მაიას ტომის კალენდარი,
ანუ 2012 წლის არსობრივი მხარის საკითხისათვის
(მესამე ნაწილი)
კომენტარები
წინამდებარე ნაწილის გაცნობამდე მკითხველს შევახსენებთ, რომ - დამოწმებული მასალა ჩვენი გაზეთის M22(815) -დან გვაქვს აღებული, ამიტომ მათი გამოყენებისას მხოლოდ გაზეთის გვერდის ნომერს მივუთითებთ.
პლეადების კვლავ გამოჩენა
მაიას ტომის კალენდარი, სხვა მრავალთან ერთად, ითვალისწინებს - პლეადების მიმარTებას დედამიწასთან. ცოლკინის 260 დღიანი და ჰააბის 365 დღიანი კალენდრის თანხვედრისას (რომელიც 52 წელში ერთხელ ხდება), პლეადების კვლავ გამოჩენა, მათთვის - ახალი ციკლის დაწყების ხილული ნიშანი გახლავთ.
თავის მხრივ - „პლეადები (ქართ. ხალხ. სახელწ. - მრავალი, ხომლი) ჩვენი გალაქტიკის გაბნეული ვარსკვლავთა გროვა(ა) კუროს თანავარსკვლავედში, შეუიარაღებელი თვალით ჩანს ამ გროვის ათამდე ვარსკვლავი...“ (ქ.ს.ე., ტ. 8, გვ. 106);
პლეადების - „... დამზერისათვის საუკეთესო პირობებია ნოემბერ - დეკემბერში“ (ქ.ს.ე., ტ. 6, გვ. 82), რაც ზუსტად ეხმიანება, მითოსში მითითებულის ანალიზით მიღებულ დროს - დეკემბერს [2012 წ.].
„ვენერა“, „ოცი“ და „ცამეტი“
მაიას ტომის სამი კალენდრიდან ერთ-ერთი: „...ცოლკინი, იგივე 260 დღიანი - ღთიური კალენდარი, ძირითადად ვენერას მოძრაობაზეა ორიენტირებული და შედგება თავისი სახელის მქონე ოცი ცამეტდღიანი კვირისაგან“ (გვ. 7). მოდით ვცადოთ გარკვევა, თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს აქ მოხსენიებული - „ვენერა“, „ოცი“ და „ცამეტი“.
როგორც ცნობილია - „ვენერა მზის სისტემის მეორე პლანეტა(ა) მზიდან დაშორების მიხედვით... ძველქართულად ეწოდება ასპიროზ და მთიები... ქართული ხალხური სახელწოდებანი(ა) - ხარიპარია და ცისკარი... ჩვენი ცის ყველაზე ბრწყინვალე მნათობია - მზისა და მთვარის შემდეგ“ (ქ.ს.ე., ტ. 4, გვ. 354).
სულხან-საბას სწავლებით - „ასპიროზ ესე არს აფროდიტი და მთიები. ასპიროზ ცისკრის ვარსკვლავს ეწოდების...“ (ტ. 1, გვ. 70).
ბიბლიისეული მინიშნებით, უფალი თავის თავს - „ცისკრის ვარსკვლავს“ ადარებს - „მე, იესუმ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რათა გიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ ფესვი და მოდგმა დავითისა, კაშკაშა ვარსკვლავი ცისკრის“-ო (გამოცხ. 22,16).
აღნიშნულს, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ მაიას კალენდარში განივთებულით: „ოცი“ – „ო (უფალო) ცი“, ანუ „ცისიერ უფალზე“, და: „ცამეტი“ – „ცა (რომ) მეტი“-ა, თორმეტი მოციქულის შემკრებ - მეცამეტეზე (პირველზე), ანუ უფალზე მიგვანიშნებს, მაშინ ძნელი აღარაა გავიაზროთ, რომ მაიას ტომის - 260 დღიანი კალენდრის არსობრივი მხარე, სწორედ - უფალ იესუ ქრისტეზეა ორიენტირებული.
„ხუთი“ დღე და მე-5 მზის დასასრული
მაიას ტომის 365 დღიან - ჰააბის კალენდარში - „...18 თვე სრული ოცდღიანია, მეცხრამეტე - უაბი კი, მხოლოდ - ხუთდღიანია“-ა (გვ. 7).
მეორეს მხრივ, მათი სწავლებით - „... ყველა დიდი ციკლის ბოლოს, რომელსაც - სამყაროს, ან - მზეს უწოდებენ, ეს სამყარო ნადგურდება და მის ნანგრევებზე ახალი სამყარო იწყებს განვითარებას. ასე განადგურდა წინა ოთხი სამყარო ... ახლა მეხუთე მზის ბოლოში ვიმყოფებით“ (გვ. 9).
ჩვენის აზრით, აქ - ორი მინიშნება უნდა იყოს შეფარული.
ერთის მხრივ, ხსენებული „ხუთით“, ცრუწინასწარმეტყველ - მ. სააკაშვილსა და მის გუნდთან ასოცირებული მე-5-ე საარჩევნო ნომერი უნდა მიგვენიშნებოდეს. ამ კუთხით, უკვე გასაგები ხდება, თუ რატომაა, რომ კალენდრის ხსენებულ - „...ამ ხუთ დღეს სახელი არა აქვს და არც ნომრავენ, ესენი ყველაზე უიღბლო დღეებად ითვლება და ცდილობენ ამ დღეებში არაფერი მნიშვნელოვანი არ გააკეთონ (ცეცხლის დანთებასა და ცხელი საჭმელის ჭამასაც კი ერიდებიან)...“ (გვ. 7).
ეხლა მეორე მხარეც გავიაზროთ. როგორც ვიცით - 1991 წლის 26 მაისს, ხუთი წლით არჩეულ ზვიად გამსახურდიას, ფორმალურად, საპრეზიდენტო ვადა - 1996 წელს „გაუვიდა“;
ბიბლიური - „გატიალების სიბილწის“ სათავის დამდები - ედ. შევარდნაძე, 1995 და 2000 წ.წ., ორჯერ „აირჩიეს“ პრეზიდენტად. მისი სულიერ-ფიზიკური საქმიანობის გამგრძელებელი მ. სააკაშვილი, 2004 და 2008 წლებში ჩატარებული „არჩევნების“ შედეგად, თავის მეორე ხუთწლიან საპრეზიდენტო ვადას, იურიდიულად - 2013 წლის 5 იანვარს ამთავრებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში, 2008 წ. 5 იანვრიდან - 2012 წ. 5 იანვრამდელ დროში მე-5 საპრეზიდენტო ვადის ათვლა მიმდინარეობს.
ყოველივეს, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ცრუწინასწარმეტყველი (მ. სააკაშვილი) თავის გუნდთან ერთად „ბოლომდეა“ ხელისუფლების სათავეში, მაშინ გასაგები გახდება მაიას ტომის მითოსური მინიშნების მთავარი არსი - „... ასე განადგურდა წინა ოთხი სამყარო - მიწისძვრით, ყინულით, ცეცხლით და წყლით, ახლა (პირობითად) მეხუთე მზის ბოლოში ვიმყოფებით, მაგრამ არა მხოლოდ მეხუთე ციკლი (ანუ - ცრუწინასწარმეტყველ - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის მმართველობითი დრო) მთავრდება, არამედ მთლიანი დიადი ციკლი, რომელიც მოიცავს თითქმის 26 000 წელს და რომელიც მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს, დღის 11 საათსა და 11 წუთზე“ (გვ. 9).
„2011 ან 2012“
მაიას ტომის კალენდრის შემსწავლელ მეცნიერთა კვლევებში, გრძელი თვლის კალენდრის ბოლო მე-13 ბაქტუნის დამთავრების რამოდენიმე თარიღია მითითებული.
მცირე ნაწილის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღნიშნული ციკლი - 2011 წლის 28 ოქტომბერს დამთავრდა; ხოლო მეცნიერთა უდიდესი ნაწილის მიხედვით, ეს - 2012 წლის 21 ან 23 დეკემბერს, ანდა სულაც - 2013 წლის 16 თებერვალსაა მოსალოდნელი.
დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიისეული მინიშნების - „რვიანის“, ჯერ „ექვსიანად“, ხოლო შემდეგ „ოთხიანად“ [იხ. 3 ეზრა 11-12] გარდაქმნის პროცესი 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის 5(7) ოქტომბერს დამთავრდა (იხ. გაზეთის წინა ნომრები).
მეორეს მხრივ, 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ათვლა დაიწყო იოანე ნათლიმცემლისა და იოსებ არიმათიელის „პოლიტიკური“, ანუ „ფიზიკური“ არსის მატარებელმა დროითმა მონაკვეთმა.
ზემოთაღნიშნული მოვლენები დაედო კიდეც საფუძვლად ყოველივე იმის ამოქმედებას, რასაც ბიბლიური - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ჰქვია.
ჩვენის აზრით, მითითებული - 2011 და 2012 (თავისი - 2013 წელზე მინიშნებითურთ), სწორედ ამ, უკვე მომხდარ-მიმდინარე პროცესების ამსახველი მითოსური წინასწარმჭვრეტითი მოვლენის აცხადების დროითი მონაკვეთია.
მაიასეული „სამების“ მითოსური ანარეკლი
მაიას ტომის ხელნაწერთა მიხედვით - „... ინდიელთა ლეგენდები, ამ დროისათვის, სხვადახვა ღმერთების (კეცალკოატლი, კუკულკანი, ბოლონ იოქტე) ჩამოსვლას წინასწარმეტყველებენ. ინდიელთა პანთეონისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ღმერთების ერთ ღვთაებაში გაერთიანება, ან პირიქით - ერთი ღმერთის სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა ამპლუაში მოვლინება. ამის ნათელი მაგალითია: კეცალკოატლი - ერთერთი უმნიშვნელოვანესი ღმერთი, რომელიც იგივე კუკულკანია, შეცვლილი ატრიბუტებით და ოდნავ განსხვავებული გენიოლოგიით... თუმცა ძალიან საინტერესოა - ბოლონ იოქტე“ (გვ. 11).
ვფიქრობთ, გათვითცნობიერებული მკითხველისთვის, ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ - კეცალკოატლი, კუკულკანი და ბოლონ იოქტე, მითოსური ანარეკლია - ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი პოსტულატისა, რასაც - მამა, ძე და სულიწმიდა, ანუ - ყოვლადწმიდა სამება და მისი ერთარსობა ჰქვია.
ამ კუთხით - ბოლონ იოქტე, რომელიც მაიას ტომის ხელნაწერთა მიხედვით, აღნიშნული ციკლის მიწურულს, „ყველასათვის ხილული ხდება“ (გვ. 11), კიდევ ერთხელ პარალელდება - მეორედ ღმერთად მომავალ უფალ იესუ ქრისტესთან. დაილოცოს მისი გაცხადების დიადი წამი.
როგორ მიგვანიშნებს „აღთქმის“ ასრულებაზე კოდირებული -52
როგორც ითქვა - „... ცოლკინისა და ჰააბის კალენდართა დღეების ერთმანეთზე დამთხვევის ციკლი ყოველ 52 წელიწადში ერთხელ მეორდება“ (გვ. 6).
ჰააბის 365 დღიანი ციკლი, 52 წელიწადში - 52 x 365 = 18 980 დღეს მოითვლის;
დღეთა იგივე ოდენობა 260 დღიანი ცოლკინის ციკლის 73 წელიწადის ტოლია [18 890 : 260 = 73].
მაშასადამე, განხილული კუთხით აღნიშნული ციკლის ხანგრძლივობა - 52, კოდირებულ 73-ზე გვითითებს.
ზვიად გამსახურდიას 73-ე წლისთავთან [1939 – 2012] დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილიდან, ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სიტყვა-კოდი: „ა[1] + ღ[25] + თ[9] + ქ[24] + მ[13] + ა[1]“, ჯამში სწორედ 73-ის ტოლია; და რომ, ამ კუთხით, მიმდინარე - 2012 წელი, კოდირებულად - „აღთქმის“ აღსრულების წელიწადია.
ჩვენის აზრით, თავად ციკლის ხანგრძლივობა - 52, გარკვეული კოდირებული ინფორმაციის მიმანიშნებელი უნდა იყოს. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას.
1. მითითებული წელთა რიცხვი - „52“, ქართულად ასე ჟღერს - „ორმოცი და თორმეტი“, და რამოდენიმე საინტერესო მინიშნებას შეიცავს:
ა) „ორი ოცი და თორმეტი“-ს პირველი შემადგენელით - „ორი ოცი“, კოდირებულად მიგვენიშნება: „ოცი“-ს, ანუ: „ო-ცი“-ს, იგივე - „ცისიერი“ [„ცი“] „უფალო“ [„ო“ = „უფალო“] -ს არსობრივი მხარე; ამ უკანასკნელის გააზრება იქვე მოცემულ „ორი“-სმიერ მინიშნებასთან, უფალ იესუ ქრისტეს {ანუ „ცისიერი“ [„ცი“] „უფალო“ [„ო“ = „უფალო“]-ს} ორჯერ, ანუ - პირველ და მეორედ მოსვლას გამოგვიკვეთავს;
ბ) ბიბლიურ მითოსურ ცნობიერებაში - „ორმოცი“, გარკვეული ეტაპის დამთავრებაზე მიგვანიშნებს [მაგ. ებრაელების უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალი; მაცხოვრის უდაბნოში ყოფნის ორმოცი დღე და სხვა].
სულხან-საბასეული სწავლებით ორმოცნიშნიანი ქართული ანბანის ბოლო ასოა - „და“: „ესე სიტყვათა შემკრებელი არს და ცალკე ასოა... როცა დონს ასო ზედეთ აბია, შემკრებელი არს“-ო (ტ. 1, გვ.10);
2. განსახილველი - „40 [2-20] და თორმეტი“-ს ბოლო შემადგენელი: „თორმეტი“, ერთის მხრივ, ქართული ანბანის მე-12 ასო-ნიშან: „ლას“-ზე [აქ - „ლასკარზე“], ხოლო მეორეს მხრივ, რაღაც ციკლის დასასრულ წელზე - „12“-ზე [„ორი ათას 12“-ზე] უნდა გვანიშნებდეს.
ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრებით, კოდირებული - „52“, და მისი „მეწყვილე“ – „73“, ასეთი ტექსტისმიერი ინფორმაციის შემცველი უნდა იყოს:
„ლასკარისეული [12] ცნობიერების მატარებელთა საყურადღებოდ: პირველად მოსული ცისიერი უფალის [„ო-ცი“] მეორედ [2-20] მოსვლისეული ეტაპის წინარე - „აღთქმისეული“ [73] მონაკვეთი - ორიათას 12-ში „მთავრდება“ [40].
„მერვე“ და „მეცხრე“ ეტაპის არსის გაგებისათვის
ბოლო ჟამის მდინარებაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ მკითხველს კარგად მოგეხსენებათ, რომ ბიბლიური „გაპარტახების სიბილწის“ დამამყარებელი - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის ერთპიროვნული მმართველობა, მისი საქართველოში ჩამოსვლიდან [1992 წ. 7 მარტი] 3,5 წლის გასვლის შემდგომად, ანუ 1995 წლიდან იწყება.
1995 წლის 5 ნოემბრის „არჩევნებში“ ედ. შევაედნაძე საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ხოლო მისმა პოლიტიკურმა გუნდმა - „მოქკავშირმა“, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
ანტიქრისტე - ედ. შევარდნაძე და მისი გუნდის ერთი ნაწილის ხელისუფლებიდან „წასვლა“, მათი ერთპიროვნული მმართველობის მე-8 წლისთავზე მოხდა. კერძოდ:
2003 წ. 2 ნოემბრის „არჩევნების“ გაყალბების საბაბით, 22-23 ნოემბრის დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად - ედ. შევარდნაძე „გადადგა“, და ხელისუფლებაში მოვიდა ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილი, მისი წინამორბედისა და სულიერი მასწავლებლის ყოფილი გუნდის მეორე ნაწილთან ერთად.
მაშასადამე, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში [2003 წ. ნოემბერი], ანუ საქართველოს ერთპიროვნული მმართველობიდან [1995 წ. ნოემბრიდან ათვლით] მე-8 წლისთავზე ანტიქრისტე - ედ. შევარდნაძე ცრუწინასწარმეტყველმა - მ. სააკაშვილმა ჩაანაცვლა, რომლის ერთპიროვნული მმართველობის 8 წლიანი მონაკვეთი - 2011 წლის 22-23 ნოემბერს დამთავრდა.
ჩვენი გაზეთის წინა ნომრებიდან მკითხველმა უკვე იცის, რომ ბიბლიაში დაფიქსირებული - „... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს (იერ. 23,6) აქტიური მოქმედების ეტაპი, სწორედ ცრუწინასწარმეტყველ - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლის დაწყებიდან ათვლით, ანუ - 2011 წლის 24-25 ნოემბრიდან იღებს სათავეს.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ იქნება იმაში გარკვევა, თუ რა კოდირებულ ინფორმაციას შეიძლება ინახავდეს ჩიჩენ-იცას კუკულკანის ცხრა საფეხურიანი პირემიდა, რომელსაც მეორენაირად - „გაქვავებულ კალენდარსაც“ უწოდებენ. როგორც უკვე ითქვა - „...პირამიდის პირველი საფეხური, ქვემოდან ზემოთ იწყება დაახლოებით 16 მილიარდი წლის წინათ, რაც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის თანამედროვე თარიღთან, მეორე ეტაპი რაღაც რვაასი მილიონი, ხოლო მესამე - ორმოცი მილიონი წლის წინ დაიწყო, ადამიანი, როგორც ასეთი, შემოდის მეოთხე საფეხურზე - დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, მაგრამ ჩვენი ცნობიერება - მეხუთე საფეხურზე - ასიათასზე მეტი წლის წინ, მეექვსე საფეხურიდან იწყება გრძელი თვლის კალენდარი - 5128 [ „51“ ესაა -იესო, ხოლო „28“ – „ჩინ“; ე.ი. - იესოს გამოჩენა] წლიანი ციკლი, მეშვიდე - მეთვრამეტე საუკუნიდან, მერვე - ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, მეცხრე და ბოლო ახლა მიმდინარეობს...“ (გვ. 8-9).
ჩვენის აზრით, აქ მოცემული „მერვე“ და „მეცხრე“ საფეხურებში განივთებული დროითი ეტაპების ათვლა, ზემოთ უკვე ნახსენებ - 2003 და 2011 წლების ნოემბრის თვეებიდან უნდა იღებდეს სათავე.
მაშასადამე, ჩვენთვის გასაგები (გადმოსაცემი) „ღია ტექსტი“, ასე შეიძლება დაფორმულირდეს:
- „მერვე - ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში“, მიგვანიშნებს: 2003 წ. ნოემბერში ანტიქრისტე - ედ. შევარდნაძისა და მისი გუნდის, ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილითა და მისი გუნდით ჩანაცვლებას; ხოლო
- „მეცხრე და ბოლო ახლა მიმდინარეობს...“, გვეარაკება იმაზე, რასაც ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის საქართველოს ხელისუფლების სათავეში ყოფნის რვაწლიანი ეტაპის ამოწურვიდან, ანუ - 2011 წლის ნოემბრიდან დაწყებული: მე-9 წელში მიმდინარე-მოსახდენი ჰქვია.
მაშ, ასე - „...მერვე - ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში [2003 წ. ნოემბერი], მეცხრე და ბოლო [2011 წლის ნოემბრიდან] - ახლა მიმდინარეობს; მთელი პროცესი, ყველა ციკლი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს... ამით მთავრდება დროის განვითარების ციკლი. თუმცა ეს არ ნიშნავს სამყაროს ან განვითარების დასასრულს, მთავრდება დრო, ისეთი როგორც გვესმის ახლა...“ (გვ. 9).
ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
(მესამე ნაწილის დასასრული)
მიხეილ (გელა) სალუაშვილი