიღი წარმოადგენს, დროის სრულიად ახალი ციკლის, ანუ  - ქმნილების გარდაქმნის ახალი ეტაპის დასაწყისს.

არსად არც ერთ ტექსტსა და ლეგენდაში (ასეთი კი არც ისე ბევრია)  ეს თარიღი სამყაროს დასასრულად არ ითვლება, მხოლოდ დასაწყისად. [ბიბლიური მინიშნების მიხედვით - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაწყისი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი“ (3 ეზრა 7,43)].

ინდიელთა ცივილიზაციისთვის, სხვა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კარგად იყო ცნობილი გალაქტიკის აგებულებაც და გალაქტიკის ცენტრიც (რაც ყოვლად შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით ცაზე, თუნდაც ათასწლეულობით, დაკვირვებით გაეგოთ, რადგან ირმის ნახტომი ცაზე მხოლოდ რკალის სახით ჩანს).

გალაქტიკის ცენტრს ცენტრალურ მზეს უწოდებდნენ, თუმცა ისიც იცოდნენ რომ უძირო სიბნელეს წარმოადგენდა. ეს პარადოქსალური შავი სინათლე - ეკ უაინალი წარმოადგენდა ქმნილების საწყისს წერტილს, აქედან იწყებდა - სამყაროს ცხოვრების ხე გაშლას... აქედან წამოსული ენერგია [აქ - სულიწმიდა], არის - სიცოცხლის საწყისი მთელს გალაქტიკაში, და იმ დროს როცა - დედამიწა, ჩვენი მზე და ეკ უიანალი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ეკ უინალის ცენტრიდან სიცოცხლის ხის ტოტები შემოიხვევიან და მიიზიდავენ ჩვენს: მამას - მზეს, მთლიანად შეცვლიან და თავის ენერგიას გადასცემენ მას, რომელიც, თავისთავად, ჩვენს: დედას - მიწას გადასცემს ამ ენერგიას და - ჩვენ, ადამიანებს, გაგვახვევს ახალ სინათლეში და დაგვიბრუნებს ჩვენს ნამდვილ სახეს [აქ - უკვდავი სულის მიერ უკვდავი სხეულის შეძენა], და სამყაროს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში. ისინი თვლიან, რომ სამყარო ისეთი სულაც არ არის რასაც ეხლა ვხედავთ [ბიბლიური სწავლებით ამას - „ახალი ცა და ახალი მიწა“ ჰქვია]...  ამასთანავე - დაბრუნდებიან ჩვენი კოსმიური წინაპრებიც, რომლებიც აღარ მიგვატოვებენ [აქ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება].

ინდიელთა ლეგენდებიამ დროისათვის, სხვადახვა ღმერთების (კეცალკოატლი, კუკულკანი, ბოლონ იოქტეჩამოსვლას წინასწარმეტყველებენ. ინდიელთა პანთეონისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ღმერთების ერთ ღვთაებაში გაერთიანება, ან პირიქით - ერთი ღმერთის სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა ამპლუაში მოვლინება. ამის ნათელი მაგალითია:კეცალკოატლი - ერთერთი უმნიშვნელოვანესი ღმერთი, რომელიც იგივე კუკულკანია, შეცვლილი ატრიბუტებით და ოდნავ განსხვავებული გენიოლოგიით... თუმცა ძალიან საინტერესოა - ბოლონ იოქტე, რომელიც ეზოთერიკოსთა აზრით, გახდა კიდეც მიზეზი 2012 წლის სამყაროს დასასრულად გამოცხადებისა.

მაიას დამწერლობიდან შემორჩენილია სამად სამი ხელნაწერი, რომლებიც იმ მუზეუმების სახელებითაა ცნობილი, სადაც ინახება - დრეზდენის, მადრიდის და პარიზის ხელნაწერები; და ორი საკულტო წიგნი  - „ჩილამ-ბალამი" და „პოპოჰ ვუ"... ყველა მათგანში არის საუბარი დროის ციკლურობაზე, დროის დასასრულს ღმერთების - ზეციური წინაპრების დაბრუნებაზე... მაგრამ დროის დასასრულის ზუსტი თარიღი არსად არ არის ნახსენები. ზეპირი გადმოცემები და ლეგენდები დროის დასასრულად გრძელი კალენდრის დასასრულს ასახელებდნენ, მაგრამ ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია.

 სამყაროს დასასრულის ბუმი დაიწყო არა მაიას ტომისაგან, არამედ „თეთრი ადამიანების" მიერ, მას შემდეგ რაც გასული საუკუნის სამოციან წლებში ცნობილი ტორტუკიეროს მეექვსე მონუმენტის იეროგლიფები აღმოაჩინეს და გაშიფრეს. იქ კი აშკარად წერია ის, რასთვისაც მაიას ცივილიზაცია უკვე დიდი ხანია ემზადებოდა და ზუსტად იგივე თარიღია მითითებული -ცამეტი ბაქტუმი, ოთხი აჰაუ, მესამე კანკინი.

აქ წერია, რომ - ეს [ანუ ამის მსგავსი] ადრე უკვე მოხდა [აქ - პირველი მოსვლა], კვლავ მოხდება... ცხრა ქვედა სამყაროს და შვიდი დღის მმართველი დაბრუნდება [აქ - მეორედ მოსვლა], ყველასთვის ხილული გახდება - ბოლონ იოქტე.

იმ პერიოდისთვის, როცა - ტორტუკიეროს იეროგლიფები აღმოაჩინეს, კარგად იყო ცნობილი ის, წარმოუდგენელი და ყოვლად აუხნელი კოსმოლოგიური, ცოდნა, რაც უძველეს მაიას ტომს გააჩნდა. ასევე კარგად იყო გაშიფრული და წაკითხული ათასობით დამწვარ ხელნაწერებს შორის გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი წიგნი.

გაცილებით მეტი სერიოზულობით დაიწყეს მაიას წინასწარმეტყველებების განხილვა. ყურადღება მიაქციეს, რომ წინა „სამყაროები" რაღაც კატასროფებით იღუპებოდა. ახლა კი, როგორც ამბობდნენ, მეხუთე და ბოლო სამყარო იყო. სრული სერიოზულობით დაიწყო მაიას ლეგენდების შესწავლა და უხეცესების გამოკითხვა, თუ რას ნიშნავდა ეს თარიღი. ისინი კი მშვიდი ღიმილით პასუხობდნენ, რომ - „წინა სამყაროები და კატასტროფები ეხებოდა მხოლოდ დედამიწას, ახლა კი ქმნილების ის ციკლი მთავრდება. რომელიც მთლიანად ჩვენს მზის სისტემას ეხება, რომ ჩვენი მარტოობა მთავრდება, რომ ცოდნის დიდი ნაწილი დაკარგული აქვთ, რადგან ჩვენ წავართვით, მაგრამ დიდი ციკლის დასასრულამდე აუცილებლად დაიბრუნებდნენ საჭირო ცოდნას...“.

ღმერთი ბოლონ იოქტე, რომლის ჩამოსვლაც ნაწინასწარმეტყველებია ტორტიკიეროს იეროგლიფებით, ერთ ერთი ლეგენდით წარმოადგენს - ომის, ნგრევისა და შურისძიების ღმერთს... ბოლონ იოქტე არის - ცხრავე ქვედა სამყაროს, და შემოქმედების [აქ - ბიბლიური ქმნადობის] შვიდი დღის ღმერთი. ამ სამყაროების ათვლა იწყება სამყაროს დასაწყისიდან, დაახლოებით 16 მილიარდი წლის წინ და ყველა საფეხური ერთად მთავრდება - 2012 წელს.

მაშასადამე, ვიღებთ შემდეგ სურათს: 2012 წელს მთავრდება სამყაროს შექმნის ციკლი, დედამიწაზე ჩამოდის განვითარების ცხრავე საფეხურის ღმერთი, რომელიც ერთიანდება ომისა და ნგრევის ღვთაებაში.

(პირველი ნაწილის დასასრული)

მიხეილ (გელა) სალუაშვილი