„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 21 იანვრის
სხდომის ანგარიში
`სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე, ნანული ერქვანიძე, ლევან ჩოხელი და ჯემალ ჯიქია.
სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: `1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის~.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ჯიქიას ინფორმაცია კონტროლის პალატაში 18 იანვარს გამართული შეხვედრის შესახებ; და კონტროლის პალატაში წარსადგენი _ კავშირის საფინანსო დეკლარაციის მომზადების ეტაპების თაობაზე.
ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:
1. ლასკარის მიერ 2012 წლის 7 იანვრის სხდომაზე მიღებული _ `საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული `საქართველოს კონსტიტუციაში~ შესატანი ცვლილებების თაობაზე~ მიღებული პროექტის, სპეციალურ მიმართვასთან ერთად _ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის 2012 წლის 20 იანვარს გადაცემის თაობაზე;
2. `ლასკარის საზოგადოებრივ მდივანად~ ჯემალ ჯიქიას დანიშვნის შესახებ;
3. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შესაბამისი პროექტების მომზადების ეტაპებთან დაკავშირებით.
ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი