„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 14აპრილის
სხდომის ანგარიში
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 14აპრილის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე და ნათელა მელქაძე.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
1. 2012 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში კავშირის მონაწილეობის თაობაზე;
2. საარჩევნო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ;
3. საარჩევნო კომისიის მდივნად ნათელა მელქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
„სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 14აპრილის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 14აპრილის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
1. 2012 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში კავშირის მონაწილეობის თაობაზე;
2. ლასკარის საარჩევნო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ;
3. ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივნად ნათელა მელქაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად ერთხმად
დაადგინეს:
1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“2012 წლის ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სახელდებით: „...უფალია ჩვენი სიმართლე“;
2. შეიქმნას ლასკარის „საარჩევნო კომისია“, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ხელმძღვანელობით;
3. შემოღებულ იქნეს ლასკარის „საარჩევნო კომისიის მდივნის“ თანამდებობა;
4. ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივნის დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვროს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციად, შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით;
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
9 + 9, ანუ მე-18-ე 9 აპრილი
ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან 2012 წლის 9 აპრილს შემდგარი შეხვედრისა და მის შემდგომად განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრის დაწყებამდე, გვინდა 2003 წლის 9 აპრილს მომხდარის თაობაზე, ჩვენი №42(149) გაზეთის ფურცლებზე გაცხადებული გაგახსენოთ:
- ბატონ აკაკისთან ღვთაებრივი კარნახის პირველი გამოვლენა 1994 წლის 9 აპრილს შედგა (იხ. გვ.2);
- „ ჩვენის აზრით ბოლო ჟამში მომქმედი „ელიას სახე-ფორმის მატარებელი ჯგუფი“ გახლავთ ბატონი აკაკი ჯორჯაძის ძალისხმევით შექმნილი ღვთაებრივი მოძრაობა „ახალი სიტყვა“... ბოლო ჟამში „ენუქის სახე-ფორმის მატარებელი ჯგუფი“ გახლავთ 1996 წ. 15 დეკემბერს დაარსებული: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“ (იხ. გვ.3);
- არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ბოლო ჟამში ზვიად გამსახურდიაზე აცხადდა - პირველად ღმერთად მოსვლისას, მაცხოვრის ჯვარცმისეული, მეორედ მოსვლის ჟამს ასაცხადებელი მისტერია. ამდენად, ბოლო ჟამში, ჩვეულებრივი ხრწნადი სხეულით მავალი ძე კაცისას სიკვდილი აღარ ხდება - იგი, ძალმოსილების მიღების შემდეგ გაცხადდება ჩვენთვის. „ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში მოღვაწე აკაკი ჯორჯაძე გახლავთ იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია, რომლის სიკვდილისეული მისტერიაც აცხადდააკაკი ელიავაზე...“ (იხ. გვ.4);
- სახარების მიხედვით იოანეს ეკითხებოდნენ: „ვინა ხარ შენ?“, მისი პასუხიც ცნობილია. „ბატონ აკაკი ჯორჯაძეს არასოდეს უთქვამს თავის თავზე, რომ - იგი, მეორედ ღმერთად მომავალი ქრისტეა. იგი ბრძანებდა - „... მე არც მესია ვარ, არც წინასწარმეტყველი, არც ნათელმხილველი, არც ექსტრასენსი არც ეზოთერიკოსი, არც მაგია და არც მსგავსი სხვა რამ. მე ვარ ქართველი მწერალი, შემოქმედი, ამ შემთხვევაში ღვთაებრივი „ახალი სიტყვა“-ს თქვენამდე, კაცობრიობამდე მომტანი...“ (იხ. გაზ. „არჩევანი“, №4(27), 1995 წ., გვ.8)...“ (იხ. გვ.5);
- სახარების მიხედვით იოანე ნათლისმცემელი: „გზების მომსწორებელია“. ბატონი აკაკი თავის თავზე ამბობს - „... რაზე უფრო გწყდებათ გული? - თუ ვერ-არ გამოვიყენეთ ერმა, საქართველომ ეს შანსი - „მოსწორებული გზები“... დაგვავიწყდა, რო 9 წელია გესაუბრებით: ან-ან! ფაქტიც სახეზეა: დღეისათვის გზები ჭეშმარიტად მოსწორებულია...“ (იხ. გაზ. „მძლეველი“, №51, 2003 წ., გვ.1-2)...“ (იხ. გვ.6);
- აკაკი ჯორჯაძის ძალისხმევით 2002 წლის 15 აპრილს ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის წინ - „... 20 იანვარს შეხვედრა შესდგა საქართველოს პრეზიდენტ ბატონ ედ. შევარდნაძესა და ქართველ მწერალ აკაკი ჯორჯაძეს შორის...“ (იხ. გაზ. „მძლეველი“, №33, 2002 წ., გვ.1)...“ (იხ. გვ.7);
_ ერთი წლის თავზე, 2003 წ. აპრილის თვეში: „პოლიტიკური გაერთიანება „მძლეველის“ 16 აქტივისტის მიერ პრეზიდენტ ედ. შევარდნაძის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას (აქ - 6 აპრილს) „დედა ენის“ ძეგლთან დაწყებული შიმშილობის აქცია 9 აპრილს დღის 2 საათზე შეწყდა...“ (გაზ. „ახალი თაობა“, 10/04-03 წ., გვ.5)...“ (იხ. გვ.7);
- ბატონი აკაკი ჯორჯაძის განცხადებით: „... შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ არსებული ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის მშვიდობიანი შეცვლის მოთხოვნით მილიონ 700 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერისა და მის საფუძველზე ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის შესაბამისმა დადგენილებამ იურიდიული ძალა 9 აპრილს დღის ორ საათზე დაკარგა“ (გაზ. „ახალი თაობა“, 10/04-03 წ., გვ.5)...“ (იხ. გვ.8);
- „ბიბლიური მინიშნებით: „ახ. წ. 29 წელს იოანე ნათლისმცემელის აღსასრული“ (იხ. „ბიბლია“, თბ. 1989 წ., გვ. 1215). აქ „ოცი და ცხრა“, კოდში ცხრაწლიან მონაკვეთზე მიგვანიშნებს, ანუ 1995 წლიდან (ღიად, ხოლო 1994 წ. 9 აპრილიდან, ფარულად მიმდინარე - გ.ს.) 9 წლის შემდეგ, ანუ 2003 წ. 9 აპრილს დასრულდა იოანე ნათლისმცემელისეული ეტაპი...“ (იხ. გვ. 8);
ყოველივე ზემოთქმული გავიხსენეთ იმისათვის, რათა უფრო გასაგები გამხდარიყო, 2003 წლის 9 აპრილიდან, ასევე 9 წლის თავზე მომხდარის არსი.
როგორც ვიცით, 1992 წ. 7 მარტს საქართველოში დაბრუნებული ედ. შევარდნაძე 1992 წ. 11 ოქტომბრის უკანონო „არჩევნების“ შემდეგ, მოძალადე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი - „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე-სახელმწიფო მეთაური“ - გახდა. აღნიშნულიდან ათვლით, ბიბლიაში დაფიქსირებული მისი ხელშეუხებელი მმართველობის 10,5 წელი, 2003 წ. 11 აპრილს ამოიწურა [5 აპრილს ედ. შევარდნაძის მიერ დაარსებული საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ „საქმენი საგმირონი“, შვიდი თვის შემდეგ დასრულდა - 2003 წ. 23 ნოემბერს ედ. შევარდნაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. იხ. გაზ. №11(804), გვ.4-5)].
აღნიშნულის გააზრების შემდეგ, ვფიქრობთ ადვილად გასაგები გახდება, რომ აკაკი ჯორჯაძის მიერ 2003 წ. 11 აპრილამდე, პოლიტიკური კუთხით დასმული ეს საკითხი, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა. ანალოგიურად, უშედეგო აღმოჩნდა აკაკი ჯორჯაძის მიერ გაკვალულ გზაზე მავალი პ/გ „მძლეველის“ პოლიტიკური საქმიანობა (1999 წ. საპარლამენტო „არჩევნებში“ მიღებული 4275 (0,2%) ხმის შემდეგ, 2003 წ. საპარლამენტო „არჩევნებში“ მათ მხოლოდ 1627 (0.09%) ხმა აიღეს).
ყველაფერი ბიბლიური მინიშნების მიხედვით წარიმართა - მიზეზთა გამო, ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე, ცრუწინასწარმეტყველმა მ. სააკაშვილმა ჩაანაცვლა.
გარკვეული დროის შემდეგ - აკაკი ჯორჯაძემ თავისი საქმიანობა კვლავ გააგრძელა, რამეთუ მას - იოანე ნათლისმცემელისეული ტვირთი ცრუწინასწარმეტყველის ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც უნდა ეტარებინა. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვების ახალი ეტაპი. 2007 წელს „ახალი სიტყვის“ ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფის მთელი ძალით ამოქმედებამ, ვერც ამჯერად მოიტანა მათთვის სასურველი შედეგი - 2007 წ. ნოემბერში თანამდებობიდან გადამდგარი ცრუწინასწარმეტყველი მ. სააკაშვილი 2008 წ. 5 იანვრის გაყალბებული „არჩევნების“ შემდეგ, კვლავ საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
აკ. ჯორჯაძისა და მისი მომხრეების ძალისხმევის მომდევნო ტალღამ 2011 წლის ოქტომბერში კვლავ „მძიმე დარტყმა“ განიცადა - პოლიტიკურ ასპარეზზე - ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.
„სულიერ-ფიზიკური“ ეტაპის არსი
2011-2012 წლებში განვითარებული მოვლენები, თავისი ფარულად მიმდინარე პროცესებით, მთავარი გარდამტეხი ეტაპის მოახლოებას გვამცნობდა.
აკ. ჯორჯაძის მიერ „იოანე ნათლისმცემელისეული“ ტვირთის ტარებას „სულიერი“ დატვირთვა აქვს, რამეთუ იგი თავად უნდა იყოს ამ არსის მატარებელი პიროვნება.
„სულიერი“ ეტაპი, „ფიზიკურში“ გამოვლენით უნდა გაგრძელებულიყო. სწორედ ეს მოხდა 2011 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც, პოლიტიკურ სარბიელზე, აქამდე ჩრდილში მყოფი, ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ჩვენის აზრით, სწორედ ბიძინა ივანიშვილია „ფიზიკურში“ გამოვლენილი „იოანე ნათლისმცემლის“ არსობრივი მხარის მატარებელი (იხ. გაზ. №14(791), 19 ნოემბერი, 2011 წ., გვ.4-12).
ამდენად, აკ. ჯორჯაძე „სულიერი“ კუთხით გახლავთ „იოანე ნათლისმცემლის“ არსის მატარებელი, რამეთუ თავადვე უნდა იყოს მისი რეინკარნირებული სულის მქონებელი პირი;
ხოლო ბიძინა ივანიშვილი „იოანე ნათლისმცემელისეული“ მისიის მხოლოდ „ფიზიკური“ არსის მატარებელია. მან, ასევე უნდა შეასრულოს „გზების მოსწორებისეული“ მისია, ოღონდ, აკაკი ჯორჯაძისაგან განსხვავებით, უკვე - „ფიზიკურ“ პლანში.
აი, ეს მოხდა (დაიწყო) 2011-2012 წლების მიჯნაზე, რაც, ერთგვარი, გარდამავალი ეტაპით ხასიათდება და, ჩვენის აზრით, მოიცავს - ექვს თვეს, ანუ სწორედ იმდენს, რა დროითი სხვაობაცაა - იოანე ნათლისმცემელსა და იესუ ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებას შორის.
2011 წლის 7 ოქტომბრიდან, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული პირველი განცხადებიდან (იგივე - „ფიზიკური“ გამოჩენიდან) ათვლით, 6 თვიანი მიჯნა - 2012 წლის 7 აპრილს იწურებოდა. ყოველივე ზემოთქმულის გააზრებით აშკარა გახდა, რომ - ახლოვდებოდა ჩვენი ამოქმედების დრო.
როგორც მკითხველმა უკვე იცის - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ამოქმედებასთან დაკავშირებული მოვლენები - 2011 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყო, და 2011 წ. 23 დეკემბრის რეგისტრაციისა და 2012 წ. 19 მარტის, ე.წ. „რუსთაველი 34“-ის ეტაპების დაფიქსირებით გრძელდება.
აკ. ჯორჯაძესთან ჩვენი ურთიერთობის მე-18 წელთან დაკავშირებული მოვლენების აღწერიდან უკვე ვიცით - 2012 წ. 22 მარტს მასთან გამართული ჩვენი შეხვედრის თაობაზე, როდესაც მისივე ინიციატივით - „... შევთანხმდით - ორმხრივი დიალოგის მომდევნო ეტაპის: 18 დღის შემდეგ, ანუ 2012 წლის 9 აპრილს გამართვის თაობაზე“ (იხ. გაზ. №17(810), 14 აპრილი, 2012 წ., გვ.3).
ბატონი აკაკის მიერ შემოთავაზებული თარიღი - 2012 წ.9 აპრილი, ჩვენთვის, რამოდენიმე კუთხით გახლდათ მნიშვნელოვანი. კერძოდ, ამ დღეს:
- 1994/1995 წ. 9 აპრილიდან მე-18 და მე-17 დროითი მიჯნა ფიქსირდებოდა;
- 2003 წ. 9 აპრილიდან 9 წელი გადიოდა;
- 2012 წ. 22 მარტიდან მე-18 დღე სრულდებოდა.
ბუნებრივია დავეთანხმე ბატონი აკაკის წინადადებას, და მას 2012 წ. 9 აპრილის 14.00 სთ-ზე, მისი საცხოვრებელი სახლის (გ. ჩიტაიას №20-ის პირველი სართული) ქვეშ არსებულ სარდაფში განთავსებულ ოფისში ვეწვიე.
2012 წ. 9 აპრილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის ხატს 9 აპრილის შემდეგ სისხლი სდის.
ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სერგიმ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი მადლი, რომელიც დიდ სასწაულს და იშვიათობას წარმოადგენს ქრისტიანულ სამყაროში“.
ღვთისმშობლის ხატი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში
2011 წლის დეკემბერში დააბრძანეს. ეკლესიაში ამ დროისთვის
წირვალოცვა არ აღევლინება და მისი გახსნა 22 მაისს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე იგეგმება. ტაძრის მშენებლობა კი ოთხი წლის წინ დაიწყო.
აკაკი ჯორჯაძესთან მისვლისას გაირკვა, რომ მისი მხარდამჭერების თავყრილობაზე მივსულვარ. მცირე შესავალი სიტყვის შემდეგ, აკ. ჯორჯაძის თხოვნის პასუხად სიტყვით სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები გამოვიდნენ. თითოეული მათგანი, აფიქსირებდა რომ ისინი, ბატონი აკაკისგან მოითხოვდნენ (ელოდნენ) პასუხს, მათი მომავალი საქმიანობის გაგრძელება-არგაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
მათი გამოსვლების დასასრულს, ჩემდა მოულოდნელად, აკ. ჯორჯაძემ შეკრებილებს ღიად გამოუცხადა ჩემი იქ ყოფნის ფაქტი... მოკლედ ისაუბრა 1995 წლიდან მოყოლებით განვითარებული ჩვენი ურთიერთობის რამოდენიმე მხარეზე და ბოლოს დაამატა - „ვინც ფიზიკურად არ იცნობთ - აი, ეს არის გელა სალუაშვილიო“. მისი შემოთავაზების მიუხედავად, სიტყვით გამოსვლაზე არ დავთანხმდი, და გამოცხადებული შესვენების დასაწყისშივე ვუთხარი, რომ დამსწრეთ, ჩემს მოსაზრებას, მხოლოდ მისი პოზიციის საბოლოოდ გაცხადების შემდეგ გავუზიარებდი.
შეკრების განახლებიდან მცირე ხნის შემდეგ, ბატონმა აკაკიმ თანამოაზრეებს განუცხადა, რომ მათთვის ცნობილი მიზეზების გამო (შეგროვილი ხელმოწერების არასათანადო ოდენობა და სხვა), „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“, 2012 წ. 9 აპრილიდან, თავის საქმიანობას აღარ გააგრძელებდა.
მიუხედავად მოლოდინისა, დამსწრეთათვის მაინც მძიმე მოსასმენი შეიქნა ბატონი აკაკის მიერ თავისი 18 წლიანი საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გაცხადებული საბოლოო განაჩენი.
ჩამოწოლილი მდუმარების ფონზე სიტყვით გამოსვლა ვითხოვე, და შევეცადე ამეხსნა მათთვის ბოლო ჟამის, ჩვენს თვალწინ მიმდინარე დროითი ეტაპების მთავარი არსი. თითქმის ნახევარსაათიანი სიტყვის დასასრულს, ბატონ აკაკისთან მოსალოდნელ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგიდან გამომდინარე, საბოლოო პოზიციის მათ წინაშე დაფიქსირება ისევ ბატონ აკაკის მივანდე.
რამოდენიმე ხნით კიდევ გაგრძელებული შეკრების დასასრულს, ბატონი აკაკის წინადადებით, მათი მომავალი შეხვედრის თარიღად - 20 მაისი (აკ. ჯორჯაძის დაბადების დღე) დასახელდა, სწორედ ამ დღეს მოხდებოდა მიღებული გადაწყვეტილების საბოლოო შედეგის მათთვის გაცხადება.
სხდომის დასრულების შემდეგ, ბატონი აკაკის სიძის - პ/გ „ახალი სიტყვის“ თავმჯდომარის ბატონ ლაშა (გიორგი) ლომიძის მეშვეობითა და ბატონის აკაკის თანხმობით, ჩვენი შეხვედრა მეორე დღისათვის დავგეგმეთ.
10 აპრილს შემდგარი შეხვედრის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, მოდით რამოდენიმე ბიბლიური მინიშნება გავიხსენოთ.
9 აპრილის შეკრებაზე მოსული აკ. ჯორჯაძის თანამოაზრეთა გაძლიერებული მოლოდინის (აქ - სულიერი შიმშილის) ანარეკლი, ბილიაში ასეა ასახული - „მეოთხე თვეს, თვის ცხრაში (9 აპრილს), გაძლიერდა შიმშილი (მოსალოდნელ კითხვაზე - „რა ვქნათ?“ პასუხის მოსმენის მოლოდინი), და არ იყო პური (აქ - ქრისტეს არსობრივი მხარე, ანუ „პური“ = ქრისტეს ხორცი - იხ. ლუკა 22,19), ქვეყნის ერისთვის“ (იერ. 52,6).
ამ დღეს, შეკრებილთა წინაშე, ღიად დავაფიქსირე, რომ მე, არა პიროვნული, არამედ ბიბლიაში მითითებული - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოზიციის რანგში გამოვდიოდი მათ წინაშე.
აკაკი ჯორჯაძის მიერ ორგანიზებულ ამ შეხვედრაზე, ზემოთ უკვე აღწერილის [მისტერიულად შესრულებულის] მინიშნება, სახარებაში ასე იკითხება - „მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით (თითქმის მთელი ამ შეკრების მანძილზე, აღნიშნული ოფისის კართან ე.წ. „წყალკანალის“ სატვირთო მანქანა იდგა, ხოლო მუშა ბრიგადა გულმოდგინედ ცდილობდა მოულოდნელად წამოჭრილ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას); მაგრამ თქვენს (აქ - შეკრებილთა) შორის დგას ის ვისაც არ იცნობთ (იხ. მის მიერ ზემოთქმული).
ის (აქ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“) არის ჩემს (აქ - სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“-ს) შემდეგ (კოდია) მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო (ჩვენი პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“, 1992 წ. 10 იანვარს დაარსდა, ხოლო რეგისტრაცია 2 აპრილს მოხდა)... ეს ხდებოდა ბეთაბარაში (კოდია), იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე“ (იოანე 1,26-28).
უკვე ნათქვამს, გვინდა კოდირებული „ბეთაბარა“-თი კოდირებულად მინიშნებული ახსნა დავამატოთ.
სულხან-საბასეული სწავლებით „ბეთაბარა“ (იგივე: „ბეთაბრა“ და „ბეთბარა“), გვეარაკება - „ბეთ სახლსა ნიშნავს; ბეთბარა - სახლი ყოფილი“ (იხ. ტ. 2, გვ.606).
თუ არა დღევანდელი გადმოსახედი, ალბათ გაურკვეველი დარჩებოდა, თუ რა კავშირშია მდინარე იორდანეს ნაპირებზე მომხდარი - „ბეთაბარა“-სთან, ანუ რაღაც - „სახლ ყოფილთან“.
კოდი: „ბ[2] + ე[5] + თ[9] + ა[1] + ბ[2} + ა[1] + რ[19] + ა[1]“, ჯამში 40-ს იძლევა. აქ, აკაკი ჯორჯაძის „სახლში“ (მის - სარდფში) მომხდარზე მინიშნების გარდა კონკრეტული დროა მოცემული, და აი, როგორ. როგორც ვიცით, ბიბლიური წელთაღრიცხვა - მარტის თვესთანაა დაკავშირეული. 1 მარტიდან ათვლით კი 9 აპრილი, ზუსტად მე-40 დღე გახლავთ.
ამდენად, სახარებისეული ტექსტი გამოკვეთავს არა მარტო აღნიშნული შეხვედრის დროსა (9 აპრილი) და ადგილს („სახლი ყოფილი“) , არამედ ამ დღეს მომხდარის მთავარ არსსაც.
ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
2012 წ. 10 და 11 აპრილი
9 აპრილის მეორე დღეს, ბატონ აკაკისთან გამართულ შეხვედრას, ჩვენს გარდა ორი პიროვნება ლაშა (გიორგი) ლომიძე და ავთანდილ ჯოგლიძე ესწრებოდა. მიზეზთა გამო, საუბრის დაწყებიდან ორიოდე წუთში ბატონმა ლაშამ შეხვედრა დატოვა.
სამთა შორის გამართული ოთხსაათიანი დიალოგის მანძილზე, მათ დეტალურად მოვუყევი, ბიბლიაში დაფიქსირებული, ბოლო ჟამის მოვლენათა სცენარის შემცველი ინფორმაციის თაობაზე. ვცდილობდი ამეხსნა „იოანეს“, იგივე „სასძლოს“ (სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი“-ს) მოქმედების ეტაპის გასრულებისა და „ქრისტეს“, იგივე „სიძის“ („...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს) საქმიანობის გაგრძელების მთავარი არსი.
შეხვედრის დასასრულს შევთავაზე ერთობლივად გადაეწყვიტათ ჩვენი წინადადება - მომავალი საქმიანობის „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით გაგრძელების თაობაზე.
ბატონმა აკაკიმ, წასული ლაშას გარეშე დარჩენილ თავის მეორე მხარდამჭერს - ავთანდილ ჯოგლიძეს ურჩია მეორე დღეს, ჩვენს ოფისში გამართულ შეხვედრაზე, უკვე მის გარეშე გაერკვიათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საკითხები. ასეც შევთანხმდით.
9 აპრილის მეორე დღეს 10 აპრილს მომხდარის თაობაზე სახარებაში ასეთი მინიშნებაა მოცემული - „მეორე დღეს (აქ - 10 აპრილს) დაინახა იოანემ (აქ - აკაკი ჯორჯაძე) მისკენ მიმავალი იესო (აქ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“) და თქვა... ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი (აქ - „ახალი სიტყვის“) წინამორბედია, ვინაიდან („...უფალია ჩვენი სიმართლე“) ჩემზე უწინარეს (1992 წლიდან) იყო...
მეორე დღეს (11 აპრილს) კვლავ იდგა იოანე (აკ. ჯორჯაძე) თავის ორ მოწაფესთან ერთად (ლაშა ლომიძე და ავთანდილ ჯოგლიძე). და დაინახა მომავალი იესო („უფალია ჩვენი სიმართლე“) და თქვა: აჰა ტარიგი ღმრთისა (წადით და გაარკვიეთ გასარკვევიო). ეს რომ გაიგეს ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა“ (იოანე 1,29-30; 35-36).
2012 წ. 10 აპრილის მეორე დღეს - 11 აპრილს, უკვე ჩვენს ოფისში შევიკრიბეთ. ბატონ ლაშა (გიორგი) ლომიძესა და ავთანდილ ჯოგლიჯეს ერთობლივად მოვუყევი ბოლო ჟამის მიმდინარეობისა და ჩვენის აზრით ამ დროში გასაკეთებლის მთავარი არსი. სამსაათიანი კითხვა-პასუხის ბოლოს, გადაწყვეტილების მისაღებად, დრო ითხოვეს. მორიგი შეხვედრის თარიღად 13 აპრილის დღის მეორე ნახევარი დავთქვით.
2012 წლის 13 და 16 აპრილის ორი შეხვედრა, ანუ „მძლეველის“ არსი
შეთანხმების მიუხედავად 2012 წლის 13 და 16 აპრილის შეხვედრებში მხოლოდ ბატონი ლაშა (გიორგი) ლომიძე იღებდა მონაწილეობას. 16 აპრილის საღამო, აღნიშნულ საკითხზე ჩვენი შეხვედრის ბოლო დღე აღმოჩნდა.
ამ დღეს ბატონმა ლაშამ, კიდევ ერთხელ გაიმეორა ბატონი აკაკის მიერ 2012 წლის 9 აპრილს გაკეთებული განცხადების მთავარი არსი - მათი მხრიდან, ამ მიმართულებით, ყოველგვარი საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, და შესაბამისად, ჩვენთან, მომავალი თანამშრომლობის მიზანშეუწონლობის შესახებ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება დააფიქსირა.
როგორც მკითხველმა იცის პ/გ „ახალი სიტყვა“, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თავდაპირველად - „მძლეველი“-ს სახელდებით საქმიანობდა.
ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მოსმენისთანავე, ამ - პ/გ თავმჯდომარეს, ბატონ ლაშას შევახსენე, რომ მათი ამ ნაბიჯით, ისინი „მძლეველობის“ არსობრივი მხარის ტვირთვაზე ამბობდნენ უარს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები, მათი პესიმისტური განწყობის შეცვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენი ერთსათიანი შეხვედრაც ამ ფონზე დასრულდა.
ყოველივე თქმულის გააზრების შემდეგ, ვგონებთ მკითხველისთვის ძნელი აღარ უნდა იყოს მომხდარის არსობრივი მხარის დანახვა - იოანე ნათლისმცემელისეული ეტაპის „სულიერი“ ასპექტი, რომელიც 1994 წლის 9 აპრილს დაიწყო, თავისი მისიის „ახალი სიტყვისა“ და „მძლეველის“ სახელდების მქონე გზასავალისეული „ჟამის“ [აქ - „ჟ“=18] ამოწურვის, ანუ თვრამეტი წლის თავზე - 2012 წლის 9(10-16) აპრილს - საბოლოოდ დასრულდა.
„მძლეველთან“ მიმართებაში იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ - „აჰა, მოვალ მალე, მტკიცედ იპყარ, რაცა გაქვს, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. მძლეველს ვყოფ ბურჯად მამის ჩემის ტაძარში...“ (გამოცხ. 3,11-12).
დაწერილის თანახმად, მიზეზთა გამო - 2012 წლის 9 (10-16) აპრილს, აკ. ჯორჯაძის ტიტანური ღვაწლით დაარსებული „ახალი სიტყვის“, „მძლეველის“ არსში ყოფნისეული ეტაპი დასრულდა. მათი „გვირგვინი“, უკვე ახალი ეტაპის კარიბჭესთან მდგარ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-სთვისაა განკუთვნილი [მკითხველს ვთხოვთ ყურადღება მიაქციოს ჩვენი გაზეთის ქუდში „გვირგვინის“ შემოტანის, 2004 წლიდან დაწყების ფაქტს - იხ. გაზ. №1(230)].
ჩვენი წინამდებარე საუბარი ისევ გამოცხადებისეული ტექსტით გვინდა დავასრულოთ - „აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ მისას და მასთან ვჭამ პურს, ხოლო ის - ჩემთან. მძლეველს (აქ - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს) ჩემს გვერდით დავისვამ ტახტზე, როგორც თავად ვძლიე (კოდია) და მამის ჩემის გვერდით დავჯექი მის ტახტზე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს“ (გამოცხ. 3,20-22).
ავტობიოგრაფია
მე - ნათელა ვახტანგის ასული მელქაძე, დავიბადე 1937 წ. 26 ივლისს, ქ. თბილისში.
1955 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 23-ე საშუალო სკოლა;
1962 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი;
1962 წელსვე მუშაობა დავიწყე საპროექტო ინსტიტუტში - „საქჰიდროენერგოპროექტი“, ინჟინერ-დამპროექტებლის თანამდებობაზე;
1963-1978 წლებში ვმუშაობდი „საქმთავარენერგო“-ში, უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე.
1978-1983 წლებში მუშაობა განვაგრძე „საქართველოს პროფსაბჭოში“, შრომის დაცვის განყოფილებაში, ტექნიკური ინსპექტორის თანამდებობაზე;
1983-1995 წლებში „საქჰიდროენერგომშენში“ მეკავა განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა;
1995-2005 წლებში ვმუშაობდი ქ. თბილისის - „თელასში“, ბუღალტერ-აღმრიცხველის თანამდებობაზე.
1999 წლიდან ვარ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ წევრი;
2012 წლის 7 იანვრიდან გავხდი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პარტიის წევრი; ვარ - ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივანი.
მყავს ორი შვილი - ვაჟა და გიორგი.