სამართლიანობი საღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2013წლის 9მარტის

გადაწყვეტილება

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2013. 9 მარტის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის სახელზე 2013 წ. 6 მარტს გაგზავნილი ღია მიმართვის თაობაზე

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად, დამტკიცდეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ. ივანიშვილის სახელზე 2013 წ. 6 მარტს გაგზავნილი ღია მიმართვა: 2013 წ. მაისიდან ოქტომბრამდე, ანუ წინასწარ გაცხადებული ქრონიკები“.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო ზურაბ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცესკოში წარმოდგენილ 2013 წლის 26 თებერვლის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, 2013 წლის 27 აპრილს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“.

„საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად 2013 წ. 8 მარტს წარმოგიდგინეთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, საერთო რაოდენობით: 26 277 [ოცდაექვსი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი].

მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეისათვის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმისა და მხარდამჭერთა წარდგენილი სიის უკან გამოთხოვის თაობაზე.

პატივისცემით:

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,  2012 წლის 11 მარტი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

„დიაკონი ოლარითა“-სა და „ელია დიაკონი“-სეული ეტაპის დასასრული

 მისტერიულად მიმდინარე [და უკვე დასრულებული] ეტაპის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჩვენს თვალწინ მიმდინარე დროის ქრონიკათა შესახებ გვინდა შევჩერდეთ:

- 2013 წ. 15 თებერვალს, ცესკოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის სამი გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე პირთა ასარჩევად, შუალედური არჩევნების თარიღად, 2013 წლის 27 აპრილი განისაზღვრა;

- 2013 წ. 18 თებერვალს, სომხეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, ოპოზიციური ძალების საპროტესტო გამოსვლებით ხასიათდება;

- 2013 წ. 26 თებერვალს, ლასკარში - სამების ტაძრის დიაკვან: მამა ელიზბართან [დიაკონიძე] გამართული შეხვედრისას გადაწყდა, რომ მოსალოდნელ შუალედურ საპარლამენტო  არჩევნებში, ნაძალადევის ოლქში, დეპუტატობის კანდიდატად, სწორედ მამა ელიზბარს დავასახელებდით;

- 2013 წ. 26 თებერვალსვე, შესაბამისი განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს მივმართეთ, და საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო - მინიმუმ 25 000 ხელმომწერთა შესაგროვებელი ბლანკი ავიღეთ;

- 2013 წ. 27 თებერვალს გამართულ ლასკარის ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ხსენებული ხელმოწერების შეგროვებისათვის საჭირო საქმიანობის წარმართვის გეგმა განვსაზღვრეთ;

2013 წ. 8 მარტის პარასკევ დღეს, „საარჩევნო კანონით“ განსაზღვრულ ხელმომწერთა შეგროვების ცესკოში წარდგენის ბოლო დღეს, 17.55 სთ-ზე, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადება ჩავაბარეთ, სადაც - 26 277 ხელმოწერის წარდგენა დავაფიქსირეთ [იხ. გაზ. №8 (853), და გაზ. №9 (854) -ის მასალები].

ჩვენი შემდგომი თხრობა, სწორედ ამ დროის შემდგომად მომხდარის აღწერას გვინდა დავუთმოთ.

 

2013 წ. 8 – 12 მარტის ქრონიკები

8 მარტის პარასკევის საღამოს ცესკოში მისულებს, საქმისწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩვენს მიერ მიტანილი ხელმოწერების, იმავე დღეს შემოწმებისათვის საჭირო პროცედურის დაწყების მზაობა გამოთქვეს. მიზეზთა გამო ჩვენ - უარი ვუთხარით, და შევთანხმდით, რომ - მეორე დღეს, ანუ შაბათს, დღის ოთხი საათისათვის ვეწვეოდით.

მამა ელიზბართან შევთანხმდით, რომ რადგანაც - შაბათი, ჩვენთვის ლასკარის სხდომის გამართვის დღე იყო, იგი ოფისში 15.00 სთ-ზე მოვიდოდა, და ერთად წავიდოდით ცესკოში.

დათქმულ დრომდე ცოტა ხნით ადრე მობილურით შევეხმიანე. მამა ელიზბარმა ამიხსნა, რომ რუსთავის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში, მისი მეგობრის მამის დაკრძალვაზე ყოფნის მიუხედავად, შეთანხმებულ დროს ლასკარში მოვიდოდა.

სამწუხაროდ, ამ სატელეფონო ზარის შემდეგ, მამა ელიზბარი, არათუ ლასკარში არ მოსულა, არამედ - არცკი დაურეკავს... უფრო მეტიც, იგი - ჩემს არც ერთ სატელეფონო ზარს არ პასუხობდა.

ასეთი [აუხსნელი] მდგომარეობა - მეორე დღის შუადღემდე გაგრძელდა. მომხდარით გაოცებული [და შეწუხებული], იძულებული გავხდი, მდგომარეობაში გარკვევის მიზნით, მუხიანშივე, ჩემს მეზობლად მცხოვრებ, მამა ელიზბარის ძმას ვწვეოდი.

ოჯახის დიასახლისი დიდის გულისყურით მოეკიდა ჩემს სტუმრობას. სახლში არ მყოფ მის მეუღლესთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, მამა ელიზბარმა როგორც იქნა ჩემს სატელეფონო ზარს უპასუხა.

მამა ელიზბარის ნაამბობიდან მართალია ის კი გავიგე, რომ თურმე იგი გაცივებულა და ხველება აწუხებდა, მაგრამ დღემდე აუხსნელი დარჩა, როგორ უკავშირდებოდა ეს ყოველივე - წინა დღით მის ლასკარში მომლოდინესათვის სატელეფონო კავშირზე არგამოსვლის ფაქტს.

11 მარტის 11 საათისათვის, ცესკოს თანამშრომელმა ტელეფონით მაუწყა, რომ ჩვენს მიერ მიტანილი ხელმოწერების შემოწმებისათვის, კანონით დადგენილი დრო, 12 მარტს იწურებოდა, და ამ დროის მანძილზე როგორმე ცესკოში უნდა მივსულიყავით.

მამა ელიზბართან გამართული არაერთი სატელეფონო საუბრის მიუხედავად, ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, ცესკოში ჩვენი მისვლა - 11 მარტს ვერ მოხერხდა.

ჩემგან დამოუკიდებელი ხელშემშლელი ფაქტორების ანალიზის შემდეგ, გადავწყვიტე წინასწარვე შემედგინა - ცესკოს თავმჯდომარისადმი განკუთვნილი განცხადების ტექსტი, სადაც საარჩევნო რეგისტრაციაზე ჩვენი უარი იქნებოდა დაფიქსირებული.

დიაკონ ელიზბართან და ლევან ჩოხელთან ერთად ცესკოში მისვლა მხოლოდ 12 მარტს, 12 სთ-ზე შევძელით.

ცესკოს შენობის წინ, დიაკონ ელიზბართან შემდგარი ჩემი ნახევარსაათიანი საუბრისა თუ მისი მხრიდან, არაერთი სატელეფონო ზარის შემდეგ, მამა ელიზბარისთვის, ჩემს მიერ წინა დღით მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, ცესკოს კანცელარიას ჩავაბარე განცხადება - ჩვენი პარტიის მხრიდან საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის დაფიქსირების თაობაზე.

აი, ასე დასრულდა ჩვენი და დიაკვან ელიზბარ დიაკონიძის თანამშრობლობითი ურთიერთობა.

 

მისტერიულ მინიშნებათა კვალდაკვალ

ბოლო ჟამად სახელდებულ დროში მოსახდენი მოვლენების თაობაზე, ეზოთერული კუთხით ნაუწყები ის მინიშნებანი, რომლებშიც, ზემოთ უკვე აღწერილი პროცესების ანარეკლია მოცემული, „მოქცევაი ქართლისაი“-სა და „ქართლის ცხოვრებაშია“ დაფიქსირებული.

და კიდევ -  2013 წ. 20 იანვარს, მ. სააკაშვილისათვის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიანი ვადის ამოწურვიდან, ჩვენს მიერ ზემოთქმული პროცესების „დასრულებისეული“ თარიღი - 2013 წ. 12 მარტი, 51-ე დღე გახლავთ.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით გავეცნოთ - ქართული ისტორიული ხელნაწერის უძველესი ძეგლის - „მოქცევაი ქართლისაისეულ“ ტექსტს:

- „... რიფსიმე დედოფალი და გაიანე დედამძუძე მისი, ორმეოც და ათი სული წარმოვემართენით და გამოვედით არეთა სომხითისათა, სამოთხესა მას შინა თრდატ მეფისასა [აქ - დროზეა აქცენტი და 18 თებერვალს სომხეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებია მინიშნებული]. იგინი იმარტვილნეს მასვე თუესა პირველსა [აქ - მარტი], დღესა პარასკევსა [ ხელმოწერების ჩაბარების დღე - 2013 წ. 8 მარტი - პარასკევი გახლდათ], ხოლო მე დავრჩი ეკალთა შინა ვარდისათა...   ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაითა [აქ - „დიაკონიძე ელიზბარი“-ს კოდირებულ არსზეა მინიშნება] და ხელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლეი [კოდია და ხელმოწერების პროცესის თაობაზე იუწყება], რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სურნელებისაი, რომელი დაჰფარვიდა ცათა. და შეიერთნეს სულნი მათ წმიდათანი ურთიერთას [ე. ი. „დიაკონს“ + 50 სული, სულ 51-ზეა მინიშნება, და 20 იანვრიდან (21, 22 ...) 12 მარტამდე არსებულ 51 დღიან მონაკვეთს უნდა აფიქსირებდეს]...“ [იხ. მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი „მოქცევაი ქართლისაის რედაქციების პარალელური ტექსტები“, თბ. 2010 წ. გვ.60-61].

თავის მხრივ „ქართლის ცხოვრებისეული“ ხელნაწერი გვაუწყებს, რომ მეექვსე საუკუნეში საქართველოში ჩამოსულ 13 ასურელ მამას - დიაკონი ელია ხლებიათ თან [იხ. „ქართლის ცხოვრება“ , ტ. 1, თბ. 1955 წ. გვ. 208].

ეზოთერული კუთხით, ასურელ მამათა რიცხვი - 13, ზემოთხსენებული პროცესების მიმდინარეობის წელზე, ანუ ოცდამეერთე საუკუნის მე-13 წელზე უნდა გვანიშნებდეს.

ტექსტში ხსენებული - „ელია დიაკონი“ [ისევე როგორც - „დიაკონი ოლარითა“], ეზოთერული კუთხით - ლასკარის საქმიანობის განსახილველ ეტაპზე დიაკვან ელიზბარ დიაკონიძესთან ჩვენი ურთიერთობის თაობაზე უნდა გვანიშნებდეს.

„მოქცევაი ქართლისაიში“ დაფიქსირებული წმ ნინოს ხილვა, ბუნებრივია - სხვათა თვალისათვის დაფარულად მიმდინარეობდა. ხილვის „განქარვების“ [დასასრულის] შემდგომად, ხსენებული საისტორიო წყარო - წმ. ნინოს ქართლის სამეფოში შემოსვლასა და მის მიერ კერპების მსხვრევის პროცესებზე იუწყება. აღნიშნულზე საუბარი, დღევანდელი განსახილველი თემის არსს სცილდება, და მასზე ამჯერად არ შევჩერდები.   

ამჯერად კი მხოლოდ იმას დავსძენთ, რომ ჩვენი განზრახვა - ნაძალადევის რაიონში მოსალოდნელ არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად, დიაკვან ელიზბარ დიაკონიძე დაგვესახელებინა - წმ. ნინოს ხილვისა არ იყოს, მხოლოდ ჩვენთვის იყო ცნობილი [ხილული], და ეს ინფორმაცია [განზრახვა], პოლიტიკით დაინტერესებული არც ერთი მხარისათვის, ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ გამხდარა.

ამდენად, ბიბლიური ახალი წლის ათვლით პირველი თვის მეთორმეტე დღეს, ანუ - 12 მარტს, დასრულდა ის [ხილვა], რასაც - კოდირებული: „დიაკონი ოლარითა“ და „ელია დიაკონით“  მინიშნებულის - მისტერიულად გასავლელი ეტაპი ჰქვია.

საერთო თხრობის დასასრულს, ამ დღისა [ და მის შემდგომად განსავითარებელი პროცესების] თაობაზე არსებული ასეთი ბიბლიური მინიშნება გვინდა შემოგთავაზოთ - „დავიძარით მდინარე აჰავიდან [კოდია] პირველი თვის მეთორმეტე დღეს [აქ - 12 მარტი] იერუსალიმში წასასვლელად [კოდია] და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისაგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისაგან“ [1 ეზრა 8,31].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს დე ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

 

საქართველოში

კანონიერი სახელისუფლებო შტოს

სამართალმემკვიდრეობის

საკითხისათვის

  

მესამე ნაწილი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას

მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები

 

1. აუცილებელი საკადრო და საკონსტიტუციო ცვლილება

საბჭოთა კავშირად წოდებული რუსეთის იმპერიული ძალებისა და საქართველოში მომქმედი კრიმინალური ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევით, 1991 წლის 22 დეკემრიდან - 1992 წ. 6 იანვრამდე მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას, ქვეყნიდან: საქართველოს რესპუბლიკის კანონერი ხელისუფლების  იძულებითი განდევნა მოჰყვა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის სულისკვეთების ერთგული, და კრიმინალურ-მოძალადე ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის მთქმელი, 1992 წ. 6 იანვრიდან საქართველოდან იძულებით განდევნილი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი დეპუტატების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 1992 წლის 12 მარტს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სხდომაზე, კონსტიტუციის 114-ე მუხლის თანახმად - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თანმჯდომარედ არჩეული დეპუტატი - მერაბ კიკნაძე, ქ. ზუგდიდში, - 1993 წ. ივლისში გამართულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომაზე, - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, მიზეზთა გამო, მერაბ კიკნაძემ უარი განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობაზე.

1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობა, კონსტიტუციურ ნორმაზე [მუხლი 1218] დაყრდნობით აგებულ სამართლებრივ დარეგულირებას მოითხოვდა.

როგორც ზემოთაც აღინიშნა - კონსტიტუციით, გათვალისწინებულია - საგანგებო შემთხვევათა ალბათობისას, საპრეზიდენტო უფლებამოსილების უწყვეტობის მექანიზმი:

- „თუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი უფლებამოსილებანი ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს სამი თვის ვადაში“ [მუხლი 1218].

ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეს, ან - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, კონსტიტუციური მოთხოვნის თანახმად, როგორც მინიმუმ - სამი თვით შეუძლია იყოს ამ თანამდებობაზე, რამეთუ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, სწორედ - „სამი თვის ვადაში“ უნდა გაიმართოს.

სწორედ ამ კონსტიტუციურ მოთხოვნათა დაცვის მიზნით - 1994 წლის 24 თებერვალს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვიდან ერთი თვის, ხოლო დაღუპვიდან სამი თვის შემდეგ, კონსტიტუციის 108-ე მუხლზე დაყრდნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ - გროზნოში, 1994 წლის 1-2 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიის სხდომა იქნა მოწვეული.

1994 წლის 1 აპრილის სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ [აქ: მერაბ კიკნაძემ - გ.ს.] უფლებამოსილება მოიხსნა, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (აქ: ნემო ბურჭულაძე - გ.ს.) ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 114-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებით თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი

 

იმავდროულად, მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მორიგი დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვადამდე გადარჩევის შესახებ“:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 1994 წლის 31 მარტის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სურვილი და ბატონი მერაბ კიკნაძე გადარჩეულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან;

2. დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი“.

 

კონსტიტუციურ მოთხოვნათა თანახმად, საჭირო იყო პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტთან მიმართებაში მიღებულიყო კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. კერძოდ:

- ვინაიდან, ქვეყნის უმაღლესი კანონის მიხედვით - „... საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით...“ [მუხლი 123];

- ვინაიდან, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 104-ე მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო - „რეგულარულად ისმენს მის მიერ შექმნილი ან არჩეული ორგანოების, აგრეთვე მის მიერ დანიშნულ ან არჩეულ თანამდებობის პირთა ანგარიშებს, წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრებისადმი ნდობის საკითხს“.

- ვინაიდან, 124-ე მუხლის თანახმად - „... ნდობის გამოცხადების საკითხს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინიციატივით საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თუ მისი ცალკეული წევრისათვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი უნდა დაუჭიროს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორმა მესამედმა მაინც...“,

შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულებით შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 104,23-ე, 123-ე და 124-ე მუხლებზე დაყრდნობით, 1994 წლის 1 აპრილის სხდომაზე მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება - „საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ“:

საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

1. განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბესარიონ გუგუშვილი;

2. ეს დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ბ.ჩოლოყაშვილი

 გროზნო, 1994 წლის 1 აპრილი“.

 

 [გაგრძელება იქნება]