„გათხრილი სამარის“ პირისპირ, ანუ

„მეოთხე წლის“-ს მიხტერია

 

გვინდა შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ჩვენი გაზეთის, ამა წლის 27 იანვრის N2 [1025]-ში ვწერდით:

„2018 წლის 19 იანვრის ნათლისღება დღეს მომხდარის თაობაზე საუბარი, 2017 წლის ივლის აგვისტოში მომხდარის გახსენებით გვინდა დავიწყოთ.

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი გაზეთის 2017 წლის ივლის-აგვისტოს ნომრებში გამოქვეყნებულ წერილში - „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“ [იხ. ბროშურა, თბ. 2015-2016-2017], მოხდა, არამარტო უშუალოდ „ეშმაკის“, იგივე „სიცრუის სულის“ [პირობითი] - მხილება, არამედ თავად იმ პიროვნების,[კერძოდ - ავთო ი.-ს] გამოკვეთა, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა მაცდური ძალა“ [გვ. 1].

ხსენებულ მასალაში დეტალურად არის აღწერილი სამი წლის მანძილზე მიმდინარე უაღრესად მძიმე მონაკვეთის ცალკეული დეტალები.

წინამდებარე წერილში, მოკლედ გვინდა შევეხოთ, ამ საკითხთან მიმართებით 2018 წლის 19 იანვრიდან ათვლით მიმდინარე მე-4 წელს განვითარებულ მოვლენებს.

საუბარი ლუკას სახარებაში დაცული იმ მინიშნებით გვინდა დავიწყოთ, რომელშიც კოდირებულად გვეუწყება, როგორც: „სამი წელი“ და „მეოთხე წელი“, ასევე, ბოლო ჟამში ამ იგავის მისტერიულად ასრულების წელი,

ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი [აქ - 2018 წ.] კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.    

და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია [აქ - 2015-2016-2017] მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ [სიცრუეზე აგეებული საქმე - უშედეგოდ დამთავრდა]. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.

ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც [აქ - 2018 წელსაც] აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად [ანუ - 2019 წ.] მოჭერი“ [ლუკა 13,4-9].

ხსენებულ მე-4, ანუ 2018 წელს განვითარებული ისტორიის მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

1. 2018 წლის 19 იანვრიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა, ფინანსური ვალდებულებების საბოლოო მოსაგვარებლად - ერთწლიანი დრო მოითხოვა;

2. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბ-ნი ავთო ი.-ის განცხადებით მისი საკითხის მოგვარება ქ. ვილნიუსში მდებარე „შვედბანკში“ გახსნილი ანგარიშის გამოყენებით უნდა მომხდარიყო. და რომ, თითქოს 2017 წ. 10 იანვარს ამ ანგარიშზე საბანკო ოპერაციაც კი განხორციელდა.

ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2018 წლის 29 იანვარს წერილით მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

ბატონ მიხეილ ჯანელიძეს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო მიხეილ!

გაცნობებთ, რომ ბოლო რამოდენიმე წელია მიმდინარეობს უცხოეთიდან ჩემი სამემკვიდრეო წილის მიღების მოგვარების პროცესი.

ჩემი წილი ფულადი აქტივის საქართველოში გადმორიცხვამდე, აღნიშნულ პროცესში ჩართული ჩემი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ მოწვდილი ინფორმაციით, მის მიერ, ლიტვის რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსში მდებარე „შვედბანკის“ ფილიალში 2017 წელს გახსნილა ჩემი პირადი ანგარიში, სადაც განხორციელებულა სამემკვიდრეოდ მიღებული ჩემი წილი თანხის განთავსება.

მიზეზთა გამო, მე დღემდე პირადად ვერ ვახერხებ ქ. ვილნიუსში ჩასვლასა და „შვედბანკის“ ფილიალში გახსნილ ჩემს პირად ანგარიშზე - 2017 წლის მანძილზე საბანკო ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის მიღებას.

ბატონო მიხეილ!

მოგმართავთ თხოვნით, რათა: ლიტვაში არსებული საქართველოს საელჩოს მეშვეობით, დამეხმაროთ ქ. ვილნიუსში მდებარე „შვედბანკის“ფილიალში გახსნილ ჩემს პირად ანგარიშზე - 2017 წლის მანძილზე საბანკო ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის გამოთხოვასა და ჩემთვის მოწოდებაში.

იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი გადაწყვეტილებით ლიტვაში არსებული საქართველოს საელჩო მიიღებს დავალებას რათა გამიწიოს საჭირო სამართლებრივი დახმარება ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით..“წერ. ჩაბარების N 3626/01].

ლიტვაში მდებარე საქართველოს საელჩოსთან ჩემს მიერ პირადად წარმართული სატელეფონო საუბრების შედეგად, თვენახევრის შემდეგ ასეთი შინაარსის პასუხი მივიღეთ.

უშუალოდ საელჩოს კონსულის მიერ, 2018 წ. 9 მარტს საქართველოს საგარეო სამინისტროსადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ:

თქვენი 2018 წლის 1 თებერვლის №4502-01 წერილის პასუხად, რომელიც ეხება მოქალაქე ავთო ი.-ს განცხადებას, რომელსაც სურს . ვილნიუსში არსებულ ბანკ ,,Swedbank”- ში თავისი საბანკო ანგარიშიდან 2017 წლის მანძილზე საბანკო ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის მიღება, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართე ,,Swedbank”-ის უცხოელ კლიენტთა განყოფილების თანამშრომელთან ედიტა სერეიციკიენესთან, რომელმაც შეხვედრის დროს შეამოწმა ბანკის ბაზაში ავთანდილ ი.-ს სახელზე ანგარიშის არსებობა და განმიცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე ბანკში ანგარიში საერთოდ არ არის გახსნილი.

პატივისცემით, ლევანღვაჩლიანი,

კონსული


საქართველოს საგარეო სამინისტროდან 2018 წ. 13 მარტს გამოგზავნილი წერილი კი გვატყობინებდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

N 01/9722, 13/03/2018

თქვენი, მიმდინარე წლის 29 იანვრის N3626/01 განცხადების პასუხად, გაცნობებთ, რომ ლიტვის რესპუბლიკაში „Swedbank”-ის უცხოელ კლიენტთა განყოფილების მიერ, ლიტვაში საქართველოს საელჩოსათვის მიწოდებული ინფორმაციით, „Swedbank”-იდან ანგარიში შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, მათ შორის საბანკო ოპერაციის განხორციელების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერის მიღება, შეუძლია უშუალოდ დაინტერესებულ მოქალაქეს ან მის მინდობილ პირს.

პატივისცემით

ვლადიმერ კონსტანტინიდი

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე“

 

ზემოთქმულიდან აშკარა იყო, რომ საქმე გვქონდა მორიგ პათოლოგიურ სიცრუესთან. ბ-ი ავთო ი. არც ამჯერად „დაბნეულა“, და ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე ამ საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით გაცემულ ცრუ დაპირებებში, უყოყმანოდ დაადანაშაულა ე.წ. შუამავალი პირები, რომლებიც თითქოსდა ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ მას.

 

3. როგორც უკვე ვწერდით, 2017 წ. 1 დეკემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა მაჩვენა, იმავე დღეს, პოლიციის განყოფილებაში მის მიერვე ჩემს წინააღმდეგ შეტანილი განცხადების ასლი.


ლასკარში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა გადმომცა, 2018 წ. 8 თებერვალს, პოლიციაში მის მიერ შეტანილი მორიგი განცხადების ასლიც, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის

პირველი განყოფილების უფროსს

ბატონ ვანო ფიროსმანაშვილს

განცხადება

მოგახსენებთ, რომ 2017 წ. 1 დეკემბერს მოგმართეთ განცხ. N2890756, ჩემს ახლობელთან - მიხეილ სალუაშვილთან არსებული კონფლიქტური სიტუაციის [გაუგებრობის] შესახებ, და ვითხოვე თქვენი დახმარება.

გაცნობებთ, რომ მიხეილ სალუაშვილთან ყოველგვარი სახის კონფლიქტური სიტუაცია ამოწურულია, რის გამოც მასთან არანაირი სახის პრეტენზია არ გამაჩნია. შესაბამისად, აღარაა საჭირო პოლიციის დახმარება. გთხოვთ, აღარ მისცეთ მსვლელობა ჩემს წინა N2890756 განცხადებას“.

ვფიქრობთ, აქ კომენტარის გაკეთებას არავითარი აზრი არ აქვს.

 

4. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში ბ-მა ავთო ი.-მა გამაცნო ამდენი ხნის მანძილზე გაწელილი საკითხის მოგვარების ახალი მექანიზმი, რომლის დასრულების ვადად, ჯერ - მარტის თვის ბოლო, ხოლო შემდეგ - აპრილის თვე დაასახელა;

 

5. მკითხველმა იცის, რომ პათოლოგიური სიცრუის ტყვეობაში მყოფი ბ-ნი ავთი ი.-ის მიერ წამოწყებულ სიყალბის მორევში, სხებთან ერთად, ბატონი ლევან ჩოხელიც აღმოჩნდა.

თავსდატეხილი ნერვიულობის ფონზე, ბატონ ლევანს პროსტატის სიმსივნე დაემართა. 2018 წლის 16 აპრილს იგი, თბილისის საავადმყოფოდან გორის რაიონში მდებარე თავის მშობლიურ სოფელ კარბში გადაიყვანეს.

ჩემს თვალწინ გამართულ სატელეფონო საუბრებში, ბ-ნი ავთო ი.-ი, თითქმის თვენახევრის მანძილზე შეუსრულებელი დაპირებებით „ამშვიდებდა“ სხვადასხვა საავადმყოფოში სამკურნალოდ დაწოლილ, უკურნებელი სენით შეპყრობილ, ბატონ ლევან ჩოხელს.

ბატონი ლევანის მიერ, მისი კუთვნილი თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე [რომლითაც მას მკურნალობის ხარჯები უნდა გადაეხადა], ბ-ნი ავთო ი.-ს პასუხები ტყუპისცალივით გავდა ერთმანეთს - „აი, ორშაბათს მოგაწვდი თანხას“, „არა ეხლა ვერ ხერხდება და კვირის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება“; და ასე ორშაბათ პარასკევის ძახილში გათენდა 2018 წ. 6 ივნისის დღე, როდესაც ბატონი ლევანის სულმა დატოვა მისი ნატანჯი სხეული.

 

6. როგორც მოგეხსენებათ 2018 წ. აპრილში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნებას, მალე, სამთავრობო ცვლილებების ახალი ტალღა მოჰყვა.

პათოლოგიური სიცრუის გამოვლენის მორიგი ეტაპი სწორედ ამ სამთავრობო ცვლილებებს „მიება“. ბ-მა ავთო ი.-მა გადმომცა ე.წ. შუამავლების მიერ მოწვდილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საკითხის მოგვარება ახალი მთავრობის საბოლოო ფორმირებამდე გადაიდოო;

 

7. თანამდებობიდან გადამდგარი ბატონი გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის, პრემიერ მინისტრ ბატონ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი . საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცება 2018 წ. 20 ივნისს მოხდა.

საკითხის მოგვარების მოლოდინში მყოფებს, საქმის დეტალების გასაცნობად 29 ივნისს ლასკარში დაგეგმილ შეხვედრის წინა დღეს, ბ-მა ავთო ი.-მა ფეისბუქის მეშვეობით ასეთი შეტყობინება გამომიგზავნა:

2018 წლის 28 ივნისი, 17:38

ქალაქში არ ყოფნის გამო ხვალ ვერ შევხვდებით. ამათი (000-ბის) მოსაწონი ამინდის პროგნოზი ისევ გადადეს 2 კვირით. როგორც კი ჩამოვალ, გაცნობებთ და შეხვედრა დავთქვათ“.

შეტყობინების წაკითხვისთანავე ტელეფონზე გადავურეკე, თუმცა იგი გათიშული აღმოჩნდა. ჩემი საპასუხო გზავნილი კი ასეთი გახლდათ.

2018 წლის 28 ივნისი, 20:50

ავთო ბატონო - „ხუმრობ"? რას ნიშნავს - "ქალაქში არ ყოფნის მომიზეზება"? მე აქ ცხელ ტაფაზე ვზივარ, და თქვენ ქალაქიდან გასვლას მეუბნებით, ისე რომ შეხვედრაც არ გინდათ?

რას ნიშნავს - ორი კვირა? რა ნათქვამია - „როგორც კი ჩამოვალ"? მე აქ ლამის ნერვიულობისგან გული გამისკდეს და - თქვენ რა ქალაქიდან გადიხართ ვერ გავიგე?!

თქვენ რა არ იცით რა ხდება? ამდენმა „გადადებამ" ერთი ადამიანი - მიწაში ჩააწვინა... დინაა და - სიმწრისაგან ლამის მიწა შეჭამოს.

რომ ვუთხარით ამ თვის ბოლოო - ეხლა რას მთავაზობთ რა ვუთხრა - „ავთო ქალაქიდანაა გასული და ამიტომ რა ხდება არ ვიცი მეთქი?“

ეს ტელეფონის გამორთვა რაღაა? ესეც ქალაქიდანაა გასული? რა ხდება გამაგებინე

ლამის კედლებზე ავიდე ნერვიულობისაგან და თქვენ მეუბნებით ქალაქიდან გავდივარო და ტელეფონსაც თიშავთ?

მე ხვალ - 29 ივნისს, როგორც შევთანხმდით ოფისში დაგელოდებით 17.00 სთ-ზე

იმედი მაქვს ამ შეტყობინებას წაიკითხავთ და როგორმე მოახერხებთ ქალაქში დაბრუნებას... სად ქალაქიდან ხარ გასული - ლამის ჭკუიდან გადავიდე...

მე წყალტუბოში ჩამოვედი სიცხიანი რომ მენახეთ და თქვენ სად ხართ ისეთ ადგილზე და ისეთ გადაუდებელ საქმეზე რომ - შეხვედრის გადადება და ტელეფონის გათიშვა გადაწყვიტეთ?

გამაგებინეთ - რომელ ლოგიკაში ჯდება თქვენი ეს შეტყობინება?

არ ვიცი შეიძლება გაგიჟდეს კაცი - საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება სად გაგონილა... იმედი მაქვს - გონებას მოუხმობთ, და ადამიანობის ჩარჩოებიდან არ გახვალთ... დანარჩენი ხვალინდელ შეხვედრაზე ვილაპარაკოთ. ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების უნარი

2018 წლის 29 ივნისი, 19:47

ავთო ბატონო - ერთი საათი გელოდე... რამდენჯერ უნდა დამტოვო „ბრძოლის ველზე" - მარტო? მე არ მგონია თქვენისთანა ინტელექტის ადამიანმა არ იცოდეს - გვერდში დგომის ფასი...

ამ ტყუილებით გავსებულ საქმეში - რაც შემიძლია ვცდილობ ეშმაკის მიერ დაგებულ ანკესზე - ლაყუჩები არავის აეხიოს... ადრეც მითქვამს - რაღაც როლები გვერევა მგონი...

ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენი ურთიერთობა, რომ პირადად შემხვდეთ და მომიყვეთ რა გახდა ამ მორიგი - „გადადების" მიზეზი?

რას ვიზამთ - მივენდობი ღმერთის ნებას, და დანარჩენს როცა შევხვდებით [თუ მივატანე სული] მერე მოგახსენებ. მანამდე კი დრო გაქვთ და ჩემი თხოვნა იქნება -შეეცადეთ ადამიანური ურთიერთობების ნიუანსებში გარკვევა სთხოვეთ ღმერთს...

ჩემის მხრიდან მომიტევებია ჩემთვის მოყენებული ეს მორიგი გულის ტკივილი, და თუკი მონანიების მადლამდე ამაღლდები იქნებდა ღმერთმაც მოგიტევოთ...

როგორც მოგვიანებით დავადგინე - ბ-ნი ავთი ი. მართლაც იყო ქალაქიდან გასული და დედასა და თავისი დის ოჯახთან ერთად წყნეთში ისვენებდა... ორი კვირის თავზე ასეთი შეტყობინება მივწერე ფეისბუქზე:

2018 წლის 13 ივლისი, 20:23

ბატონო ავთო - ერთი საათი გელოდეთ... რომ გითხრათ - ეს პრობლემა აღარ გახსოვთ და 2 კვირის გასვლა გამოგეპარათ მეთქი - შეურაცყოფა უნდა მოგაყენოთ [ვერ დავიჯერებ რომ არ გახსოვთ]

მაშინ გეკითხებით - ორი კვირის თავზე რომ უნდა შევხვედროდით - რატომ არ მობრძანდით? ტელეფონი თუ გაფუჭებული გაქვთ [რაც ნაკლებად სავარაუდოა] რატომ ვინმეს ტელეფონით არ მეხმიანებით?

დღეს - 13 ივლისს გეუბნებით - უახლოეს დროში დამიკავშირდით, მანამდე კი მაქსიმუმ ერთი კვირის თავზე - 20 ივლისს, პარასკევ დღეს ოფისში შევიკრიბოთ...

აქვე ჩემი გულისტკივილიც მინდა გითხრათ - როგორ ახერხებთ, რომ ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში მარტო მტოვებ პრობლემების წინაშე, და თქვენ წყნეთში „ისვენებთ", ვითომც არაფერი ხდება?! [არა მგონია წყნეთიდან თბილისში ჩამოსვლა, ან ტელეფონზე დაკავშირება ძნელი იყოს]

ღმერთმა მოგცეთ უნარი რომ ადამიანობის ჩარჩოებს არ გაცდეთ, მოკლედ, როგორც გითხარით - გელოდებით... მაქსიმუმ 20 ივლისს, პარასკევს, 17:00 სთ-ზე

2018 წლის 15 ივლისი, 13:50

ავთო ბატონო ... შეგახსენებთ, რომ დღეს 15 ივნისს, არის ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე განვითარებული გულისამრევი პროცესების ერთ-ერთი მსხვერპლის, ჩვენი ახლობლისა და შინაგანი პატიოსნებით თავისებურად გამორჩეული - ლევან ჩოხელის - ორმოცი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

2018 წლის 20 ივლისი, 9:39

მიუხედავად იმისა რომ დღემდე არ შემხმიანებიხართ, იმედს ვიტოვებ რომ ზემოთქმულს გაეცანით, ამიტომ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ: დღეს, 20 ივლისს, 17:00 სთზე ჩვენთან ოფისში გელოდებით...

2018 წლის 20 ივლისი, 20:21

ავთო ბატონო - ისევ ერთი საათი [ამაოდ] გელოდე... კი მაგრამ - რას ფიქრობთ? რატომ არ მიკავშირდებით? იმედი მაქვს ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს ერთ კვირაში გამაგებინებთ... თავიდანვე გწერთ - მაქსიმუმ ერთი კვირის თავზე - 27 ივლისს, 17:00 სთ-ზე ჩვენთან ოფისში შევხვდეთ...

მანამდე კი ყოველ დღე ველოდები თქვენგან ზარს... იმედი მაქვს არ ფიქრობთ, რომ ტელეფონის გათიშვით - ჩვენი საქმე მოგვარდება... მე მგონი პირიქითაა საქმე...

აბა, ღმერთმა მოგცეთ უნარი, რომ ადამიანობის ჩარჩოებიდან არ გახვიდეთ...

2018 წლის 27 ივლისი, 21:42

ავტო ბატონო - დღესაც ერთი საათი გელოდეთ...

მე კვირას თბილისიდან გავდივარ, ჩამოვალ 1 აგვისტოს - ოთხშაბათს... თუ მანამდე მოხერხდება და ტელეფონით დამიკავშირდები ხომ კარგი თუ არადა 3 აგვისტოს პარასკევს 17"00 სთზე ოფისში დაგელოდები.

და აი, ამდენხნიანი „მიმოწერის“ შემდეგ მისგან ასეთი პასუხი მივიღე:

2018 წლის 28 ივლისი, 13:35

შენდობას ვითხოვ თუ ჩემდა უნებურად თქვენი გულისტკივილის მიზეზი შევიქენი. ჩემგან არ გესწავლებათ -„ყველაფერს თავის დრო აქვს, არის დრო...“ ღმერთის წყალობით იმედი მაქვს რომ მშვიდობით მოივლით და დაბრუნების მერე შევხვდებით, ხუთშაბათს შევეხმიანოთ ერთმანეთს.

2018 წლის 1 აგვისტო, 19:54

ღმერთის შეწევით იმედია რომ მშვიდობით მოიარეთ! თუ თქვენთვის პრობლემა არ იქნება, მე პარასკევს, (ზეგ) 6 საათზე თქვენ ოფისში ვიქნები და იქ შევხვდეთ.

დათქმულ დროს გამართული შეხვედრის დეტალებს, გასაგები მიზეზისა გამო, არ შევეხები. მან განმიცხადა, რომ ე.წ. შუამავლებმა თურმე საკითხის მოგვარება აგვისტოს ბოლომდე გადადეს, და სხვა რა გზა გვაქვს უნდა დაველოდოთო...

 

7. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, „გაირკვა“ რომ დათქმული დრო მაქსიმუმ ერთი კვირით გადაიდო... ამას მოჰყვა კიდევ რამოდენიმე „გადადება“, და სექტემბრის ბოლოსთვის, ე.წ. შუამავლებმა თითქოსდა მას აცნობეს რომ საკითხი - „მალე“ გადაწყდებაო...

ტერმინ „მალეს“ ამოფარებული პათოლოგიური ტყუილით გაბერილი ისტორია ურცხვი დაპირებებით გრძელდებოდა.

ამ დროის მანძილზე ქალბატონი დინა [დიანა] ჯიქიას ახხლობლებთან გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნ ავთო ი.-ს მათთვის საკითხის მოგვარების ვადად - 6 ნოემბერი დაუთქვამს.

ჩემი, მევლუდ მამადაშვილისა და დინა [დიანა] ჯიქიას თანდასწრებით, 27 ოქტომბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა მორიგი „საბოლოო“ პირობა დადო და თქვა, რომ - 6 ნოემბერს ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდებაო.

 

8. მოგვიანებით მე და ბ-ნი ავთი ი. შევთანხმდით, რომ 5 ნოემბერს ლასკარში გავმართავდით შეხვედრას. 3 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეხვედრაზე მისი მოსვლა.

და აი, 5 ნოემბრის დილის 10:32 სთ-ზე ვღებულობ ასეთი შინაარსის გზავნილს: „ქალაქში არ ვარ, კვირაძალს შევხვდეთ“-ო. ვგონებ ძნელი არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა თუ რა განვიცადე იმ წუთებში.

2018 წლის 5 ნოემბერი, 11:11

ავთო ბატონო დილა მშვიდობისა!

ტელეფონით შეტყობინების გამოგზავნიდან იმავე წუთში გადმოგირეკეთ და უკვე გათიშული იყო აპარატი... რა ხდება - ისევ ძველ წრეზე დავდივართ? ნუთუ შეტყობინების გამოგზავნისას ტელეფონზე დარეკვა არ შეგეძლოთ?

დედათქვენმა მითხრა რომ თურმე თქვენ ძმასთან მიხეილთან ყოფილხართ წასული და სამ დღეში ჩამოვაო.

თუ თქვენი ტელეფონი გათიშულია მაშინ თქვენი ძმის ნომრიდან ზარი გამოუშვით და მე გადმოგირეკავთ. ხომ იცი დინა რა დღეშია...

რომ მწერ ქალაქიდან გავდივარო, რა გინდათ - ისევ მე მტოვებთ ამ პრობლემასთან მარტო? მერამდენედ ხდება ასე?

ხვალ 6 რიცხვია - მითხარით როგორ უნდა მოვიქცეთ...

ამ დროს სამი კვირაა ველოდებით და დღეს ქალაქიდან გასვლის მიზეზის მოყვანა რა შუაშია? როცა აქ ასეთი საქმეა - რას მიქვია ქალაქიდან გასვლა? ასე მოგვარდება ეს პრობლემა? მართლა ჭკუიდან ხომ არ გადავალთ ყველა... მერამდენედ უნდა დამტოვო მარტო ყველაზე კრიტიკულ მომენტში?

იმედს ვიტოვებ ან თქვენი ან თქვენი ძმის ტელეფონით დამირეკავთ და 6 რიცხვის თაობაზე საკითხს დავაზუსტებთ... ველი თქვენს ზარს...“

ამ დღიდან ორი კვირის მანძილზე ბ-ნი ავთო ი.-ს დედასთან სატელეფონო საუბრების მეშვეობით მოწვდილი, მისი ქალაქში „დაბრუნების“ არც ერთი თარიღი არ შესრულდა. მისი ძმა კი, არც სატელეფონო და არც ფეისბუქ შეტყობინებებს არ პასუხობდა.

 

ზუგდიდიდან სპეციალურად 6 ნოემბრის შეხვედრისათვის თბილისში ჩამოსულ ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას, ქალაქში გასაჩერებელი პრობლემის ოდნავ შემსუბუქების მიზნით, ლასკარის გასაღები გადავეცი.

ჩემი და ქ-ნი დინას გადაწყვეტილებით 21 ნოემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართულ უნივერსიტეტში“ მომუშავე მის ძმას ვესტუმრეთ. ნახევარსაათიანი საუბრის ბოლოს იგი შეგვპირდა, რომ მის ძმას გადასცემდა ჩვენს თხოვნას, და შეხვედრის ორგანიზებაში დაგვეხმარებოდა.

იმავე დღეს, ფეისბუქის მეშვეობით ბ-ნ ავთო ი.-გან ასეთი გზავნილი მივიღე:

2018 წლის 21 ნოემბერი, 10:42

სალამი ბატონო გელა. მიზეზთა გამო მე თვის ბოლომდე არ ვიქნები, რო ჩამოვალ დაგირეკავთ და შევხვდეთ (თუ მანამდე ჯანმრთელად გვამყოფა ღმერთმა)...

2018 წლის 21 ნოემბერი, 20:16

ავთო ბატონო - საბჭოური ანეგდოტი - „ცარიელ პროკლამაციებზე" ხომ გახსოვთ?..

აბა მეტი რა გითხრათ? ორ ბიბლიურ მინიშნებას შეგახსენებთ:

1. "რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას" [ეკლ. 8,11]; და მეორე

2. "კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: განსჯის ადგილი დაეჭირა უკანონობას. მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი" [ეკლ. 3,16-17]

მინაწერი:

5 ნოემბერს მითხარით - კვირის თავზე [ანუ 12-ში] შევხვდეთო... 13 ნოემბერს დედათქვენმა ტელეფონით გადმომცა თქვენი ნათქვამი - ავთომ მითხრა ორშაბათს, ანუ 19 ნოემბერს შეგხვდებათო... ეხლა ბრძანებთ - თვის ბოლოსო...

კეთილი - დაველოდოთ თვის ბოლოს, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ - ეხლა ნოემბერია, და ეს თვე - 30 რიცხვში მთავრდება...“.

23 ნოემბერს მისმა ძმამ მომწერა, ავთომ მითხრა, რომ ჩვენი შეხვედრა 3 დეკემბრისთვის ჩავინიშნოთო.

28 ნოემბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის გამართვის დღეს, სატელეფონო საუბრისას მიღწეული შეთანხმების მიხედვით ამავე დღის 18:00 სთ-ზე შევხვდით.

მაღალი სიცხის გამო, თითქმის გაბრუებული ვუსმენდი ბ-ნი ავთო ი.-ს საუბარს.

როგორც აღმოჩნდა, საკითხის მოგვარებისათვის დათქმული 6 ნოემბერი, თურმე 28 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ყოფილა ორიენტირებული; და, ვინაიდან დღის წესრიგში დადგა არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს გამართვის აუცილებლობა, შესაბამისად გადაწეულა პრობლემის მოგვარების ვადაც, რომელიც დეკემბრის 16 რიცხვს არ გადასცდებაო...

რა უნდა მეთქვა? თავადაც ხედავდა, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი...

სახლამდე სულ კანკალით მივაღწიე. თერმომეტრის ჩვენებით სიცხე 40 გრადუსამდე აჩვენებდა. 28 ნოემბრის 22:00 სთ-ზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თითქმის 5 საათის დაგვიანებით, 29 ნოემბრის შუაღამეს მოვიდა. გაწეული დახმარების მიუხედავად სიცხე ვერ დამიგდეს, და კატეგორიულად მოითხოვეს ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა. უარი ვუთხარი...

29 ნოემბრის დილას უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი შევხვდი. მაღალ სიცხეს თან დაერთო მუცლის შებერილობა და სუნთქვისას გამოწვეული მუცლის გაუსაძლისი ტკივილი. სახეზე ყვითელი ფერი დამედო...

გადავწყვიტე, მუხიანში მდებარე პოლიკლინიკა-ჰოსპიტალში მივსულიყავი სისხლის საერთო ანალიზის ასაღებად. ოჯახის ექიმმა კატეგორიულად მოითხოვა ჰოსპიტალში დარჩენა და საჭირო სამკურნალო კურსის ჩატარება. წინააღმდეგობის გაწევის თავიც კი არ მქონდა.

ქართულ - ფრანგული ჰოსპიტალის „მედისონის“ შოკიდან გამოყვანის სპეციალურ ოთახში სამ საათიანი ყოფნის შემდეგ გამოტანილი წინასწარი დიაგნოზი ასეთი გახლდათ: ორმხრივი ფილტვების მწვავე ანთება; ელენთისა და ღვიძლის გადიდება.

ეხოსკოპიის შედეგებზე დაყრდნობით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა გამოირიცხა, საჭირო ინტენსიური მკურნალობის დაწყების მიზნით ჰოსპიტალის - ზოგადი თერაპიისა და ნევროლოგიის განყოფილების პალატაში გადამიყვანეს.

მკურნალობის 5 დღიანი კურსი - 3 დეკემბერს დამთავრდა. შედეგად - ფილტვების ანთება სრულად ჩაქრა. დარჩა მხოლოდ ღვიძლთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა, რაც ამ ჰოსპიტალის ფუნქციებს სცილდებოდა. იმავე დღეს სახლში გავეწერე.

 

ფაუსტისეული მინიშნებანის კოდირებული არსი

ლასკარის ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, თუ როგორი სიზუსტით არის ასახული ზემოთხსენებული „სამი წლის“ განმავლობაში მომხდარი მოვლ;ენები გოეთეს „ფაყსტი“-ს პირველ ნაწილში [იხ.„მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით’ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“, თბ. 2015-2016-2017].

ამჯერად, მკითხველს გვინდა გავაცნოთ, იმავე „ფაუსტის“ მეორე ნაწილის [თარგმანი დავით ონიაშვილისა, თბ. 1962 წ.] დასკვნით მონაკვეთში დაცული, ხსენებული „მეოთხე წლის“ პროცესების ამსახველი რამოდენიმე მინიშნება.

 

შტრიხი პირველი და მეორე -

„უსასრულო მოლოდინი“ და „დაბრმავება“

ისევე როგორც პირველი სამი წლის მანძილზე, როდესაც ჩვენთვის პრაქტიკულად იყო შეუძლებელი გაგვერკვია ბ-ნი ავთო ი.-სა და მისთვის სამემკვიდრეო ქონების დამტოვებელ პირს შორის ნაცნობობის სისწორე; ამჯერადაც - ჩვენ არ გვაქვს არანაირი ხელმოსაჭიდი არგუმენტი და შესაძლებლობა დავრწმუნდეთ - საქმის მომგვარებელ პირსა და ე.წ. შუამავლების არსებობაში.

ბ-ნი ავთო ი.-ი დღემდე ჯიუტად იმეორებს, რომ მათ შორის სატელეფონო კავშირი ცალმხრივია, ამიტომ იგი, მხოლოდ მათგან მოწვდილ ინფორმაციას ეყრდნობა.

ასე და ამგვარად, ჩვენ თითქმის ბრმად ვართ მინდობილი საკითხის გადაჭრის მისი მხრიდან მოწვდილ სიახლეებზე, რაც ცალსახად - მის შინაგან პატიოსნებაზეა დამოკიდებული: თუ იტყუება - ვერ ვამოწმებთ; არადა, მისდამი ჩვენს მიერ გამოჩენილი უდიდესი მოთმინების ფონზე, მის მიერ მოწვდილ ისტორიის განვითარების ხაზს დასასრული არ უჩანს. ეხლა ვნახოთ რას გვაუწყებს „ფაუსტი“.

ი. ვ. გოეთე აღწერს, თუ როგორ შედის ფაუსტის სამკვიდრებელში ოთხი პერსონაჟი:

„შუაღამე [შემოდის ოთხი ჭაღაეა დედაკაცი]

პირველი - ნაკლებობას მეძახიან, მეორე - დანაშაულს მიცნობდეთ! მესამე - მე კი მქვია გაჭირვება, მეოთხე- მე ზრუნვა ვარ იცოდეთ!“ [იხ, იქვე გვ.553-554].

იქვე ვგებულობთ, რომ მოგვიანებით სამნი უკან მიდიან:

„ფაუსტი [სასახლეში] - ოთხნი მოვიდნენ სამნი წავიდნენ...

კარი ჭრიალებს, მაგრამ არვინ ჩანს შემოსული [შეშფოთებული] აქ არის ვინმე?

ზრუნვა - ჰო, გახლავარ!

ფაუსტი - მაინც ვინ ხარ? ზრუნვა - გამოგეცხადე...“ [იქვე, გვ. 555-556]

ზრუნვა:

ვისაც ერთხელ ვძლიე, ვატყობ, აღარაა მისი შველა... სატანჯველი ანდა ლხენა, სახვალიოდ ექცეს ყველა, და ელოდეს ასე მხოლოდ, და არ უჩნდეს ლოდინს ბოლო“-ო [იქვე, გვ. 557].

და აი, პირობითი მე-4 წლის მიწურულს, ამგვარი ცალმხრივი ზრუნვის ეტაპსაც ერთგვარი დასასრული უდგება:

„ფაუსტი

მკაცრნო აჩრდილნო, ჩემს გარშემო ასე რად ბრუნავთ, ადამიანის მოდგმას სტანჯავთ შეუსვენებლივ; თავად უმშვიდეს, ნათელ დღეთაც ნისლითა ჰბურავთ და ჯოჯოხეთად გადააქცევთ ტანჯვის ქსელებით. კაცი დემონებს ვერ ასცდება, კარგად ვგრძნობ ამას, მაგრამ ადვილად ვერ გაარღვევ სულიერ ჯიხურს. ო, შავო ზრუნვავ, მაინც არ ვცნობ შენს მიერ ძალას, რამდენიც უნდა შემიტიო, ფრთხილად თუ ჯიქურ.

ზრუნვა

ახლავე მიცნობ, ფაუსტო თავად, ვიდრემდის შენგან წყეული წავალ; მთელი სიცოცხლე ბრმად დადის ყველა, და სიკვდილის წინ დაბრმავდი შენაც! [შეუბერავს]

ფაუსტი [დაბრმავებული]

უკუნი ღამე მრუმე ნისლით გადამეფარა, მაგრამ ჩემს სულში აელვარდა სხივი ნათელი... „ [იქვე, გვ. 558].

კომენტარის სახით დავსძენთ, რომ დაუსრულებელი მოლოდინის ბოლოს, ზრუნვისეული პოტენციალის თითქმის ამოწურვა და „დაბრმავება“ - საკითხის ირგვლივ არსებულ სრული გაურკვევლობის მდგომარეობას აფიქსირებს.

 

შტრიხი მესამე-მეოთხე:

„სამარის გათხრა“ და „სიკვდილი“

28 ნოემბერს გამართული შეხვედრისას, როგორც ითქვა, მაღალი სიცხით ისე ვიყავი გათანგული, რომ თვალებში ძლივს ვიხედებოდი. ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან ახალი მიჯნის დასახელებამ კი თითქმის ბოლო, სასიკვდილო წვეთის როლი ითამაშა. ფაუსტისეული თხრობა კი, ასე გრძელდება:

დაბრმავებული ფაუსტი მოიხმობს თავის - საქმის ზედამხედველს, რომელიც სინამდვილეში თავად მეფისტოფელია:

„„ფაუსტი

მოხველ? ახლავე, აჰა, წადი და აქ მოიყვანე მუშების ჯარი. ხან საჩუქრებით წაახალისე, ხან კი დატუქსე და დასდე მსჯავრი. ყოველდღე უნდა მაცნობოთ აქ მე, თუ როგორ მიდის არხების [აქ - ჩვენი საკითხის მოგვარების] საქმე.

მეფისტოფელი [ნახევარი ხმით]

მე აქ მოვკარი ყური სხვა რამეს, არხის მაგივრად თხრიან სამარეს“ [იქვე, გვ. 561].

სიცრუის არსში ვერ გარკვეული ფაუსტი - მეფისტოფელთან საუბრისას კვდება:

„„ფაუსტი ეცემა პირუკუღმა. ლემურები ხელს ჩასჭიდებენ და ასვენებენ მიწაზე [იქვე, გვ. 562]

 

შტრიხი მეხუთე:

„დახმარების დაგვიანება“

მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს იმაში გარკვევა, რომ 28 ნოემბრიდან განვითარებული მოვლენები მისტერიული ანარეკლია ფაუსტისეულ თხრობაში მოცემული მინიშნებებისა.

ზემოთ ითქვა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თითმის 5 საათი დააგვიანა. ჩემი ფიზიკური მდგომარეობა კი თანდათან მძიმდებოდა.

„მეფისტოფელი

სხეული ძევს და სული გაყრას ეცდება რაწამს, მე მას წარვუდგენ სწრაფად ბარათს მოწერილს სისხლით [იქვე, გვ. 563]

შემდეგ მეფისტოფელი მიმართავს ჭინკებს:

:ეს ხომ სულია, ფსიქე, ფრთებით რომ დაფრენს ნელა, თუ გაგეპარათ მხოლოდ მატლი შეგრჩებათ ხელთა... ჰე, გაბერილნო, იყურეთ დაბლა, ეს არის თქვენი საქმე და ვალი; თუ სად ბინადრობს ეს სული ახლა, ჯერ ეს საკითხი ბნელია, მკრთალი. უფრო კი უნდა იყოს ჭიპს ახლო, არ გაიპაროს ადევნეთ თვალი“ [იქვე, გვ. 564-565]

29 ნოემბრის ღამის სამი საათისთვის მოსულმა სასწრაფოს ბრიგადამ, დაგვიანების გამო მოგვიბოდიშა, და რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. მოდით ვნახოთ, როგორაა ეს ასახული „ფაუსტში“:

„ციური მხედრობა:

ჩვენ ზეციერნი, ღვთის მოციქულნი, მოვიწევთ ნელა! ცოდვილთა მხსნელნი; მკვდრეთით აღმდგენნი, აღვავსებთ ყველას შვებით და ლხენით ამ ჩვენი ნელი მსუბუქი ფრენით!“ [იქვე, გვ. 565].

 

შტრიხი მეექვსე:

28 ნოემბერი, ანუ „ვარდების ცვენა“

ფაუსტისეულ თხრობაში, იგავური ფორმით მოცემულია ზემოთგანვითარებული მოვლენების მოხდენის ზუსტი დრო.

როგორც მოგეხსენებათ 2018 წ. 28 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომწყობი, და ცხრაწლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი „ნაც. მოძრაობის“ მიერ დასახელებული კანდიდატი - დამარცხდა. მ. სააკაშვილსა და მის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ სპექტრს უმძიმესი დღეები დაუდგათ.

ფაუსტისეულ ტექსტში, ეს პროცესი - ვარდების ცვენასთანაა შედარებული:

„ანგელოსთა ქორო [აბნევს ვარდებს]

მეფისტოფელი [ეშმაკებს]

რას იკრუნჩხებით და რას ცახცახებთ, ჯოჯოხეთს შველის ასეთი ქცევა? გაჩერდით ყველა, ნუღარ რაკრაკებთ, დაე განაგრძონ ვარდების ცვენა“-ო [იქვე, გვ. 566]. და კიდევ:

„უმცროსი ანგელოზები

„...ეს ვარდები... დაგვეხმარა მართლაც ძლიერ, რომ ხელთ გვეგდო სული დიდი [აქ - 29 ნოემბრიდან განვითარებული პროცესები]. როს ვარდები მოვაბნიეთ [28 ნოემბერი] ეშმაკები დაფრთხნენ რიდით, ზოგი ცეცხლში ჩაინარცხა, ზოგი გაქრა, მოგვეკრძალა“ [იქვე, გვ. 574].

ვფიქრობთ მკითხველი ადვილად ერკვევა, რომ კოდირებული „ვარდების ცვენა“ ბოლო ჟამის მდინარებაში მოსახდენის კონკრეტულ თარიღზე - 2018 წ. 28 ნოემბერზე გვითითებს.

 

შტრიხი მეექვსე:

„ღვიძლი მეწვის“

„მედისონის“ ჰოსპიტალის სარეამინაციო ოთახში წოლისას გადაღებულმა რენტგენმა, ექიმებს სწორი დიაგნიზის გაკეთების საშუალება მისცა - მუცლის შებერილობის ფონზე მარჯვენა ნეკნის ქვეშ შესაგრძნობი უმწვავესი ტკივილი - ღვიძლის გადიდებით იყო გამოწვეული.

ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ, ექიმის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, დიღომში მდებარე ქართულ-ფრანგულ კლინიკა „ჰეპაში“ მივედი. სისხლის პირველადმა ანალიზმა, ორგანიზმში ე.წ. „ც ჰეპატიტის“ არსებობა დაადასტურა.

ფაუსტისეულ ტექსტში, აღნიშნულის შესაცნობი, ასეთი მინიშნებაა მოცემული: „ო, თავი მიხურს [ორმხრივი ფილტვების ანთებით გამოწვეული მაღალი სიცხის გამო], ღვიძლი მეწვის და მიწუხს გული“-ო [იქვე, გვ. 567].

 

შტრიხი მეშვიდე:

„გამოჯამრთელება“

როგორც ითქვა 5 დღიანი სამკურნალო კურსის ჩატარების შემდეგ, სახლში გამოჯანმრთელებული დავბრუნდი, ანუ, ღმერთის შეწევნით - ეშმაკის მახეს თავი დავაღწიე.

„ანგელოზთა ქორო

ცეცხლო წმინდაო! ვინც რომ შენ გიცნობს, ნეტართა შორის სიამეს იგრძნობს, შეერთდით ყველა, ამაღლდით ქებით, წმინდა ეთერში ისუნთქეთ შვებით [ცად მაღლდებიან ფაუსტის უკვდავი ნაწილითურთ]

მეფისტოფელი [იხედება გარშემო]

მაინც რა მოხდა? ვერ ვუჯერი ჩემსავე თვალებს, ო, უსუსურნო, მომატყუეთ როგორცა ვხედავ! ხელიდან დავლა გამომგლიჯეს და გადიმალნენ, აი, თუ რისთვის ტრიალებდნენ საფლავსა ზედა! უცებ დავკარგე ერთადერთი დიადი განძი...“ [იქვე, გვ. 570].

 

შტრიხი მერვე:

ლასკარის წევრთა „ლოცვის მადლი“

მთელი ამ ხნის მანძილზე, მუდმივად ვგრძნობდი, შექმნილი მდგომარეობის გამო შეწუხებული - ლასკარის ყველა წევრის მიერ გამოხატულ თანადგომას.

ამ მხრივ, ფაუსტისეული თხრობა, რამოდენიმე პირის იგავურ პერსონიფიცირებას გვთავაზობს. კერძოდ, სხვებს შორის გამოყოფილია: მარიამ მაგდალინელის, სამარიტელი დედაკაცისა და მარიამ მეგვიპტელის მიერ აღვლენილი ლოცვა:

„სამივენი

შენ, ვინც დიდად ცოდვილ ქალებს აახლოვებ, აძლევ შვებას, სინანულით გამსჭვალულებს აზიარებ უკვდავებას, ამ კეთილ სულს გადმოხედე, მხოლოდ ერთხელ რომ შესცოდა, აპატიე, შეივედრე არ უწყოდა რას იქმოდა“ [იქვე, გვ. 578].

ტექსტში მოცემულია გრეთხენის ლოცვაც:

„[წინათ გრეთხენად წოდებული უერთდება დანარჩენთ]

დედავ, ღვთისმშობელო წმინდაო ფრთოსანო, ოი, სხივოსანო და პატიოსანო, ბედი მომევლინა, ბედი მიმალული. ოი, მომაპყარი თვალი ანთებული...

ერთი მონანიეთაგანი [წინათ გრეთხენად წოდებული]

იგი, ჩამდგარი ღვთაებებს შორის, ახლად მოსული ვერ არის გონსა; ახალ სიცოცხლეს ვერა გრძნობს, თუმც ღვთაებრივთა იერი მოსავს. სამოსი, მიწის გადმონალოცი, ერთი უყურე როგორ მოიხსნა და ეთეროვან ტანისამოსით კვლავ უბრუნდება ძალა ყრმობისა. ნება მიბოძე, გავუძღვე ახლა, თვალები მოსჭრა ღვთიურმა შუქმა“[იქვე, გვ. 579].

 

დასკვნის მაგიერ

ზემოთქმულის ფონზე, ვგონებთ მკითხველს თავადვე შეუძლია წარმოიდგინოს, ბ-ნი ავთო ი.-ს თავზე „დამოკლეს მახვილივით“ აღმართული ხსენებული „მეოთხე წლის“ მონაკვეთის გასრულებამდე დარჩენილი რამოდენიმე კვირის მნიშვნელობა.

გვინდა გამოვთქვათ იმედი, რომ ბ-ნი ავთო ი. თავის თავში იპოვის ძალას და შეძლებს საბოლოოდ დააღწიოს თავის სიცრუის ტყვეობაში ყოფნას. არჩევანი მასზეა.

თხრობას კი, თავში ხსენებული სახარებისული სიტყებით დავასრულებთ:

„და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია [2015-2016-2017] მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც [აქ - 2018 წელსაც] აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად [2019] მოჭერი“-ო [ლუკა 13,7-9].

როგორც იტყვიან: რა ვიცით - „იქნებ ივარგოს“?!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი