უფლისმიერი სამართალი მიუკერძოებელია

 

ბოლო ჟამის მიწურულს პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი სახელდებით მოქმედი _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, უფლებამოსილია განაცხადოს:

1. ვინაიდან უკვე - „... დროა, რომ დაიწყოს განსჯა ღმერთის სახლიდან; ხოლო თუ თავდაპირველად ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღმერთის სახარების ურჩთ? თუ მართალნი ძლივძლივობით ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს? მაშ, ღმრთის ნებით ვნებულთ, დაე, კეთილი საქმით შეავედრონ მას, როგორც სარწმუნო შემოქმედს, თავიანთი სული“ [I პეტრ. 4,17-19];

2. თანახმად დაწერილისა - „... უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს. ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი. უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს [„მიდან“-; ანუ მათ, ვინც „მიდიან“], დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს“ [მსაჯ. 7,5-7];

3. მაცხოვარი ბრძანებს - „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას“ [მათე 7,2];

4. და ბოლოს - „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი“ [მათე 10,37-38].

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს - უფლისმიერი სამართალი მიუკერძოებელია! ამიტომ:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი - „... ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ“;

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი, ვინც ცდილობს  - „ჯერ შიგნიდან“ გაიწმინდოს - „სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც“ [მათე 23,26];

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი, ვინც მზადაა ყოველგვარ პირადულზე წინ - უფლისმიერი საკეთებელი დააყენოს; ვინაიდან იცის, რომ - „ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას, და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას“ [მათე 10,39];

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს რიგებში მხოლოდ მან უნდა მოიაზროს თავი, ვისაც სწამს, რომ - წმიდა წერილი, უზენაესი ძალის ნებით, ჩვენდა გასაგონად დაწერილი ის კრებულია, რომელიც - აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ღაღადებს; რომელთა ცხოვრებაში გასატარებლადაც, ცნება - „დემოკრატია“ [„დემოს“ - ხალხი, „კრატოს“ - ხელისუფლება], - რაც თავის თავში: „უმრავლესობის უმცირესობაზე“ მმართველობას გულისხმობს, - ყოვლად შეუსაბამოა.

ღმერთის ნება - უზენაესია!

ღმერთის ნება - აბსოლუტური ჭეშმარიტებაა!

ღმერთის ნება - განსაგნებისათვის, დემოკრატიაზე დამყარებულ განსჯას (მცდარია, თუ ჭეშმარიტი) - არ ექვემდებარება.

„და კვლავ (აქ - მეორედ მოსვლისას) ამბობდა იესუ, და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება არ ივლის ბნელში, არამედ ექნება საუკუნო ნათელი“ [იოანე 8,12].

უფლისმიერი სიმართლის გზის მაძიებელნო - ავირჩიოთ ნათელი, და მარადჟამს - „ეზიარეთ სწავლას (კოდია) თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად. და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ. გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა. დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით“ [ზირ. 51,28-30].

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

ფიქრები ხმამაღლა

 2012 წლის 25 იანვარს, ქ. თბილისში, ცაგარელის ქ. 24-ში დამკვიდრებულ, პოლიტიკური ორგანიზაცია „განახლებული საქართველოსთვის“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის ნანა გულუას სახელზე გაკეთებული მიმართვა ჩავაბარეთ; და ვთხოვეთ, სასურველი იქნებოდა თუკი პასუხს უახლოეს დროში შეგვატყობინებდნენ.

ორი „ხის ნაჭერის“ თაობაზე, ბიბლიური შეგონების - „გადავაქცევ ერთ ხედ და ერთი იქნება ჩემს ხელში“ [იხ. ეზეკ. 37,16-19], ბოლო ჟამში ასრულების დრო-ჟამის არსში გარკვევის მიზნით: „ც-აგარ-ელი“-ს[ეულმა] გზასავალმა, გალატელთა სიბრძნის სიღრმეთა გამოძახილი, დედოზარის მძლავრი გუგუნით აახმიანა:

„მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო: ნუთუ არ გსმენიათ რჯული? რადგანაც დაწერილია: აბრაამს ჰყავდა ორი ძე, ერთი მხევლისაგან და ერთიც თავისუფალი ქალისგან. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან [აქ - მატერიალური ფასეულობა] შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა [აქ - სულიერი ფასეულობა] - აღთქმისაგან, რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა:

ერთი - სინას მთით, მონის მშობი, ანუ აგარი [კოდია], რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში, და შეესატყვისება აწინდელ [აქ - მიწიურ] იერუსალიმს, ვინაიდან თავიანთი შვილებითურთ [აქ - მატერიალური ფასეულობების} მონობაშია;

ხოლო ზეციური [აქ - სასუფევლის ძეთა სამკვიდრო] იერუსალიმი [აქ - მატერიალური ფასეულობებისაგან] თავისუფალია; ის არის ჩვენი დედა. რადგანაც დაწერილია: გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო; ვინაიდან მიტოვებულს უფრო მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე ქმრიანს (კოდია). ხოლო ჩვენ, ძმანო, ისაკისამებრ, აღთქმის შვილები ვართ“ [გალ. 4,21-28].

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!



 

„პირველი ეტაპის“ დასასრული

 

 აუდიტორულ ფირმა შპს „როიალ აუდიტი“-ს მიერ „სამართთლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 1.01.2011 – 1.01.2012 წლის ფინანსური საქმიანობის აუდიტორული დასკვნა - 2012 წლის 16 იანვრითაა დათარიღებული.  საქართველოს კონტროლის  პალატის მიერ 2012 წლის 23 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენს მიერ კონტროლის პალატაში წარსადგენი მასალების სრული პაკეტი უკვე 24 იანვარს გამზადდა [მასალის უშუალო გადაცემა 25 იანვარს მოხდა].

 

ამდენად, 2012 წლის 24 იანვარი არის კიდეც ჩვენი კავშირისათვის ის ზედა მიჯნა, როდესაც აქტიური პოლიტიკური საქმიანობისათვის საჭირო ე.წ. პირველი ეტაპი, ანუ ყოველგვარი იურიდიული მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება მოხდა.

 

2012 წლის 24 იანვრიდანვე  ათვლა დაიწყო ე.წ. მეორე ეტაპის დასრულებისათვის განსაზღვრულმა დროითმა მონაკვეთმა; რაც, კოდირებული - „ჯვარზე აღსრულებული სხეულის“ სამარხში გადასვენებითა და შესაბამისად, გამოცხადების ტექსტში დაფიქსირებული, „პირველი აღდგომით“ უნდა დასრულდეს.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!


მიხეილ(გელა) სალუაშვილი