„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლი21 აპრილის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 21 აპრილის  სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე,  ნათელა მელქაძე და ლევან ჩოხელი.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმების“ თაობაზე, რომელიც ეხება უკვე განხილილ საპროგრამო თემას: „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული  საკითხისათვის“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული:

1. საზოგადოებრივი მდივნის - ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია, სხვადასხვა მიმართვათა დაგზავნის ორგანიზების თაობაზე;

2. საარჩევნო მდივნის - ნათელა მელქაძის ინფორმაცია საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. 

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 21 აპრილის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 . 21 აპრილის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის  მოხსენება: პოლიტიკური პარტიებისათვის შესათავაზებელი „შეთანხმება“ საპროგრამო თემაზე: „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული  საკითხისათვის“.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული „შეთანხმება“ - „მემორანდუმი საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული  საკითხისათვის“.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

25 აპრილის მიმართვა

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ განსახილველად წარმოგიდგენთ: საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე თავში „საქართველოს პრეზიდენტი“ შესატანი ცვლილებების თაობაზე  მომზადებულ წინადადებათა პაკეტს.

 

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სასურველია თუკი, აღნიშნულ საკითხზე თქვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის მოწოდება - 2012 წლის 9 მაისამდე მოხერხდება [წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ], რათა მიღებული განხილვის პირველადი შედეგები ერთგვარად შეჯამდეს - 2012 წლის 12 მაისისთვის ჩვენს მიერ დაგეგმილ შეკრებაზე.

 

წინასწარ გიხდით მადლობას მომავა-ლი თანამშრომლობისათვის.

 

 დანართი:

 

„საქართველოს პრეზიდენტი~ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“ [20 გვერდი]

 

 აღნიშნული მიმართვა გადაეცათ:

 

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს

 

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს

 

პოლიტიკური ორგანიზაცია „განახლებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს  ნანა გულუას

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს  თამარ ჩუგოშვილს.


დროითი ნიშანი - „მკა“

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი, ჩვენს ირგვლივ მიმდინარე, მოვლენები, ბიბლიურ მინიშნებათა კვალდაკვალ მიემართება. თანახმად დაწერილისა, გადავწყვიტეთ ჩვენი საქმიანობის თაობაზე გლდანის ეპარქიაში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარ, პროტოპრესვიტერ მამა ბასილთან   (მკალავიშვილი) გვესაუბრა. მამა ბასილის ინიციატივით, შეხვედრის დღედ - 2012 წლის 13 აპრილის პარასკევი შეირჩა.

ვნების კვირის პარასკევს, გლდანის ეპარქიაში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა ბასილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეები - საერთაშორისო მდივანი რევაზ კობიაშვილი და რეგიონალური მდივანი მევლუდ მამადაშვილი.

მამა ბასილს დეტალურად გავაცანით ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ძირითადი ჩამონათვალი; ზოგადად ვისაუბრეთ ჩვენი პარტიის - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის თაობაზე.

მამა ბასილმა, თავის მხრივ, გაგვიზიარა მისი - ცნობიერად გააზრებული მოლოდინი, ბოლო ჟამის გასრულებისა და უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისეული დროის მოახლოების თაობაზე.

ერთსაათიანი შეხვედრის დასასრულს მამა ბასილს გადავეცით - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული, ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტების ნუსხაში შემავალი ორი საკითხის: 1. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“ და 2. „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები“ - ამსახველი ბროშურები.

გამომშვიდობებისას მამა ბასილმა დაგვილოცა გზასავალი და ჩვენს საქმიანობაში ღმერთის შეწევნა გვისურვა. იქვე მიღწეული შეთანხმების თანახმად, მომავალი შეხვედრის სავარაუდო თარიღად მაის-ივნისის თვის გასაყარი გამოიკვეთა.

მაცხოვრის ჯვარცმის მისტერიული დღის თანხვედრი ამ შეხვედრის მოკლე ანგარიშის დასასრულს, შემოგთავაზებთ მამა ბასილ მკალავიშვილის გვარ-სახელში ჩადებული კოდირებული მინიშნების იმ ნაწილს, რამაც ერთგვარად განსაზღვრა (აქ - დაგვიდასტურა) კიდეც აღწერილი მოვლენის ამგვარი სახით ასრულება.

 

კოდირებული - „ბასილი“ და „მკალავიშვილი“

ღვარძლისა და ყანის იგავის განმარტებისას უფალი იესუ ქრისტე ასე ბრძანებს - „...კეთილი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია; მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს“-ო (მათე 13,37-40).

მაცხოვრისეული კოდირებული სიტყვები: „მკა - ქვეყნის დასასრული“, მისტერიულ კავშირში უნდა იყოს იმ დროითი ნიშნის შეცნობასთან, რომელი ჟამის მოახლოებაც მამა ბასილის გვარით გვეკარნახება.

მოდით გავხსნათ კოდი: „მკა-ლ-ავ-იშვი-ლი“.

სულხან-საბასეული მინიშნება ასეთია: „მკა ყანის მომანგლვა“-ა (ტ. 1, გვ.488); „ავ ნ. ივლისი“ (ტ. 1, გვ.39); თავის მხრივ: „ივლისი - თიბისა(ა). ივლისს პირველ ავ და კვინტილიონი ეწოდებოდა“-ო (ტ. 1, გვ.324).

მეორეს მხრივ, ქართული ხალხური სახელწოდებით: ივლისს - მკათათვე ეწოდება (იხ. „ქართული ენის განმართებითი ლექსიკონi“, რედ. არნ. ჩიქობავა, თბ. 1986 წ., გვ.307).

გვარში გამოკვეთილი - „იშვი“, სიტყვა „შობა“-ს მეორე პირში ბრუნვისეული ფორმაა - „იშვი“ „შენ“. ამასთანავე, გვარი - „მკა-ლა-ვიშვი-ლი“, მოიცავს „შობა“-ს პირველ პირში ბრუნვისეულ ფორმასაც: „ვიშვი“ „მე“.

გვარში ჩადებული საიდუმლო კოდი, ორიათას მე-12 წლის აპრილის 13 რიცხვში შემდგარი შეხვედრის თარიღის გამოკვეთის შესაძლებლობასაც იძლევა. კერძოდ, აღნიშნულ „მკა“-სა და „ავ“ შორის მოქცეული ქართული ანბანის მე-12 ასო-ნიშანი - „ლ“, შეხვედრის გამართვის წელზე; ხოლო „მკა“-სა და „ვიშვი“-ს შორის მოქცეული - „ლა“, ასოთა რიგითი ნომრის მიხედვით, შეხვედრის თარიღზე: „ლ[12] + ა[1] = 13-ზე მიგვანიშნებს.

ყოველივე ზემოთქმულით, ბოლო ჟამის მაცხოვრებელთ, პრინციპით - ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს, იგავური ფორმით გვეუწყება, რომ - ორიათას მე-12 წლის აპრილის 13-ში შემდგარი შეხვედრა, თავად ამ ფაქტის დაფიქსირებით, წინმსწრები ნიშანია - ბოლო ჟამის დასრულების მაუწყებელი იმ ეტაპისა (აქ: „მკა - ქვეყნის დასასრული“), რომელიც კოდირებულ „მკათათვესთან“ („ავ“ – „ივლისი“) მიმართებით, „ვიშვი“-სა და „იშვი“-ს არსობრივ მხარესთანაა დაკავშირებული.

 გამოკვეთილი „მკათათვის“ სახელდება: „ივლისი“, მეგრული - „სი“ = „შენ“ ფორმის გათვალისწინებით, მოსალოდნელ მოქმედებაზე(ც): „ივლი - სი (შენ)“ გვეარაკება.

განსახილველი გვარის კოდირებული არსი: „მკა-ლ-ავიშვი-ლი“, საძიებელი მე-12 [„ლ“] წლის „მკა“-თათვეში განსახორციელებელი მოქმედებისკენ („ივლი - შენ“) სვლის დაწყებას: „ავიშვი“-ს ფორმით გამოგვიკვეთავს.

კოდირებული „ავიშვი“-თ მონიშნებული (აქ - მოქმედების დაწყება), კიდევ უფრო გასაგები გახდება, თუ იმასაც გავიაზრებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა მაცხოვრის ჯვარცმის მისტერიულ დღეს შედგა, რაც - ჯვარცმის ეტაპის გასრულებასა და მომავალი აღდგომის სიმბოლურ კავშირზეც მიგვანიშნებს.

ქართულ ანბანში მე-16 ასო-ნიშანი „ო“, ქარაგმით „უფალო“-ს არსის გადმომცემია (იხ. სულხან-საბა, ტ.1, გვ.599). საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“-ს [ქარაგმით - „ლი“] გაზეთ „დედანი ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი - 1997 წლის 4 იანვარს დაიბეჭდა. აქედან ათვლით, 2012 წლის 4 იანვარი, ჩვენთვის - 15 წლიანი მიჯნის დასასრული, და მე-16 წელში გადამდგარი გზასავალის დასაწყისია. და აი, აღნიშნული 2012 წლის 4 იანვრიდან მოყოლებით, ზემოთაღნიშნული შეხვედრის თარიღი - 13 აპრილი, მე-100 დღეა.

სახელი - „ბასილი“ (ბერძნ.) „მეფური“, „სამეფო“-ს ნიშნავს [იხ. ზ.ჭუმბურიძე, „რა გქვია შენ?“, თბ. 1992 წ., გვ.99). ჩვენის აზრით, სახელისმიერი კოდი „ბ-ასი-ლი“, მასში ჩადებული - „ასი“-თ, ერთ-ერთი ფორმით, სწორედაც რომ აღნიშნულ თარიღზე, ანუ კოდირებულ მე-100 დღეზე უნდა გვანიშნებდეს.

და ბოლოს. გვარისმიერი კოდი: „მკალავი-შვილი, ქართული ანბანის ასოთა რიგითი ნომრების გათვალისწინებით, გვაუწყებს: „მ[13] + კ[11] + ა[1] + ლ[12] + ა[1] + ვ[6] + ი[10]“ = 54. მიღებული „54“-ის წელთა რიცხვის კუთხით გააზრება, უკვე აღნიშნულ „მკა“ (მკათათვე)-სა და „ავ“ (ივლისი)-ის ნიშნებთან კავშირის გარდა (აქ - „[მკა] ქვეყნის დასასრული“ და „ივლი-შენ“, იგივე „ვიშვი“, „იშვი“ და „ავიშვი“),მეორეს მხრივ - იმ „ლი“-ს დაბადებაზეც („შვი“) გვეარაკება, რასაც - ხრწნადში ყოფნის დასასრული და უხრწნელში გადასვლა, იგივე - განღმრთობა და თეოზისი ჰქვია, რამეთუ „54“ = 5 + 4 = 9, ისევე როგორც „ღ[25] + მ[13] + ე[5] + რ[19] + თ[9] + ი[10]“ = 81 = 8 + 1 = 9.

მაშ მართლაც - ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„წაგიყვანს სადაც არ გინდა“

       ბოლო ჟამში იოანეს არსის მატარებელი პიროვნების (ბ. ივანიშვილის გამოჩენიდან, ანუ) „ფიზიკური“ ეტაპის დაწყებიდან (აქ - 2011 წ. 7 ოქტომბერი), ვიდრე - მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა-გაცხადებამდელ დროში (რომელი: „... დღე და საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ“ - მათე 24,36), „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით მავალთა საქმიანობის თაობაზე უკვე თქმულს, ერთიც გვინდა დავამატოთ.

თავიდანვე შეგახსენებთ უკვე ნათქვამს - ჩვენი მთავარი მიზანი, მეორედ მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდელ ეტაპზე, ჩვენთვის დაკისრებული მისიის, შეძლებისდაგვარად, წარმატებით შესრულებაა.

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს, კერძოდ 1988 წლიდან, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რიგებში ჩვენი ნებაყოფლობითი  ჩადგომა - შინაგანად მომდინარე სულიერი მოთხოვნილების პრაქტიკული გამოვლენა იყო.

ბიბლიური „სამოცდაათწლიანი“ დროის მიწურულს დაწყებული „სამოცდაორი შვიდეულის“ გასრულება (1992 წ. 6 იანვარი) – „გაპარტახების სიბილწის“ (იხ. მათე 24, 15) დადგომის ათვლის წერტილად იქცა. შესაბამისად, პოლიტიკურ ასპარეზზე - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს ეგიდით ჩართვა (1992 წ. 10 იანვარი), ჩვენივე გააზრებული ქმედების გამოხატულებად იქცა.

1996 წლის მიწურულს „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსება-საქმიანობამ, მთლიანად გადაფარა რა პოლიტიკური განზრახულობა, მთავარ ორიენტირად - ბიბლიის მიერ გაკვალული გზასავალი გამოგვიკვეთა. ასე ვიარეთ - 2011 წლის 7 ოქტომბრამდე.

ღმერთის გაცხადებისაკენ მიმავალ ბოლო ჟამის ბილიკზე, კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებისთვის საჭირო (იძულებითი) გადაწყვეტილების მიღება, ერთ-ერთ უმძიმეს ასასრულებელ მისიად გვექცა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული - პარტიული სტრუქტურების შექმნა, პარტიული პროგრამის ზოგადი ჩარჩოს გამოკვეთა და მისი ხორცშესხმა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის გარკვევა და კიდევ მრავალი სხვა, იმ იძულებით გადასადგმელ ნაბიჯებად გვექცა, რაც, მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ - პარლამენტარის მანტიის მოსხმა, ჩვენი სურვილი (მიზანი) სულაც არ გახლავთ. არადა, საპარლამენტო არჩევნების სახელდების „გზა“, სწორედ აქეთკენ მიგვექაჩება. ვფიქრობთ, ძნელი არ უნდა იყოს იმის გაგება, თუ რა განწყობაზე იქნება ადამიანი, როდესაც, მიზეზთა გამო, აკეთებს იმას, რაც მთელი არსებით არ უნდა, ანუ მიდის იმ გზაზე, სადაც სიარული არ ეხალისება.

საქართველოს მიერ „ძე კაცისას“ მისტერიული როლის ასრულების შემდეგ, ამ მძიმე მისიის ტარება „ლასკარმა“ გააგრძელა, რომელიც, 2009 წლის მარტის თვიდან, „ძე კაცისას“ როლის არსის მატარებელმა - „ინდივიდუალურმა ეტაპმა“ შეცვალა.

2011-2012 წლების გასაყარზე „ძე კაცისას“ არსისმიერი ტვირთის მატარებელი - „უფალია ჩვენი სიმართლე“ შეიქმნა, რომლის გზასავალიც - მეორედ შობით მოსული ძე კაცისას, ძალმოსილების აღჭურვით, ანუ მისი - უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებით უნდა დასრულდეს.

აქედან გამომდინარე, „ძე კაცისას“ როლის მატარებელი „უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, პოლიტიკურ ასპარეზზე გზის წარმმართველი გუნდი (სახელდებით „ლასკარი“), უფალ იესუ ქრისტეს მიერ (მის მოსვლამდე) თავისი სამწყსოს მწყემსად დადგინებული (იხ. იოანე 21,15-17) - პეტრე მოციქულის როლის მისტერიული მატარებელი ხდება.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, „უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის - „ლასკარის“ წევრთა იძულებითი საქმიანობის ანარეკლი (დროითი ეტაპის გამომკვეთი ახსნითი მინიშნება), სახარებაში ასეა დაფიქსირებული - „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ (კოდია): სანამ იყავ ახალგაზრდა (1992-2911 წ.წ.),სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები (ხრწნადში ყოფნის ეტაპის გასრულების მოახლოებისას), ხელებს გაიწვდი (2011-2012 წლების გასაყარზე დაფიქსირებული არაერთი ხელის გაწვდენა“ – „იოსებ არიმათიელის არსი“, „რუსთაველის 34“ და ა.შ.), და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს (აქ - საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების გზაზე), სადაც არ გინდა“ (იოანე 21,18).

 ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

  

ბოლო ჟამისეული ეტაპი - „გადი გზებსა და შუკებში“,

ანუ - „ნეტარია ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში!“

წინამდებარე საუბარი სახარებაში მაცხოვრის მიერ გადმოცემული იმ იგავის გახსენებით გვინდა დავიწყოთ, რომელშიც, ბოლო ჟამში, „ძე კაცისას“ არსის მატარებელი - „უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ გასავლელი ერთ-ერთი ეტაპის ანარეკლი (მისტერიული ნიშანი) უნდა იყოს დაფიქსირებული: 

 „... ერთმა თანამეინახემ უთხრა მას: ნეტარია ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში! ხოლო იესუმ მიუგო მას:

ერთმა კაცმა (კოდირებული არსი „ძე კაცისა“ – „უფალია ჩვენი სიმართლე“-სი) დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მოიპატიჟა. და როცა პურობის დრომ მოაწია (ორ ეტაპად განსახორციელებელი კოდია), გაგზავნა თავისი მონა („... რადგანაც თანა-მონა ვარ შენი და შენი ძმებისა - წინასწარმეტყველთა, და მათი, რომელნიც იმარხავენ ამ წიგნის სიტყვებს...“ - გამოცხ. 22,9) წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.

მაგრამ ყველამ ერთხმად ბოდიშის მოხდა დაიწყო.  ერთმა უთხრა: ყანა ვიყიდე და უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ მაპატიო. მეორემ უთხრა: ხუთი (კოდია) უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ მაპატიო.  მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.

დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები, და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.

და უთხრა მონამ: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. და უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იხილავს ჩემი სადილის გემოს“ (ლუკა 14, 15-24).

მოდით ვცადოთ გავერკვეთ, თუ რაზე შეიძლება იყოს აქ მინიშნება.

2011 წლის 31 დეკემბერს გამართულ ლასკარის სხდომაზე მიღებული ჩვენი კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხი“-ს ნუსხით გათვალისწინებული მასალების პაკეტი (გარდა - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისა“), სახელისუფლო სამი შტოს - პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა - გარდა, პერიოდულად მიეწოდებოდა, ეროვნული მუხტის მატარებლობის პრეტენზიის მქონე სამ პოლიტიკურ გაერთიანებას - 1. საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, 2. საზოგადოებრივ მოძრაობას „ქართული ოცნება“ და 3. პ/გ „განახლებული საქართველოსთვის“.

2012 წლის იანვრიდან დღემდე, მიუხედავად მრავალგზისი მცდელობისა, სამივე პოლიტიკური სუბიექტი, სხვადასხვა სახის მოუცლელობის მომიზეზებით, თავს არიდებს - ჩვენს მიერ მათთვის წარდგენილ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

ჩვენის აზრით, სწორედ ესენი უნდა მოიაზრებოდნენ, სახარების ზემოთმოყვანილ იგავში დაფიქსირებულ - სამ „სუბიექტში“, და აი, როგორ.

- შალვა ნათელაშვილის მიერ 1995 წელს დაარსებული „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, მეორენაირად „შრომის“ პარტიადაც მოიხსენიება (ინგლ. „ლეიბორ“ = შრომა).

სახარებისეული - „...ერთმა უთხრა: ყანა ვიყიდე და უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო...“ (ლუკა 14,19), ჩვენის აზრით, კოდირებულ „ყანაზე“ ყურადღების გამახვილებით, ხსენებულ „შრომის“ პროცესთან კავშირით, პარტიული სახელდების გამომკვეთი მისტერიული მინიშნება უნდა იყოს;

- ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განაცხადა, თუ როგორ და რა ფორმით აფინანსებდა, საარჩევნო პროცესში მე-5 ნომრით წარმოდგენილ ცრუწინასწარმეტყველ - მ. სააკაშვილსა და მის მხარდამჭერ გუნდს. მათგან განდგომის (2011 წ. 7 ოქტომბრის) შემდეგ, ბატონმა ბიძინამ თავადვე გადაწყვიტა პოლიტიკაში გამოეცადა თავისი შესაძლებლობები.

აღნიშნულის მისტერიული ანარეკლი ასეთია - „მეორემ უთხრა: ხუთი (კოდია) უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ...“-ო (ლუკა 14,19). აქ, კოდირებული „ხუთი“-თ, „ნაციონალების“ საარჩევნო ნომერზე; ხოლო ფრაზაში - „გამოსაცდელად მივდივარ“, ბ. ივანიშვილის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს მინიშნება, რასაც არჩევნების გზით ბედის „გამოცდა“ ჰქვია;

- აფხაზეთიდან ლტოლვილი და შემდგომად რუსეთში მოღვაწე მილიარდელ მინდია გულუას ძალისხმევით, 2011 წლის ბოლოს , ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი პ/გ „განახლებული საქართველოსთვის“ ჩამოყალიბება მოხდა, რომლის თავმჯდომარედაც, მისი და - ნანა გულუა იქნა „არჩეული“.

სახარებაში მოცემული - „მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები“ (ლუკა 1420), მისტერიული კუთხით უნდა მიგვანიშნებდეს, ხსენებული პ/გ-ის თავმჯდომარედ ქალის არჩევის ფაქტს.

როგორც ითქვა, ხსენებული სამი სუბიექტიდან [შ. ნათელაშვილი, ბ. ივანიშვილი, მინდია (და ნანა) გულუა], ვერც ერთმა მათგანმა, ჩვენს მიერ მათთვის ჩაბარებულ დოკუმენტში დაფიქსირებულ საკითხებზე პასუხის გასაცემად „ვერ მოიცალა“; რასაც, პოლიტიკურ ენაზე, [აქ - მოწვევაზე] უარის თქმა ჰქვია.

აღნიშნული მათი ქმედებით გამოწვეული რეაქცია უნდა იყოს ის, რაზეც მაცხოვარი ასე მიგვანიშნებს - „...გეუბნებით თქვენ: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იხილავს ჩემი სადილის გემოს“ (ლუკა 14,24).

ზემოთმოყვანილ იგავში დაფიქსირებული უნდა იყოს, ჩვენი გზასავალის კიდევ ერთი ეტაპის მისტერიული ანარეკლი.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებელ ერთ-ერთ წინაპირობად, კანონით, 25 000 ამომრჩევლის მიერ გამოხატული თანხმობის მოპოვებაა განსაზღვრული. იმავე კანონით, თითოეულ ამომრჩეველს უფლება აქვს განუსაზღვრელი ოდენობის საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობას დაეთანხმოს. ეს გზა უნდა გაიაროს „ძე კაცისას“ მისტერიული როლის მატარებელმა - „უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით მავალმა ჩვენმა გუნდმაც.

მაშასადამე, საარჩევნო ბატალიებში ჩაბმის მსურველმა, ჩამოყალიბებისა და საპარლამენტო პროგრამით გაწყობილი „სუფრის“ გამზადების გარდა, უნდა მოძებნოს ამ სუფრის გარშემო შემოსხდომის მსურველნიც. საარჩევნო კანონის მიხედვით, ამ „წვეულთა“ (აქ - 25 000 ხელმოწერის) მოსაპოვებლად - ორთვიანი ვადაა გამოყოფილი.

ბოლო ჟამში ასახდენ, აღნიშნულის შინა-არსზე უნდა უთითებდეს სწორედ სახარებისეული ტექსტი - „დაბრუნდა მონა და ყველაფერი (აქ - სამი სუბიექტის ვერ მოცლა) მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები, და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.

და უთხრა მონამ: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. და უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი...“-ო (ლუკა 14, 21-23).

იმის თაობაზე, თუ როგორ განივთდება (აცხადდება) ჩვენს თვალწინ, სახარებაში დაფიქსირებული, ამის თაობაზე, ღმერთის ნებით, სხვა დროს ვისაუბროთ.

მანამდე კი, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში - „გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა. დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით“ (ზირ. 51,29-30).

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.