ღ ი ა წ ე რ ი ლ ი:
საქართველოში მომქმედ
„იეჰოვას მოწმეთა“ წარმომადგენლობას
გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი თქვენდამი, წარმოგიდგენთ რამოდენიმე შენიშვნას, თქვენს მიერ 2006 წელს ქართულად დაბეჭდილი _ "ბიბლია ახალი ქვეყნიერების თარგმანი~-ს თაობაზე.
აქვე გაუწყებთ, რომ აღნიშნული მასალა მკითხეელთა დაინტერესებულ წრეს უკვე მიეწოდა გაზეთ "დედანი ენის სასწაული~-ს რამოდენიმე ნომრის მეშვეობით [იხ. გაზ. # 1 (778) _ # 8 (785)].
სოლომონის იგავი გვაუწყებს _ "ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს? უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მიმდევართათვის. ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ~-ო (იგავ. 30,4-6).
განკითხვის დღე კარზეა მომდგარი. სასუფეველისეული ორიენტირი _ ბიბლიაა, რომლის ტექსტშიც შეტანილი ნებისმიერი ხასიათის ცვლილება არა მარტო სხეულს დაგვიზიანებს (იხ. გამოცხ. 22,18-19), არამედ მთავარი მიზნისაკენ მიმავალ გზასაც აგვაცდენს. ღმერთმა მოგცეთ ძალა _ ეშმაკის მიერ დაგებული მახისაგან თავდასახსნელად, რამეთუ _ "ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი _ მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული. ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს. მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს~ (ფსალმ. 32,12-15).
ვისაც ყური აქვს ისმინოს! ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება უკუნისამდე. ამენ!
დანართი
ბროშურა : სასუფეველისეული ორიენტირი _ ბიბლია, ანუ რამოდენიმე შენიშვნა "ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი~-ს თაობაზე.
მინაწერი:
წარმოდგენილი ბროშურის საჯარო განხილვა მოეწყობა _ 2011 წ. 28 მაისს. მისამართი: თბილისი, გ. ჩიტაიას ქ. # 39, მე-2 სართული. გთხოვთ დაგვესწროთ.
ქრისტესმიერი სიყვარულით
საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი
"ლაზარეს ინსიტუტის~ სახელით
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
თბილისი, 2011 წლის 19 მაისი
რამოდენიმე შენიშვნა
„ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“-ს
თაობაზე
ქრისტიანულ სამყაროში, მიზეზთა გამო არესებულ, მრავალ სექტას შორის, ერთ-ერთის სახელდება ასე ჟღერს _ `იაჰვეს (ანდა – იეჰოვას) მოწმეთა საზოგადოება~, რომელთა რელიგიური იდეოლოგია (კონცეფცია) _ ებრაულ (იუდაურ) და ქრისტიანულ რელიგიათა ერთგვარ გაერთიანებას (ნაერთს) წარმოადგენს.
`იაჰვეს (იგივე _ იეჰოვას) მოწმეები~ აღიარებენ: იუდაისტური რელიგიის ერთარსება ღმერთს _ იაჰვეს; უარყოფენ: ერთარსება სამების დოგმატს, ყოვლადწმიდა მარიამის ღვთისმშობლობას, სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას და სხვ.
XIX ს. 30-იან წლებში, წინამძღვარ ვ. მილერის მიერ დაარსებულ `ადვენტისტთა~ სექტას (`ადვენტუს~ ლათ. აღნიშნავს `მოსვლას~), იმავე საუკუნის მოწურულს, მათ წიაღშივე წარმოშობილი მიმდინარეობა (რასელის მეთაურობით) გამოეყო, და 1931 წლიდან უკვე ჩამოყალიბებული სექტის სახე მიიღო.
`იაჰვეს (იგივე _ იეჰოვას) მოწმეთა საზოგადოების~ მთავარი `უხუცესი~ (იგივე _ პრეზიდენტი), ნიუ-იორკის გარეუბანში _ ბრუკლინში მდებარე შტაბ-ბინიდან ხელმძღვანელობს თავის მიმდევრებს. აქედანვე ხდება მათი იდეოლოგიის ამსახველი რელიგიური ლიტერატურის გავრცელება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის _ საქართველოშიც.
ყოველივე ზემოთქმული, ერთგვარი შესავლის სახით რომ წარმოაჩენს `იეჰოვას მოწმეთა~ იერსახეს, მხოლოდ იმისათვის გავიხსენეთ, რათა ზოგიერთი ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ, მათ მიერ, ბრუკლინში დაბეჭდილი, ქართულ ენაზე თარგმნილი `ბიბლიის~ თაობაზე.
2006 წლის ეს გამოცემა ასეთი სათაურისაა _ `ბიბლია ახალი ქვეყნიერების თარგმანი~, რომლის წინასიტყვაობაშიც ვკითხულობთ _ `... ბიბლიის ამ ახალ ქართულ თარგმანს საფუძვლად უდევს 1984 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული `ახალი ქვეყნიერების თარგმანი~. მასში შედის ებრაულ-არამეული წერილების 39 წიგნი (`ებრაული ბიბლია~ - გ.ს.) და 2003 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების (`ახალი აღთქმა~ - გ.ს.) 27 წიგნის განახლებული გამოცემა...~ (1, გვ. 5).
აღნიშნული გამოცემის გაცნობის შემდეგ, ქრისტიანულ ლიტერატურას უკვე ზიარებული, დაკვირვებული მკითხველი ადვილად დარწმუნდება, რომ ამ `თარგმანში~ დარღვეულია წმიდა წერილისეული ერთ-ერთი მთავარი შეგონება, რომელიც გვაფრთხილებს _ `და ვმოწმობ ყველას მიმართ, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რასმე დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც სწერია ამ წიგნში. და თუ ვინმე რასმე მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მის წილს სიცოცხლის ხისას და წმიდა ქალაქისას და იმისას, რაც სწერია ამ წიგნში~ (გამოცხ. 22, 18-19).
ადვილი ამოსაცნობია ისიც, რომ წარმოდგენილი ქართული `თარგმანი~ (და მისი `პირველწყარო~, 1984 წლის ინგლისური გამოცემა), წმიდა წერილის, წინასწარგანსაზღვრულ იდეოლოგიაზე დაფუძნებით შესრულებული ნაშრომია.
დიახ, `თარგმანში~ მოცემული ყოველი ფრაზა, წინადადება თუ მონაკვეთის შინაარსი, ისეა შეცვლილი, რომ იგი, `უნებურად~, ანუ თითქოსდა `ორგანულად~, უკვე თავადვე ხდება (წარმოჩინდება) `იეჰოვას მოწმეთა~ რელიგიური იდეოლოგიის `გამამყარებელი~, და ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება. წმიდა წერილისადმი მათი დამოკიდებულების მთავარი მიზანი ნათელია _ შექმნან `ბიბლიის~ ისეთი ტექსტი, რომელშიც, ვითომცდა `თავდაპირველ დედანთან~ მაქსიმალურად მიახლოებული, სინამდვილეში კი `იეჰოვას მოწმეთა~ ზეპირი ქადაგების დამადასტურებელი (ამსახველი) თხრობა იქნება გადმოცემული.
მათთან `შემთხვევით~ შეხვედრისას, მოსაუბრეთა ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინც არ არის გაცნობილი ქრისტიანულ წმიდა წერილებს, დიდის ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს ცდუნებული (შეცდომაში შეყვანილი), რამეთუ მათთვის ძნელი ხდება _ ბრუკლინში 1984 წელს დაბეჭდილის, ქართულად თარგმნილი და 2006 წელს გამოცემული, წინასწარგამიზნულად `ჩასწორებული~ `ბიბლიისეული~ ტექსტის სიავკარგეში გარკვევა.
`ბიბლია ახალი ქვეყნიერების თარგმანი~-ს 2006 წლის გამოცემის თაობაზე საუბარი, ბუნებრივია რომ მიზნად სულაც არ ისახავს, მასში არსებულ უზუსტობათა მთელი სისრულით წარმოჩენას. ვფიქრობთ რომ, ამის აუცილებლობა არც არის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც ქართულ ენაზე მრავალი საუკუნის წინათ ამეტყველებული წმიდა წერილის თანამედროვე გამოცემათა მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა ჰქვია.
დიახ, საკმარისია პარალელურ რეჟიმში თვალი მივადევნოთ წმიდა წერილისეულ თხრობას, რომ არა თუ თითოეულ წერილსა (წიგნსა) თუ თავში, არამედ თითქმის ყოველ მუხლში არსებული წინასწარგამიზნულად დაშვებული ცვლილების კვალის აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვეცემა.
ამჟამად, შევეცდებით იმ საკითხებზე გამოთქმულ შენიშვნათა ნაწილის თაობაზე საუბრით შემოვიფარგლოთ, რომლებიც ამ `თარგმანში~ დანართის სახითაა მოცემული.
ელოჰიმი _ იაჰვე,
ანუ ღმერთი და უფალი
წინამდებარე საუბარი მაცხოვრისეული შეგონებით გვინდა დავიწყოთ _ `გამოიკვლიეთ წერილი (`გამოიძიებდით წიგნთაგან~), რადგანაც გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე; და ისინი არიან, რომლებიც მოწმობენ ჩემთვის~ (იოანე 5,39).
აღნიშნული მოწმობის უპირველესი მაგალითი ბიბლიის პირველივე წიგნის _ დაბადების (`შესაქმისაO~) პირველ ორ თავშია მოცემული. ძველი და ახალი აღთქმის ორგანული ურთიერთკავშირის დამადასტურებელი მინიშნება, ტერმინების `ღმერთი~ და `უფალი~-ს ჭეშმარიტი არსის შეცნობაში ძევს.
როგორც ცნობილია, დაბადების პირველ თავში, მარადარსებული და უხილავი უზენაესი ძალა, ტერმინ (წოდება) _ `ღმერთითაა~ წარმოდგენილი. და აი, მხოლოდ მეორე თავის მე-4 (ბერძნული ტექსტი, ხოლო მე-7, ებრაული ტექსტი) მუხლში ვხვდებით ახალ ტერმინს (წოდებას) _ `უფალი~.
ებრაულ ტექსტში, უზენაესი ძალის აღმნიშვნელი _ `ღმერთი~, ტერმინ (წოდება) _ `ელოჰიმი~-თ, ხოლო, სამყაროს შვიდდღიანი ქმნადობის აღწერის დასრულების შემდგომად მოხსენიებული _ `უფალი~, ტერმინით (წოდება) _ `Oჰვჰ~-თია წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვანაირად იშიფრება _ `იაჰვე~, `იეჰოვა~, `იეღოვა~ ...
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე ცნობილი რუსი ღვთისმეტყველების პროფესორი ალექსანდრე ლოპუხინი, აღნიშნულთან მიმართებაში ბრძანებს _ `... ებრაული დედნის ტექსტში ამ ადგილას პირველად ვხვდებით სახელს იაჰვე, რომლის უფრო სწორ თარგმანს წარმოადგენს _ `რომელიც არის~ (არსებული, ჭეშმარიტი). ეს, უპირატესად სახელია აღთქმის ღმერთის, ღმერთი შემოქმედის, ღმერთი მაცხოვრის... ამ თვალსაზრისით იგი განსხვავებულია ბიბლიაში გამოყენებული ღვთის მეორე სახელისაგან _ ელოჰიმი, რომელიც ნიშნავს სამყაროს ყოვლადძლიერ შემოქმედს...~ (2, გვ. 49).
განსახილველი `თარგმანის~ დანართში ვკითხულობთ _ `იეჰოვა (ებრ. `Oჰვჰ~) ღვთის სახელი პირველად დაბ. 2,4 -ში გვხვდება. ღვთის სახელი წარმოადგენს ებრაული ზმნის _ `ჰავაჰ~, გახდომა, გადაქცევა კაუზატიურ ფორმას. ამგვარად, ღვთის სახელი ნიშნავს აქცევინებს. სახელი იეჰოვა მას ისეთ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც თანამიმდევრული მოქმედების შედეგად თავისი აღთქმის შემსრულებლად იქცევა და ყოველთვის ახორციელებს თავის განზრახვებს...~ (1, გვ. 1734).
ბუნებრივად იბადება კითხვა _ რითი შეიძლება აიხსნას, უზენაესი ძალის მიერ, მისი არსის _ ორი სხვადასხვა ტერმინით (წოდებით) გადმოცემის აუცილებლობა? რაზე უნდა მიგვენიშნებოდეს აღნიშნულით?
თავიდანვე, მოდით გავიხსენოთ, რომ, როგორც დადგენილია _ `... ძველი აღთქმის ყველა კანონიკური წიგნი დაწერილი იყო ებრაულ ენაზე, ზოგიერთი მონაკვეთის გარდა, რომლებიც დაიწერა არამეულ ენაზე (იერ. X,11; დან. II,4-VII,28...). არაკანონიკური წიგნები კი, როგორც ვარაუდობენ, დაიწერა ბერძნულად...
ახალი აღთქმის ყველა წიგნი დაიწერა ბერძნულად, ე.წ. ალექსანდრიულ დიალექტზე (ხმარებაში შევიდა ალექსანდრე მაკედონელის დროს), მათეს სახარების გარდა. იგი დაიწერა არამეულ დიალექტზე, რომელზეც ლაპარაკობდნენ იესო ქრისტეს თანამედროვე ებრაელები...
ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებიდან ყურადღებას იქცევს ორი ავტორიტეტული და უძველესი ტექსტი _ ბერძნული ლXX და ლათინური ვულგატა...
ბერძნული თარგმანი შეიქმნა ალექსანდრიელ იუდეველთათვის, პტოლემეების ეპოქაში, არა უადრეს III საუკუნისა და არაუგვიანეს II საუკუნის ნახევრისა. თარგმანი გაკეთდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ავტორების მიერ, ხოლო ხუთწიგნეული წარმოადგენს მის მთავარ, უპირატესად ძველ და ავტორიტეტულ ნაწილს.
ლათინური თარგმანი, ე.წ. ვულგატა (`ვულგუს~ – ხალხი) გაკეთდა ნეტარი იერონიმეს მიერ IV ს-ის ბოლოს, უშუალოდ ებრაული ტექსტიდან, იგი აგრეთვე ხელმძღვანელობდა სხვა საუკეთესო თარგმანებით...~ (2, გვ. 9).
დღეისათვის ცნობილ _ ბიბლიის ხელნაწერთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ებრაულ ტექსტში დაფიქსირებული _ `ელოჰიმი~ და `ჲჰვჰ~, თარგმნილია როგორც _ `ღმერთი~ და `უფალი~.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტერმინი (წოდება) _ `ელოჰიმი~, ყველა თარგმანში, ტერმინ _ `ღმერთი~-ს სახითაა წარმოდგენილი.
განსხვავებული სურათია, ტერმინ (წოდება) _ `ჲჰვჰ~-სთან მიმართებაში, რომელიც _ `... ებრაულ ტექსტში გვხვდება 6828 ჯერ როგორც _ `ჲჰვჰ~, რაც ცნობილია როგორც ტეტრაგრამატონი (სიტყვასიტყვით _ ოთხასოიანი)~ (1, გვ. 1734).
ბერძნული სეპტუაგინტას რამდენიმე ადრეულ ფრაგმენტში, ტერმინი _ `ჲჰვჰ~, ებრაული ასოებითაა გადმოტანილი, ხოლო ბერძნული სეპტუაგინტას (ლXX), სირიული ფეტიშისა (სყ) და ლათინური ვულგატას (ვგ) დღეისათვის ცნობილ ტექსტებში _ `ჲჰვჰ~, შეცვლილია ტერმინით (წოდებით) _ `უფალი~ (იხ. 1, გვ. 1734).
ცნება _ `ელოჰიმი~, ანუ _ `ღმერთი~, თუ ცალსახად უზენაესი ძალის _ წოდებად არის მიჩნეული, მავანთა მიერ, წმიდა წერილის არასწორი განმარტებისა გამო, ტერმინი _ `ჲჰვჰ~, უკვე არა _ წოდებად, არამედ _ სახელად განისაზღვრა, რაც, მათი აზრით, თარგმანში ამ სახელის [და არა ტერმინის (წოდების)] უცვლელად გადმოტანის საფუძველს ქმნიდა (რამეთუ სახელი არ ითარგმნება). ამდაგვარი სულისკვეთება კი, ძირითადად, ეფუძნება გამ. 3,13-15 არსებული მინიშნების არამართებულ გააზრებას.
აღნიშნულის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, უნდა ითქვას, რომ _ ძველი აღთქმისეული _ ელოჰიმი, ანუ ღმერთი, ახალ აღთქმაში, განკაცებული მაცხოვრის მიერ მოცემული განმარტების მიხედვით _ `მამის~, ანუ `მამა ღმერთის~ შესაბამისია; ხოლო ძველი აღთქმისეული _ `ჲჰვჰ~, ანუ უფალი კი, თავად ღმერთის ძეზე _ იესუ ქრისტეზე მიგვანიშნებს.
პავლე მოციქულისეული მინიშნება სწორედ ზემოთქმულის დაფიქსირებაა _ `... ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი, და ვისთვისაც ვართ ჩვენ; და ერთი გვყავს უფალი იესუ ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი, და ვის მიერაც ვართ ჩვენ~ (I კორ. 8,6).
მაშასადამე, ძველი აღთქმისეული ცნებები _ ღმერთი (ელოჰიმი) და უფალი (`ჲჰვჰ~), ახალ აღთქმაში ასეა წარმოდგენილი _ `მამა ღმერთი~ და `უფალი~, ანუ იესუ ქრისტე. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია (იხ. 3, გვ.4-18 და სხვ.), ამიტომ მათი გამეორებისაგან ამჯერად თავს შევიკავებთ, უბრალოდ დასკვნით ფორმულირებას გავიხსენებთ:
_ `ელოჰიმი~, იგივე `ღმერთი~, ანუ `მამა ღმერთია~; ხოლო
_ „ჲჰვჰ~, იგივე `უფალი~, ანდა `უფალი ღმერთი~, ანუ: `უფალი იგივე ღმერთი~, ანუ იესუ ქრისტეა.
სიტყვათა წყობა _ `უფალი ღმერთი~, ანუ `ჲჰვჰ ელოჰიმი~, მიგვანიშნებს არა იმაზე, რომ _ `უფალი~, ანუ _ `ჲჰვჰ~, არის _ `ღმერთი~, ანუ _ `ელოჰიმი~, არამედ მასზედ, რომ _ `უფალი~ (`ჲჰვჰ~) თავისი არსითაა: ვითარცა ღმერთი (ელოჰიმი).
დიახ, `ელოჰიმი~ და `ჲჰვჰ~, ორივე _ წოდებებია, რომლითაც, როგორც ითქვა, ახალ აღთქმაში მაცხოვრის მიერ გახსნილის თანახმად _ `მამა ღმერთსა~, და თავად _ ღმერთის განკაცებულ ძეზე: იესუ ქრისტეზეა მინიშნება; ოღონდ ერთია, ცნება – ღმერთის ძე, ადამის მოდგმისათვის, მხოლოდ მაცხოვრის განკაცების შემდეგ გახდა ცნობილი. თავად ძველი აღთქმა კი, მხოლოდ _ ერთი ღმერთის ცნებაზეა აგებული, სადაც `მამა ღმერთის~ ერთადერთი, `მხოლოდშობილი ძის~ არსი შეფარულადაა გადმოცემული, და ტერმინით (წოდება) _ `Oჰვჰ~, ანუ თარგმანით _ `უფალი~ მიგვენიშნება.
ბუნებრივია რომ, ძველმა აღთქმამ `არ იცის~ _ ღმერთის ძის `Oჰვჰ~, ანუ უფლის სახელი _ იესუ ქრისტე, რომლის შესახებაც პირველი უწყება მარიამს მიეწოდა ¬ _ `და უთხრა ანგელოზმა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმერთის წინაშე. და აჰა, მუცლად იღებ, და შობ ძეს, და უწოდებ მას სახელად იესოს. დიდი იქნება იგი, და უზენაესის ძედ იწოდება...~ (ლუკა 1,30-32).
ამიტომაც, ძველ აღთქმაში, ღმერთის ძე _ იესუ ქრისტე, ხან `უფლად~ (`ჲჰვჰ~), ხანაც `უფალ ღმერთად~ (`ჲჰვჰ ელოჰიმი~) არის მოხსენიებული. და სწორედ იმიტომაც, რომ ძველი აღთქმა ჯერ კიდევ `არ იცნობს~ _ ღმერთის ძის ცნებას, `ჲჰვჰ~-ც, ანუ _ `უფალი~, გაიგივებულია _ `ელოჰიმთან~, ანუ _ `ღმერთთან~. ცნება _ `უფალი ღმერთი~ (`ჲჰვჰ ელოჰიმი~) სწორედ ამაზე მიგვანიშნებს _ `უფალი~ (`ჲჰვჰ~) იგივე `ღმერთია~ (`ელოჰიმი~).
ძველი აღთქმის ტექსტებში უზენაესი ძალა _ კლდესთან არის შედარებული _ `მიენდეთ უფალს (`ჲჰვჰ~), რადგანაც უფალი რმერთია (`ჲჰვჰ ელოჰიმი~) საუკუნო კლდე~ (ეს. 26,4).
განსახილველ `თარგმანში~ ვკითხულობთ _ `მუდამ მიენდეთ იეჰოვას, რადგან იაჰი [`ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი `ჲჰვჰ~-ს პირველი ორი ასო~ _ იხ. იქვე, გვ. 951, ეს. 12, 2 _ გ.ს.),იეჰოვაა კლდე მარადიულად!~ (ეს. 26,4);
ან კიდევ _ `... თქვენ ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი~ (ეს. 44,8). იქვე მოსეს პირით გვეუწყება _ `რადგან ვახსენებ უფლის (`ჲჰვჰ~) სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს! კლდეა იგი...~ (II რჯ. 32,4).
მაშასადამე, თავდაპირველად მოცემულია _ `ელოჰიმი~, ანუ `ღმერთის~ ცნება; ქმნადობის აღწერის დასრულების შემდეგ ჩნდება `ჲჰვჰ~, ანუ უფალი, და იქვე გვიფიქსირდება, რომ _ `ღმერთია უფალი~ (II რჯ. 4,35), ანუ `უფალი~ (`ჲჰვჰ~) იგივე ღმერთიაო, და რომ _ `კლდეა იგი~ (II რჯ. 32,4).
ეხლა ვნახოთ, რას ბრძანებს პავლე მოციქული მაცხოვარზე _ `ყველამ მოსეს მიერ ნათელ იღო ღრუბელსა და ზღვაში. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ; ვინაიდან სვავდნენ სულიერი კლდისაგან, რომელიც მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე~ (I კორ. 10,2-4).
დიახ, აქ ცალსახად მიგვენიშნება. რომ _ ის, ვინც `მიჰყვებოდა მათ~, ანუ მოსესა და ისრაელიანებს (აქ _ ძველ აღთქმაში), არისო `სულიერი კლდე~, და რომ _ `ეს კლდე იყო ქრისტე~.
განსახილველ `თარგმანში~ ეს ასეა წარმოდგენილი _ `... იმ სულიერი კლდიდან სვავდნენ, რომელიც მათ თან დაჰყვებოდა. და ის კლდე ქრისტეს განასახიერებდა~ (I კორ. 10,4).
ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ _ უნდა დავეთანხმოთ `იეჰოვას მოწმეებს~ იმაში, რომ ძველ აღთქმაში დაფიქსირებული _ `ჲჰვჰ~, ვითარცა კლდე (II რჯ. 32,4), სწორედაც რომ _ `ის კლდეა~, რომელიც `ქრისტეს განასახიერებდა~; მეორეს მხრივ გაკვირვებაც უნდა გამოვთქვათ, ვინაიდან _ თუ `ჲჰვჰ~ `ის კლდეა~, რომელიც `ქრისტეს განასახიერება~, და ეს მართლაც ასეა, მაშინ როგორღაა `ჲჰვჰ~, `ელოჰიმის~, ანუ უზენაესი ძალის, ანუ ახალი აღთქმისეული განმარტებით _ მამა ღმერთის სახელი?
`თარგმანში~, ისინი აღნიშნავენ _ `კლდე ებრ. ჰაც ცურ (კნ. 32,4) გამოიყენება იეჰოვას თვისებების სიმბოლური ენით აღსაწერად და ახასიათებს მას როგორც სრულყოფილს, სამართლიანს, ერთგულსა და მართალს...~ (1, გვ. 1746), რაც უდავოდ ასეა. იქვე კი ამატებენ, რომ _ იეჰოვა, არის ღმერთის, ანუ მამის სახელი _ `მამა ებრ. ავ; ბერძნ. პატერ; ლათ. პატერ, როგორც შემოქმედი (ეს. 64,8). როგორც მარადიული სიცოცხლის მიმცემი ყველასათვის, ვინც რწმენას ავლენს (ინ. 5,21). გამოთქმა `წმინდა მამა~ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვასთან მიმართებაში გამოიყენება (ინ. 17,11; შეადარეთ მთ. 23,9)~ (1, გვ. 1746).
ძველ აღთქმაში, რომელიც _ ღმერთის ძეს ჯერ კიდევ `არ იცნობს~, ელოჰიმი და Oჰვჰ, ორივე ერთია და ის უზენაესი ძალაა, რომელიც, ვითარცა ყოველივეს შემქმნელი, დიახაც რომ _ მამაა: `... უფალო (`ჲჰვჰ~), ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომხსნელი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი~ (ეს. 64,7).
ამ ორი მცნების _ არა ერთობის (არა ერთიდაიგივეობის) ახსნა, მხოლოდ მაცხოვრის მიერ მოხდა. სწორედ მან დაგვიკონკრეტა, რომ:
_ ერთის მხრივ: `ვინც მე მიხილა, მამა იხილა... რომ მე მამაში ვარ, და მამა ჩემშია~ (იოანე 14,10-11), ანუ გვითხრა _ `მე და მამა ერთივართ~-ო (იოანე 10, 30); ეს კი, ძველი აღთქმისეული კუთხით, ნიშნავს _ ელოჰიმისა (აქ - მამის) და ჲჰვჰ-ს (აქ - ძის) ერთიდაიგივეობას, ანუ _ მამობას; ხოლო
_ მეორეს მხრივ აგვიხსნა, რომ _ `... ძეს (აქ - `ჲჰვჰ~) არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის (ელოჰიმის) საქმეს, ვინაიდან რასაც მამა (ელოჰიმი) იქმს, ძეც (`ჲჰვჰ~) მის მსგავსადვე იქმს~ (იოანე 5,19), რითაც მიგვანიშნა _ `მამა ჩემზე უმეტესია~-ო (იოანე 14, 28).
ამ კუთხით, ძნელი აღარაა გავიაზროთ, რომ ძველი აღთქმისეული _ `ელოჰიმი~ და `Oჰვჰ~, დიახაც რომ ერთია, ოღონდ `ერთის ჩასწორებით~, ანუ იმ მთავარ მინიშნებაზე დაყრდნობით, რასაც: `მე და მამა ერთი ვართ~ (იოანე 10,30) _ ჰქვია;
მეორეს მხრივ, ელოჰიმი და ჲჰვჰ, სულაც არ არის ერთი უზენაესი ძალის აღმნიშვნელი (წოდება და სახელი), არამედ აქ მამა ღმერთის (ელოჰიმი) და ღმერთის ძის, ანუ _ უფლის (`ჲჰვჰ~) არსზე მიგვენიშნება, თანაც იმის გათვალისწინებით, რასაც _ `მამა ჩემზე მეტია~ (იოანე 14,28) ჰქვია.
სწორედ ამიტომაც _ ძველი აღთქმისეული _ `ჲჰვჰ~, ანუ უფალი, დიახაც რომ ის კლდეა, რომელიც `იყო ქრისტე~, ანუ `ის კლდე ქრისტეს განასახიერებდა~ (იხ. 1, გვ. 1513).
რამოდენიმეჯერ აღინიშნა, რომ ვინაიდან ძველმა აღთქმამ `არ იცის~ _ ძის, ანუ _ იესუ ქრისტეს არსი, მისთვის: ელოჰიმი და ჲჰვჰ _ ერთი და იგივეა. თუმცა შეფარვით, ანუ დაშიფრულად (კოდირებულად) მიგვენიშნება, რომ თურმე _ `ჲჰვჰ~, ანუ უფალი _ სახელია. სახელი კი, თავისთავად საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც რამოდენიმეთაგან ერთ-ერთის გამოყოფა ხდება საჭირო.
უზენაესი ძალა _ ერთი თუა (და ეს ასეა), მაშინ რა საჭიროა (ანდა რა მნიშვნელობა აქვს) მისთვის სახელის დარქმევას? აკი თავადვე ბრძანებს _ `მე ვარ ღმერთი (ელოჰიმი) და სხვა არავინაა~ (ეს. 45,22).
და როდესაც _ `მე ვარ ღმერთი (ელოჰიმი) და სხვა არავინაა~, განა საჭიროა მას _ სახელი ჰქონდეს? ვისგან უნდა განვასხვავოთ იგი, სახელით მიმართვის შემთხვევაში? ანდა, ის ვინც ერთადერთია, რაღა მნიშვნელობა აქვს მის სახელს?
აღნიშნულის პარალელურად ბიბლია იქვე გვაუწყებს _ `... რომ არავინაა ჩემს გარდა, რომ მე ვარ უფალი (ჲჰვჰ) და მეტი არავინაა~ (ეს. 45,6).
ე.ი. რა გამოდის, თურმე ერთის მხრივ ღმერთი (ელოჰიმი) ერთია, და `სხვა არავინაა~; და მეორეს მხრივ უფალი (ჲჰვჰ) ასევე ერთია და სხვა არავინაა?
დიახ, ეს ასეა, სწორედ ამაზე მიგვენიშნება პავლე მოციქულის პირით _ `... ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი... და ერთი გვყავს უფალი იესუ ქრისტე...~ (I კორ. 8,6).
მაგრამ, ვინაიდან ეს, ღიად, მხოლოდ ახალმა აღთქმამ იცის, ძველი აღთქმისეული ტექსტი ამაზე, მხოლოდ დაფარულად ბრძანებს _ `ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი~ (ეს. 45,15).
იგივე მონაკვეთი `თარგმანში~ ასეა წარმოდგენილი _ `ჭეშმარიტად შენა ხარ ღმერთი, დაფარულში მყოფი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი~ (ეს. 45,15).
მითითებული _ `ღმერთი დაფარული~, ანდა _ `ღმერთი, დაფარულში მყოფი~, თავისი არსით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, და ზემოთ უკვე განხილული თვალთახედვით _ ძველ აღთქმისეულ ტექსტებში, ახალი აღთქმისეული _ ღმერთის ძის, ანუ უფალ იესუ ქრისტეს, `დაფარულად~ მინიშნების დასტურს წარმოადგენს. დიახ, ღია ტექსტით _ `ჲჰვჰ~, ვითარცა _ ღმერთი (`ელოჰიმი~), სინამდვილეში `დაფარულად~ მყოფ უფლის (`ჲჰვჰ~), ვითარცა _ არსით ღმერთზე, მიგვანიშნებს.
აქ ნათქვამის დასტური თავად ამავე მუხლშია მოცემული, და ესაა სიტყვა _ `მაცხოვარი~. ესაიას 45,15, აშკარად გვითითებს, რომ ეს _ `ღმერთი დაფარული~, არისო _ `მაცხოვარი~, რაც ახალი აღთქმისეული ხედვით _ უფალ იესუ ქრისტეზე გვანიშნებს.
განსახილველი `თარგმანის~ დანართიდან კარგად ჩანს, რომ `იეჰოვას მოწმეები~, იცნობენ იმ შეხედულებას, რასაც ძველი აღთქმის `ჲჰვჰ~-ს, ახალი აღთქმის _ ღმერთის ძესთან, ანუ _ უფალ იესუ ქრისტესთან გაიგივება ჰქვია, თუმცა `გაუგებარი მიზეზისა~ გამო, ყველა დაუშვებელი ხერხით ცდილობენ საწინააღმდეგოს დამტკიცებას _ `ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისას შეუძლებელია იესოსა და იეჰოვას გაიგივება~-ო (1, გვ. 1762), _ ერთგვარი დაჟინებით იმეორებენ ისინი.
ზემოთქმულის დაუშვებელი ხერხით `დამტკიცებისას~, ისინი გულმოდგინეთ ცდილობენ, ბიბლიური ტექსტის მათთვის სასურველი კუთხით წარმოჩინებას. ასეა ესაიას 45,12 -ის შემთხვევაშიც. აქ, სიტყვა _ `მაცხოვარი~, რაც აშკარა საფუძველია მასში უფალ იესუ ქრისტეს არსზე არსებული მინიშნება ამოვიცნოთ, შეცვლილი აქვთ, და მას სიტყვა _ `მხსნელი~-თ ცვლიან.
თავისთავად, მაცხოვარი, დიახაც რომ ჩვენი მხსნელია, მაგრამ აქ, არა ამ სიტყვის შინაარსს, არამედ თავად ამ სიტყვას ენიჭება მთავარი დატვირთვა.
ძველ ქართულ ხელნაწერში (იხ. 4, გვ. 85) ვკითხულობთ _ `აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაO ჩემი და ქებაO ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ~ (ეს. 12, 2; იხ. 4, გვ. 85).
აქ, აშკარად ჩანს, რომ _ `ღმერთი ჩემი~ არისო _ `მაცხოვარი უფალი~, რომელიც _ `დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ~.
ეს მონაკვეთი, ძველ აღთქმაში `დაფარულად მყოფი~ `ჲჰვჰ~-ს, ვითარცა ახალი აღთქმის _ ღმერთის ძის, ანუ უფალ იესუ ქრისტეს, იგივე `მაცხოვარი უფალი~-ს აშკარა მინიშნებაა.
`თარგმანის~ ავტორები, ცდილობენ რა ამ მინიშნების გულდაგულ ამოშლას, ასე წარმოაჩენენ მას _ `აი, ღმერთია ჩემი ხსნა (ნაცვლად: `მაცხოვარი უფალი~). მას მივენდობი, რადგან იაჰი (იქვე, შენიშვნაში ვკითხულობთ _ `ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო~ _ იხ. 1, გვ. 951), იეჰოვაა ჩემი ძალა და ჩემი ძლევამოსილება. ის არის ჩემი ხსნა~ (ეს. 12,2; იხ. 1, გვ. 951).
ძველი აღთქმისეული `ჲჰვჰ~, ანდა `ჲჰვჰ ელოჰიმი~,ანუ იგივე _ `უფალი~ და `უფალი ღმერთი~, თავისი არსით რომ იგივე _ `ელოჰიმი~, ანუ _ ღმერთია, ასევე შეფარულად იკითხება აბრაამის მიერ ისაკის ე.წ. მსხვერპლშეწირვის აღმწერ მონაკვეთში.
ღმერთის ნების გულდაგულ აღმსრულებელ აბრაამს, მის გვერდით ასევე დანდობით მავალი ისაკი ეკითხება _ `უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მიგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს~ (დაბ. 22,7-8).
აქ მოცემული _ `ღმერთი გამოაჩენს~, ოდნავ ქვემოთ უკვე ჲჰვჰ-სთან, ანუ უფალთან იგივდება _ `და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას _ `უფალმან იხილა~, რამეთუ ჰრქჳან დღეს: `მთასა მას უფალი გამოჩნდა~ (შესაქ. XXII,14 _ იხ. 5, გვ.134).
`თარგმანში~ ეს მონაკვეთი ასეა ასახული _ `იმ ადგილს აბრაამმა იეჰოვა-ირე უწოდა. დღეს ამიტომაც ამბობენ, იეჰოვას მთაზე გამოჩნდებაო~ (1, გვ.35).
როგორც ვხედავთ _ `ღმერთი (ელოჰიმი) გამოაჩენს~ (დაბ. 22,8), და `უფალმან (ჲჰვჰ) იხილა~, ერთსა და იმავე კონტექსტის ორი ფორმით: ელოჰიმი და უფალი წარმოჩინდება.
ალ. ლოპუხინის `განმარტებანში~ ვკითხულობთ _ `... ღმერთი გამოაჩენს (`იაჰვე-ირე~) კომენტატორების უმრავლესობა ხედავს აქ იმის გამეორებას, რაც აბრაამის მიერ იყო ნათქვამი (8 მუხლ.) და რაც ეხლა ასე ახდა... ის ვითარება, რომ სრულიად მსგავს ორ ფრაზაში მე-8 -სა და მე-14 –ში იხმარება ღმერთის (ანუ _ უზენაესი ძალის _გ.ს.) სხვადასხვა სახელი (ანუ _ წოდება _გ.ს.) _ ელოჰიმი და იეჰოვა, საფუძველს იძლევა ბიბლიის ტექსტის რაციონალისტურ (იგულისხმე _ `იეჰოვას მოწმეების~ _ გ.ს.) კრიტიკასთან ბრძოლისათვის...~ (2, გვ.239).
განხილული მაგალითი, უზენაესი ძალის _ ელოჰიმისა და, ახალი აღთქმისეული _ ღმერთის ძის, ანუ უფალ იესუ ქრისტეს იმ _ არსით ერთიდაიგივეობას უსვამს ხაზს, რაც ძველ აღთქმაში _ `დაფარულში მყოფ~ ღმერთზე მინიშნებაშია გაიგივებული.
ძველმა აღთქმამ, როგორც ითქვა, `არ იცის~ რა შობით მოსული მაცხოვრის სახელი _ იესუ, მას `დაფარულად, ანუ _ ჲჰვჰ-ს სახით მოიხსენიებს. აღნიშნულის მაგალითია სწორედ ზემოთხსენებული _ გამ. 3,13-15 –ისეული ტექსტის მინიშნება, სადაც ვკითხულობთ _ `უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? (13). უთხრა ღმერთმა (ანუ მასთან მოსაუბრე უზენაესმა ძალამ) მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისარელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან (14), კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისააკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე~ (გამ. 3, 13-15).
ძველქართულ ტექსტში _ `მე ვარ, რომელიც ვარ~, ზოგიერთ უძველეს ხელნაწერში ამგვარი ფორმითაცაა მოცემული _ `მე ვარ მყოფი. ესრეთ ჰრქუა ძეთა ისრაელისათა: მყოფამან მომავლინა მე თქუენდა მომართ~, ან კიდევ _ `მე ვარ ღმერთი მყოფი, რომელი ვარ და ესრე არქუ ძეთა ისრაელისათა: რომელ იგი არს, მან მე მომავლინა მე თქუენდა~ (იხ. 5, გვ. 313).
მაშასადამე, მოსეს მიენიშნება თუ ვინ ავალებს მას ეგვიპტიდან ისრაელიანთა გამოყვანას, და რომ ესაა:
_ `მე ვარ, რომელიც ვარ~;
_ `რომელიც ვარ~;
და რომ ესაა _ `უფალი~, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი, რამეთუ _ `ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე~.
ზემოთ უკვე აღნიშნული _ `მაცხოვრის~ მსგავსად, აქ მოცემული _ `მე ვარ~, ამ სიტყვების წარმომთქმელის _ უფალ იესუ ქრისტესთან გაიგივების, კიდევ ერთ ფარულ მინიშნებას წარმოადგენს.
მაცხოვარი ბრძანებს _ `უთხრა მათ იესუმ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ~ (იოანე 8,58), რაც ძველქართულით ასე ჟღერს _ `ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყG თქუენ: პირველ აბრაამისა ყოფადმდე მე ვარ~ (იხ. 6, გვ. 218).
აღნიშნულის თაობაზე `თარგმანის~ შემსრულებლებმაც იციან _ `... იესოს იეჰოვასთან გასაიგივებლად ზოგიერთები ცდილობენ გამოიყენონ გმ. 3:14 (სეპტუაგინტა)... ასეთი მოსაზრება საფუძველს მოკლებულია (???-გ.ს.), რადგან ის გამოთქმები, რომლებსაც გმ. 3:14 –სა და ინ. 8:56 –ში ვხვდებით, განსხვავდება ერთმანეთისგან...~ (1, გვ. 1762).
და აი, ამდაგვარი _ `დასაბუთების~ შემდეგ, მათ მიერ შესრულებულ `თარგმანში~ ვკითხულობთ: _ მიუგო ღმერთმა მოსეს: `მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი~, და განაგრძო: `ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: `მე ვიქცევი~(14). შემდეგ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: `ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენმა მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში~ (გამ. 3,14-15).
როგორც ვხედავთ _ `მე ვარ, რომელიც ვარ~, `თარგმანში~, `ოსტატურად~ შეიცვალა და მივიღეთ _ `მე ვიქცევი იმად რადაც ვიქცევი~ (1, გვ.85), და, მათი აზრით, ბიბლიაში არსებული, ზემოხსენებული კავშირის დამადასტურებელი კიდევ ერთი მინიშნება _ `გაბათილებულია~.
ანალოგიური მიდგომაა `თარგმანში~ ახალი აღთქმისეული ტექსტისადმიც _ `იესომ მიუგო: `ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გამოჩნდებოდა მე უკვე ვიყავი~ (იოანე 8,58).
ასე და ამგვარად, `იეჰოვას მოწმეთა~ მიერ `თარგმნილი~ ბიბლია, მათი `ნამოღვაწარის~ შემდეგ ისეთი `სახისა~ გახდა, როგორც მათ სურდათ. ამდაგვარი `თარგმანით~ `შეიარაღებული~ რომელიღაც `იეჰოვას მოწმე~, უკვე `მყარი~ საბუთითა და არგუმენტებით შეეცდება გზაში `შემთხვევით~ შემხვედრისათვის, მათ მიერვე წინასწარგამიზნული გეგმის `წარმატებით~ წარმოჩენასა და თავს მოხვევას. წმიდა წერილის ნიუანსებში ღრმად ვერ ჩახედული შემხვედრი, დიდის ალბათობით, შეიძლება მართლაც გაებას მათ მიერ ამდაგვარად დაგებულ მახეში.
ძველ აღთქმისეულ ტექსტში არსებული `დაფარული~ მინიშნების უდავო მაგალითია ზემოთ უკვე აღნიშნული ასეთი მონაკვეთი _ `კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: უფალმა (ანუ ჲჰვჰ), თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისააკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე...~ (გამ. 3, 15).
მაშასადამე _ `უფალი~, `არის ჩემი სახელი~-ო, _ გვეუბნება ბიბლიისეული ტექსტი. და ეს ასეა, ოღონდ აქ ეს _ `სახელი~, არა _ `ელოჰიმის~, ანუ უზენაესი ძალის (ღმერთის) –სახელია, არამედ აქ კვლავ ახალი აღთქმის _ ღმერთის ძე, უფალ იესუ ქრისტეზეა მინიშნება. და აი როგორ.
პავლე მოციქული გვაუწყებს მაცხოვარზე _ `... აღამაღლა იგი ღმერთმა (აქ – ელოჰიმმა), და მისცა მას სახელი უზენაეს ყოველი სახელისა (9). რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისანი, ქვეყანისანი და ქვესკნელისანი (10), და ყოველმა ენამ აღიაროს რომ იესო ქრისტე არის უფალი (აქ _ ჲჰვჰ) სადიდებლად ღმრთისა და მამის~ (ფილიპ. 2, 9-11).
ამდენად, იესუ ქრისტეს, თურმე, ღმერთმა _ `მისცა... სახელი უზენაეს ყოველი სახელისა~. აი, ამაზე მიანიშნებს ძველი აღთქმის _ ჲჰვჰ, ანუ _ უფალიაო `ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე~ (გამ. 3,15). ეს _ ჲჰვჰ კი, სწორედ ახალი აღთქმის _ უფალი იესუ ქრისტეა, რომელსაც _ ღმერთმა `მისცა მას სახელი უზენაეს ყოველი სახელისა~.
მოდით ეხლა ვნახოთ, როგორაა შეცვლილი ახალი აღთქმის ტექსტის შინაარსი განსახილველ `თარგმანში~: _ `ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აღამაღლა ის კიდევ უფრო აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი (ამის დადასტურებას ვერ გაექცნენ, თუმცა ტექსტის შემდგომი გაგრძელება უკვე სხვანაირია _ გ.ს.) (9).
რათა იესუს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის (დაუკვირდით, ნაცვლად _ `იესოს სახელის წინაშე~, ანდა _ `სახელისა მიმართ იესო ქრისტესისა~ (იხ. 6, გვ.473), `თარგმანში~ სულ სხვა, ანუ დამახინჯებული აზრია გადმოცემული _ `იესოს სახელით~, რამეთუ ეს, არა ამ სახელის მქონებელის წინაშე, არამედ _ `იესოს სახელით~ მუხლმოდრეკის მოხდენის ფაქტს აფიქსირებს მხოლოდ _ გ.ს.)(10). და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად~ (1, გვ.1552).
უკანასკნელ მე-11 მუხლში, ერთი _ მძიმის ჩასმით, `იეჰოვას მოწმეებმა~, შექმნეს მათივე წინასწარაკვიატებული შეხედულების დამადასტურებელი კიდევ ერთი ყალბი დოკუმენტი: დააკვირდით, ნაცვლად _ `ყოველმა ენამ აღიაროს რომ იესო ქრისტე არის უფალი სადიდებლად ღმრთისა და მამის (`უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა~ _ იხ. 6, გვ.473)~ (ფილ. 9,11), რაც ხაზს უსვავს, რომ _ `იესო ქრისტე არის უფალი სადიდებლად ღმრთისა და მამის~,
`თარგმანის~ შემსრულებელი უშიშრად ცვლის მთელი ტექსტის კონტექსტს, და გვთავაზობს _ `... რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად~ (1, გვ.1552).
მაშასადამე, თურმე _ უფალი კი არ არის იესო ქრისტე (`იესო ქრისტე არის უფალი~), არამედ `იესო ქრისტე არის~ თურმე _ `უფალი ღვთის, მამის სადიდებლად~. ამდენად _ `მძიმის~ არასწორად დასმით მთელი აზრი შეიცვალა, ნაცვლად _ `იესო ქრისტე არს უფალი, ღვთის, მამის სადიდებლად~ მივიღეთ, რომ იესო ქრისტე _ `არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად~, რაც შინაარსობრივად გვაუწყებს `იესო ქრისტეს~, ვითარცა _ `მამის~, ანუ `უფალი ღვთის~ სადიდებლობას.
და ეს ყველაფერი, ალბათ, ემსახურება მათ ერთ-ერთ მიზანს, არასწორი თაგმანის დაფიქსირებით შექმნან წმიდა წერილის ისეთი ვარიანტი, რომლის საფუძველზეც შეეძლებათ განაცხადონ _ `ქრისტიანულ-ბერძნული (ასე მოიხსენიებენ ისინი ახალ აღთქმას – გ.ს.) წერილების კითხვისას შეუძლებელია იესოსა და იეჰოვას გაიგივება~-ო (1, გვ. 1762).
როგორც ვხედავთ საქმე გვაქვს იმასთან, რაც ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში დამკვიდრებული ანდაზის მიხედვით ასე ჟღერს - `მელამ (`იეჰოვას მოწმემ~) თავისი კუდი (`თარგმანი~) მოწმედ მოიყვანაო~.
ნაწილი 2
ყოვლადწმინდა სამების დოგმატის თაობაზე
განსახილველი `თარგმანის~ შემსრულებელნი მთელის გულმოდგინებით ცდილობენ რა უარყონ ყოვლადწმინდა სამების დოგმატი (იხ. 1, გვ. 1758), ყოველი გზით ახდენენ ბიბლიაში არსებული მათი საწინააღმდეგო აზრის მხარდამჭერი ტექსტის გადაკეთებას.
აქვე ვიტყვით, რომ აღნიშნული საკითხის მათთვის სასარგებლოდ გადაჭრას ემსახურება `იეჰოვას მოწმეთა~ მიერ მომზადებული არა-ერთი ბროშურა, და მათ შორის ასეთიც _ `უნდა გწამდეს სამება? არის იესო ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთი?~ (`დამზადებულია გერმანიაში~, 1997 წ.), სადაც ვკითხულობთ:
_ `ამბობენ, რომ ზოგ ბიბლიურ მუხლში მოცემულია მტკიცება სამების მხარდასაჭერად, მაგრამ ამგვარი მუხლების კითხვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლიური და ისტორიული ფაქტები (???-გ.ს.) არ ლაპარაკობენ სამების სასარგებლოდ.
დამამტკიცებელ საბუთად წარმოდგენილი ნებისმიერი ბიბლიური მითითება მთელი ბიბლიის ურთიერთთანხმობაში მყოფი სწავლების კონტექსტში უნდა შუქდებოდეს. ძალიან ხშირად ასეთი მუხლების ნამდვილი მნიშვნელობა კონტექსტით ირკვევა.
სამი ერთში: `ახალი კათოლიკური ენციკლოპედია~ ასახელებს სამ ასეთ `დამამტკიცებელ მუხლს~, მაგრამ აგრეთვე ამატებს: `დოგმატი წმიდა სამების შესახებ `ძ[ველ] ა[ღთქმაში} არ ისწავლება. `ა[ხალ] ა[ღთქმაში] უძველესი მტკიცება მოცემულია პავლეს ეპისტოლეებში, განსაკუთრებით 2 კორ. 12,4-6 -ში. სამების სახარებისეული მოწმობა ნათლად მხოლოდ მათეს 28,19 -ში, ნათლობის დოგმატში მოიპოვება~.
`ახალი აღთქმის და ფსალმუნების~ კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანში ამ მუხლებში სამი `პიროვნება~ შემდეგნაირად არის ჩამოთვლილი. მეორე კორინთელთა 13:13-ში სამივე ასეთი სახით არის მოყვანილი: `მადლი უფლისა, ქრისტესი, (არასწორადაა ციტირება, იქ წერია - `მადლი უფლისა იესო ქრისტესი,~ ანუ: პუნქტუაციაა (მძიმეა) შეცვლილი, და აკლია სახელი _ `იესო~ - გ.ს.) სიყვარული ღვთისა და ზიარება სულიწმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან~. (აქ აკლია _ `ამინ.~; იხ. 9, გვ.402 -გ.ს.). პირველი კორინთელთა 12,4-6 ამბობს: `სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. Mსახარებაც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში~. და მათეს 28,19 იუწყება: ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით~.
ამბობენ თუ არა ეს მუხლები, რომ ღმერთი, იესო და სულიწმიდა სამპიროვნულ ღვთაებას შეადგენენ, რომ ეს სამნი თანასწორნი არიან არსით, სიძლიერითა და მარადისობით? არა. ეს იგივეა, რომ ჩამოთვალო სამი მამაკაცი, მაგალითად: გიორგი, დავითი და შალვა; რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი არიან სამი ერთში.
მაკ-კლინტოკისა და სტრონგის `ბიბლიური, თეოლოგიური და საეკლესიო ლიტერატურის ენციკლოპედია~... აღიარებს (აბა `რაღა გვეშველება თუ ის აღიარებს~ _ გ.ს.), რომ ამ სახის დამოწმება `ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ დასახელებულია მხოლოდ სამი სუბიექტი…მაგრამ ეს, არ ადასტურებს, რომ სამივე, აუცილებლად, ღვთიური ბუნებისაა და ფლობს თანაბარ ღვთაებრივ დიდებას~ (`მამის და ძის და სულიწმიდის~ აღნიშნულ კონტექსტში მოხსენიება, ნუთუ შეიძლება ნორმალურ ადამიანს უტოვებდეს ეჭვს, განსხვავებული აღქმისათვის? _ გ.ს.).
თუმცა ეს წყარო სამების მომხრეა, მე-2 კორინთელთა 13:13-ის შესახებ ამბობს: `ჩვენ ვერ შევძელით, გაგვეკეთებინა სწორი დასკვნა (ეს, თქვენი პრობლემაა და არა წმიდა წერილის _ გ.ს.), რომ ისინი თანაბარ ძალაუფლებას ან ერთნაირ ბუნებას ფლობენ~. მათეს 28:18-20-ის შესახებ ის ამბობს: `მაგრამ თვითონ ეს მუხლები გადაჭრით არ ადასტურებენ არც მოხსენიებული სამი სუბიექტის პიროვნულ თავისებურებებს, არც მათ თანასწორობას ან ღვთიურობას (ეს იმდენად ღიად დაფიქსირებული მკრეხელური აზრია, რომ მასში ნათლად იგრძნობა ეშმაკის კარნახის კვალი _ გ.ს.)~.
როდესაც იესო მოინათლა, ღმერთიც, იესოც და სულიწმინდაც მოხსენიებულნი არიან მსგავს კონტექსტში. იესომ `იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა~ (მათე 3:16). მაგრამ აქ ნათქვამი არ არის, რომ ეს სამი ერთია (იმიტომ, რომ აქ აღწერილი ამბის თხრობა, ანუ თავად კონტექსტი არ მოითხოვს ამას _ გ.ს.). აბრაამი, ისააკი და იაკობი მრავალჯერ არიან ერთად მოხსენიებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთნი არიან. პეტრე, იაკობი და იოანე ერთად არიან დასახელებული, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთნი არიან. გარდა ამისა, ნათლობისას იესოზე გადმოვიდა ღვთის სული, რათა ეჩვენებინა, რომ ის მანამდე არ იყო სულით ცხებული (??? -გ.ს.). ამიტომ როგორ შეეძლო მას ყოველთვის ყოფილიყო სამების ნაწილი და ერთარსი სულიწმიდასთან?
სხვა მითითება, რომელიც სამივეზე ერთდროულად ლაპარაკობს, გვხვდება ბიბლიის ზოგ უფრო ძველ თარგმანში. 1-ლი იოანეს 5:7-ში. (დააკვირდით, აღნიშნული ტექსტი არც კია მოყვანილი. მიზეზი უდავოდ ერთია _ ხსენებული მუხლი დიახაც რომ სამების ერთობას უსვამს ხაზს, რაც მათ გეგმებს აბათილებს _ გ.ს.) მაგრამ სწავლულები აღიარებენ, რომ ბიბლიაში ეს სიტყვები მოგვიანებით ჩაამატეს. თანამედროვე თარგმანების უმეტესობა სამართლიანად არ თარგმნის ამ ყალბ მუხლს...~ (7, გვ. 23-24).
აი, ასეთია მთელი მათი `არგუმენტირებული~ მსჯელობა. მივყვეთ მათ თანმიმდევრობას. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ არავითარ დამამტკიცებელ საბუთს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ _ სადღაც, რომელიღაც `ახალი კათოლიკური ენციკლოპედია~, მხოლოდ სამების არსის სამ `დამამტკიცებელ მუხლს~ ასახელებს, და თურმე _ `აგრეთვე ამატებს: `დოგმატი წმიდა სამების შესახებ ძ[ველ] ა[ღთქმაში] არ ისწავლება~-ო (7, გვ. 23).
`იეჰოვას მოწმეთა~ მიერ გამოცემული ეს ბროშურა, თითქმის ყველა გვერდზე იმეორებს, რომ _ `რადგან სიტყვა `სამება~ ბიბლიაში არსად გვხვდება, სამების შესახებ იდეა მაინც თუ ისწავლება მასში ნათლად? მაგალითად რას აჩვენებს ებრაული წერილები (`ძველი აღთქმა~)? `რელიგიის ენციკლოპედია~ აღიარებს: `დღეს ღვთისმეტყველები ერთხმად ამბობენ, რომ ებრაული ბიბლია სამების დოგმატს არ შეიცავს~. მსგავსად ამისა, თავის წიგნში `სამების ღმერთი~ იეზუიტი ედმუნდ ფორტმანი სამართლიანად აღიარებს: `ძველი აღთქმა... არც აშკარად და არც გადაკვრით არაფერს მოგვითხრობს სამერთიან ღმერთზე, რომელიც არის მამა, ძე და სულიწმინდა...~
ებრაული წერილების განხილვა თვითონ დაადასტურებს ამ შენიშვნებს. ამგვარად, სამების შესახებ არავითარი ნათელი სწავლება არ არის ბიბლიის პირველ 39 წიგნში, ღვთის მიერ ინსპირირებულ ებრაულ წერილებში, რომლებიც ჭეშმარიტ კანონს შეადგენს...~ (7, გვ. 6).
როგორც ცნობილია, ძველი აღთქმისეული _ ერთი ღმერთის, სამებისმიერი არსი, სწორედ შობით მოსული მაცხოვრის მიერ იქნა ახსნილი, რაც აისახა კიდეც _ ახალ აღთქმაში. ამიტომ, `იეჰოვას მოწმეთა~ მთელი მცდელობა, სამების თაობაზე მათი მცდარი შეხედულების დასამტკიცებლად ძველ აღთქმაში ამდაგვარი მინიშნების არ არსებობა მოიყვანონ, თავიდანვე დასაღუპადაა განწირული.
Dდიახ, სამების არსის თაობაზე ღიად, მხოლოდ ახალი აღთქმა გვასწავლის, ამიტომ, თქმა იმისა, რომ თურმე _ `სამების შესახებ არაფერი ნათელი (ანუ – ღია, გამოკვეთილი _ გ.ს.) სწავლება არ არის ბიბლიის 39 წიგნში~-ო ვერანაირი არგუმენტია.
`ახალ აღთქმაში~, ყოვლადწმინდა სამებაზე მიმანიშნებელი არგუმენტების (საბუთების) თაობაზე მსჯელობისას, მათი მხიდან იმის თქმა, რომ თურმე ზოგიერთი მათგანი მოგვიანებითაა ჩამატებული, ასევე მყარ საფუძველსაა მოკლებული.
I იოანეს წერილში არსებულის თაობაზე, `თარგმანში~ ვკითხულობთ _ `61-ე (XVI ს.) და 629-ე მანუსკრიპტებში (ლათინურ და ბერძნულ ენებზე, XIV-XV ს.ს.) აგრეთვე კლემენტინის ვულგატაში ჩამატებულია შემდეგი სიტყვები: `ზეცაში: მამა, სიტყვა და სულიწმინდა, და ეს სამი ერთია (8). სამნი მოწმობენ დედამიწაზე~. Eეს სიტყვები არ გვხვდება სინაის კოდესში, ალექსანდრიის კოდექსში, ვატიკანის მანუსკრიპტში, ვულგატასა და ერთ-ერთ სირიულ თარგმანში~ (1, გვ. 1758).
Qქრისტიანობის გავრცელების სათავეებიდან მომდინარე, დღემდე, სხვადასხვა `წარმატებით~ მიმდინარეობს ბრძოლა იმასთან რასაც _ მართლადმადიდებელი ქრისტიანული სწავლება ჰქვია.
ამასთანავე, ქრისტიანულ წიაღში წარმოშობილი _ `ზოგი მოძღვრება მეტად დასცილდა დედა ეკლესიის კათოლიკე ძარღვს, ზოგი ნაკლებად~ (8, გვ. 239). თანდათან ჩამოყალიბდა _ გნოსტიციზმი და მანდეიზმი, ორიგენიზმი და არიანობა, ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა. 1054 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო კათოლიკობა, რომელიც თავად გახდა არაერთი ახალი `მიმდინარეობის~ სათავე, ასეთებია: პროტესტანტობა, ანგლიკანობა, ლუთერანები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, დუხობორები, მალაკნები, იეჰოვას მოწმეები...
ყოველი ახალი მიმდინარეობა ცდილობდა, არა _ წმიდა წერილზე დაყრდნობას და იქ მოცემულით ხელმძღვანელობას, არამედ თავისი საქმიანობის გამამართებელი დოკუმენტის შექმნას. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სწორედ `იეჰოვას მოწმეების~ მიერ 2006 წელს გამოშვებული ბიბლიის განსახილველი `თარგმანი~.
ამიტომ, ცალსახად იმის თქმა, რომ ამა თუ იმ ხელნაწერი, თუ ნაბეჭდი სახით გავრცელებული წმიდა წერილის რომელიმე მონაკვეთი _ უცვლელი (აქ _ თავდაპირველი, დედნისეული გაგებით, ყველაზე ახლო მდგომი) სახითაა წარმოდგენილი, თუ იგი, გარკვეული მიზნით შესრულებული `თარგმანის~ შედეგია _ ძალზედ ძნელია. ამ საკითხში გარკვევისათვის ძალზედ მძიმე და გამოწვლილვითი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომლის დროსაც ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, წმიდა წერილის ამა თუ იმ მონაკვეთის, მთელ კონტექსტში აღქმის აუცილებლობა წარმოადგენს.
წინამდებარე მონაკვეთში, გვინდა შედარებით დაწვრილებით შევეხოთ ყოვლადწმინდა სამების დოგმატის საკითხს, რათა თავად დავრწმუნდეთ _ წმიდა წერილში, ესა თუ ის მონაკვეთი _ ჩამატებულია, თუ პირიქით _ მთელი კონტექსტის განუყოფელი ნაწილია, მავანთა მიერ, ამა თუ იმ მიზეზით, ბიბლიის მთლიანი ტექსტიდან ამოღებული.
ფაქტის კონსტანტაცია ასეთია _ დღეისათვის არსებულ ხელნაწერთა ნაწილში, I იოანეს 5,7 მუხლი განსხვავებული სახითაა წარმოდგენილი.
განსახილველ `თარგმანში~ მითითებულის (იხ. 1, გვ.1758) პარალელურად, XI ს. მოღვაწე გიორგი მთაწმინდელის (1009-1065 წ.წ.) რედაქციაზე დაყრდნობით, 1963 წელს გამოცემულ `ახალ აღთქმაში~ ვკითხულობთ _ `რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაO, სიტყუაO და სული წმიდაO; ესე სამნი ერთ არიან~ (6, გვ. 359).
ყოვლადწმინდა სამების დოგმატის წინააღმდეგ მებრძოლი `იეჰოვას მოწმეები~, მხოლოდ მათ მიერვე შემოღებულ-მოგონილი არგუმენტებით არიან `შეიარაღებულები~, რომელიც მოკლედ ასეა ფორმულირებული:
_ `დედამიწაზე ყოფნისას იესო იყო ადამიანი და თანაც სრულყოფილი... დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა. მაგრამ იყო ის ერთ-ერთი პიროვნება ყოვლისშემძლე, მარადიულ სამპიროვნულ ღვთაებაში? არა...~ (7, გვ. 14);
_ `... იესოს გამოცდას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, როცა იესო იქნებოდა არა ღმერთი, არამედ ანგელოზებისა და ადამიანების მსგავსად... მაშასადამე, იესო რომ ღმერთი ყოფილიყო, მისი გამოცდა შეუძლებელი იქნებოდა... რადგან იესო ღმერთი არ იყო, მას შეეძლო ორგული ყოფილიყო, მაგრამ ის ერთგული დარჩა...~ (7, გვ. 14-15);
_ `როგორც ღვთის ძე, ის არ შეიძლებოდა თავად ყოფილიყო ღმერთი...~ (7, გვ. 16);
_ `ვინაიდან იესოს ჰყავდა ღმერთი, თავისი მამა, არ შეიძლებოდა ამავე დროს თავად ყოფილიყო ღმერთი~ (7, გვ. 17) და ა.შ.
Aამგვარად, შექმნეს რა არგუმენტი _ `როგორც ღვთის ძე, ის არ შეიძლება თავად ყოფილიყო ღმერთი~ (7, გვ. 16), მასზე დააფუძნეს თავიანთი დოგმატი _ სამების არარსებობის შესახებ. `იეჰოვას მოწმეთა~ ამ `შეხედულების~ თაობაზე მსჯელობაც სწორედ ამ თანამიმდევრობით გვინდა წარვმართოთ.
მინიშნება _ „რომაელთა მიმართ 9,5“
`თარგმანში~ აღნიშნულ მუხლზე საუბარი, სხვადასხვა წლებში გამოცემული თარგმანიდან მოყვანილი ტექსტის წარმოჩენით იწყება, კერძოდ (იხ. 1, გვ. 1759):
_ `ვისგანაც ხორციელად მოვიდა ქრისტე. ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა. კურთხეულ იყოს საუკუნოდ~. ამინ~ (ბოსტონი, 1934 წ.)
დააკვირდით, როგორი გაუმართავი თარგმანია. დარღვეულია არა მარტო – გრამატიკული, არამედ _ აზრობრივი სტრუქტურაც, რაც მთელ ამ მონაკვეთს _ გაუგებარი, და ერთმანეთთან არავითარი კავშირის მქონე სამი წინადადების ერთობად აქცევს. მეტ-ნაკლებად ასეთივე ხასიათის თარგმანებია:
_ `მათივეა (წარმოშობით) ქრისტეც. კურთხეულ იყოს მუდამ ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა! ამინ~ (ჯეიმზ მოფატის თარგმანი, ნიუ-იორკი, ლონდონი, 1935 წ.); ანდა:
_ `მათგან არის ქრისტე ხორციელად: ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ~ (ბრუკლინი 1950 წ.): ან კიდევ:
_ `მათი მოდგმისაა ქრისტე ხორციელად. ღმერთი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ~ (ნიუ-იორკი, 1952 წ.); და ბოლოს:
_ `მათგან წარმოიშვა მესია. დაე, კურთხეული იყოს მარადიულად ღმერთი, რომელიც უზენაესია! Aამინ~ (ოქსფორდი, 1961 წ.).
აღნიშნული მონაკვეთის კომენტირებამდე, მოდით გავიხსენოთ თუ რაზე საუბრობს პავლე მოციქული, რომაელთა მიმართ შესრულებულ ეპისტოლეში:
_ `ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ მემოწმება ჩემი სინდისი სული წმიდის მიერ (1), რომ დიდია ჩემი მწუხარება, და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა (2); ასე რომ, ვისურვებდი თავად ვყოფილიყავ შეჩვენებული ქრისტეს მიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო (3), რომლებიც არიან ისრაელიტნი, და რომლებსაც ეკუთვნით ძეობა და დიდება, მცნებანი და რჯულისდებანი, ღმრთისმსახურება და აღთქმანი (4);
მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე, ამინ(8)
მაგრამ არა ისე, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღმრთისა, ვინაიდან ყველანი როდი არიან ისრაელიტნი, რომელნიც არიან ისრაელისაგან (9) ~ (რომ. 9, 1-9).
ამდენად, როგორც ვხედავთ პავლე მოციქული წუხს ზოგიერთი თავისი თანამოძმის საქციელისა გამო _ `რომლებიც არიან ისრაელიტნი, და რომლებსაც ეკუთვნით ძეობა და დიდება, მცნებანი და რჯულისდება, ღმრთისმსახურება და აღთქმანი~ (რომ. 9,4), და რომ _ `მათნივე არიან მამანი~, და აგრძელებს _ `... რომელთაგან [ე.ი. ისრაელიტთაგან] ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე. ამინ~ (რომ. 9,5).
რა _ ძნელი გასაგებია აქ წარმოდგენილი აზრი? ამ წინადადების დანაწევრება არ შეიძლება, რამეთუ აქ მოცემულია, არა – ცალკე აღებული ქრისტე, და – ცალკე დამოწმებული _ ღმერთი, არამედ მხოლოდ _ განკაცებულ უფალზეა საუბარი.
დიახ, რომ. 9,5-ში საუბარია _ უფალ იესუ ქრისტეზე, ყველაზე ამაღლებულზე და უკუნისამდე კურთხეულ ღმერთზე, რომელიც ხორციელად იყო ისრაელიტი, ანუ ისრაელისგან მომდინარე მარიამის მიერ ნაშობი.
გიორგი მთაწმინდელისეული სახარების ძველქართული თარგმანი იუწყება _ `რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ხორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ~ (6, გვ. 386-387).
მაშასადამე, აქ საუბარია ზოგადად ისრაელიტებზე _ `რომელთანი იყვნეს მამანი~, და რომელთაგანაც, ანუ რომელთა წიაღშიც იშვა - `ქრისტე ხორციელად~, და რომ ისრაელთაგან ხორციელად ნაშობი ქრისტე _ `არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ~
ყოველივე თქმულის შემდეგ, ადვილად დავრწმუნდებით განსახილველ `თარგმანში~ წარმოდგენილი ტექსტის დამახინჯების ხარისხში _ `მათნი არიან წინაპრები და მათგან არის ქრისტე ხორციელად. ღმერთი კი, რომელიც ყოველივეზე მაღლაა, კურთხეული იყოს მარადიულად. ამინ~ (1, გვ. 1493).
აი, ასეთ `აბსურდამდე~ შიძლება დავიდეს ეშმაკის შთაგონებით შეპყრობილი მავანი `მთარგმნელი~, რომელიც, დაჟინებით ცდილობს რა თავისი დამკვეთის იდეოლოგიის შესრულებას, ყოვლად უშიშრად, საჭიროებისდა მიხედვით, ცვლის წმიდა წერილის სიტყვებსა თუ წინადადების დედააზრს.
ამდენად, პავლე მოციქულის ეპისტოლე – რომ. 9,5, ნათლად გვაუწყებს, რომ: ისრაელიტთა შორის იშვა _ `... ქრისტე ხორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე. ამინ~ (6, გვ. 386-387).
ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
მინიშნება _ „ტიტეს მიმართ 2,13“
განსახილველი `თარგმანის~ დანართში ტიტ. 2,13-ის თაობაზე მოცემული განმარტებისა და დასკვნის თაობაზე (იხ. 1, გვ.1760-1761) საუბრის დაწყებამდე, ზემოთქმულის მსგავსად, მოდით ჯერ თავად ის მონაკვეთი გავიხსენოთ, რომელშიც წარმოდგენილი მუხლია დაცული.
პავლე მოციქული ბრძანებს _ `მონები თავიანთ ბატონებს დაემორჩილონ, სათნო ეყონ მათ ყველაფერში, ნუ შეუბრუნებენ სიტყვას (9), ნუ მოიპარავენ, არამედ ავლენდნენ მთელს კეთილ ერთგულებას, რათა სრულად შეამკონ მაცხოვრის ჩვენის მოძღვრება (10). რადგანაც მხსნელი მადლი ღმრთისა ყველა კაცისათვის გამოჩნდა (`რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაO მაცხოვრად ყოველთა კაცთა~ _ იხ. 6, გვ.512) (11). ჩვენდა სამოძღვრებლად, რათა უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და სიწმიდით, სამართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად (12).
და მოველოდეთ ნეტარ სასოებასა და დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს დიდების გამოჩინებას (13)~ (ტიტ. 2,9-13).
ვფიქრობთ, ამ მონაკვეთის მთავარი აქცენტი ყველასათვის ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს _ საუბარია, იმ მოლოდინზე, რასაც _ ამაღლებული მაცხოვრის კვლავ მობრძანება ჰქვია.
`თარგმანში~ ვკითხულობთ _ `ვიდრე ველით მშვენიერ იმედს და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას~ (1, გვ.1579). ხოლო დანართში კი ასეთი განმარტებაა მოცემული _ `ამ მუხლში ჩვენ ვხვდებით ორ არსებით სახელს, რომლებიც დაკავშირებულია კავშირით _ კაი (და კავშირი)... ცხადია, რომ ამ მუხლში ორ სხვადასხვა პიროვნებაზეა საუბარი~ (1, გვ.1760).
ბიბლიური სწავლების თანახმად _ მეორედ მოსვლა, პირველად შობით მოსული მაცხოვრის, უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გამოჩინებას გულისხმობს _ `და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი, თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესუ, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ამავალი იხილეთ იგი~ (საქ. 1, 10-11).
აღნიშნულის გათვალისწინებით (და ისედაც), განა ნათელი არაა, რომ ტიტ. 2,13-ი სწორედ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს უსვამს ხაზს _ `და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსა~ (6, გვ.512).
მაშასადამე, `ამ მუხლში ორ სხვადასხვა პიროვნებაზე~ (1, გვ.1760) კი არა, არამედ ერთზე, კერძოდ _ იესუ ქრისტეზე, ვითარცა `დიადი ღმერთისა და მაცხოვრის~ გამოჩინების მოლოდინზეა საუბარი.
ამიტომ, `თარგმანში~ წარმოდგენილი დასკვნა, თითქოსდა _ `... ტიტ. 2,13-ში ორი სხვადასხვა პიროვნება იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტეა მოხსენიებული (და რომ _ გ.ს.) წმიდა წერილებში იეჰოვა და იესო ქრისტე ერთ პიროვნებად არსად არიან წარმოდგენილი~ (1, გვ.1761), არათუ ამ მუხლში, არამედ ეპისტოლეში დაცული შესაბამისი მონაკვეთის შინაარსიდან გამომდინარე, არამართებული და უსუსურია.
ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
მინიშნება _ „იოანეს სახარება 1,1“
`თარგმანის~ ავტორები, ასევე დაჟინებით ცდილობენ `დაამტკიცონ~, რომ მხოლოდ მათ ესმით იოანე 1,1-ში გადმოცემულის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქართულად რომ ვერაფრით შეცვალეს წარმოდგენილი მუხლის დედოაზრი, მხოლოდ ამასღა აცხადებენ _ `ქართულ ენაში კი არც განსაზღვრული არტიკლი არსებობს, არც განუსაზღვრელი, და არც ასოთა ზომა ცვლის სიტყვების მნიშვნელობას, რაც იოანეს 1:1-ში შეუძლებელს ხდის ბერძნულ დედანში ჩადებული აზრის ზუსტად გადმოცემას. აღნიშნულ მუხლში უარტიკლოდ გამოყენებული სიტყვა (თეოს) ქართულ ენაზე ღმერთად ითარგმნა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მასში ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არ იგულისხმება. ეს წმიდა წერილების საფუძველზეც დასტურდება~ (1, გვ.1758).
ის, თუ რა და როგორ დასტურდება წმიდა წერილების საფუძველზე, და ის, თუ როგორ ცდილობენ `თარგმანის~ ავტორები ბიბლიის სახეცვლილი გამოცემის შექმნას, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
აღნიშნული მუხლი _ `დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი~ (1, გვ.1396), _ რომ ვერაფრით შეცვალეს, იძულებულნი გახდნენ, ჯერ იქვე სქოლიოში, `აეხსნათ~, რომ აქ თურმე _ `ღვთის მსგავსება, ღვთაებრივი~ (1, გვ.1396) იგულისხმება, და შემდეგ დანართში იწყებენ დაუსაბუთებელ მსჯელობათა ჯაჭვს.
დანართი, მათთვის სასურველი აზრის შემცვლელი (ანუ `თარგმანის~ მსგავსადვე დამახინჯებული) ტექსტის გაცნობით იწყება. გვთავაზობენ ამონარიდებს სხვადასხვა გამოცემებიდან _ `და ღმერთი (ანუ ღვთიური ბუნების) იყო სიტყვა~ (ღმერთს წინ განუსაზღვრელი არტიკლი უძღვის) (1975 წ. გერმანია); _ `და ღვთის მსგავსი იყო ლოგოსი~ (1978 წ. ბერლინი); _ `და ღმერთი იყო ლოგოსი (`ღმერთს~ წინ განუსაზღვრელი არტიკლი უძღვის) (1979 წ. გერმანია) (იხ. 1, გვ.1757).
მათი მოსაზრების დასადასტურებლად(რომ, თითქოსდა, იესო, ანუ _ ლოგოსი, არ არის ღმერთი), მთარგმნელები, ვინმე _ ფილლიპ ბ. პარნერის მიერ, რომელიღაც `ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში~ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიის ნაწყვეტს გვთავაზობენ _ `... რთული წინადადების ისეთი ნაწილი, როგორიც იოანე 1:1-შია მოცემული, რომელიც შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილს უარტიკლოდ შეიცავს, როგორც წესი, თვისებას უსვამს ხაზს და მიუთითებს, რომ ლოგოსი ბუნებით არის თეოსი. არ არსებობს (მისი `ჭკუით~ _ გ.ს.) საიმისო საფუძველი, რომ შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი _ თეოს, განსაზღვრულ არსებით სახელად ჩაითვალოს~-ო (1, გვ.1758).
მელამ (აქ _ `იეჰოვას მოწმეებმა~), რამდენჯერაც არ უნდა მოიყვანოს თავისი კუდი (სხვადასხვა დამმოწმებელი), თავისი, ამა თუ იმ, მცდარი აზრის დასამტკიცებლად, ფაქტი ერთია _ `პირველითგან იყო სიტყუაO, და სიტყუაO იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაO იგი~ (6, გვ.194).
ამიტომ _ `ვინც (აქ _ `იეჰოვას მოწმეები~ და სხვა) რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო~, _ მაინც ძალაში დარჩება.
ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
მინიშნება _ „I იოანე 5,7“
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით, დავუბრუნდეთ `თარგმანის~ ავტორთა მიერ, ბიბლიური ტექსტის, მათთვის სასურველი სახით, წარმოჩენის იმ ფაქტს, რასაც _ I იოანე 5,7-თან მიმართებაში აქვს ადგილი.
`იეჰოვას მოწმეები~, წარმოდგენილ `თარგმანში~, ითვალისწინებენ დღეისათვის შემორჩენილ ხელნაწერთა მხოლოდ იმ ნაწილში არსებულ ტექსტს, სადაც _ I იოანე 5,7 _ საერთოდ არ ფიგურირებს (იხ. 1,გვ.1758).
აქედან გამომდინარე, მოდით შევეცადოთ და მთლიანობაში გავიაზროთ წმიდა წერილი, რათა ვნახოთ _ I იოანეს 5,7-ისეული ტექსტი ახალი აღთქმის ორგანული ნაწილია, თუ იგი მართლაც `ჩამატებულია~ მასში.
წინამდებარე საუბარში, ჩვენთვის ამოსავალი დებულება მაცხოვრის მიერ ნათქვამს ეფუძნება, რომელიც ბრძანებს _ `მე და მამა ერთი ვართ~ (იოანე 10,30).
`იეჰოვას მოწმეთა~ უსუსური მსჯელობა კი ასეთია _ `იოანეს 10:30 ხშირად მოჰყავთ სამების მხარდასაჭერად, თუმცა აქ მესამე პიროვნების ხსენებაც კი არ არის~ (7, გვ.24).
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ აქ _ `სულიწმიდის არსზე~ საუბარი არ არის, წარმოდგენილი მუხლი, დიახაც რომ სამების არსის გასაგები ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) მყარი არგუმენტია, რამეთუ იგი `მამისა~ და `ძის~, ერთიდაიგივეობას უსვამს ხაზს _ `მე და მამაOი ჩემი ერთ ვართ~ (6, გვ.223).
რაც შეეხება _ `მესამე პიროვნების ხსენებას~, მისი არსის გასაგებად, `მთარგმნელებმა~ სახარების ტექსტი კარგად უნდა შეისწავლონ.
დავიწყოთ ისევ მაცხოვრის, ანუ _ განკაცებული ღმერთის სიტყვების გახსენებით, რომელიც გვაუწყებს _ `ღმერთი სულია...~ (იოანე 4,24).
დიახ, სული არის _ ღმერთი: `სულ არს ღმერთი~ (6, გვ.202), რომელთან მიმართებაში უფალი გვკარნახობს _ `... ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით~-ო (იოანე 14,26), და იქვე აკონკრეტებს _ `ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის~-ო (იოანე 15,26).
ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრებით ვღებულობთ მთლიან ფორმულირებას _ `ჭეშმარიტების სული~, ეს იგივე `ნუგეშისმცემელი~, ანუ `სული წმიდაა~, რომელიც `გამოდის მამისაგან~, და რომ ეს _ `სული~, იგივე `ღმერთია~, ანუ _ `სულ არს ღმერთი~.
მოდით ეხლა, პავლე მოციქულსაც მოვუსმინოთ, რომელიც ბრძანებს _ `უფალი სულია~...~ (II კორ. 3,17). ანუ, ჩვენთვის ისედაც ნათელი, მაგრამ მავანთათთვის საძიებელი _ სული, თურმე არის _ `ღმერთი~, და არის _ `უფალი~, ანუ _ `უფალი ღმერთი~.
იოანეს სახარებაში ვკითხულობთ _ `ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ (იგივე ლოგოსი, სიტყვა, უფალი), რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა~ (იოანე 1,16).
Aმსჯელობის გარკვეულ შეჯამებამდე, მოდით მაცხოვრის ნათქვამი გავიხსენოთ _ `წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით~ (მათე 28,19).
როგორც ვიცით, და ზემოთაც გავიხსენეთ, ბიბლია გვაცნობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა _ `მამა ღმერთი~, `მხოლოდშობილი ძე~, იგივე სიტყვა (ლოგოსი), იგივე `უფალი~, ანუ _ `უფალი ღმერთი~, და _ `სული წმიდა~, `ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან~, და რომ ეს _ `სულ არს ღმერთი~.
მაშასადამე: ღმერთი ყოფილა _ მამა; ღმერთი ყოფილა _ მხოლოდშობილი ძე, ანუ _ სიტყვა, იგივე _ უფალი (უფალი ღმერთი); და ღმერთი ყოფილა _ სული, იგივე _ სული წმიდა, ჭეშმარიტების სული.
ამასთნავე, მაცხოვარი ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, იგივე სიტყვა, ამბობს _ `მე და მამა ერთი ვართ~-ო, რითაც სწორედაც რომ _ მამის, ვითარცა _ ღმერთის, და ძის, ვითარცა _ უფლის ერთობას უსვამს ხაზს.
მეორეს მხრივ, მისივე ნათქვამს _ `ღმერთი სულია~, პავლე მოციქულის მინიშნება _ `უფალი სულია~ ერთვის თან. ე.ი. სული, ერთის მხრივ არის _ ღმერთი, იგივე _ მამა; და არის _ უფალი, იგივე _ ძე.
მაშასადამე _ მამა: `არს ღმერთი~; განკაცებული უფალი იესუ ქრისტე: `არს ღმერთი~ (რომ. 9,5); მე (აქ _ ძე) და მამა~ ერთია და: `არს ღმერთი~; სული: `არს ღმერთი~ (იოანე 4,24), და სული: `არს უფალი~ (II კორ. 3,17).
აქედან გამომდინარე, ეშმაკის მიერ ყველა ტვინარეულ `მაძიებელ-მთარგმნელს~ ვეკითხებით _ რა არის წმიდა წერილში (ამ კუთხით) გაუგებარი? თუკი გვეუწყება, რომ: 1. მამა _ ღმერთია; 2. ძე, ანუ უფალი _ ღმერთია; 3. მამა და ძე ერთია; 4. სული _ ღმერთია, და სული _ უფალია, მაშინ რა უდგას წინ იმის გააზრებას (გათავისებას, რწმენით აღქმას), რომ _ მამა, ძე და სული წმიდა არის _ ღმერთი!
მოდით ეხლა მოციქულთა ეპისტოლეებსაც გადავხედოთ:
_ პეტრე მოციქული ბრძანებს: `წინაOსწარ ცნობითა ღმრთისა მამისაOთა და სიწმიდითა სულისაOთა დასამორჩილებლად და საპკურებელად სისხლისა იესო ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშGდობაO განმრავლდინ~ (I პეტრე 1,2; იხ. 6, გვ.337).
როგორც ვხედავთ აქ უზენაესი ძალის სამივე ასპექტია მოყვანილი: `ღმრთისა მამისაOთა~, სიწმიდითა სულისაOთა~, `იესო ქრისტესისა~;
_ ეხლა პავლე მოციქულს მოვუსმინოთ: `ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთი და იგივეა სული; და მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ ერთია უფალი; ასევე სხვადასხვაგვარია მოქმედებაც, მაგრამ ერთი და იგივეა ღმერთი, რომელიც შეიქმს ყველაფერს ყველაში~ (I კორ. 12,4-6).
ოდნავ მოგვიანებით კი ამატებს _ `მადლი უფლის ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყვარული ღმერთისა, და ზიარება სულისა წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ~ (II კორ. 13,13).
მაშასადამე, აქაც უზენაესი ძალის სამი ასპექტია მოცემული, და გვიკონკრეტდება, რომ _ ერთი და იგივეა ღმერთი (მამა); ერთია უფალი (იესუ ქრისტე, ძე); და ერთი და იგივეა სული (სული წმიდა).
იბადება რიტორიკული კითხვა _ მაშ რაღა უდგას წინ, რომ მაცხოვრის ნათქვამში _ `წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით~ (მათე 28,19), ამ _ სამის ერთობა დავინახოთ?
პასუხი უდავოდ ნათელია. მაგრამ, აბა ნახეთ რას კარნახობს ეშმაკი `იეჰოვას მოწმეებად~ სახელდებული ჯგუფის იდეოლოგებს, აღნიშნულთან მიმართებაში _ _ `ამბობს თუ არა ეს მუხლები, რომ ღმერთი, იესო და სული წმიდა სამპიროვნულ ღვთაებას შეადგენენ, რომ ეს სამნი თანასწორნი არიან არსით, სიძლიერითა და მარადიულობით? Aრა. ეს იგივეა, რომ ჩამოთვალო სამი მამაკაცი, მაგალითად: გიორგი, დავითი და შალვა, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი სამნი არიან ერთში~ (7, გვ.23).
მოგისმენიათ სადმე ამაზე უსუსური დასაბუთება? როგორ შეიძლება შეადარო _ მამა, ძე და სულიწმიდა, მათი ერთარსობა, `გიორგი, დავითისა და შალვას~ არაერთიდაიგივეობას?
როდესაც ახალი აღთქმა იუწყება, რომ : 1. ღმერთი არის _ მამა, და ის ერთია; 2. ღმერთი არის ძე, იგივე უფალი, და ის ერთია; 3. მამა და ძე ერთი არიან; 4. სული არის _ ღმერთი, არის _ უფალი, და ის ერთია; 5. და ზოგადობაში, მთელი ბიბლია გვაუწყებს, რომ _ ღმერთი ერთია, მაშინ ნუთუ ძნელია იმის გააზრება, რომ _ მამა, ძე და სულიწმიდა, ერთია, ანუ _ ერთი ღმერთია!
და აი, ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, მივადექით `იეჰოვას მოწმეებისა~ და სულიწმიდის არსის მართებულად გააზრების წინააღმდეგ მებრძოლთა მიერ საერთოდ უარყოფილ იმ მუხლს, სადაც უკვე ღიადაა მოცემული _ უზენაესი ძალის სამივე ასპექტის ერთიდაიგივეობა.
იოანე მოციქულის ეპისტოლე გვაუწყებს _ `რადგან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან~ (I იოანე 5,7).
დიახ, როდესაც აღნიშნულ მუხლს ვერაფრით მიუსადაგეს გრამატიკის წესების ესა თუ ის ფორმულირება, ადგნენ და განაცხადეს _ `... სწავლულები აღიარებენ, რომ ბიბლიაში ეს სიტყვები თავდაპირველად არ იყო, არამედ საკმაოდ მოგვიანებით ჩაამატეს. თანამედროვე თარგმანების უმეტესობა სამართლიანად არ თარგმნის ამ ყალბ მუხლს~-ო (7, გვ.24).
ნახეთ რა `ძლიერი არგუმენტია~ _ თურმე, ვიღაც `სწავლულები~, რაღაცას `აღიარებენ~, და ეს, ჩვენ, წამკითხველებმა, უნდა უპირობოდ გავიზიაროთ; და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, მათი ამ აზრის საპირისპირო უამრავი საბუთია ახალ აღთქმაში.
მაშ, ვის დავუჯეროთ _ `იეჰოვას მოწმეებს~ (აქ _ მელას) და `ვიღაც სწავლულებს (აქ _ კუდებს), თუ _ წმიდა წერილს? ვფიქრობთ პასუხი ნათელია _ `... ღმერთი ჭეშმარიტია, და ყოველი კაცი _ ცრუ, როგორც დაიწერა: რათა გამართლდე შენი სიტყვებით, და იმძლავრო, როდესაც განისჯები~ (რომ. 3,4), _ `მაგრამ ყველა როდი ერწმუნა სახარებას...~ (რომ. 10.16).
წარმოდგენილი `თარგმანის~ ავტორების `სიბრძნე~, დიახაც რომ სასაცილოა _ `ვინაიდან უგუნური ღმრთისა უფრო ბრძენია, ვიდრე კაცნი, და უძლური ღმრთისა უფრო ძლიერია, ვიდრე კაცნი~ (I კორ. 1,25).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა რომ განსახილველი _ `I იოანე 5,7~, მთელი წმიდა წერილის ორგანული ნაწილია, რომელსაც, მავანთა მიერ, ამ მუხლის საერთოდ ამოღებით _ არაფერი დააკლდება, გარდა იმისა, რომ `მთარგმნელებს~ ხელთ შერჩებათ არა _ წმიდა წერილი, არამედ _ `მისი კარიკატურა~, რამეთუ თავად ამ ყველაფრის მათთვის მიმწოდებელი _ ეშმაკია, უზენაესი ღმერთია _ უბადრუკი კარიკატურა (`ამ ქვეყნის მთავარი~).
წინამდებარე მონაკვეთს კი ასე დავასრულებთ _ `... თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დე სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას, და მიეცემა. მაგრამ, დაე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღმრთისაგან. ორგული კაცი უმტკიცეა ყველა მისეულ გზაზე~ (იაკობისა 1,5-8).
ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
მე-3 ნაწილი
„მამა“ და „მოძღვარი“,
ანუ ღმერთისა და უფლის არსის თაობაზე
`იეჰოვას მოწმეთა~ მხრიდან, მუდმივად არის მცდელობა რათა საეკლესიო იერარქთა მიმართ გამოყენებული მიმართვითი ფორმები _ `მამაო~ და `მოძღვარი~, სახარებისეულ მითითებებთან წინააღმდეობაში მოსულ ცნებებად წარმოგვიჩინონ. ამ შეხედულების დასაბუთებისათვის ისინი ახდენენ მაცხოვრისეული სიტყვების არასწორ განმარტებას. საქმე ეხება მათე 23,8-10 –ში გადმოცემულს. ამიტომაც, საუბრის გაგრძელებამდე, მოდით თავად ეს მონაკვეთი გავიხსენოთ:
_ `მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს... თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი _ ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი _ ქრისტე~ (მათე 23,1;8-10).
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათე 23,8-ის მონაკვეთი, ასევე სახეცვლილი სახითაა მოცემული თარგმანში _ `თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ~ (1, გვ.1307).
როგორც ვხედავთ, ნაცვლად _ `... ერთია თქვენი მოძღვარი _ ქრისტე~, `თარგმანში~ მოცემული _ `ერთია თქვენი მოძღვარი~, უკვე _ `ქრისტეს~ გარეშეა წარმოდგენილი.
ძველი აღთქმისეული ტექსტი, როგორც აღინიშნა, მხოლოდ ერთი ღმერთის ცნებას აფიქსირებს _ `ჩემსკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა~ (ეს. 45,22).
Aხალი აღთქმა, ბუნებრივია ეფუძნება _ ერთი ღმერთის ურყევ დოგმატს, თუმცა მაცხოვრისეული სწავლების ბაზაზე განგვიმარტავს _ `ღმერთი კი ერთია~ (გალ. 3,20), _ `... მაგრამ ერთია უფალი~ (I კორ. 22,5), ანუ _ `... ქრისტე (მოსული _ გ.ს.) ხორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი...~ (რომ. 9,5); და _ `ერთი და იგივეა სული~ (I კორ. 22,4), რომელიც ასევე ღმერთია _ `... სული არს ღმერთი~ (იოანე 4,24), ისევე როგორც _ `უფალი სულია~ (II კორ. 3,17).
და აი, ამ ყველაფრის სათავე და შემაჯამებელი მოძღვრება _ `წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით~ (მათე 28,19), საბოლოოდ ასეა ფორმულირებული _ `... სამნი მოწმობენ ზეცად მამა, სიტყვა (იგივე _ ძე – გ.ს.) და სული წმიდა, და ეს სამნი ერთი არიან~ (I იოანე 5,7).
ძველი აღთქმის პირველივე წიგნის პირველ ორ თავში, შეფარულადაა მოცემული, უზენაესი ძალის არსის გადმომცემი სამივე ნახსენები ტერმინი (წოდება), და აი, როგორ:
_ `თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა~ (დაბ. 1,1). მაშასადამე, აქ პირველად გვიფიქსირდება ყოველივეს შემომქმედის არსის გადმომცემი ტერმინი (წოდება) _ ღმერთი;
_ `მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა (`სული ღმრთისაO~) იძვროდა წყლებს ზემოთ~ (დაბ. 1,2). აქ უკვე პირველად ჩნდება ცნება _ `სული ღვთისა~;
განსახილველი `თარგმანი~, ამ მონაკვეთს ასე აღწერს _ `და ღვთის შემოქმედი ძალა~ (1, გვ. 9), ხოლო დანართში ასეთ განმარტებას იძლევა _ `... ებრ. (რუახ), ბერძ. (პნევმა), ებრაული სიტყვა რუახ, რომელიც პირველად დაბადების 1:2 -შია გამოყენებული, ებრაულ წერილებში 260-ჯერ გვხვდება. სიტყვა რუახ ძირითადი მნიშვნელიბაა სუნთქვა. მაგრამ ის უფრო ფართო გაგებითაც გამოიყენება. მის ყველა მნიშვნელობას ერთი რამ აერთიანებს: მიუთითებს იმაზე, რაც ადამიანის თვალისთვის უხილავია და მოქმედებით გამოვლენილ ძალაზე მეტყველებს. ამ უხილავ ძალას ხშირად ხილული შედეგები აქვს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ბერძნული სიტყვა პნევმა 334-ჯერ გვხვდება. პირველად მათეს 1:18 -შია გამოყენებული გამოთქმაში `წმიდა სული~. პნევმა ებრაული სიტყვის რუახის შესატყვისია~ (1, გვ.1748).
`იეჰოვას მოწმეთა~ ე.წ. `ვირეშმაკობა~ აქაც იჩენს თავს _ მათ სურთ შექმნან დოკუმენტი, რომელიც მათივე იდეოლოგიის გამამყარებელი იქნება. ამიტომაცაა, რომ მიუხედავად დანართში არსებული განმარტებისა, თავად ტექსტში აფიქსირებენ _ `ღვთის მოქმედ ძალას~ (1, გვ.9), და არა _ `სული ღმრთისა~ (`სული ღმრთისაO~), რაც, მათი აზრით, შემდგომში, მათ მიერვე გახმოვანებული: ყოვლადწმიდა სამების დოგმატის _ მცდარობის `დამადასტურებელი არგუმენტი~ გახდება.
თუმცა _ `წისქვილმა კი ფქვას~ პრინციპით, ფაქტი ერთია _ დაბ. 1,2-ში დიახაც რომ ხაზგასმით ფიქსირდება ცნება _ `სული ღვთისა~;
_ უზენაესი ძალის არსის გადმომცემი მომდევნო ტერმინი (წოდება) უკვე დაბადების მეორე თავში, ანუ შვიდდღიანი შესაქმის აღმწერი თხრობის ბოლოს ფიქსირდება _ `ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქუეყანისა, ოდეს შეიქმნა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ცაO და ქუეყანა(4)... და შექმნა უფალმან ღმერთმა კაცი...(7)~ (დაბ. 2,4;7 _ იხ. 5, გვ. 66).
ამდენად, ძველი აღთქმა თხრობის პირველსავე თავებში აფიქსირებს უზენაესი ძალის არსის გადმომცემ სამ ტერმინს _ `ღმერთი~, `სული ღმრთისა~, `უფალი ღმერთი~. ხოლო მთელი დანარჩენი ტექსტის ფარგლებში გვიზუსტებს, ერთის მხრივ _ `... მე ვარ ღმერთი და მეტი არავინაა~ (ეს. 45, 18), და იმაში გასარკვევად რათა მიგვანიშნოს, რომ _ `უფალი~, იგივე `ღმერთია~ , ანუ უფალი ღმერთია, იქვე გვიფიქსირებს _ `მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა~ (ეს. 45, 5).
წმინდა წერილი, წინასწარ მინიშნებასაც იძლევა, როცა ამბობს _ `მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი~ (ეს. 43, 11), რაც, როგორც ითქვა, უფალ იესუ ქრისტეზე მიმანიშნებელი ძველი აღთქმისეული ფარული დასტურია _ `ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი~ (ეს. 45,15).
უზენაესი ძალის _ ტერმინების (წოდების): ღმერთი (ელოჰიმი) და უფალი (Oჰვჰ), გვერდით ძველი აღთქმა არაერთ მინიშნებას აკეთებს, ამ _ უზენაესი ძალის _ სულთან დაკავშირებითაც _ `აჰა, ჩემი მორჩილი... მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს~ (ეს. 42,1); იერემიას პირით კი გვეუწყება _ `აჰა, მე ვარ უფალი, ყოველი ხორციელის ღმერთი!..(27), ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები (38)... გავიხარებ მათით... მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით~ (იერ. 32, 27; 38; 41), და სხვა.
მაშასადამე ნათელია, რომ ძველი აღთქმა უზენაესი ძალის არსის გადმოსაცემად აფიქსირებს ცნებებს _ `ღმერთი~, `უფალი ღმერთი~, `სული ღვთისა~. და, როდესაც ამბობს _ `მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა~ (ეს. 45,22), _ `მე ვარ უფალი და მეტი არავინაა~ (ეს. 45,18), და იქვე აფიქსირებს _ ღმერთის სულთან დაკავშირებულ მინიშნებებს, ძნელი აღარაა დავასკვნათ, რომ _ ერთია ღმერთი, ერთია უფალი, ერთია სული; ოღონდ არა _ სამი უზენაესი ძალა, არამედ _ სამობაში ასახული (გამოვლენილი) თვისობრიობის მატარებელი _ ერთი უზენაესი არსი, ყოველთვის მარად არსებული და ყველასა და ყოველივეზე აღმატებული.
შობით მოსულმა ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ, ყოველთვის (აქ _ დასაბამიდან) ღმერთთან მყოფმა სიტყვამ, რომელიც თავადვეა ღმერთი (იოპანე 1,1-3), ახალი მცნება მოგვცა _ გაგვიხსნა _ მამა ღმერთის არსი.
ბუნებრივია, რომ ძველ აღთქმაში დაფიქსირებული ტერმინი (წოდება) _ ღმერთი, ვითარცა ყოველივეს შემომქმედი, თავისი არსით დიახაც არის _ მამა. მაგრამ, ძველი აღთქმა, `არ იცნობს~ რა _ ღმერთის ძის ცნებას, ტერმინში _ ღმერთი, მართალია მოიაზრებს _ მამის არსსაც, მაგრამ მისთვის `უცხოა~ _ მამა ღმერთის ცნებასთან დაკავშირებული ცნობიერება.
სწორედ ამ თვალთახედვით, განკაცებული ღმერთი, უფალი იესუ ქრისტე, თავისი სწავლების დედოაზრიდან გამომდინარე კაცობრიობას უმხელს (უხსნის) იმ სრულიად ახალ ცნობიერებას, რასაც _ მამა ღმერთის ცნება მოიცავს. ეს ყველაფერი კი ხდება იმის ფონზე, რასაც _ `ღმერთის ძის~ ცნობიერების დამკვიდრება ჰქვია.
დიახ, თუკი ვერ გავიაზრებთ (გავითავისებთ) _ `ღმერთის ძის~ არსს, ბუნებრივია რომ ვერ ჩავწვდებით _ `მამა ღმერთისეულ~ ცნებასაც. სახარებისეული ტექსტი კი, თავიდანვე გვამზადებს ამისათვის; მოდით, ჩვენც ეტაპობრივად გავიხსენოთ ყოველივე:
_ მარიამის წინაშე წარმდგარი ანგელოზის პირით გვეუწყება: `და ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმერთის წინაშე. და აჰა, მუცლად იღებ, და შობ ძეს, და უწოდებ მას სახელად იესუს. დიდი იქნება იგი, და უზენაესის ძედ იწოდება...~ (ლუკა 1,30-32). ამდენად, აქ პირველად ჩნდება ცნება _ უზენაესის ძე;
_ იოანე მახარებელი გვაუწყებს: `ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა~ (იოანე 1,18). აქ მოცემული ტერმინი _ მხოლოდშობილი ძე, მიგვანიშნებს, არა ზოგადად იმაზე, რომ _ ღმერთი, როგორც ყოველივეს სათავე არის _ მამა, არამედ მასზედ, რომ ამ ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მისგან და მისით იწყება _ ერთადერთი, ანუ _ მხოლოდშობილი ძე ჰყავს, _ `რომელიც იყო მამის წიაღში~;
_ მარკოზის სახარება, პირველივე წინადადებაში: `დასაწყისი იესუ ქრისტეს, ღმერთის ძის სახარებისა~ (მარკ. 1,1) გვიკონკრეტებს, რომ _ იესუ ქრისტე, არისო _ ღმერთის ძე;
_ მათეს სახარებაში, დაფიქსირებულია ისიც, რომ _ ის, ვინც მარიამის წიაღშია, ანუ _ `... ვინც მასში ჩასახულია, სულის წმიდისაგან არის... ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებს მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი~ (მათე 1,20; 22-23).
ამდენად, აქ კიდევ ერთხელ გვეუწყება, რომ _ ის, ვინც `სულის წმიდისაგან არის~, გახლავთ `ემმანუელი~, რაც თურმე _ `თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი~, ანუ გვიფიქსირდება, რომ _ ის, ვინც უნდა დაიბადოს, არის რა _ ღმერთის ძე, თავადვეა _ ღმერთი (`ჩვენთან არს ღმერთი~).
და აი, ამ ცნობიერების გაცნობა-დამკვიდრების შემდეგ, სახარება გვაუწყებს უკვე განკაცებული ღმერთის ძის _ მიწიურ საქმიანობას, მისი მოძღვრების მთავარ ასპექტებს, დასკვნებს... რაც, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ემსახურება ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს _ მამა ღმერთის არსის, ანუ ღმერთისადმი მიმართებაში, სახელი _ მამის დამკვიდრებას.
სახელი (ზოგადად _ მიმართება) _ `მამა ღმერთის~ დამკვიდრების გარეშე, შეუძლებელი და ყოვლად გაუგებარი გახდებოდა _ `უზენაესის ძის~, `მხოლოდშობილი ძის~, `ღმერთის ძის~, ანუ _ ძე ღმერთის არსი.
სახარებიდან ვიცით, თუ როგორ შეეწინააღმდეგა სახელი _ `მამა ღმერთის~, და მისგან მომდინარე _ `ძე ღმერთის~ დამკვიდრების მცდელობას _ იუდაისტური მიმდინარეობა: `...იესუ დუმდა. დაა მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენა ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა? უთხრა მას იესუმ: შენა სთქვი. ამასაც გეუბნებით თქვენ: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ, და მომავალს ზეცის ღრუბლებით. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია თავისი სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმეები? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი? რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია~ (მათე 26,63-66).
მაცხოვრისეული სწავლება, მთლიანად მიმართულია _ მამა ღმერთის არსის გახსნისაკენ. უფალი იესუ ქრისტე ყველგან უსვამს ხაზს, რომ _ ის მამამ მოავლინა, რომ მთელი მისი საქმიანობა მამის ნების აღსრულებას ემსახურება, რომ _ `მამა არც განსჯის არავის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს. რათა ყველანი პატივს სცემდენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას; რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, პატივს არა სცემს მამასაც, მის მომავლინებელს~ (იოანე 5,22-23).
და აი, საიდუმლო სერობისას, მოწაფეთა წინაშე ქადაგებისას, მაცხოვარმა _ `... ზეცად აღაპყრო თვალნი, და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი, განადიდე შენი ძე, რათა შენმა ძემაც განგადიდოს შენ... მე განგადიდე შენ დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი აღსასრულებლად... გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყნისაგან...~-ო (იოანე 17,1; 4; 6).
მაშასადამე, მაცხოვრისავე სიტყვებით თუ ვიტყვით, უზენაესი ძალის ნება ყოფილა _ მისი არსის უკეთ (ანუ ძველი აღთქმისაგან განსხვავებით, უფრო ღიად) გაცნობა კაცობრიობისათვის, და რომ ამ საქმის აღსასრულებლად ქვეყნიერებას ევლინება _ ღმერთის ძე, რომელიც მასზე დაკისრებული საქმის აღსრულებას, აკავშირებს იმასთან, რასაც _ `გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს~ ჰქვია.
ახალი აღთქმის ვერც ერთ წინადადებაში, ვერსად შეხვდებით _ უზენაესი ძალის, ანუ _ ღმერთის სახელთან დაკავშირებულ რაიმე მინიშნებასაც კი. არადა, უფალი იესუ ქრისტე, ღიად აცხადებს _ `მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო შენ, ხოლო მე გიცანი შენ, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. და მე ვაუწყე მათ შენი სახელი...~-ო (იოანე 17,25-26).
კიდევ გვინდა ხაზი გავუსვათ _ ახალი აღთქმა, არსად, და არანაირი ფორმით არ აფიქსირებს ღმერთის _ სახელს. მაცხოვრისეული მონიშნება მხოლოდ ერთადერთი მიზნისკენაა მიმართული _ კაცობრიობისათვის რომ ნათელი იყოს _ მისი, როგორც _ ღმერთის ძის არსი, ცოდვითდაცემულმა ადამის მოდგმამ უნდა ღიად გააცნობიეროს, ღმერთის, არა როგორც ზოგადად ყოველივე ქმნილის სათავისეული კუთხის გადმომცემი _ მამის, არამედ _ მამა ღმერთის არსი.
აი, სწორედ _ `მამა ღმერთი~, არის კიდეც ის _ სახელი, რომლის გამჟღავნებასაც ხაზს უსვამს უფალი იესუ ქრისტე. დიახ, ის, რასაც _ `გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს~ ჰქვია, არის სახელი _ `მამა ღმერთი~.
მაშასადამე, განკაცებულმა ღმერთმა გახსნა ერთ-ერთი უმთავრესი არსი წმიდა წერილისა _ კაცობრიობას აუწყა უზენაესი ძალის სახელი _ `მამა ღმერთი~, რაც საფუძვლად უნდა დადებოდა _ მისი, როგორც _ `ძე ღმერთის~ არსისეულ გაგებას, რამეთუ გვითხრა _ `ყველაფერი, რაცა აქვს მამას ჩემია...~- ო (იოანე 16,15).
სახელი _ `მამა ღმერთის~ გაცხადებით, გასაგები გახდა ძველ აღთქმაში დაფიქსირებული _ ღმერთისა, რომელიც _ ერთია (ეს. 45,22), და _ უფალის, რომელიც ასევე _ ერთია ( ეს. 45,18), ურთიერთკავშირის ის კუთხე, რასაც ახალი აღთქმისეული _ `მამა ღმერთი~ და `ძე ღმერთი~ ჰქვია.
მამა ღმერთის, ანუ _ ძის მომავლინებლისა, და _ ძე ღმერთის, ანუ თავად _ უფალ იესუ ქრისტეს არსის გაცნობის პარალელურად, მაცხოვარმა გვითხრა: _ `ღმერთი სულია...~- ო (იოანე 4,24); ხოლო თავისი ამაღლების წინ, მის მიერვე ახსნილი უზენაესი ძალის სამივე არსის ურთიერთკავშირზე მიგვანიშნა _ `წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით~- ო (მათე 28,19).
ზემოთაც ითქვა, თუ რა მიზნით დევნიდნენ იუდეველები იესუს _ `... ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესუ, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს, და ღმერთს უტოლებდა თავს~ (იოანე 5,18).
სახელი _ `მამა ღმერთის~ შემოღება-დამკვიდრების პარალელურად, მაცხოვარმა ღიად განაცხადა, თუ ვისზეა საუბარი _ `გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს მას: სანამდე გაგვიმწარებ სულს? თუ შენ ხარ ქრისტე, გვითხარი ნათლად. მიუგო მათ იესუმ: გითხარით და არ მერწმუნეთ, საქმენი, რომელთაც ვიქმ მამის ჩემის სახელით, თავად მოწმობენ ჩემთვის. მაგრამ თქვენ არა გწამთ ჩემი, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანი, როგორც გითხარით თქვენ. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, და ვიცნობ მათ, და მომდევენ მე. და ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს, და არ წარწყმდებიან უკუნისამდე; და ვერავინ წარმტაცებს ხელიდან მათ. მამა ჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია, და ვერავინ წარიტაცებს მამის ჩემის ხელიდან მათ. მე და მამა ერთი ვართ~ (იოანე 10,24-30).
სახარების სწორედ ამ მონაკვეთში ძევს იმ სიტყვების გასაღები, რომელსაც წინამდებარე წერილში ვიხილავთ:
_ მაცხოვრის მიერ გაცხადებული სახელი: `მამა ღმერთი~, არის იმ ძალის არსის გადმომცემი, რომელიც _ `ყველაზე უმეტესია~ (იოანე 10,29); და
_ იქვეა მითითებული, რომ _ `მე და მამა ერთი ვართ~ (იოანე 10,30), რამეთუ _ `ყველაფერი, რაცა აქვს მამას ჩემია...~- ო (იოანე 16,15), და _ `... როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში~- ო (იოანე 5,26);
_ ყოველივე ამას, თუ მაცხოვრის შემდეგ სიტყვებსაც დავუმატებთ _ `უთხრა მას იესუმ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ~- ო (იოანე 14,6),
მაშინ, ყოველივე ზემოთქმული ასეთ ფორმულირებას შეიძენს:
_ `მამა ღმერთი~ არის `ყველაზე უმეტესი~ (იოანე 10,29);
_ `ძე ღმერთი~ და `მამა ღმერთი~ ერთნი არიან (იოანე 10,30);
_ `ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ~ (იოანე 14,6), ანუ _ უფალი იესუ ქრისტეა მამა ღმერთისაკენ მიმავალი ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, ანუ _ წინამძღვარი.
ის, რომ _ `მამა ღმერთი~ `ყველაზე უმეტესია~, თავის თავშივე მოიცავს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რასაც, მავანთა მიერ, მიწიური თუ ზეციური კერპების უზენაეს ძალად დასახვის მცდელობა ჰქვია.
იოანე 10,29 –ში მოცემული მაცხოვრის სიტყვები, ნათლად გვეუბნება, რომ _ არ არსებობს უფალ იესუ ქრისტეს მიერ _ მამად სახელდებულ ღმერთზე აღმატებული ძალა, რამეთუ _ `მამა ჩემი... ყველაზე უმეტესიაო~. სწორედ ამ ჭეშმარიტებაზე მიგვანიშნებს მაცხოვრის სიტყვები _ `ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი~ (მათე 23,9).
მაშასადამე, აქ იმაზე კი არაა მინიშნება, სახელი _ მამა, არავის დაუძახოთო (ეს უპირველესად ეხება მღვდელმსახურთა სახელდებას _ `მამაო~), არამედ გვეუწუება მასზედ, ვინც ყოველივეზე აღმატებულია, და ამ კუთხით _ მის გარდა არავინ უნდა მიგაჩნდეთ უზენაეს ძალადო, _ გვითხრა მაცხოვარმა.
_ სიტყვებით: `და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი _ ქრისტე~ (მათე 23,10), ზემოთქმულის მსგავსად, ის კი არ გვეუწყება _ `წინამძღვარი~ (`მოძღვარი~) არავის დაუძახოთ, წინამძღვრად (მოძღვრად) არავინ დასახოთ თქვენი თავიო, არამედ მასზეა მინიშნება, რაზეც უფალმა გვითხრა _ `... მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ~- ო (იოანე 14,6).
მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ~- ო (იოანე 14,6),
მაშასადამე, აქ _ იმ ერთადერთ წინამძღვარზე, ანუ _ ქრისტეზეა მინიშნება, რომლის გარდა _ სხვა, არც არავინ არის; და აქედან გამომდინარე _ არც არავის მიერ დასახულ რაიმე ახალ გზას (რელიგიურ მიმდინარეობასა, თუ სექტანტურ განშტოებებს) რომ არ უნდა გავყვეთ.
აი, ეს ახალი სახელი _ მამა ღმერთი, განგვიცხადა _ ერთადერთმა წინამძღვარმა უფალმა იესუ ქრისტემ, რომლის მიერ გადმოცემული მოძღვრება არის ერთადერთი ჭეშმარიტი ორიენტირი, უზენაესი ძალის _ ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე.
მხოლოდ მაცხოვრის მიერ მამად სახელდებული ღმერთია ის, ვინც არარსობიდან არსში შექმნა ყველა და ყოველი, რომელიც ბრძანებს _ `მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისიმ ხედრობა განვაწესე~ (ეს. 45,12); და ამიტომ, სხვა _ მამა, ანუ _ უზენაესი ძალა არ უნდა ეძებოთო, _ ბრძანებს უფალი (იხ. მათე 23,9); ხოლო პავლე მოციქული ამატებს _ `სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს უფლის ჩვენის იესუ ქრისტეს მამის წინაშე, ვის მიერაც სახელიდება ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც~ -ო (ეფეს. 3,14-15);
მხოლოდ, განკაცებული ღმერთი _ უფალი იესუ ქრისტეა ის, ვინც მამა ღმერთისკენ მიმავალ გზაზე გვიწინამძღვრებს, რამეთუ _ `ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა~ (იოანე 1,2-3).
დიახ, უფალი იესუ ქრისტეა ერთადერთი წინამძღვარი _ `ვინაიდან, როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდართ, ასევე ძეც, ვისაც ნებავს აცოცხლებს~(იოანე 5,21).
წინამდებარე მონაკვეთი კი პავლე მოციქულის სიტყვებით გვინდა დავასრულოთ _ `... თუმცაღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები (აქ _ `ცრუ მამები~), მიწაზე თუ ცაში (ისევე როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), მაგრამ ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი, და ვისგანაც ვართ ჩვენ; და ერთი გვყავს უფალი იესუ ქრისტე (აქ _ წინამძღვარი), ვის მიერაც არის ყოველი, და ვის მიერაც ვართ ჩვენ~ (I კორ. 8,5-6).
ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება უკუნისამდე. ამენ.
მე-4 ნაწილი
ძე ღვთისა და ძე კაცისა,
ანუ ორბუნოვნების არსი
`იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგთა მიერ სამების დოგმატის წინააღმდეგ გალაშქრებას, ერთ-ერთ საფუძვლად _ უფალ იესუ ქრისტეს პიროვნების თაობაზე, მათ მიერვე წარმოებული, შემდეგი მსჯელობა უდევს საფუძვლად.
უზენაესი ძალის, ღმერთის სამი არსის _ მამა, ძე და სულიწმიდის, ყოვლადწმიდა სამების _ ერთარსობის არდაშვება, მათი აზრით, ასევე გამორიცხავს უფალ იესუ ქრისტეში ორი ბუნების _ ძე ღვთისასა და ძე კაცისას არსის გაიგივება-შერწყმას.
როგორც ცნობილია, `იეჰოვას მოწმეები~ უფალ იესუ ქრისტეს, მართალია _ ღმერთის ძედ კი აღიარებენ, მაგრამ მასში ღმერთ-კაცობის არსის განივთებას _ უარყოფენ (იხ. 7, გვ.14-15).
მთავარ ამოსავალ წერტილად, მათ მიერ მიჩნეულია _ ეშმაკის მიერ, მაცხოვრის გამოცდაზე არსებული სახარებისეული მინიშნება, კერძოდ _ `მათეს 4,1 –ში იესოს შესახებ ნათქვამია, რომ ის წაყვანილ იქნა, რათა ეშმაკს გამოეცადა... სატანა ცდილობდა, აეძულებინა იესო, რომ ღვთის მიმართ ორგული გამხდარიყო.
ერთგულების განა რა გამოცდა იქნებოდა ეს, იესო რომ ღმერთი ყოფილიყო? შეეძლო ღმერთს საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა? არა. მაგრამ ანგელოზებსა და ადამიანებს შეეძლოთ ღვთის წინააღმდეგ გამოსვლა და ასეც მოიქცნენ. იესოს გამოცდას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, როცა იესო იქნებოდა არა ღმერთი, არამედ ანგელოზებისა და ადამიანების მსგავსად, ცალკეული პიროვნება, რომელსაც გააჩნდა საკუთარი თავისუფალი ნება და რომელსაც შეეძლო ყოფილიყო ორგული, თუკი ამას აირჩევდა~ (7, გვ.14).
საკითხის ამდაგვარი დასმა, აშკარად მიგვანიშნებს, რომ მათ _ ან, არ ესმით მაცხოვრის განკაცების არსი, ანდა შეგნებულად ცდილობენ საქმის ჭეშმარიტი მნიშვნელობის მიჩქმალვას.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბიბლიური სწავლება, თავიდანვე, ასეთ გაფრთხილებაზეა აგებული _ `საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმერთისაგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად~ (I იოანე 4,1).
სახარებიდან ვიცით, რომ _ `... კეთილი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი _ უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია...~ (მათე 13,37-39). შესაბამისად, `კეთილი თესლი~ _ ღმერთის, ხოლო `ღვარძლი~ _ ეშმაკის შვილებადაა მიჩნეული.
მაცხოვართან მოკამათეებმა _ `... უთხრეს მას: ჩვენ სიძვისაგან არ ვართ შობილნი; ერთი მამა გვყავს ღმერთი. უთხრა მათ იესუმ: ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმერთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემდა თავად კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვის მოსმენა. თქვენ მამათქვენის _ ეშმაკისაგან ხართ, და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დაბადებიდანვე კაცის მკვლელი იყო იგი, და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში. და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. ხოლო მე სიმართლეს გეუბნებით, და არა გწამთ ჩემი~ (იოანე 8,41-45).
ბიბლიურ სწავლებასთან მიმართებაში, თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველას შეუძლია სულის `წარმომავლობაზე~ მსჯელობა. ხოლო ის, თუ ვისი მსჯელობა-პოზიციაა სწორი, ეს მომავალ განკითხვის დღეს გამოჩნდება მხოლოდ, როდესაც ყველანი _ ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებებით ვაგებთ პასუხს.
ამ მცირე გადახვევის შემდეგ, მოდით პავლე მოციქულის შეგონება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ _ `ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც მისი ღირსი გვყო, რომ ვეზიარებოდეთ წმიდათა ხვედრს ნათელში, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისაგან, და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში... რადგან კეთილინება მამამ რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება~ (კოლ. 1, 12-13; 19).
მათდა გასაგონად კი, ვისაც შეიძლება რომ _ სიტყვებში: საყვარელ ძეში `კეთილინება მამამ რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება~ _ მიზეზთა გამო, ვერ ამოეკითხა სათანადო აზრი, იქვე, კიდევ უფრო კონკრეტული მინიშნებაა მოცემული _ `ფრთხილად, არავინ გაცდუნოთ სიბრძნის მოყვარებათა და ფუჭი საცდურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთამებრ, და არა ქრისტეს თანახმად, რადგანაც მასში მკვიდრობს ღვთაების მთელი სავსება სხეულებრივად~ (კოლ. 2,8-9).
მაშასადამე, აქ (და არა მარტო აქ) ცხადად გვენიშნება, რომ განკაცებულ ქრისტეში _ `მკვიდრობს ღვთაების მთელი სავსება სხეულებრივად~-ო, ანუ გვეუწყება რომ _ ქრისტე, სხეულებრივად ატარებს _ `მთელ ღვთაებრივ სავსებას~, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა _ ღვთაებრივი ბუნება, ანუ _ სრული ძე ღვთისას არსი.
იოანეს სახარება, პავლე მოციქულის პირით მოწვდილის თაობაზე, ასე იუწყება _ `დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და სიტყვა (ანუ ის, ვინც `ღმერთი იყო~ -გ.ს.) ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება როგორც მხოლოდშობილისა მამის მიერ~ (იოანე 1,1; 14).
ამდენად, უფალ იესუ ქრისტეში, ანუ _ `სიტყვაში~, რომელიც _ `იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა~, მას შემდეგ, რაც იგი (სიტყვა) _ `ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის~, მამამ ინება _ `რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება~ ანუ _ `ღვთაების მთელი სავსება სხეულებრივად~, რაც ხორცშესხმულ უფალში ღვთაებრივი ბუნების არსებობაზე მეტყველებს _ `რამეთუ მას შინა დამკGდრებულ არს ყოველი სავსებაO ღმრთეებისაO Pორციელად~ (კოლ. 2,9; იხ. 6, გვ.480-481).
მოდით ეხლა ვნახოთ, რას გვაუწყებს წმიდა წერილი, მაცხოვარში ადამიანური ბუნების არსებობაზე _ `იგივე ზრახვანი გქონდეთ, როგორც ქრისტე იესუს, რომელსაც, როგორც ღმრთის ხატს, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღმრთის სწორად ყოფნა, მაგრამ დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა~ (ფილიპ. 2,5-7).
აქ მოცემული _ `მონობის ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა~, ასევე სრულ თანხვედრაშია იმასთან, რასაც _ `და სიტყვა ხორცად იქცა~ (იოანე 1,14) ჰქვია. რაც გვაუწყებს, რომ თურმე `ქრისტე იესუმ~ `დაიმცირა თავისი თავი~ და ჩვეულებრივი _ `კაცის მსგავსად იქცა~, ანუ თავადვე ღმერთი, ანუ _ `სიტყვა ხორცად იქცა~.
მაცხოვარი, დიახაც რომ ჩვეულებრივი ადამიანური სხეულის, ანუ _ ძე კაცისას არსის მატარებელი გახლდათ, რომელშიც, პარალელურად, მკვიდრობდა _ `ღვთაების მთელი სავსება~ (კოლ. 2,9).
ამდენად, უფალ იესუ ქრისტეში: ერთდროულად იყო _ `ღვთაების მთელი სავსება სხეულებრივად~, ანუ მასში დამკვიდრებული იყო _ ძე ღვთისას, იგივე _ ღვთაებრივი ბუნების არსი; და ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება, რამეთუ _ `თავი თGსი დაიმდაბლა და ხატი მონისაO მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი~ (ფილლიპ. 2,7; იხ. 6, გვ.473).
`იეჰოვას მოწმეთა~ ე.წ. `კრიტიკა~, რომ აბა _ `ერთგულების რა გამოცდა იქნებოდა ეს, იესო რომ ღმერთი ყოფილიყო~ -ო (7, გვ.14), ან, მათი მხრიდან _ წმიდა წერილის არასათანადო ცოდნის გამომამჟღავნებელია, ან, ეშმაკის ჩაგონებით, წინასწარგამიზნული ქმედებითაა გამოწვეული.
ორი _ ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთდროულად მატარებელ უფალში, ეშმაკის მიერ, მისი არა _ ღვთაებრივი, არამედ _ ადამიანური ბუნების გამოცდა მოხდა. მსჯელობის გაგრძელებამდე, მოდით თავად გამოცდის არსსაც შევეხოთ.
გამოცდა, თავის თავშივე მოიცავს გამომცდელის სურვილს (მიზანს) _ გაერკვეს გამოსაცდელის სავარაუდო არჩევანში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ _ გამომცდელი, მხოლოდ გამოცდის დასრულების შემდეგ იღებს თავისი სავარაუდო მოსაზრების პასუხს, ანუ რწმუნდება იმაში, თუ რამდენად ზუსტად განსაზღვრა მან გამოსაცდელი პიროვნების საქციელი.
ყველაფრის განმჭვრეტ, ანუ წინასწარმცნობ უზენაეს ძალა _ ღმერთს, ამ მხრივ, არავის გამოცდა არ სჭირდება... მისთვის წინასწარვე ყველაფერი ნათელია _ `მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი... მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ~ (III ეზრა 6,1; 6).
ბიბლიაში აღწერილი ყოველი გამოცდა _ ჩვენდა მომართაა გამიზნული. ასე მაგალითად _ `... მიტროპოლიტი ფილარეტი განასხვავებს ორი სახის გამოცდას: გამოცდას ბოროტებაში, ანუ ადამიანის ბუნებაში დაფარულ ბოროტ მიდრეკილებათა ამოქმედების გამოწვევით; და _ გამოცდას სიკეთეში, ანუ როდესაც მიმართება ხდება ადამიანის კეთილი საწყისის ამოქმედებაზე, ღია შებრძოლებაზე ბოროტებასთან და სიკეთის დამაბრკოლებელ ვითარებასთან, სიკეთეში გამარჯვებისა და დიდების მოსაპოვებლად; პირველი _ ღმერთისაგან არ არის, არამედ შედეგია ღმერთის მიერ ადამიანის მიტოვებისა (უფრო ზუსტად _ ადამიანის მიერ ღმერთისაგან დასახული გზიდან გადახვევისა - გ.ს.)...; მეორე ღმერთისაგანაა და ადამიანს ეძლევა სულიერი ძალების მიხედვით და ებოძება მადლის სახით მათ, ვინც ღირსნი არიან მიიღონ და მადლიერნი იყვნენ ამ მადლისათვის~ (2, გვ.235).
იქვე განმარტებულია, ღმერთის მიერ აბრაამის გამოცდის მიზანი _ `... იმისათვის არ სცდიდა ღმერთი აბრაამს, ამბობდა ჯერ კიდევ ნეტარი თეოდორიტე _ რომ თავად გაეგო რაც არ იცოდა, არამედ რათა ესწავლებინა უმეცართათვის, რამდენად სამართლიანი იყო მისი სიყვარული პატრიარქისადმი~ (2, გვ.235).
სწორედ ამდაგვარად, სახარებაში დაფიქსირებული მაცხოვრის ცხოვრების აღმწერი ესა თუ ის დეტალი, სწორედ იმისთვისაა მოცემული, რათა ჩვენთვის ნათელი შეიქმნეს, ღვთაებრივი და ადამიანური, ანუ _ ორი ბუნების, ერთ არსში, ანუ _ უფალ იესუ ქრისტეში განივთების რეალობა.
განკაცებულმა უფალმა, თავად გვიჩვენა _ ადამიანური არსის (ბუნების) ღვთაებრივისადმი დამორჩილების მაგალითი _ `თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე.
დიახ, სახარებაში მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული ყოველი სასწაული _ ჩვენს იმაში დარწმუნებას ემსახურება, რომ ამ ყველაფერს _ განკაცებული უფალი ღმერთი, ანუ _ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი პიროვნება აღასრულებდა;
მეორეს მხრივ, სახარებაში დაცულია უამრავი ნიშანი (შობა, შიმშილი, ძილი, ტირილი, ტკივილი, სიკვდილი), რომელიც უფალი ღმერთის _ განკაცებულ, ანუ _ ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელ თვისებას უსვამს ხაზს.
კიდევ ვიმეორებთ _ ეშმაკის მიერ გამოიცადა უფალი ღმერთის ადამიანური ბუნება, და ეს, ღმერთის მიერ, დაშვებული იქნა ერთადერთი მიზნით, რათა ჩვენ დაგვენახა მასში მყოფი მოკვდავი (ადამიანური, ანუ სხეულებრივი კუთხით) არსი.
ადამი _ „სრულყოფილი ადამიანი“
მაცხოვარში ღვთაებრივი ბუნების არსებობის უარმყოფელი `იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგები, გვიმტკიცებენ _ `იესო, არც მეტი არც ნაკლები იყო სრულყოფილი ადამიანი, რომელიც გამოსასყიდი გახდა და სწორედ იმის კომპენსაცია მოახდინა, რაც ადამმა დაკარგა _ დედამიწაზე სრულყოფილ ადამიანად ცხოვრების უფლება... სრულყოფილი ხორციელი სიცოცხლე იყო შესაბამისი გამოსასყიდი, რასაც ღვთის სამართალი მოითხოვდა _ არც მეტი არც ნაკლები...
მაგრამ იესო ღვთაების ნაწილი რომ ყოფილიყო, გამოსასყიდი უსაზღვროდ დიდი იქნებოდა... ედემის ბაღში ცოდვა მხოლოდ სრულყოფილმა ადამიანმა, ადამმა ჩაიდინა და არა ღმერთმა. ასე რომ, გამოსასყიდი, რომელიც ნამდვილად შეესაბამებოდა ღვთის სამართალს, ზუსტად ექვივალენტური _ სრულყოფილი ადამიანი, `უკანასკნელი ადამი~, _ უნდა ყოფილიყო. ამდაგვარად, როცა ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა, როგორც გამოსასყიდი, რის საშუალებითაც სამართალი აღასრულა, ის მოავლინა არა ხორცშესხმულ ღმერთად ან ღმერთ-კაცად, არამედ სრულყოფილ ადამიანად... ~ (7, გვ.15).
მაცხოვრის დედამიწაზე მოვლინების არსი სახარებაში ნათლადაა მოცემული _ `... ცოდვა არის ურჯულოება. და იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა~ (I იოანე 3,4-5).
ერთ ადამიანს სხვისი ადამიანური ცოდვების ტვირთვა _ არ ხელეწიფება, რამეთუ თავად ადამიანური სხეული, თავისი მოკვდავობისა გამო, თავიდანვე, ცოდვის ჩადენის შედეგია. ამდენად, ადამიანურ ხორცში შობა, თავისთავად გულისხმობს მისი მქონებელის მიერ (მისი მხრიდან) ცოდვას დაქვემდებარებას; აი, ამაში მდგომარეობს _ თანდაყოლილი ცოდვის არსი.
ახალშობილს, `თანდაყვება ცოდვა~, და ესაა მისი _ მოკვდავი სხეული; მთელი დანარჩენი ცხოვრება, მიზეზთა გამო, შეძენილ ცოდვათა დანარჩენ ჯაჭვს შეიცავს.
მაცხოვრის შობით მოსვლა, მისი ღვთაებრივი ბუნებისათვის _ `თანდაყოლილი ცოდვის~ არსში, ანუ ადამიანურ ხორცში ყოფნას გულისხმობს _ `რაკიღა რჯული, ხორცის მიერ შესუსტებული, უძლური იყო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით, ცოდვისავე გამო, და განსაჯა ხორციელი ცოდვა~ (რომ. 8,3).
აქ მოცემული _ `ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით~, როგორც ითქვა, სწორედ იმაზე გვითითებს, რომ მაცხოვრის შობით მოსვლა, თავის თავშივე მოიცავს, ღვთაებრივი ბუნების მატარებლის მიერ, `თანდაყოლილი ცოდვის~ არსის თავის თავში მომცველ (მქონებელ) _ ადამიანურ სხეულში ყოფნას.
რაც შეეხება იმას, _ `... რომ მასში არ არის ცოდვა~ (I იოანე 3,5), აქ, მაცხოვრის მიერ შობითგან, ვიდრე ჯვარზე აღსრულებამდელ დროში, განკაცებული ღმერთის მიერ დედამიწაზე გატარებული ცხოვრების _ უცოდველად გატარებაზე მიგვანიშნებს.
მეორეს მხრივ, ბიბლიური შეგონების თანახმად, არც ერთ ადამიანს არ ძალუძს უცოდველად ცხოვრება _ `რადგან ვინც დაიმარხავს მთელ რჯულს, და შეცოდავს მხოლოდ ერთ რამეში, ყველაფერში შემცოდეა~ (იაკ. 2,10).
მხოლოდ უფალმა იესუ ქრისტემ, სწორედ იმიტომ რომ ადამიანურთან ერთად, ღვთაებრივ ბუნებასაც ფლობდა, შეძლო _ უცოდველი ცხოვრება.
მაშასადამე, მაცხოვარი შობით მოსვლის შემდეგ, ატარებდა თანდაყოლილი ცოდვის გამომსახველ (მატარებელ) _ ადამიანურ სხეულს _ `ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით~ (რომ. 8,3); მაგრამ მას არ ჰქონია _ შეძენილი ცოდვები, ამაზე გვანიშნებს წმ. წერილისეული _ `მასში არ არის ცოდვა~ (I იოანე).
ამდენად, ადამიანური სხეულის მატარებელი, მაგრამ სხვამხრივ უცოდველი ქრისტე, გახდა კიდეც _ ჩვენი, ანუ _ ადამის მოდგმის, ცოდვებისაგან გამომხსნელი და ღმერთთან შემარიგებელი _ `რადგან ცოდვის არმქონე ცოდვის მსხვერპლად აქცია ჩვენი გულისათვის, რათა ღმერთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში~ (II კორ. 5,21).
პირველად ღმერთად მოსვლისას, უფალმა ადამის მოდგმა _ თანდაყოლილი ცოდვებისაგან გაანთავისუფლა, ანუ იგი იხსნა ეშმაკის იმ კლანჭებიდან, რასაც მარადიული სულის, ხრწნად სხეულში ყოფნის მიზეზი ჰქვია;
ამ კუთხით, თანდაყოლილი ცოდვისაგან განთავისუფლებას, არ მოჰყოლია უკვდავი სულის, ხრწნად ხორცში ყოფნისაგან თავდახსნა; რამეთუ, ყოველი ადამიანი _ თანდაყოლილის გარდა, არის `შეძენილი ცოდვების~ მატარებელიც. ამიტომ, სასუფევლის ძეებად შერაცხვა მხოლოდ მათ ეღირსებათ, რომელნიც განკითხვის დღის გავლის შემდეგ, შეძენილ ცოდვებზე პასუხისგების განსაზღვრით დაიმსახურებენ ამას.
ამდენად, პირველად ღმერთად მოსვლისას _ უფალმა, კაცობრიობა _ თანდაყოლილი ცოდვის მიზეზის პასუხიმგებლობისაგან გაანთავისუფლა; მეორედ ღმერთად მოსვლა კი, შეძენილი ცოდვის შედეგებიდან გამომდინარე, მავანთა მიერ, უკვდავი სხეულის, ანუ _ უცოდველი, სოკვდილს აღარ დაქვემდებარებული სხეულის შეძენას გულისხმობს.
ამ ორივე მისიის აღსრულება მხოლოდ ღმერთს, ანუ უკვდავ უზენაეს ძალას ძალუძს. შობით მოსული მაცხოვარი, თუ მხოლოდ ადამიანური, თუნდაც ყველაზე `სრულყოფილი ადამიანური~ სხეულის მატარებელი იქნებოდა, იგი _ ადამის მოდგმის თანდაყოლილი ცოდვის მიზეზისაგან გამომხსნელი ვერ იქნებოდა.
იოანეს სახარება გვაუწყებს _ `მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად. და დაინახა მომავალი იესუ და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა~ (იოანე 1,35-36), რაც სწორედ იმაზე მინიშნებაა რასაც _ `... მასში არ არის ცოდვა~ (I იოანე 3,5) ჰქვია, თუმცა ამავე დროს (ამის პარალელურად) მაცხოვარი არის _ `ცოდვილი ხორცის მსგავსებით~ (რომ. 8,3).
ყოველივეთი კი გვეუწყება, რომ ჩვენი _ თანდაყოლილი ცოდვის მიზეზისაგან გამოხსნა, და ამ კუთხით _ ღმერთთან, ანუ უცოდველ უზენაეს ძალასთან, შერიგება, აღასრულა მან, ვინაც ერთდროულად _ ძე ღვთისასა და ძე კაცისას არსის მატარებელი გახლდათ.
ამ დღიდან მოყოლებული, ადამის მოდგმის არსებობის ახალ ფაზას _ თანდაყოლილი ცოდვის მიზეზისაგან განთავისუფლებულ არსში ყოფნას დაედო საფუძველი _ `ასე რომ, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველი (აქ - `თანდაყოლილი ცოდვის მიზეზი~ - გ.ს.) წარხდა, და აჰა, ყოველივე არის ახალი. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ჩვენ ქრისტეს მიერ. და მოგვცა მსახურება შერიგებისა. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, და არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვა, და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა~ (II კორ. 5,17-19).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, `სრულყოფილი ადამიანის _ ადამის~ შედარება `სრულყოფილ ადამიან _ იესუ ქრისტესთან~ (იხ. 7, გვ.15), თუნდაც მისი სხეულებრივი თვალსაზრისით _ არასწორია. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი ადამის სხეულის არსისმიერ ასპექტებს განვიხილავთ.
მე-5 ნაწილი
ადამის „სამოთხისმიერი“ სხეული
განსახილველ `თარგმანში~ არასწორადაა გადმოცემული სამყაროს ქმნადობის აღწერაში მოცემული მინიშნებანი.
როგორც ცნობილია, ქართულ ენაში სიტყვა _ `ადამიანი~, ბიბლიური _ ადამიდან იღებს სათავეს. დიახ, სახელი _ ადამი, საფუძვლად დაედო ისეთ ცნებებს, როგორიცაა _ `ადამიანი~, `ადამის მოდგმა~, `ადამიერი ადამის ერთაგანი~ (9, გვ.30) და სხვა.
თავის მხრივ, სახელი _ ადამი, ბიბლიაში, მხოლოდ `დაბადების~ მე-2 თავში გვხვდება. ქმნადობის მე-6 დღეს შექმნილის თაობაზე, ბიბლიის პირველ თავში, დაფიქსირებულია, ამ კუთხით _ ზოგადობის მიმანიშნებელი ტერმინი (სახელდება) _ `კაცი~, და მისგან მომდინარე _ `მამაკაცი~ და `დედაკაცი~.
სულხან-საბა გვაუწყებს _ `... კაცი ზოგად ყოველთა ეწოდების. ესე კაცი განიყოფვების მამაცად და დიაცად, რომელ არს მამაკაცი და დედაკაცი...~ (9, გვ.359).
ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით ვნახოთ, როგორაა აღწერილი `თარგმანში~ განსახილველი თემატიკა _ `შემდეგ თქვა ღმერთმა: `შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად; (აქ, მართებული არაა სიტყვა _ `ადამიანის~ გამოყენება, რამეთუ თავად მისი სახელმდებელი _ `ადამი~, ჯერ კიდევ `უცნობია~ ბიბლიის მკითხველისათვის, და იგი, პირველად, როგორც ითქვა, მხოლოდ დაბადების მე-2 თავში შეგვხვდება _ გ.ს.). მათ ემორჩილებოდნენ (აქ მრავლობითი ფორმის _ `მათ~ ნაცვალსახელის დაფიქსირება _ შეცდომაა, რამეთუ მათ მიერვე გამოყენებული სიტყვა _ `ადამიანი~ მხოლობით რიცხვშია წარმოდგენილი გ.ს.)... დაიწყო ღმერთმა ადამიანის (აქ ეს სიტყვა არ უნდა ეწეროს _ გ.ს.) შექმნა... კაცად და ქალად შექმნა იგი (აქაც, ტერმინების `კაცად~ და `ქალად~ გამოყენება არასწორია _ გ.ს.)...~ (დაბ. 1,26-27; იხ. 1, გვ.10).
როგორც ვხედავთ, `თარგმანში~ აღრეულია, არა მარტო შინაარსობრივი, არამედ ენის გრამატიკული მოთხოვნები..
საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობაში 1989 წ. დაბეჭდილი _ ბიბლია, ამ მხრივ, სრულყოფილ ტექსტს გვთავაზობს _ `თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი (და არა `ადამიანი~ _ გ.ს.) ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად. ეპატრონოს (მხოლობითი რიცხვი _ გ.ს.)... შექმნა ღმერთმა კაცი (და არა `ადამიანი~ _ გ.ს.), თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი~ (დაბ. 1,26-27).
დაბადების მე-2 თავი, ბიბლიის მიხედვით, იუწყება უფალი ღმერთის მიერ ჯერ _ ადამის, ხოლო მოგვიანებით _ დედაკაცის (რომელსაც შემდგომად _ ევა დაერქმევა) შექმნის ისტორიას.
`თარგმანში~ ეს საკითხიც არასწორადაა გაშუქებული (გადმოცემული) _ `დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა (არასწორია, რამეთუ თავად ტერმინი _ ადამი, ჯერ კიდევ `უცნობია~ ბიბილიისათვის _ გ.ს.) მიწის მტვერისაგან. ჩაჰბერა ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა~ (დაბ. 2,7; იხ. 1, გვ.11).
გამართული ფორმა ამ მონაკვეთისა ასეთია _ `გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა. და იქცა ადამი ცოცხალ არსებად~ (დაბ. 2,7).
სახელდების თემის ბოლომდე ამოსაწურად, აქვე ერთსაც დავსძენთ: `თარგმანის~ ავტორები, არასათანადოდ იყენებენ _ `ადამიანი~-`კაცისა~ და `დედაკაცი~-`ქალის~ ტერმინებს; `თარგმანის~ ტექსტიდან გამომდინარე, ტერმინი _ `ადამიანი (კაცი)~ დაბ. 3,17 –ში `უცბად~ ისე იცვლება ტერმინით _ `ადამი~, რომ არანაირი სათანადო საფუძველი იმისა, თუ როდის იქცა, ტერმინი _ `ადამიანი (კაცი)~, სახელ _ `ადამად~, არ ჩანს (იხ. 1, გვ.12-13).
ეხლა კი, განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. დაბ. 2,7 –დან ვგებულობთ, რომ უფალი ღმერთის მიერ ქმნილი ადამი, ზოგადად, ორი არსის მატარებელია: მას აქვს `მიწის მტვერისაგან~ შემდგარი _ სხეული, და `სიცოცხლის სუნთქვა~, ანუ _ სული.
აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ბიბლია _ ადამიანურ, ანუ _ მოკვდავ არსში მყოფთა თვალთახედვისათვის გასაგებ-აღსაქმელი კუთხითაა დაწერილი. მასში მოცემულია, დღეს, ჩვენს რეალობად ქცეული ყოფის შექმნა-დამკვიდრების მიზეზ-შედეგობრივი ახსნა.
ბილიისეული სწავლებით _ ცოდვა, ანუ დადგენილიდან გადახვევის შედეგი, ქალისაგან მომდინარეობს, ვინაიდან _ `... ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და რჯულს გარდახდა~ (I ტიმ. 2,14).
ბიბლიური ტექსტი ხაზგასმით იუწყება, რომ სიკვდილის მიზეზი, ღმერთის მიერ დადგენილი წესისაგან გადახვევის შედეგია _ `გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო~ (დაბ. 2,16-17).
აღნიშნული მინიშნება, თავის თავში იმასაც მოიცავს, რომ ამ მცნების (ნორმის, წესის, მოთხოვნის) დაცვის შემთხვევაში, ადამი _ არ მოკვდებოდა, რამეთუ მხოლოდ ამ მოთხოვნის დარღვევის შედეგადაა დადგენილი _ სიკვდილი. თუმცა, ბიბლიის ტექსტის მთლიანობაში გააზრების შემთხვევაში ვგებულობთ, რომ `საქმე სხვაგვარადაა~.
ცოდვით დაცემის შემდეგ, სამოთხიდან გამოძევების ფაქტის აღწერამდე, ბიბლიაში ვკითხულობთ _ `თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი (რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამი გახდა _ გ.ს.) შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა (კოდია). არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს~ (დაბ. 3,22).
მაშასადამე, ადამს, არ აქვს რა ნაგემები _ `სიცოცხლის ხის ნაყოფი~, იგი (ჯერ კიდევ) არ არის უკვდავი სხეულის მქონებელი; თუმცა, თითქოსდა, არც მოკვდავია, მანამ ვიდრე ცოდვას დაექვემდებარებოდა.
ამდენად, ცოდვით დაცემამდელ ყოფაში მყოფი ადამი, თითქოსდა _ უკვდავია, რადგან იგი მხოლოდ მაშინ დაექვემდებარება სიკვდილს, თუკი _ ცოდვას ჩაიდენს (იხ. დაბ. 2,16-17);
ამავე დროს, უფრო ზუსტად, ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოძევების `დროისათვის~, ადამი _ მოკვდავია, რადგან მას არ უგემია _ `სიცოცხლის ხის ნაყოფი~ (დაბ. 3,22).
ზემოთქმულიდან, თითქოსდა, გაუგებარია, თუ როგორი სხეულის მატარებელია ცოდვით დაცემამდელ `დროში~ მყოფი ადამი _ მოკვდავის, თუ _ უკვდავის.
აღნიშნული `წინააღმდეგობა~ დაიძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი, როგორც ითქვა, გავიაზრებთ რომ, მთელი ბიბლია _ ადამიანურ, ანუ _ მოკვდავ სხეულში მყოფთა თვალთახედვიდან გამომდინარე კუთხითაა დაწერილი. ამ მხრივ, წმიდა წერილი იძლევა იმ მიზეზის ახსნას, თუ _ რის გამო და როგორ მოხდა, უკვდავი უზენაესი ძალის მიერ ქმნილის, მოკვდავ არსში გარდასახვა. და სწორედ ამიტომაცაა რომ, ბიბლია არ იძლევა იმ კითხვაზე პასუხს, თუ როგორი სხეულის მატარებელი გახლდათ _ ცოდვით დაცემამდელ `დროში~ მყოფი ადამი. თუმცა, გარკვეული მინიშნება მაინც მოცემულია. და, აი როგორ.
ადამის _ „დედის“,
ანუ _ „ქალის“ გარეშე დაბადების არსი
ბიბლიაში აღწერილიდან გვეუწყება, რომ მხოლოდ ორი არსება _ ადამი, და მისი ნეკნისაგან ქმნილი _ დედაკაცია, რომლებიც _ დედის, ანუ _ ქალის გარეშე `იბადებიან~
ღმერთის მიერ დადგენილის საწინააღმდეგო ქმედებისაკენ მოწოდებისათვის, სამოთხეში გველის სახით შესული ეშმაკი, ადამის ნეკნისაგან შექმნილ დედაკაცს მიმართავს _ `მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა (მათ შორის `სიცოცხლის ხის ნაყოფიც~ _ გ.ს.), ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა, არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით~ (დაბ. 3,2-4).
უფალმა ღმერთმა, დადგენილის საწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ _ `დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს...~ (დაბ. 3,16).
წმიდა წერილისეული თხრობიდან ვგებულობთ, რომ `დედაკაცი~ სწორედ ცოდვით დაცემის შემდეგ ხდება _ ახალი სიცოცხლის, ანუ _ შვილების მშობელი, და რომ სწორედ ამის გამო _ `უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა~ (დაბ. 3,20).
ცოდვით დაცემული _ დედაკაცი, ანუ _ ევა, გახდა რა `ყოველი ცოცხალის დედა~, დასაბამს უდებს _ ცოდვის გამო სიკვდილს დაქვემდებარებულ, ანუ მოკვდავი სხეულის მქონებელ ადამის მოდგმას.
სახარებისეული სწავლებით _ `... ღმერთი არ იცდუნება ბოროტით, და არც თავად აცდუნებს ვისმე. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს~ (იაკ. 1,13-15).
ამდენად _ `... ღმერთი არ იცდუნება ბოროტით~, რამეთუ _ `... მასში არ არის ცოდვა~ (I იოანე 3,5), და, შესაბამისად, ცოდვის შედეგი _ სიკვდილი, და ამიტომაც ბრძანებს _ `... მე ვარ, რომელიც ვარ... ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე...~ (გამ. 3,14-15).
ადამი, სწორედ ამ _ უცოდველი, ანუ _ სიკვდილს არ დაქვემდებარებული, ე.ი. მარადიული და უკვდავი უზენაესი ძალის მიერ იქნა გამოსახული (იხ. დაბ. 2,7), და შესაბამისად _ უკვდავებისთვისაა განკუთვნილი. ამაზე მიგვანიშნებს, ღმერთის მიერ ადამის სამყოფელში სიცოცხლის ხის აღმოცენებისეული მინიშნება _ `უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა...~ (დაბ. 2,8-9).
ამ მომენტისათვის ადამს აქვს: 1) სხეული _ `მიწის მტევრისაგან~; 2) სული _ `სიცოცხლის სუნთქვა~; 3) იგი, არ მოკვდება თუკი _ `კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს~ არ შეჭამს; 4) თუმცა იგი _ უკვდავიც არ არის, რამეთუ არ უგემებია _ `სიცოცხლის ხის ნაყოფი~. მაშასადამე _ ადამის სხეული: ა) სიკვდილს (ჯერ) არ ექვემდებარება; მაგრამ: ბ) არც უკვდავია.
ბიბლია გვაუწყებს _ `დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო...~ -ო (დაბ. 1,31). დიახ, ღმერთის მიერ გაჩენილი, ყველაფერი _ `ძალიან კარგი იყო~.
წმიდა წერილი, აღნიშნული ტექსტის კონტექსტში გვაუწყებს, რომ ღმერთის ნებით გაჩენილ-აღსრულებული _ ძალიან კარგია; მისი ნებიდან გადახვევა _ ცუდია. მაშასადამე, უზენაესმა ძალამ `იცის~ _ `კეთილისა და ბოროტის შეცნობა~, ანუ _ ის, რაც არ იცის _ ადამმა, და მისი ნეკნისაგან ქმნილმა დედაკაცმა.
უფალი ღმერთის მიერ დადგენილი _ `მხოლოდ კეთილის და ბოროტის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო~ (და. 2,17), დაფარული (დაშიფრული, კოდირებული) ტექსტით გვაუწყებს ზემოთქმულს _ ღმერთის ნებით გაჩენილ-დადგენილი (ნებადართული ქმედება) _ კარგია, ხოლო მისი ნებიდან (დადგენილიდან) გადახვევა _ ბოროტი.
ედემის ბაღში მყოფმა ადამმა არ იცის _ ის, რაც იცის ღმერთმა _ `კეთილისა და ბოროტის შეცნობა~ _ `ბოროტის~ გააზრება, მხოლოდ `კეთილის~ არსში ბოლომდე (კარგად) გარკვევის შემდეგაა შესაძლებელი.
ვიდრე ორგანიზმის (სხეულის) ესა თუ ის თვისება ნორმის ფარგლებშია, ჩვენ _ არ ვიცით რაა ტკივილი. ეს უკანასკნელი ხომ, ზოგადად, მხოლოდ _ ნორმიდან, ანუ _ `დადგენილიდან~ გადახვევის შედეგია... ვიდრე სმენადობის ორგანო გამართულად (დადგენილი ნორმის ფარგლებში) `მუშაობს~, ჩვენ `ვერ შევიცნობთ~ _ სიყრუეს; ვიდრე კარგად (დადგენილი ნორმის ფარგლებში) ვხედავთ, `არ ვიცით~ რა არის _ სიბრმავე; თავისუფლების ჭეშმარიტი ფასი, მხოლოდ ტყვეობაში ყოფნისას საცნაურდება და ა.შ.
ცოდვას, ანუ სიკვდილს განრიდებულმა _ უკვდავმა, ანუ მარადიულმა უზენაესმა ძალამ _ ღმერთმა, რა თქმა უნდა იცის _ `კეთილის (აქ _ დადგენილის) და ბოროტის (აქ _ დადგენილიდან გადახვევის) შეცნობა~ (ანუ _ `ფასი~), ოღონდ მან _ ეს, მისი წინასწარჭვრეტის უნარის გამო იცის, და არა `შემდგომად შეძენილი გამოცდილებისა~ გამო.
წინასწარჭვრეტის უნარი კი, მხოლოდ უზენაეს ძალას _ ღმერთს და უფალ ღმერთს აქვს, რომლის მიერ თავისუფალი არჩევანის უფლება მინიჭებული ადამისადმი დადგენილი გაფრთხილება, თავის თავშივე მოიცავს _ `კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის~ შესაძლო `დაგემოვნების~ ალბათობასაც.
გველის სახით ედემში შესულმა ეშმაკმა უთხრა _ `... დედაკაცს: არ მოკვდებით (აქ, ეშმაკის ჭეშმარიტი არსია გამჟღავნებული, რომელიც ღმერთის ნებით დადგენილის (`მოკვდებით~) საწინააღმდეგო ქმედების განივთებაში (`არ მოკვდებით~) მდგომარეობს _ გ.ს.). მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ (ანუ ჩაიდენდნენ ღმერთის მიერ დადგენილით განსაზღვრულის საპირისპირო ქმედებას _ გ.ს.) თვალი აგეხილებათ (ანუ, არა _ წინასწარჭვრეტის უნარის, არამედ _ `საკუთარი გამოცდილების~ გზით შეიცნობდნენ აქამდე გაუაზრებელს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს აკრძალულის ჩადენას _ გ.ს.) და შეიქნებით ღმერთივით კეთილის (აქ _ დადგენილის დაცვით) და ბოროტის (აქ _ აკრძალულის ჩადენით გამოწვეული ქმედებით მიღებული შედეგის _ გ.ს.) შემცნობელნი~ (დაბ. 3,4-5).
მარადარსებული უზენაესი ძალა _ წინასწარჭვრეტის უნარის გამოა _ `კეთილისა და ბოროტის შემცნობელი~, ანუ მან წინასწარვე იცის, თუ რას გამოიწვევს `აკრძალული ხილის~ არსთან ზიარება.
ცოდვით დაცემამდელ ყოფაში მყოფმა დედაკაცმა (და მის შემდგომად _ ადამმაც), მხოლოდ დადგენილის დარღვევის, ანუ საკუთარი ქმედებით მიღებული `გამოცდილების~ შემდეგ შეიცნეს, თუ _ რა დაკარგეს (აქ _ `კეთული~), და _ რა შეიძინეს (აქ _ `ბოროტი~).
მათ დაკარგეს _ `კეთილი~, ანუ მათთვისვე განკუთვნილი _ უკვდავება, ანუ _ `სიცოცხლის ხის~ ნაყოფი; და შეიძინეს _ `ბოროტი~, ანუ ჩაიდინეს _ ცოდვა, რომელიც _ `... ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს~ (იაკ. 1,15).
ღმერთმა, წინასწარჭვრეტის გამო იცოდა, რომ ცოდვის საზღაური არის _ სიკვდილი. `დედაკაცმა~ (და _ ადამმა) ეს `ცოდნა~, მხოლოდ ცოდვით დაცემის გზით _ შეიძინეს, და ასე გახდნენ _ `ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელი~.
სამწუხაროდ, არც ერთმა მათგანმა, ვერ გაიაზრა რა ჩადენილი, არ მოინანია არჩევანის უფლების არასწორი გამოყენება, და თავისი საქციელის გამომწვევი მიზეზის `ახსნისათვის~ (`გარკვევისათვის~) გადაბრალების გზა აირჩია _ `უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე... თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე~ (დაბ. 3,12-13).
თავად _ მონანიების, უფრო ზუსტად, ჩადენილი არასწორი ქმედების სათანადოდ გააზრება-დაგმობის ფაქტი, თავის მხრივ გახდებოდა კიდეც საფუძველი, ამდაგვარის არ გამეორებისა... მონანიების ხმა კი არ გაისმა. ადამმა (და მისი ნეკნისაგან შექმნილმა დედაკაცმა) დაკარგა `სიცოცხლის ხის ნაყოფის~ შეჭმის უფლება, რაც, არა მისი არჩევანის უფლების შეზღუდვის, არამედ ამ უფლების არასათანადოდ გამოყენებით მიღებული რეალიბაა (შედეგია).
(აქვე ჩანართის სახით ვიტყვით, რომ _ კვლავ სამოთხეში დაბრუნება, ანუ _ სასუფევლის ძეებად შერაცხულთა შორის მოხვედრა, მხოლოდ მონანიების, ანუ _ გულების შიგნიდან გასუფთავების გზითაა შესაძლებელი).
ადამის თავდაპირველი, ანუ ცოდვით დაცემამდელი სხეული, უკვდავი უზენაესი ძალიდან მომდინარეობისა გამო, დიახაც იყო _ უკვდავებისათვის განკუთვნილი; თუმცა, არ ჰქონია რა ნაგემები _ სიცოცხლის ხის ნაყოფი (დაბ. 3,22) _ უკვდავი არ ყოფილა.
`იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგიური საფუძველი, რომ _ `ედემის ბაღში ცოდვა მხოლოდ სრულყოფილმა ადამიანმა, ადამმა, ჩაიდინა~, და რომ _ `იესო არც მეტი არც ნაკლები იყო სრულყოფილი ადამიანი, რომელიც გამოსასყიდი გახდა და სწორედ იმის კომპენსაცია მოახდინა რაც ადამმა დაკარგა~ (7, გვ.15), ანუ ხაზი ესმება _ სამოთხეში მყოფი ადამისა და შობით მოსული მაცხოვრის სხეულებრივ (აქ _ `სრულყოფილ~) ერთიდაიგივეობას _ ძირშივე მცდარია.
სამოთხეში მყოფი ადამი _ დედის გარეშე იყო `დაბადებული~, ანუ მას არ ჰქონია მოკვდავი სხეული;
სახარების მიხედვით კი, მარიამმა _ `... შობა ძე თვისი პირმშო~ (ლუკა 2,7). უფლის _ მარიამისაგან, ანუ _ დედისაგან შობის ფაქტი, მიგვანიშნებს რომ _ მაცხოვარს, თავიდანვე ჰქონდა _ ცოდვით დაცემის შედეგიდან გამომდინარე, ადამიანური, ანუ _ მოკვდავი სხეული. ეს კი გამორიცხავს მისი სხეულის, სამოთხეში მყოფი ადამის სხეულთან მსგავსება-გაიგივებას.
პავლე მოციქული ბრძანებს _ `... როდესაც მოიწია დროის სისრულე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან, და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი, და ამრიგად მიგვეღო ძეობა~ (გალ. 4,4-5).
ამდენად _ `ღმერთის ძე~, იგივე `სიტყვა~, რომელიც _ `იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა~ (იოანე 1,1), როცა `დროის სისრულე~ მოიწია, ჩვენდა სახსნელად _ `იშვა ქალისაგან~. ეს უკანასკნელი მიგვანიშნებს (გვიდასტურებს), რომ _ მაცხოვარმა, შეიძინა _ ადამის მოდგმისნაირი (და არა _ ადამის სამოთხეში ყოფნისნაირი) _ დროს, ანუ _ სიკვდილს დაქვემდებარებული _ ადამიანური სხეული.
სწორედ ამიტომ ბრძანებს პავლე მოციქული _ `... დაიმცირა თავისი თავი, მონობის (ანუ ადამიანური სხეულის _ გ.ს.) ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა~ (ფილიპ. 2,7).
სწორედ _ დროს, ანუ _ სიკვდილს დაქვემდებარებული სხეულის შეძენაზე მიგვანიშნებს მაცხოვრის _ შობიდან, ვიდრე ჯვარცმამდელ დროში ცხოვრება: იგი _ იშვა; 8 დღისას _ წინადაცვითეს; 40 დღის _ ტაძრად მიიყვანეს; 12 წლისა _ ეკლესიაში შევიდა; 30 წლისა _ მოინათლა და სამი პასექის გადახდის შემდეგ _ ჯვარს აცვეს.
სახარებაში არსებული ეს დროითი მინიშნებები, მაცხოვრის მიერ, სწორედ _ ადამიანურ, დროს დაქვემდებარებულ ყოფაში არსებობაზე (ცხოვრებაზე) უთითებს.
`ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელად~ გახდომის გულისთქმას, ანუ _ ეშმაკს აყოლილი ევა, ცოდვაში ვარდება, რომელიც ხდება რა _ `ყოველი ცოცხალის დედა~, პირველად შობს _ კაენს (იხ. დაბ.4,1). ცოდვით დაცემული ევას პირმშო შვილი _ კაენი, არის, არა მარტო შობითვე მოკვდავი სხეულის მქონებელი, არამედ თავადვეა _ მკვლელი.
როგორც ითქვა _ `... ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს~ (იაკ. 1,14-15).
ამდენად _ `გულისთქმამ~ (ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელად გახდომის სურვილმა) `შობა ცოდვა~ (ევამ შეიძინა უნარი ახალი სიცოცხლის შობისა, ანუ გახდა _ `ყოველი ცოცხალის დედა~), და _ `შობა სიკვდილი~, ანუ კაენი _ `... რომელიც უკეთურისაგან (აქ _ ცოდვისაგან) იყო, და მოკლა თავისი ძმა...~ (I იოანე 3,12).
მაშასადამე _ `შობა სიკვდილი~, განივთდა კაენში _ `უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა~ (დაბ. 4,8).
ფსალმუნისმიერი _ `აჰა, უკანონოდ (ე.ი. `გულისთქმით~) ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი~ (ფსალმ. 50,7), გვახსენებს, რომ _ ადამიანური სხეული _ ცოდვით დაცემის `შედეგია~, ანუ იგი _ სიკვდილს, ე.ი. _ დროს დაქვემდებარებული არსია.
ადამმა, ასეთი სხეული მხოლოდ სამოთხიდან გამოძევების შემდეგ შეიძინა _ `სრული ხანი ადამისი, რაც იცოცხლა (აქ _ ხრწნად სხეულში), იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა~ (დაბ. 5,5).
ზემოთაც ითქვა _ პირველად ღმერთად მოსული მაცხოვარი, ორი _ ღვთაებრივი და აადამიანური ბუნების არსის ერთდროული მატარებელი გახლდათ, ანუ იყო _ სრული ღმერთი და სრული კაცი.
უფალმა შობით შეიძინა _ ადამიანური, ანუ ცოდვის მიერ შობილი, სიკვდილს დაქვემდებარებული სხეული, და ამით ყველაფრით გვემსგავსა ჩვენ _ `გარდა ცოდვისა~ (ებრ. 4,15).
დიახ, მაცხოვარი _ ღვთაებრივი ბუნების გარდა, იყო _ ადამიანური ბუნების, ანუ _ მოკვდავი სხეულის მატარებელი, და _ `... იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთებინა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ იყო ცოდვა~ (I იოანე 3,5).
ზემოთქმული, ვფიქრობთ სავსებით საკმარისია, რათა, თუკი მოვინდომებთ, თავადვე დავრწმუნდეთ `იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგთა სიცრუეში _ `... როცა ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა, როგორც გამოსასყიდი, რისი საშუალებითაც სამართალი აღასრულა, ის მოავლინა არა ხორშესხმულ ღმერთად ან ღმერთ-კაცად (აქ _ ორი, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთდროულად ტარება-განივთება _ გ.ს.), არამედ სრულყოფილ ადამიანად~ -ო (7, გვ.14) _ რომ გვიკიჟინებენ.
უფალი იესუ ქრისტეს დედამიწაზე შობა-ჯვარცმამდელ დროში, მისი ორი ბუნების ერთ არსში ყოფნის საწინააღმდეგო იდეოლოგიაზე დაფუძნებული `იეჰოვას მოწმეთა~ მომდევნო ნაბიჯი, უკვე _ მარიამის ღვთისმშობლობისა და მისი მარად ქალწულებრივი არსის უარყოფისკენაა მიმართული; ამიტომ მოდით აღნიშნული თემატიკაც განვიხილოთ.
მე-6 ნაწილი
ღვთისმშობლობის არსის საკითსისათვის
განსახილველი `თარგმანის~ დანართის დასასრულს მოცემულია _ `ბიბლიური თემები საუბრებისათვის~ (1, გვ.1778-1789), რომელშიც 44 ქვესათაურია წარმოდგენილი. `თარგმანის~ ეს მონაკვეთი, როგორც ჩანს, `იეჰოვას მოწმეთა~ ერთგვარი დამხმარის როლს ასრულებს, ამა თუ იმ ბიბლიურ თემებზე საუბრისათვის. ამჟამად, მის მე-20 ქვეთავზე _ `მარიამის თაყვანისცემა~ გვექნება მსჯელობა.
ამ ნაწილში, `იეჰოვას მოწმეთათვის~ მოცემულია ორი ქვესათაური _ `ა) მარიამი იესოს დედაა და არა ღვთისმშობელი~, და _ `ბ) მარიამი არ არის მარად ქალწული~ (იხ. 1, გვ.1783).
`იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგიის საფუძველს, როგორც ითქვა, ყოვლადწმიდა სამების დოგმატის უარყოფასთან ერთად, განკაცებული უფალი იესუ ქრისტეს პიროვნებაში ორი _ ღვთაებრივი (ძე ღვთისა) და ადამიანური (ძე კაცისას) ბუნების ერთდროულად ყოფნის არ დაშვება წარმოადგენს.
აქედან გამომდინარეობს, მათი იდეოლოგიის შემდეგი `ფუნდამენტური დასაყრდენი~ _ `როცა ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა, როგორც გამოსასყიდი, რის საშუალებითაც სამართალი აღასრულა, ის მოავლინა არა ხორცშესხმულ ღმერთად ან ღმერთ-კაცად, არამედ სრულყოფილ ადამიანად...~ (7, გვ. 15).
თავადვე იჯერებენ რა, ეშმაკის მიერ მათთვის თავსმოხვეულ `დებულებას~, რომ პირველად განკაცებისას დედამიწაზე მოვლენილი იესუ იყო მხოლოდ `სრულყოფილი ადამიანი~ და `არა ხორცშესხმული ღმერთი ან ღმერთ-კაცი~, უკვე სხვაც უნდათ დაარწმუნონ იმაში, რომ, თურმე იესუს მშობელი დედა _ მარიამი, გახლდათ მხოლოდ _ `სრულყოფილი ადამიანის~ და არა `ხორცშესხმული ღმერთის ან ღმერთ-კაცის~ დედა, და ამიტომ იგი (მარიამი) არ უნდა მოვიხსენიოთ, როგორც _ `ღვთისმშობელიო~.
განკაცებულ უფალ იესუ ქრისტეში ორი ბუნების ერთ არსში განივთების თაობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ამჟამად, ამავე საკითხის მეორე მხარეს გვინდა შევეხოთ. ამისათვის, მოდით, ბიბლიაში დაცული სამი ასეთი მაგალითი გავიხსენოთ.
აბრაამთან დაკავშირებით, ბიბლია იუწყება _ `უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისააკს, აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლებისათვის~ (დაბ. 17,19).
როგორც ვიცით, ამ დროისათვის აბრაამი და მისი ცოლი სარა _ საკმაო ასაკისანი არიან: `პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა, გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?~ (დაბ. 17,17). თუმცა ყველაფერი სწორედ ისე მოხდა როგორც უზენაესმა ძალამ განაცხადა _ `დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს. უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ (დაბ. 21,2-3).
ასევე ხანდაზმულები იყვნენ ზაქარია და ელისაბედი, როდესაც ღმერთის ნებითა და წინასწარუწყებით შეეძინათ ვაჟი _ იოანე: `იუდეის მეფის ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი... არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულები იყვნენ~ (ლუკა 1,5; 7).
უფლის ტაძარში მყოფ ზაქარიას, მოვლენილმა _ `... ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს~ (ლუკა 1,13). ამ შემთხვევაშიც ყველაფერი წინასწარუწყებულის მიხედვით აღსრულდა (იხ. ლუკა 1,57-63).
Mიუხედავად მსგავსებისა, სრულიად განსხვავებული ინფორმაციაა სახარებაში _ მაცხოვრის შობასთან მიმართებაში.
ერთის მხრივ _ აბრაამი და სარა, ხოლო მეორეს მხრივ _ ზაქარია და ელისაბედი, კარგა ხნის ცოლ-ქმარნი არიან, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ.
მარიამთან მიმართებაში კი ვკითხულობთ _ `... მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი _ იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა _ მარიამი~ (ლუკა 1,26-27).
ისაკსა და იოანესთან მიმართებაში, ხასგასმით გვეუწყება, რომ ისინი, მათ მშობლებს, ერთმანეთთან თანაცხოვრების მრავალი წლის გასვლის შემდეგ ჩაესახნენ, ანუ ორივენი, მათი _ ხორციელი მშობლების შვილები არიან.
მაცხოვართან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა, დედამისი _ მარიამი მხოლოდ დანიშნულია იოსებზე. შვილის მოსალოდნელი შეძენის თაობაზე უწყების გაგებით გაოცებულმა _ `... მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?~ (ლუკა 1,34).
დიახ, სახარება, ისაკისა და იოანესაგან განსხვავებით, ხაზს უსვამს რომ _ `... იესუ ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედა მისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სულის წმიდისაგან~ (მათე 1,18).
ამდენად, ისაკსა და იოანეს _ ხორციელი მშობლები ჰყავთ; ხოლო მარიამი, მამაკაცის გარეშე ორსულდება. იქვე ასეთი ახსნაა მოცემული _ `... აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი, რადგან ვინც მასშია ჩასახული, სულის წმიდისაგან არის~ (მათე 1,20).
ისაკისა და იოანეს მოსალოდნელი მოვლინების თაობაზე, მხოლოდ მათ მამებს _ აბრაამსა და ზაქარიას ეუწყებათ წინასწარ. მაცხოვრის ჩასახვა-შობის არსი კი განემარტება, როგორც _ მარიამს (იხ. ლუკა 1,28-35), ასევე მის დამწინდველ _ იოსებსაც (იხ. მათე 1,20-21).
ამასთანავე, იოსები ყოველივეს _ სიზმარში ხედავს (მათე 1,20;24), ხოლო მარიამი კი ცხადად მოვლენილი ანგელოზისაგან გებულობს მოსახდენს (ლუკა 1,27-29).
ისაკისა და იოანესაგან განსხვავებით, მხოლოდ მაცხოვართან მიმართებაში გვეუწყება, თუ რა გზით ხდება მარიამის დაფეხმძიმება _ `მუცლად ეღო სულის წმიდისაგან... ვინც მასში ჩასახულია, სულის წმიდისაგან არის~ (მატე 1,18;20).
იოსებისაგან განსხვავებით, მარიამს (და შესაბამისად ჩვენც) დეტალურად განემარტება მთელი პროცესი _ `ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს შენ. ამიტომ ღმერთის ძედ იწოდება წმიდა შობილი~ (ლუკა 1,34-35).
მაშასადამე, ისაკი და იოანე, თავიანთი მშობლების ურთიერთთანაცხოვრების გზით ჩაისახნენ, და მათში თანაბრადაა ასახული _ მამისა და დედის `წილი~. ამდენად ისინი, ამ კუთხით _ `სრულყოფილი ადამიანები~, ანუ ჩვეულებრივი _ კაცობრივი არსის მატარებლები არიან.
მაცხოვართან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა. ქალწული მარიამისაგან ხორციელად შობილი იესუ, არის რა _ დედობრივი `წილის~ მქონებელი, ამ კუთხით დიახაც რომ _ `სრულყოფილი ადამიანი~, ანუ ჩვეულებრივი _ კაცობრივი არსის მატარებელია;
მაცხოვარში `მყოფი~ _ მამობრივი `წილი~, სახარების მიხედვით ასეა მინიშნებული _ `სული წმიდა გადმოვა შენზე (აქ _ მარიამზე), და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს შენ~ (ლუკა 1,35). უფლის განმარტებით კი ვიცით, რომ ესაა _ `... ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან...~ (იოანე 15,26).
ამდენად, განკაცებულ უფალში, მარიამისაგან არის _ დედობრივი `წილი~, ანუ ჩვეულებრივი ძე კაცისას, იგივე _ ადამიანური არსი (ბუნება); და არის მამისაგან გამომავალი ჭეშმარიტების სული, ანუ _ მამობრივი `წილი~, რომლის ღვთაებრივი არსი, პავლე მოციქულის მიერ ასე მიგვენიშნება _ `... კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება~ (კოლ. 1,19; იგივე შინაარში იხ. 1, გვ. 1556). ეს კი, როგორც არაერთგზის ითქვა, არის ის, რასაც _ ღვთაებრივი არსი (ბუნება) ჰქვია.
ამდენად, უფალ იესუ ქრისტეს, დედისაგან _ მარიამისაგან `წილად ერგო~ ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება (ძე კაცისა), ხოლო უზენაესი ძალისაგან მომდინარეობისა გამო, იგი ამავე დროს იყო _ მამობრივი `წილის~, ანუ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი.
ვფიქრობთ, რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე დასკვნა, თავად `იეჰოვას მოწმეებისთვისაც~ კი არ უნდა იყოს გაუგებარი _ მარიამმა შვა, არა _ ჩვეულებრივი, ანუ _ `სრულყოფილი ადამიანი~, არამედ ქვეყნიერებას მოუვლინა _ მამობრივი `წილის~, ანუ ღვთაებრივი ბუნების ადამიანური სხეულით მატარებელი _ ღმერთის ძე: `და ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი ღმერთის წინაშე. და აჰა, მუცლად იღებ, და შობ ძეს, და უწოდებ მას სახელად იესუს. დიდი იქნება იგი, და უზენაესის ძედ იწოდება...~ (ლუკა 1,30-32).
ამდენად, მაცხოვარი შობიდანვე იყო რა _ დედობრივი ~წილის~, ანუ ადამიანური ბუნების მატარებელი, იგი დიახაც რომ იყო ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ადამიანი, ანუ მან _ `... მონობის ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა~ (ფილიპ. 2,7);
ამასთანავე, მაცხოვარი ასევე შობიდანვე გახლდათ _ მამობრივი `წილის~, ანუ _ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი, რომელშიც _ `... კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება~ (კოლ. 1,19);
და სწორედ ამიტომაც, მარიამმა გვიშვა არა _ მხოლოდ ჩვეულებრივი, ადამიანური ბუნების მატარებელი ძე, არამედ _ შვა ღვთაებრივი ბუნების მატარებელი _ ღმერთის ძე, და სწორედ ამიტომაც, იგი არის _ ღვთის ძის, ანუ _ ღვთის მშობელი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, `იეჰოვას მოწმეთა~ დაჟინებული ახირება, რომ _ `მარიამი იესოს დედაა და არა ღვთისმშობელიო~ (1, გვ.1783), მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკისაგან მომდინარე მკრეხელური აზრია, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება მარიამის არა _ ღვთისმშობლობით, დაამცროს მაცხოვრის ღვთაებრივი არსი.
`უზენაესი ძალა მოგიჩრდილებს შენ~-ო, ეუწყება მარიამს, რაც, მამისაგან გამომდინარე სულიწმიდის არსის გათვალისწინებით, უფალში _ ღვთაებრივი ბუნების, ადამიანურ ბუნებასთან თანაარსებულ ყოფაში განივთებაზე მიგვანიშნებს. ანუ გვეუწყება, რომ _ უფალი, შობიდანვე გახლდათ _ ღვთაებრივი ბუნების მქონებელი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მისი დედაც არის _ ღვთის ძის, ანუ _ ღვთის მშობელი.
წინამდებარე მონაკვეთს კი პავლე მოციქულის სიტყვებით დავასრულებთ _ `თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის~ (I კორ. 14,37-38).
ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
„... როგორც ეგონათ ძე იოსებისა...“
`იეჰოვას მოწმეთა~ მიერ, `თარგმანის~ თანდართული ტექსტის მე-20 პუნქტის, მეორე ქვესათაურში _ `მარიამი არ არის `მარად ქალწული~ (1, გვ.1783), გადმოცემული `მოსაზრების~ დასადასტურებლად, ასეთ მინიშნებას ვხვდებით _ `იგი მისთხოვდა იოსებს... იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა~ (1, გვ.1783). მოდით, გავერკვეთ საქმის ჭეშმარიტ არსში, და ვნახოთ, რამდენად შეესაბამება აღნიშნული _ სახარებისეულ სწავლებებს.
თავად ის ფაქტი, რომ მარიამი თურმე _ `მისთხოვდა იოსებს~, განსახილველ საკითხთან მიმართებაში არაფერს არ ცვლის.
როგორც ვიცით, მაცხოვრის შობასთან დაკავშირებული ინფორმაციები, მხოლოდ მათესა და ლუკას სახარებაშია წარმოდგენილი. ღვთის ძის დაბადებისეული მინიშნება, როგორც ითქვა, იოსებს _ სიზმრის სახით მიეწოდება (იხ. მათე 1,20-25), ხოლო მარიამს ცხადად მოვლენილი გაბრიელ ანგელოზისაგან ეძლევა (იხ. ლუკა 1,26-38).
მათეს სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ _ მარიამი, არა დადგენილი წესისამებრ დაფეხმძიმებამდე, იოსებზეა დანიშნული _ `ხოლო იესუ ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედა მისი მარიამი, დანიშნული იყო იოსებზე და მათ შეერთებამდე (ანუ _ დაქორწინებამდე -გ.ს.) აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სულის წმიდისაგან~ (მათე 1,18). ასე თუ არ იქნებოდა, მარიამი ყველას წინაშე _ შერცხვენილ ქალად, ხოლო მისი შვილი _ უკანონოდ იქნებოდა მიჩნეული.
მაშასადამე, ღვთაებივი გზით დაფეხმძიმებამდე მარიამი _ იოსებზეა დანიშნული, და ყველასათვის მის (მომავალ) ცოლადაა მიჩნეული; შესაბამისად, აღარც მისი დაფეხმძიმება აღიქმებოდა დადგენილი მორალიდან (რჯულიდან) გადახვევად _ `ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი~ (მათე 1,19).
აქ მინიშნებული _ `იოსები, მისი ქმარი~, არა _ რეალური ცოლ-ქმრობის არსის დამადასტურებელი, არამედ _ ირგვლივ მაცხოვრებელთა თვალთახედვით გადმოცემული (დანახული) თხრობაა მხოლოდ, რამეთუ იოსებისა და მარიამის თანამედროვეთათვის ისინი უკვე ცოლ-ქმარნი არიან.
სიზმრად უწყებულის გაგებით გამოწვეული იოსების სულიერ-ფიზიკური მდგომარეობის წარმოდგენა, ვგონებთ ადვილად ამოსაცნობია _ `ეს (ანუ მარიამის გაშვება _ გ.ს.) რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი (თუმცა, იოსებმა კარგად უწყის, რომ _ მარიამი, ამ მომენტისათვის, მისი ცოლი არაა _ გ.ს.), რადგან ვინც მასში ჩასახულია, სულის წმიდისაგან არის, და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესუს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან... გამოიღვიძა იოსებმა ძილისაგან და მოიქცა ისე, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი~ (მათე 1,20-21;24).
მაშასადამე, ზემოთუწყებულის თანახმად ზოგადი სურათი ასეთია:
_ `მარიამი დანიშნული იყო იოსებზე~;
_ `მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სულის წმიდისაგან~;
_ მომხდარით შეცბუნებულმა იოსებმა, რომელიც ყველას მიერ უკვე მარიამის ქმრად მიიჩნეოდა, ვინაიდან: `მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი~;
_ მაგრამ, ანგელოზის მიერ მისთვის სიზმარში უწყებული უდიდესი მინიშნების შემდეგ, იოსები: `მოიქცა ისე, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი~;
_ და იქვე, კიდევ ერთი, ასეთი მინიშნება გვეძლევა: `და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესუ~ (მათე 1,25).
ბიბლიის რუსული თარგმანი, აღნიშნულზე ასე იუწყება: `... ი პრინიალ ჟენუ სვოიუ, ი ნე ზნალ ეიუ. [კაკ] ნაკონეც ონა როდილა სინა სვოეგო პერვენცა, ი ონ ნარიოკ ემუ იმია: იესუს~ (10, გვ.1012).
ძველქართული ტექსტი გვაუწყებს _ `და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე მისი პირმშოO, და უწოდა სახელი მისი იესუ~ (6, გვ.6).
აქ მოცემული _ `უცვნია~ და `იცოდა~, ანუ `ცნობა~-სთან დაკავშირებული მინიშნება, სულხან-საბას მიერ ასეა განმარტებული _ `ცნობა სულის გულისხმის-ყოფასავით, სულის გულისხმასავით~ (11, გვ.340).
ეხლა, რაც შეეხება ამ უკანასკნელ ტერმინს _ `გულის-ხმა ესე არს გონებით ახმა და გულთა შეღება. ვიეთთა გულის-Pმად აღუწერიათ, რომელი ითქმის გულის-ხმად~ (9, გვ.178).
ამდენად, სახარებისეული _ `და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო...~ (მათე 1,25), იმაზე კი არ მიგვანიშნებს, რომ თითქოსდა _ იოსებმა, `მათ შეერთებამდე~ `სულის წმიდისაგან~ რომ `მუცლად ეღო~, ეს მარიამი, `თავისი პირმშო~ ძის შობამდე _ არა, მაგრამ _ მისი შობის შემდეგ შეიცნო როგორც ცოლი;
არამედ, აქ მიგვენიშნება, რომ იოსებს, მიუხედავად სიზმრად ნაუწყებისა, მაინც `არ უცვნია~, ანუ ბოლომდე ვერ მიუღია გულისხმისყოფად, თუ რა უდიდესი მადლის `თანამონაწილე~ და თვითმხილველი შეიქმნა იგი ღვთისაგან;
და ამაში იგი, მხოლოდ ნაუწყების რეალობაში ახდენის შემდეგ რწმუნდება _ `და არ უცვნია (ვერ მიუღია `გულის-ხმა~, ანუ მოსახდენის `გონებით ახმა და გულთა შეღება~), ვიდრე (ანუ სანამ სიზმრად ნაუწყები ცხადად არ აღსრულდა, ანუ `ვიდრე~ ქალწულმა მარიამმა) არა შვა ძე თვისი პრმშო, და უწოდა სახელი მისი იესუ~ (მათე 1,25).
ვინ, თუ არა _ იოსებმა იცის, რომ მარიამს იესუ მისგან არ შეძენია, და რომ _ იგი, ღვთაებრივი გზით ჩაისახა, ანუ `სულის წმიდისაგან არის~ (მათე 1,20).
Mმიუხედავად ამისა, ირგვლივ მყოფთ, მარიამის მიერ შობილი ძე _ `ეგონათ ძე იოსებისა~ (ლუკა 3,23). და ეს, ასეც უნდა ყოფილიყო, რამეთუ, როგორც ზემოთაც ითქვა, ღმერთი არ დაუშვებდა, რომ დედამიწაზე მოვლენილ ყველა ასულთა შორის კურთხეული ქალწული მარიამი (იხ. ლუკა 1,27-28), და უზენაესის ძე იესუ (იხ. ლუკა 1,31-32), ვინმეს თვალში მეძავად (მემრუშედ) და უკანონო შვილად ყოფილიყო შერაცხული.
ყოველივე ეს კი, თავად _ `მართალ იოსებს~ `არ უცვნია~, `ვიდრე~ მარიამმა `არა შვა ძე თვისი პირმშო~, რომელსაც იოსებმა იესუ დაარქვა (`ი ონ ნარიოკ ემუ იმია: იესუს~ _ 10, გვ.1012).
აქ მოცემული _ `ძე თვისი პირმშო~, უთითებს იმაზე, რომ იესუ მარიამის პირმშო ძეა. ლუკას სახარებიდან გვეუწყება, რომ როდესაც იოსები წავიდა ბეთლემში _ `რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა. და შობა ძე თვისი პირმშო...~ (ლუკა 2,5-7).
წმიდა წერილი, იოსებსა და მარიამს არაერთხელ მოიხსენიებს, როგორც იესუს მშობლებს _ `... და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესუ...~ (ლუკა 2,27); ანდა _ `და მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალიმში~ (ლუკა 2,41)...
უფრო მეტიც, მარიამი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის იესუს ამქვეყნად მოვლინების ისტორია, ასეთი სიტყვებით მიმართავს თავის ძეს _ `... დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ შენ~ (ლუკა 2,48).
ვგონებთ, წმიდა წერილისეული სულისკვეთება ნათელია, მასში ასახულია ის რეალობა, რაც ირგვლივმყოფთა თვალთახედვიდან მოსჩანდა _ ყველასათვის, იოსები _ მარიამის პირმშო ძის _ იესუს მამადაა მიჩნეული, იგია მათთვის იესუს მშობელი _ `განა ხუროს შვილი არ არის? და განა დედამისს არა ჰქვია მარიამი, ხოლო მის ძმებს იაკობი და იოსე, სიმონ და იუდა? და განა ჩვენთან არ არიან მისი დები? ვინ მისცა მას ყოველივე ეს? და ცდებოდნენ მასში...~ (მათე 13,55-57).
და აი, მივადექით `იეჰოვას მოწმეთა~ მიერ არასწორად ინტერპრეტირებულ სახარებისეულ მინიშნებას, რომელიც თითქოსდა _ მარიამის მიერ სხვა შვილთა ყოლას, ანუ _ მაცხოვრის ნახევარ ძმებისა და დების არსებობას რომ ქადაგებს.
დიახ, სახარება იესუსთან მიმართებაში აფიქსირებს _ `მის ძმებს იაკობი და იოსე, სიმონ და იუდა~, ანდა _ `მისი დები~, მაგრამ ეს, ისევ და ისევ, მაცხოვრის თანამედროვეთა მხრიდან აღქმული რეალობის დაფიქსირებაა მხოლოდ, რომელთაც ჰგონიათ რომ იცნობენ იესუს მთელ ოჯახს _ `და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესუ, იოსების ძე, ვის დედ-მამასაც ვიცნობთ?...~ (იოანე 6,42).
განა მართებული იქნება, თუ ეშმაკისაგან ვინმე ტვინარეულთაგანი, სახარებისეული მთელი ტექსტის გააზრების გარეშე, აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით (`იეჰოვას მოწმეთა~ მინამგვანად) სახალხოდ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ _ `იესუ, იოსების ძეა~?, რომ იგი _ `ხუროს შვილია~, და რომ მის მშობლებს მარიამი და იოსები ჰქვია?
აი, ამდაგვარადვე, იესუსთან მიმართებაში, სახარებაში დაცული მინიშნება, რომელიც მის ძმებსა და დებს ეხება, ვერანაირი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ მარიამს, მაცხოვრის შობის შემდეგ, იოსებისაგან _ შვილები (ძენი და ასულნი) შეძენია.
სხვადასხვა წმიდა გადმოცემის თანახმად ცნობილია, რომ მართალ იოსებს, მარიამის დანიშვნისა და მისი სახლში მიყვანის (აქ _ `შეცნობის~) დრომდე _ ჰყოლია შვილები, რომელთაგან (მოგვიანებით) _ იაკობი, მაცხოვრის ხორციელ ძმად, ხოლო _ ლებეოსი, იგივე თადეოსი, ანდა იუდა (იხ. მათე 10,3; მარკ. 3,18; იოანე 14,22) _ `იაკობის ძმა~-დ (იუდასი 1,1) _ იწოდებოდნენ. ამიტომ, მათი გაიგივება _ მარიამის შვილობის ცნებასთან _ არამართებული და დაუშვებელია.
დედათა შორის კურთხეულ მარიამსა და მართალ იოსებს, ბოლომდე გაცნობიერებული აქვთ რა ღვთისაგან დაკისრებული უდიდესი მისია (იხ. სახარებისეული ტექსტები) _ არ შეიძლება საერთო შვილების ყოლის ფაქტი დასწამო.
აღნიშნულის პარალელურად, სულ სხვაა საქმის ჭეშმარიტი არსის არმცოდნე მათი თანამედროვეთა თვალით დანახული რეალობა, რომელთათთვისაც იესუ _ იოსების ძეა, ხოლო იოსების შვილები, მარიამის მიერ ქვეყნად ღმერთის ძის შობის შემდეგ შეძენილი შვილები.
სახარების სწავლებით მარიამის _ პირმშო შვილი _ იესუ, არა მარტო ღმერთის ძეა, ამ სიტყვის ფართო გაგებით _ `ვინაიდან ყველა, ვისაც ღმრთის სული წარმართავს, ღმერთის ძეა~ (რომ. 8,14), არამედ იგი _ მხოლოდშობილი შვილია.
ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთ არსში მატარებელი უფალი იესუ ქრისტე, ერთის მხრივ _ ღმერთის, და მეორეს მხრივ _ მარიამის ერთადერთი, ანუ _ მხოლოდშობილი ძეა _ `მხოლოდშობილისა მამის~ (იოანე 1,14); `მხოლოდშობილმა ძემ~ (იოანე 3,18); `ძე მხოლოდშობილი~ (I იოანე 4,9)... და აქედან გამომდინარე, მას _ არც ხორციელად, ანუ ადამიანურ არსში, და _ არც სულიერად, ანუ ღვთაებრივ არსში _ და-ძმა არ შეიძლება ჰყოლოდა.
ვისაც ყური აქვს ისმინოს _ `ხოლო ვისაც არ ესმის, და, ნუ ესმის~ (I კორ. 14,38). ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
„რაჲ არს ჩემდა და შენდა“-ს არსის გაგებისათვის
ღვთისმშობელ მარიამის თემაზე კომენტირების დასასრულს, `მთარგმნელთა~ კიდევ ერთ წინასწარგამიზნულ არამართებულ ქმედებას გვინდა შევეხოთ.
იოანეს სახარება იუწყება მაცხოვრის მიერ კანაში მომხდარი სასწაულის შესახებ, როდესაც უფალი, ღვთისმშობელი მარიამის თხოვნით, მექორწილეთა გასაჭირს გაიზიარებს, რაც მის მიერ წყლის _ ღვინოდ ქცევაში გამოიხატება. როგორც ცნობილია ეს ითვლება, დედამიწაზე მოვლენილი უფლის მიერ აღსრულებულ _ პირველ სასწაულად.
სახარებაში ვკითხულობთ _ `... და რაკი ღვინო შემოაკლდათ, იესუს დედამ უთხა მას: ღვინო არა აქვთ. და უთხრა მას იესუმ: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი~ (იოანე 2,3-4).
`თარგმანში~, მაცხოვრის მიერ გამოხატული პოზიცია, ისეა გადმოცემული, რომ მავანს _ ორმაგი აღქმის საბაბს აძლევს: `იესომ მიუგო: მე და შენ რა გვაქვს საერთო? ჯერ არ მოსულა ჩემი საათი~ (1, გვ.1398; 1763).
აქ მოცემული, ჭიქაში ნახევრამდე ჩასხმული წყლის შეფასებისა არ იყოს (`ნახევრად სავსე~, თუ `ნახევრად ცარიელი~), როგორც აღინიშნა _ ორმაგი ინტერპრეტაციის საბაბს იძლევა.
ნათქვამი _ `რა ჩემი და შენი საქმეა~, ანდა _ `რაჲ არს ჩემდა და შენდა~ (6, გვ.197), ან კიდევ _ `ჩტო მნე ი ტებე~ (10, გვ.1129), ცალსახად იუწყება მაცხოვრის პოზიციის თაობაზე.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, ფრაზაში _ `მე და შენ რა გვაქვს საერთო~, უკვე ორმაგი პოზიცია შეიძლება გამოიკვეთოს; რაც, მავანთა ავადმყოფური აზროვნებიდან გამომდინარე, მაცხოვრის მხრიდან დედისადმი გამოხატული არასათანადო ურთიერთობის შესაძლებლობის დაშვებას უსვამდეს ხაზს. მით უმეტეს, როდესაც ცნობილია ~იეჰოვას მოწმეთა~ პოზიცია _ მარიამის ღვთისმშობლობისა და მის ქალწულებრივ არსთან მიმართებაში.
წმიდა წერილის თარგმნა _ უდიდესი პასუხისმგებლობის საქმეა, და, შესაბამისად, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ვისაც ყური აქვს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
„თარიღისმიერ“ მინიშნებათა თაობაზე
განსახილველი `თარგმანის~ მე-8 დანართი _ `დედამიწაზე იესოს ცხოვრების მთავარი მოვლენები~, მასში დაცული თარიღებით, არა მარტო საყოველთაოდ მიღებულ-დამკვიდრებულისადმი, არამედ თავისსავე `თავთან~ მოდის წინააღმდეგობაში.
კერძოდ, მასში ვკითხულობთ, რომ მაცხოვარი თითქოსდა _ `ძვ.წ. 2 წლის 1 ოქტომბერს~ იყოს დაბადებული (იხ. 1, გვ.1172). ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოტანილ ამ თარიღზე სერიოზული მსჯელობა შეუძლებელია. თუმცა, მისი არამართებულობა, იქვე დაცულ სხვა თარიღებთან მიმართებაშიც კარგად მოსჩანს.
`თარგმანში~ ვკითხულობთ _ `ახ.წ. 12 წ., იერუსალიმი, თორმეტი წლის იესო~ (1, გვ.1172).
ჩვენთვის ძნელად გასაგებია `მთარგმნელთა~ ასეთი დაუკვირვებლობით გამოხატული პოზიცია, ანუ ის მიზეზი (თუ მიზანი), რითაც აქ მოცემული უზუსტობა შეიძლება `აიხსნას~. განა ასე ძნელი მისახვედრია მათთვის, რომ მათივე მინიშნებით _ `ძვ.წ. 2 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული~ მაცხოვარი, ახ.წ. 12 წელს, არა _ `თორმეტი წლის~, არამედ უფრო მეტი ხნოვანების რომ გამოდის?
სახარებიდან გვეუწყება, რომ ნათლისღებისას _ `... იესუ ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა...~ (ლუკა 3,23), ანდა _ `... თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა~ (6, გვ.128), ან _ `... ბილ ლეტ ტრიდცატი~ (10, გვ.1086).
თავად `თარგმანში~ ვკითხულობთ _ `დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო...~ (1, გვ.1354); რასაც `დანართში~ მითითებული ასეთი უზუსტობა მოსდევს _ `29 წ. შემოდგომა, მდინარე იორდანე, იესოს ნათლობა~ (იხ. 1, გვ.1772).
ზემოთქმულის მსგავსად ნათელია, რომ _ ძვ.წ. 2 და ახ.წ. 29 წლებში მომხდარზე მინიშნებიდან, როგორც მინიმუმ ერთ-ერთი მცდარია, რამეთუ მათ შორის არსებული დროის მონაკვეთი, სახარებისეულ _ `ასე ოცდაათ წელზე~ მეტი ხანგრძლივობისაა.
`თარგმანში~ გვიმტკიცებენ, რომ მაცხოვრის სიკვდილი _ ახ.წ. 33 წელს მომხდარა (იხ. 1, გვ.1176), რომელი დროისთვისაც, მათ მიერ იესუს შობის _ ძვ.წ. 2 წელს თუ დავეყრდნობით, უფალი, როგორც მინიმუმ, 35-ე წელშია გადამდგარი; რაც ასევე წინააღმდეგობაშია სახარებისეულ სწავლებასთან, რომლის მიხედვითაც: მაცხოვარი _ ნათლისღებიდან ათვლით, მხოლოდ _ სამ პასექს `მოესწრო~.
ყოველივე ზემოთმინიშნებული, იმის ხაზგასასმელად მოვიყვანეთ, რათა კიდევ ერთხელ გვეთქვა, თუ რამდენი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ისეთ თემებს ვეხებით, რასაც _ ღმერთი და მასთან დაკავშირებული საკითხები ჰქვია.
ვისაც ყური აქვს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
მე- 7 ნაწილი
„სულთან“ დაკავშირებული საკითხისათვის
`თარგმანში~ თანდართული თემატიკის ჩამონათვალი, წარმოადგენს რა `იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგიურ საფუძველს, ასევე მცდარ შეხედულებას აფიქსირებს _ სულთან მიმართებაში. ასე მაგალითად, მათი აზრით _ `... ბიბლია არ ასწავლის, რომ სული უკვდავია...~ (12, გვ.6); ანდა _ `სული თავად ადამიანია, რომელიც კვდება~ (1, გვ.1785); ან კიდევ _ `სულს აქვს სისხლი შეუძლია ჭამა, კვდება~ (1, გვ.1786) და სხვა.
საუბრის გაგრძელებამდე, მოდით სულხან-საბას მოვუსმინოთ _ `სული (+ 2,7 დაბ.) ... კაცთა სული _ სიტყვიერი, არსება-გონიერი, უსხეულო, უცნაური, სიტყვიერი და უკვდავი, არსება-წვლილი, უსახო, ხატი და მსგავსი ღ-თისა; სული ანგელოზი _ (+ ეგრეთვე) სიტყვიერი და გონიერი (+ არს) და მეორე ნათელი; და ეშმაკნიცა, რომელთა(ცა) თვით დაიბნელეს თავ(ნ)ი თვის(ნ)ი ამპარტავ(ა)ნებითა, და სული წმიდა _ დამბადებელი ამათ ყო(ვ)ელთა, პირველი ნათელი და მიუწვდომელი...~ (11, გვ.114-115).
ზოგადად, ყოველი ის არსი, რომელსაც აქვს _ `მოძრაობისა და აღორძინებითისა და თესლოვანებისა ძალი~ _ სულიერად მოიაზრება (იხ. 11, გვ.114). თავად სიტყვა _ `სულიერი~, იგივეა რაც _ `სულიანი~ (11, გვ.115), და _ სულის მატარებელ-მქონებელ არსზე მიგვანიშნებს; ეს უკანასკნელი, მეორენაირად, ცოცხალ არსებად მოიაზრება _ `ცოცხალი სულდგმული~ (11, გვ.341), ანუ _ სულის მქონებელი.
აღნიშნულის საპირისპიროა _ `მკუდარი (მკვდარი) სულ-ამოსული~ (9, გვ.491); თავის მხრივ _ `სიკუდილი სულისა და Pორცის (Pორცთა) გაყრა~-ა (11, გვ.89).
ამდენად, ზოგადად, სულისა და ხორცის ერთობას _ სიცოცხლე, ანუ ცოცხალი; ხოლო: სულისა და ხორცის განცალკევებულ მდგომარეობას _ სიკვდილი, ანუ _ მკვდარი ჰქვია.
`თარგმანში~ მითითებული, რომ თურმე _ `ცოცხალი ადამიანი სულია~ (1, გვ.1748), ზუსტად არ გამოხატავს ყოფადობის არსს, რამეთუ: `ცოცხალი ადამიანი~ _ სულისა და ხორცის ერთობლივი ყოფის გადმომცემი მინიშნებაა.
ბიბლიაში ასეთი თხრობაა მოცემული _ `გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად~ (დაბ. 2,7).
ამდენად, წმიდა წერილი ნათლად განგვიმარტავს ჩვენთვის საკვლევ საკითხს _ ადამი `ცოცხალ არსებად~ მხოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც `მიწის მტვერისაგან~ გამოსახულ სხეულში, უფალმა ღმერთმა _ `შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა~.
აქ, ნათლად გვეუწყება, რომ ადამი, მხოლოდ _ ხორცისა (მიწის მტვერი) და სულის (სიცოცხლის სუნთქვა) გაერთმთლიანების, ანუ ერთობის შემდეგ იქცა _ `ცოცხალ არსად~.
ბიბლია იქვე ასე ბრძანებს _ `თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი~ (დაბ. 6,3).
`თარგმანში~ ეს ადგილი ასეა აღწერილი _ `თქვა იეჰოვამ: მუდამ არ მოუთმენს ჩემი სული ადამიანს, რადგან მხოლოდ ხორცია ის...~ (1, გვ.15-16).
სულის მოკვდავობის იდეოლოგიის დამამკვიდრებელი `იეჰოვას მოწმეები~, როგორც უკვე აღინიშნა, ცდილობენ ბიბლიისეული ტექსტი ისე შეცვალინ, რომ მათი, ეშმაკისაგან თავსმოხვეული, ე.წ. ნააზრევის დამამტკიცებელი დოკუმენტი შექმნან.
ბიბლიისეული _ `არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ~, მიგვანიშნებს უფალი ღმერთის ღვთაებრივი სულის იმ ნაწილზე, რომელი ნაწილიც _ `შთაბერა მის ნესტოებს~, და რომლის შემდეგაც, ადამმა მიიღო რა `სიცოცხლის სუნთქვა~, ანუ _ სული, იქცა კიდეც _ `ცოცხალ არსებად~.
`იეჰოვას მოწმეთა~ ე.წ. `თარგმანში~ კი _ აღარსად ჩანს ადამიანის სული, და ხელოვნურად შექმნილი (ანუ _ არაბიბლიური) აქცენტი გაკეთებულია იეჰოვას, ანუ უფალი ღმერთის სულზე _ `თქვა იეჰოვამ: მუდამ არ მოუთმენს ჩემი სული ადამიანს~. ბიბლიური ტექსტის ასეთი შეცვლა-დამახინჯება, წინადადებას _ ყოვლად გაუგებარ კავშირში მყოფ სიტყვათა ერთობად აქცევს. მათი აზრით, რადგანაც ადამიანი _ `მხოლოდ ხორცია~, ამიტომ _ `მუდამ არ მოუთმენს ჩემი სული ადამიანს~-ო, თითქოსდა _ `თქვა იეჰოვამ~.
სწორედ ამათზეა ნათქვამი _ `შენი არ იცოდე, სხვისი არ გესმოდესო~. ნუთუ ასე ძნელი მისახვედრია, რომ წმიდა წერილი ის _ ნაჭერი არაა, საიდანაც შენს სხეულზე მორგებული ტანსაცმელი რომ უნდა შეიკერო, და ამ მიზნით მიჭრა-მოჭრა იგი.
წმიდა წერილი _ უზენაესი ძალიდან მომდინარე ის ღვთაებრივი სიბრძნეა, რომლის _ `... არცერთი წინასწარმეტყველება თავისთავად არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სულის წმიდის შთაგონებით წარმოსთქვამდნენ მას ღმერთის წმიდა კაცნი~ (II პეტრე 1,20-21).
თუმცა პეტრე მოციქული იქვე ისეთ შეგონებასაც იძლევა, რომელიც, ბოლო ჟამისეული კუთხით, უკვე თავისი კონკრეტული ადრესატისკენაა მიმართული _ `იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე როგორც თქვენ (აქ _ ბოლო ჟამში) გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარსაწყმედელ მწვალებლობას, უარყოფენ მის გამომსყიდველ უფალს, და თვითონვე დაიტეხენ მსწრაფლ წარწყმედას თავზე (II პეტრე 2,1).
აღნიშნული ჩანართის შემდეგ, მოდით ისევ _ დაბ. 6,3 –ისეულ ტექსტს დავუბრუნდეთ, რომელშიც ასეთი ორი მინიშნებაა მოცემული:
1. `არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ~, რაც თავის თავში მოიცავს იმის შეცნობასაც, რომ `სული~ _ მარადისობისთვის, ანუ საუკუნო ყოფისთვი აუცილებელი თვისების _ უკვდავობის არსის მატარებელი ფენომენია;
2. მეორე მინიშნება, უკვე გვიხსნის იმ მიზეზს, თუ რის გამო `არ დარჩება~ უფალი ღმერთისაგან მომდინარე (`შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა~), ანუ უკვდავების არსის მატარებელი _ `სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი~ (დაბ. 6,3).
ადამისა და ევას ცოდვითდაცემის აღმწერი თხრობიდან ვიცით, ადამის მოდგმისადმი განკუთვნილი, უფალი ღმერთისმიერი განაჩენი _ `პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი~-ო (დაბ. 3,19).
როგორც ითქვა, ადამიანის სხეულთან მიმართებაში ასეთი მინიშნებაა ბიბლიაში _ `გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან...~ (დაბ. 2,7). ღვთაებრივი განაჩენი, სწორედ ადამის სხეულს მიემართება _ მისი ყოფაა: პიროფლიანი (ანუ წვალებით _ შრომით) ჭამდეს პურს~, და ეს გაგრძელდება მანამდე _ `ვიდრე მიწად მიიქცეოდეს~; და იქვე განგვემარტება ამის მიზეზი _ `რადგან მისგანა ხარ აღებულიო~. ამდენად, ადამის მოდგმის სხეული, ანუ ის ნაწილი, რომელიც `მიწის მტვერისაგან~ არის აღებული _ არაა მარადიული, _ `რამეთუ მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე~-ო (5, გვ.70).
მაშასადამე, ადამიანის სხეული, რადგანაც `მიწის მტვერისაგაა~ აღებული, და კვლავ მიწადვე უნდა მიიქცეს, ვერ იქნება ის `ადგილი~, სადაც შეიძლება დარჩეს _ `სული ადამიანში საუკუნოდ~.
სულისა და სხეულის ერთობას _ `ცოცხალ არსებად~ ყოფნა, ანუ _ ცოცხალი, ხოლო სულისა და სხეულის გაყრას _ სიკვდილი ჰქვიაო, ზემოთაც ითქვა.
ამასთანავე, თურმე ადამიანის სხეული, სულთან გაყრის შემდეგ, კვლავ მიწადვე მიიქცევა (დაბ. 3,19), და ამ გაგებით _ საერთოდ ქრება: `რადგან ხორცია იგი~ (დაბ. 6,3), ანუ ხრწნადი არსია.
სულხან-საბას მინიშნებით _ `ხრწნა დაPსნა კავშირთა და დარღვევა (+ ხოლო) ხრწნილებისა სახე ორსა დაჰნიშნავს: დაჰნიშნავს ხრწნილებისა, სრულად დაPსნასაცა და უჩინო ქმნასა Pორცთასა კავშირთა (ნივთთა) მიმართ, რომელთაგან შემოკრულ იყოს (და) კვალად დაჰნიშნავს... სიკვდილსა, რომელ არს სულისა და Pორცისა განყოფა...~ (11, გვ.430).
მოდით მოვიძიოთ ბიბლიური მინიშნებები, სადაც სიკვდილის შემდგომად _ სულის მდგომარეობითი ყოფის თაობაზე გვეუწყება.
მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, ასე მიმართავს მისი ნახვით შეცბუნებულ მოწაფეებს _ `... იესუ ჩადგა მათ შორის, და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ, ასე ეგონათ სულსა ვხედავთო. მაგრამ იესუმ უთხრა მათ: რას ძრწიხართ, ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს; ეს მე ვარ თვითონ; შეხედეთ და დარწმუნდებით, რადგანაც სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი, როგორც ხედავთ, მაქვს~-ო (ლუკა 24,36-39).
მაშასადამე, თუკი ხორცი _ მიწაა და მიწადვე უნდა მიიქცეს, ანუ ხრწნადობისა გამო _ უნდა საერთოდ გაქრეს; სულ სხვა მდგომარეობაა _ სულთან მიმართებაში. სიკვდილის, ანუ სხეულიდან გამოსვლის, გაყრის შემდეგ, სული, თურმე, გადადის ისეთ მდგომარეობაში, სადაც _ `სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები~ (ლუკა 24,36-39).
ამდენად, სიკვდილის შემდგომად, სიცოცხლეში ურთიერთ თანაარსებობაში მყოფი სულისა და ხორცის ხვედრი ასეთია: სხეული მიწადვე იქცევა, ანუ განქარდება (გაიხრწნება); ხოლო _ სული, კვლავ აგრძელებს ყოფას, ოღონდ ისე, რომ ამ მდგომარეობაში მას უკვე _ `არც ხორცი აქვს და არც ძვლები~.
მოდით ეხლა, მაცხოვრის მიერ ნათქვამი კიდევ ერთი მინიშნება გავიხსენოთ, რომელიც _ მდიდარ კაცსა და გლახაკ ლაზარეს შეეხება. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ _ `მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს~ (ლუკა 16,22).
`თარგმანში~ ეს ადგილი ასეა აღწერილი _ `გავიდა დრო, მოკვდა მათხოვარი და ანგელოზებმა აბრაამის მკერდთან მიიყვანეს. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს~ (1, გვ.1380).
ცნება _ `აბრაამის წიაღი~, გულისხმობს იმ `ადგილს~, ანუ `წიაღს~, სადაც აბრაამია _ `წიაღი კალთა და უბე, გინა ადგილი... წიაღად იწოდების აბრა(ჰა)მ...~ (11, გვ.376).
ამავე სიტყვის განსხვავებული შინაარსის მატარებელია იოანე მახარებელისეული მინიშნება _ `ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა~ (იოანე 1,18).
აქ მოცემული _ `მამის წიაღი~, უკვე არა (მარტო) იმას გულისხმობს, რომ მხოლოდშობილი ძე იყო იმ წიაღში, სადაც მამაა; არამედ უპირველეს ყოვლისა იმაზე(ც) მიგვანიშნებს, რომ მხოლოდშობილი ძე _ `იყო მამის წიაღში~, ანუ _ მამაში, რამეთუ უფალი, შემდეგ, ასეთ განმარტებასაც იძლევა _ `მე მამაში ვარ, და მამა ჩემშია~-ო (იოანე 14,11).
ებრძვიან რა სამების ერთარსობის ამსახველ დოგმატს, `იეჰოვას მოწმეები~, ცვლიან ბიბლიისეულ _ `მამის წიაღში~, `თარგმანისეული~ _ `მამის მკერდთან~-ით (იხ. 1, გვ.1397), რაც, საბოლოო ჯამში, მათი იდეოლოგიის დამადასტურებელი ტექსტის მიღების `მორიგი~ მცდელობაა მხოლოდ.
აბრაამთან მიმართებაში, აღნიშნული _ `აბრაამის მკერდთან მიიყვანეს~, თხრობაში გადმოსაცემი აზრის შეუსაბამო წინადადებაა, და აშკარად ვერ შეედრება _ `მიიყვანეს იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა~-ს (6, გვ.168).
დავუბრუნდეთ თხრობას. ბიბლიაში, სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელშიც ადამიანური ცნობიერებისათვის დამკვიდრებული, ანუ არსებული რეალობისაგან განსხვავებულ ფაქტზეა მინიშნება.
პირველი ასეთი ფაქტი, წარღვნამდელ დროშია მომხდარი ¬_ `სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა~ (დაბ. 5,23-24).
აღნიშნულის განმარტებისას ალ. ლოპუხინი ბრძანებს _ `დადიოდა ღმერთთან ენოქი~ (`დადიოდა ღმერთის წინაშე ენოქი~)... მსგავსი გამოთქმა არაერთხელ გვხვდება ბიბლიაში (დაბ. 6,9; მიქ. 6,8; მალ. 2,6 და სხვა), იგი ყველგან აღნიშნავს ადამიანის ცხოვრების საღვთო ზნეობის თანახმად წარმართვას. ენოქი ისე ღრმად განიმსჭვალა ღვთიური ყოვლადძლიერების და ყოველგანსუფევის განცდით, რწმენისა და სულიერების თვალით შეეძლო დაენახა მუდამ მის წინაშე მყოფი უფალი, რომელთანაც ათანხმებდა ყოველ გადადგმულ ნაბიჯს და ყველა თავის მოქმედებას...
`... და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა~ _ ენოქი არა აბსოლუტურად მოისპო, არამედ იდუმალებით მოცული გაქრა... ენოქის მიწიერი ცხოვრების დასასრული სრულიად არ ჰგავდა დანარჩენი პატრიარქებისას...~ (2, გვ.91-92).
ენოქთან მიმართებაში პავლე მოციქული გვაუწყებს _ `რწმენით გარდაიცვალა ენოქი ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი; და აღარ იქმნა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი. ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს~ (ებრ. 11,5).
მეორე ასეთი შემთხვევა, უკვე ძველი აღთქმის წარღვნის შემდგომი დროის აღმწერ ტექსტშია მოცემული და ელია წინასწარმეტყველს ეხება _ `როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი~ (IV მეფ. 2,11).
და აი, ახალი აღთქმა, რიგით მესამე, თუმცა თავისი არსით აქამდე არმომხდარ იმ ღვთაებრივ მოვლენას გვაუწყებს, რასაც მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესუ ქრისტეს ზეცად ამაღლება ჰქვია _ `ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად, და ღრუბელმა აიტაცა იგი მათ თვალთაგან~ (საქ. 1,9).
ბიბლიის სამი პირობითაი ნაწილის: წარღვნამდელი, წარღვნის შემდგომი [ძველი აღთქმა] და ახალი აღთქმისეული ტექსტის _ ენუქთან, ელიასა და უფალ იესუ ქრისტესთან მიმართებაში მოცემული თხრობა, დიახაც რომ განსხვავებულია _ ადამის მოდგმაში დამკვიდრებული, უფალი ღმერთისმიერი განაჩენისა _ `პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტევერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი~ (დაბ. 3,19).
ყოველივე გავიხსენეთ იმისათვის რათა უფრო გასაგები ყოფილიყო მაცხოვრისეული მინიშნება _ `მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამ, და ლაზარე მის წიაღში~ (ლუკა 16,22-23).
ზემოთგანხილული სამი შემთხვევა _ სულისა და ხორცის ერთ არსში მყოფთა ზეცად ამაღლებას რომ იუწყება, სრულიად განსხვავებულია განსახილველ თხრობაში აღწერილისაგან. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, კერძოდ აბრაამის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ _ `აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას სამოცდათხუთმეტი წელი. აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს. დამარხეს იგი...~ (დაბ. 25,7-9).
მაშასადამე, `მოკვდა აბრაამი~, ანუ მისი სული და ხორცი დაშორდა ერთმანეთს, და _ `დამარხეს იგი~, რათა შესრულებულიყო ადამიანის სხეულისადმი გამოტანილი უფალი ღმერთის განაჩენი _ `მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი~ (დაბ. 3,19).
სახარებისეული _ `აბრაამის წიაღში აიტაცეს~, გულისხმობს აბრაამის სხეულს გაყრილი _ სულის ახალ სამყოფელს, ანუ _ `წიაღს~, სადაც არის აბრაამის სული, რომელსაც ამ მდგომარეობაში _ `არც ხორცი აქვს და არც ძვლები~ (ლუკა 24,29).
`მოკვდა გლახაკი~, ასევე გულისხმობს: მისი ხორცის _ დამარხვას, და სულის _ სხვა არსში გარდასვლას.
მაცხოვრისეული ეს თხრობა, ბიბლიის მთელი კონტექსტის ორგანული ნაწილია, და მთლიანად აბათილებს `იეჰოვას მოწმეთა~ იმ უსუსურ იდეოლოგიას, სულის უკვდავების არსს რომ ეწინააღმდეგება.
`თარგმანის~ დანართი იუწყება _ `ქმნილების სული მოკვდავია~ (1, გვ.1748), და ეს მაშინ, როდესაც ბიბლია საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს, კერძოდ:
_ ადამიანი ორი არსისაგან: მოკვდავი (`მიწის მტვერისაგან~ ქმნილი) სხეულისა, და `მის ნესტოებში~ `შთაბერილი~ `სიცოცხლის სუნთქვისაგან~ შედგება, და რომ სწორედ მათი თანამყოფობისეულ დროშია ადამიანი `ცოცხალი არსება~ (იხ. დაბ. 2,7);
_ ამ ორი არსიდან, უფალი ღმერთის მიერ ადამისადმი გამოტანილი განაჩენი მხოლოდ მის სხეულს შეეხება: `პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი~ (დაბ. 3,19);
_ სულის მოკვდავობისეული იდეოლოგიის გასატარებლად, `იეჰოვას მოწმეები~ იძახიან: `ცოცხალი ადამიანი სულია~-ო (1, გვ.1748), რაც შემდგომში მათ საშუალებას აძლევს `დაასკვნან~, რომ ადამიანის სიკვდილი, თითქოსდა სულის სიკვდილსაც ნიშნავს, ანუ _ `ქმნილების სული მოკვდავია~-ო (1, გვ.1748);
_ აღნიშნულის საპირისპიროზე გვანიშნებს პავლე მოციქული, რომელიც ბრძანებს: `... რომელმა კაცთაგანმა იცის კაცისა, თუ არა კაცის სულმა, რომელიც არის მასში?..~ (I კორ. 2,11).
`თარგმანის~ ავტორებმა ამ მუხლის დამახინჯება (ჯერ-ჯერობით ?!) ვერ შეძლეს, და ასე წარმოადგენენ _ `რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულმა, რომელიც მასშია?..~ (1, გვ.1505).
მაშასადამე, `კაცის სული~ არის სხეულისაგან სრულიად განსხვავებული არსი _ `... რომელიც არის მასში~, ანუ _ სხეულში, რომელი სხეულიც `მიწის მტვერისაგანაა~ შექმნილი და შემდგომში მიწადვე უნდა მიიქცეს (იხ. დაბ. 2,7 და 3,19).
ამდენად, ადამიანის სხეული _ `მიწისაგანაა~ აღებული, და სიკვდილის შემდგომად _ კვლავ მიწად უნდა მიიქცეს; ხოლო კაცის სული _ `რომელი არს მის თანა~ (I კორ. 2,11) სხვა გარემოში ხვდება (გადაინაცვლებს), და შესაბამისად სხვა მდგომარეობაში მყოფობს.
მაცხოვრისეული მინიშნების თანახმად გამოკვეთილია ორი გარემო: 1. `აბრაამის წიაღი~, და 2. `ჯოჯოხეთი~ (იხ. ლუკა 16,22-23).
დიახ, უფლისმიერი მონათხრობით ვგებულობთ, რომ არის _ წიაღი სულისა, სადაც დამკვიდრებულია აბრაამის სხეულს განრიდებული სული, და სადაც, სიკვდილის შემდეგ, ხვდება გლახაკი ლაზარეს სხეულს განრიდებული სული;
პარალელურად ამისა, არის _ წიაღი სულისა, სადაც სიკვდილის შემდეგ ხვდება მდიდარის სხეულს განრიდებული სული, და ესაა _ `ჯოჯოხეთი~ _ `... მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი, და იხილა შორს აბრაამ, და ლაზარე მის წიაღში~ (ლუკა 16,22-23).
ბუნებრივია, რომ ახლად გარდაცვლილი გლახაკი ლაზარე, საუკუნეების წინათ აღსრულებულ აბრაამის სხეულს ვერ იხილავდა, რამეთუ ეს უკანასკნელი უკვე _ მიწადვე იყო ქცეული. აქ აღწერილია _ სულთა წიაღი, სადაც მომხდარ აბაამისა და გლახაკი ლაზარეს სულების შეხვედრაზეა საუბარი.
მაცხოვრისეული მინიშნებით _ ეს ორი წიაღი, გარდაცვალების შემდეგ _ ადამიანის სხეულს გაყრილი სულების განსაკუთრებელი ადგილსამყოფრლია. აბრაამისა და მდიდრის სულებს შორის გამართული საუბრიდან ვგებულობთ _ `... ჩვენსა და თქვენს შორის განმტკიცებულია დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან ჩვენსკენ~ -ო (ლუკა 16,26).
ზემოთქმული, მთლიან კონტექსტში გააზრების შემდეგ, ვფიქრობთ, ნათლად გამოკვეთავს, რომ ადამიანის ორი შემადგენელი არსიდან _ სხეული მოკვდავია, რამეთუ მიწისაგანაა აღებული და მიწადვე მიიქცევა; ხოლო _ სული უკვდავია, რომელიც სხეულს განრიდებულ მდგომარეობაში, ან _ აბრაამის წიაღში, ან _ ჯოჯოხეთში იმყოფება.
`იეჰოვას მოწმეები~ ებრძვიან რა ყოვლადწმიდა სამების დოგმატს, ცდილობენ დაამკვიდრონ იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ადამიანი, არა ხორცისა (სხეულის) და სულის ერთობაა, არამედ მხოლოდ _ სულისმიერი ხორცია, და რომ მისი სიკვდილი, სწორედ ამ _ სულისმიერი ხორცის მოკვდინებაა; ეს კი, მათი აზრით, ადასტურებს, მათ მიერვე შეთხზულ თეზას _ `ცოცხალი ადამიანი სულია~, და `ქმნილების სული მოკვდავია~ (1, გვ.1748).
აქვე უნდა ითქვას, რომ ტერმინი _ `სულიერი~, რომელიც ადამიანის, როგორც `ცოცხალი არსების~ (დაბ. 2,7) ცნების გადმომცემია, და _ ხორცისა და სულის ერთობაში მყოფ მდგომარეობას აფიქსირებს, მართლაც შეიძლება გამოვიყენოთ ცოცხალი ადამიანის აღმნიშვნელ სინონომად.
ასე მაგალითად, გამოთქმა _ `ორსული~, დედისა (`ერთი სული~) და მასში მყოფი ჩანასახის (`მეორე სული~) ერთად მყოფობის მდგომარეობას აღწერს. ამ შემთხვევაში ტერმინი _ `სული~, ცოცხალი ადამიანის მდგომარეობის არსის გადმომცემია;
ან კიდევ, გამოთქმა-კთხვა: `რამდენი სული ცხოვრობს სახლში?~, ტერმინში _ `სული~, ასევე მოიაზრებს ცოცხლად მყოფ ადამიანს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი მხოლოდ _ სულისმიერი ხორცია, და სხეულთან ერთად სულიც კვდება.
ამდენად, ცალკეულ კონტექსტში, ტერმინი _ `სული~, შეიძლება ცოცხალი ადამიანის აღმნიშვნელადაც იქნეს გამოყენებული, რომელიც თავის თავში _ `სულიერის~ მცნებასაც მოიცავს.
`იეჰოვას მოწმეები~ თავისი ცრუ იდეოლოგიის გასამყარებლად არასწორად უთითებენ ბიბლიის ერთ ფრაგმენტს. კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ _ `იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ეს რა ანდაზა გაქვთ, Iსრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? Vფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელშო! აჰა, ჩემია ყველა სული (აქ _ `სულიერი~ - გ.ს.): როგორც მამის სული, ისე შვილის სული (ანუ ყველა სულიერი _ გ.ს.) მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს~ (ეზეკ. 18,1-4).
აქ, კონტექსტიდან ამოგლეჯით, იმის თქმა, რომ მითითებული _ `სული უნდა მოკვდეს~, თითქოსდა ადამიანის სხეულთან ერთად, მისი სულის მოკვდავობაზეც მიგვანიშნებსო _ არ შეიძლება.
ბიბლიის ამ მონაკვეთში ზოგადად სულიერზე _ მამასა და შვილზე, და მათ ყოფაზეა მინიშნება. ამ შემთხვევაში ტერმინი _ `სული~, გულისხმობს ¬_ ცოცხალ ადამიანს, და `მამის სული~ _ მამაზე, ხოლო `შვილის სული~ _ შვილზე გვითითებს, რომლებიც ერთმანეთის ცოდვებზე კი არ აგებენ პასუხს, არამედ მხოლოდ მათ მიერვე ჩანადენის გამო მიიღებენ საკადრისს. მითითებული _ `ცოდვილი სული უნდა მოკვდეს~, გვამცნობს მამასა და შვილთაგან იმ _ `სულის~, ანუ _ `სულიერის~, ცოცხლად მყოფი არსის მომავალ ხვედრს, რომელიც ცოდვილი აღმოჩნდება თავისივე ჩანადენიდან გამომდინარე.
სახარებაში ვკითხულობთ _ `ყველა (აქ _ მამაც, და _ შვილიც) საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა (ამ `ყველაში~, ანუ _ `სულიერში~) ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს~ (იაკობისა 1,14-15).
ზემოთქმული, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ბიბლია მთლიან კონტექსტში გასააზრებელი წმიდა წერილია, საიდანაც, არასწორად ამოღებული ფრაგმენტი, მხოლოდ ასეთი საქციელის ჩამდენისათვის აღმოჩნდება საშიში და ზიანის მომტანი.
აღნიშნულ მონაკვეთზე საუბარი, პავლე მოციქულის იმ სიტყვებით გვინდა დავამთავროთ, რომელშიც, გარდა მინიშნებული აზრისა, კარგად ჩანს ცოცხალ ადამიანში, ანუ _ სულიერში, ერთად მყოფი ორი არსი: სული და ხორცი _ `მე ვამბობ: სულისაებრ იარებოდეთ, და ნუ აღასრულებთ ხორციელ სურვილს. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, და სულს _ ხორცის საპირისპიროდ, ისინი ერთიმეორეს ეურჩებიან, რათა ვერ იქმოდეთ იმას, რაც გსურთ~ (გალ. 5,16-17).
ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
მე-8 ნაწილი
ცნება _ „სამარე“-ს მართებული აღქმისათვის
`იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგია, ებრძვის რა სულის უკვდავების დოგმატს, მორიგ უკიდურესობაში ვარდება. ამტკიცებენ რა, რომ თითქოსდა _ `ქმნილების სული მოკვდავია~ (1, გვ.1748), აქედან გამომდინარე `თავისთავად~ ხდებიან _ სიკვდილიდან მოყოლებული განკითხვამდელ დროში მყოფი სულის _ შესაძლო ადგილსამყოფელის საერთოდ არსებობის უარმყოფელნიც.
მათი ლოგიკა `მარტივია~ _ თუკი (მათი აზრით) სული მოკვდავია, მაშინ სიკვდილის შემდგომად არანაირი `ადგილი~ მას (აქ _ სულს) უკვე აღარ სჭირდება _ ადამიანი (მათი აზრით) მხოლოდ სულისმიერი ხორცია, რომელიც ადამიანის (აქ _ სულის) სიკვდილთან ერთად ქრება (გაიგივებულია _ `ხორცთან~, რომელიც _ `მიწაა და მიწადვე იქცევა~).
მათი ამ `ნააზრევის~ სხვებისთვისაც თავზე მოხვევას შესაბამისი იდეოლოგიური საფუძველი სჭირდება, და აი, რა მოიფიქრეს _ ბიბლიაში დაფიქსირებული: `ჯოჯოხეთი~-ს ცნება (ტერმინი) საერთოდ ამოიღეს, და მის მაგივრად სიტყვა (ტერმინი) `სამარე~ ჩაწერეს.
`თარგმანის~ დანართში ვკითხულობთ _ `შეოლ, ჰადეს _ კაცობრიობის საერთო სამარე. ებრ. ... (შეოლ); სირ. ... (შიულ); ბერძ. ... (ჰადეს); ლათ. ... (ინფერნუს), ჯოჯოხეთი _ არაზუსტი თარგმანია~ -ო (1, გვ.1749).
მათ მიერ ჩატარებული ე.წ. კვლევის შედეგები ასეთია _ `ებრაულ წერილებში სიტყვა შეოლ 66 მუხლში გვხვდება და `ახალი ქვეყნიერების თარგმანში~ ნათარგმნია სიტყვით სამარე... ბერძნული სეპტუაგინტა შეოლს ძირითადად ჰადესად თარგმნის... სიტყვა ჰადეს, როგორც ჩანს, უხილავ ადგილს ნიშნავს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების `ახალი ქვეყნიერების თარგმანში~ ის ათ მუხლში გვხვდება და ნათარგმნია როგორც სამარე...~ (1, გვ.1749).
მოდით ვცადოთ გავერკვეთ, თუ რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ტერმინებთან _ `ჯოჯოხეთი~ და `სამარე~ მიმართებაში გამოვლენილი მათი ეს, ვითომცდა, უწყინარი ჩანაცვლება.
`თარგმანის~ დანართიდან იმასაც ვგებულობთ, რომ `იეჰოვას მოწმეებმა~ ზოგადად იციან, თუ რა განსხვავებაა ჯოჯოხეთსა და სამარეს (სამარხს) შორის _ `... ებრაული სიტყვა შეოლის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. როგორც ჩანს, იგი იწარმოება ებრაული ზმნისაგან _ შაალ, რაც თხოვნას ან მოთხოვნას ნიშნავს... ებრაული სიტყვა ქევერ კი ცალკეულ საფლავს ან სამარხს ნიშნავს...~ (1, გვ.1749).
ბუნებრივადა იბადება კითხვა _ თუკი მათ იციან, რომ ებრაული სიტყვა _ `შეოლი~, სულაც არ ნიშნავს _ `ცალკეულ საფლავს~, რომელიც ებრაული სიტყვა _ `ქევერ~-ის შესატყვისია, მაშინ რატომღა ცვლიასნ თარგმანში სიტყვა _ `შეოლს~, ქართული `სამარე~-თი?
მათ, თურმე, ისიც იციან, რომ ბერძნული სიტყვა _ `... ჰადეს იგივეა, რაც შეოლ, და კაცობრიობის საერთო სამარეს (??? – გ.ს.) ნიშნავს (იგი განსხვავდება ბერძნული სიტყვისაგან _ ტაფოს, რაც ცალკეულ საფლავს ნიშნავს)...~ (1. Gვ.1750).
ქართულში სიტყვა _ `სამარა საფლავი(ა)~ (11, გვ.37), და განსახილველი კუთხით, სწორედაც რომ _ იმ ცალკეულ საფლავზე მიგვანიშნებს, რასაც ებრაული _ `ქევერ~, და ბერძნული _ `ტაფოს~ ცნება შეესაბამება, და არავითარი კავშირი არა აქვს ებრაული _ `შეოლით~ და ბერძნული _ `ჰადესით გადმოცემულ სიტყვის შინაარსთან. მაშ რაშია საქმე?
პასუხი, ვგონებთ რომ, ძალიან მარტივია _ `იეჰოვას მოწმეებს~, სურთ რა დაამტკიცონ, რომ _ სულო მოკვდავია, ადამიანის სიკვდილისმიერ მდგომარეობას _ სამარესთან აიგივებენ; მათი აზრით სამარე _ `... მიწას უკავშირდება. ყოველთვის მკვდრებთან ასოცირდება და ნიშნავს უბრალოდ კაცობრიობის საერთო სამარეს (??? – გ.ს.), ანუ მკვდრების ადგილს მიწაში (და არა ზღვაში)~ (1, გვ.1749).
აქ გადმოცემულის ჩანაფიქრიც ადვილად ამოსაცნობია _ იციან რა, რომ ადამიანის სხეული _ `მიწაა და მიწადვე უნდა მიიქცეს~ (იხ. დაბ. 2,7 და 3,16), სიკვდილის შემდგომად მის ადგილს _ სამარედ გვითარგმნიან.
საქმე იმაშია, რომ _ სამარე (იგივე _ `ქევერ~, ან _ `ტაფოს~) გარდაცვლილი ადამიანის _ სხეულის სამყოფელია, ანუ ის ადგილია, სადაც იგი `მიწადვე უნდა მიიქცეს~; ხოლო _ ჯოჯოხეთი კი, ადამიანის სხეულს გაყრილი სულის ის სამყოფელია, სადაც ცოდვილთა სულები არიან თავმოყრილნი (იხ. ლუკა 16,24-31).
ფსალმუნში ვკითხულობთ _ `დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი... ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად. რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას~ (ფსალმ. 15,1; 9-10).
`თარგმანში~ კი, მითითებული ტექსტი ასეა წარმოდგენილი _ `... ჩემი სხეულიც უსაფრთხოდ იქნება. შენ არ დაუტევებ ჩემს სულს სამარეში, არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი იხილოს~ (1, გვ.754).
ფსალმუნში, ადამიანის ორივე არსია მოცემული _ `ხორცი~ (`სხეული~) და `სული~, და მომავალში (აქ _ სიკვდილის შემდგომ) მათი შესაძლო ადგილსამყოფელიცაა გამოყოფილი: სხეულისათვის ესაა _ სამარე, ანუ საფლავი (სადაც `ხორცი~ _ `მიწადვე უნდა მიიქცეს~); ხოლო (ცოდვილთა) სულისათვის ესაა _ ჯოჯოხეთი.
`თარგმანში~, სიტყვა _ `ჯოჯოხეთის~, `სამარედ~ შეცვლით, `იეჰოვას მოწმეებს~ საკვლევი საკითხი, მათი ნააზრევისდა მიხედვით, გადაჭრილი ჰგონიათ.
`იეჰოვას მოწმეებმა~, ასევე შეცვალეს მაცხოვრისეული სიტყვები _ `... მოკვდა მათხოვარი და ანგელოზებმა აბრაამის მკერდთან მიიყვანეს. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. სამარეში ტანჯვაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და შორიდან დაინახა აბრაამი და მის მკერდთან ლაზარე~ (ლუკა 16,22-23; იხ. 1, გვ.1380).
აქ, ნაცვლად: `აბრაამის წიაღისა~ _ `აბრაამის მკერდთან~, ხოლო ნაცვლად `ჯოჯოხეთისა~ _ `სამარე~ დაწერეს. მაგრამ, ერთი `გამოეპარათ~. მაცხოვარი გვაუწყებს თუ რა საუბარი იმართება ჯოჯოხეთში მყოფ მდიდრის გარდაცვლილ სულსა და ჯოჯოხეთიდან მოცილებით არსებულ წიაღში მყოფ აბრაამის სულს შორის (იხ. ლუკა 16,24-31).
ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ თუკი `იეჰოვას მოწმეებს~ დავუჯერებთ, რომ თითქოსდა _ სული კვდება, მაშინ როგორღა შეიძლება _ აბრაამის, მდიდარისა და გლახაკის სულებმა ერთმანეთთან ისაუბრონ?
ამ კითხვის პასუხი, რომელიც ბიბლიისეულ თხრობაზეა დამყარებული, ასეთია _ გარდაცვალების შემდეგ, ადამიანის, მხოლოდ _ სხეული კვდება, რადგან იგი `მიწაა და მიწადვე (უნდა) მიიქცეს~, ხოლო _ სული უკვდავია, რომელიც, მიწიური საქმიანობის შესაბამისად, განკითხვამდე, ან _ აბრაამის წიაღში (ძველი აღთქმა), ანუ _ სამოთხეშია (ახალი აღთქმა), ანდა _ ჯოჯოხეთში მყოფობს.
`იეჰოვას მოწმეები~ გვმოძღვრავენ _ `წმიდა წერილებში ჰადესს და შეოლ სიკვდილთან და მკვდრებთან ასოცირდება და არა სიცოცხლესა და ცოცხლებთან (გმც. 20:13). Eეს სიტყვები არ გულისხმობს არც სიამოვნებას და არც ტანჯვას და მათზე გაკვრითაც კი არ მიუთითებს~-ო (1, გვ.1750).
მათ მიერ დამოწმებული გამოცხადების მითითებულ მუხლში ვკითხულობთ _ `და დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში. და საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი~ (გამოცხ. 20, 13).
`თარგმანში~ კი ეს ადგილი ასეა გადმოცემული _ `ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები...~ (1, გვ.1641).
თუ არა ეშმაკისაგან ტვინარეულ ადამიანთა მდგომარეობა, ისე სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება _ ჰადესსა და შეოლზე, ანუ ჯოჯოხეთში მყოფთა არსის გადმომცემ სიტყვებზე დაწერო _ `ეს სიტყვები არ გულისხმობს არც სიამოვნებას (??? – გ.ს.) და არც ტანჯვას და მათზე გადაკვრითაც კი არ მიუთითებს~-ო (1, გვ.1750).
გამოცხადებაში ვკითხულობთ _ `და სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი~ (გამოცხ. 20,14); ხოლო `თარგმანის~ ავტორები წერენ _ `სიკვდილი და სამარე (??? –გ.ს.) ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ცეცხლის ტბა მეორედ სიკვდილს ნიშნავს~ -ო (1, გვ.1641).
ნახეთ რა შეუსაბამობამდე მიდიან (დადიან) `იეჰოვას მოწმეები~: მათი აზრით, თურმე _ `ცეცხლის ტბა მეორედ სიკვდილს ნიშნავს~; ამ დროს, ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ _ `ცეცხლის ტბა~ კი არ `ნიშნავს~ `მეორედ სიკვდილს~, არამედ თავად პროცესის _ `საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი~ მომდევნო ქმედება _ `სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი~ (გამოცხ. 20,15).
ამდენად, `ცეცხლის ტბა~ კი არაა `მეორედ სიკვდილი~, არამედ, ჩანადენის საზღაურის შედეგი: `ცეცხლის ტბაში~ ჩავარდნაა _ მეორედ სიკვდილი _ `და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაი იგი ცეცხლისაი. და რომელიც არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა~ (გამოცხ. 20,14-15; იხ. 6, გვ,571).
ღმერთმა მოგვცეს ძალა ყველას, რათა შევიძლოთ თავი დავაღწიოთ ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დანთქმის ადგილში _ `ცეცხლის ტბაში~ მოხვედრას, რაც არის კიდეც _ `მეორე სიკვდილი~.
ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.
დასკვნის მაგიერ
მკითხველო! თქვენს წინაშე წარმოდგენილ წინამდებარე გამოკვლევაში, გადმოცემულია მხოლოდ მცირე (თუმცა ძირითადი) კომენტარი იმ უზუსტობების თაობაზე, რომელსაც შეიცავს `იეჰოვას მოწმეთა~ მიერ 2006 წელს ქართულ ენაზე დაბეჭდილი _ `ბიბლია ახალი ქვეყნიერების თარგმანი~.
როგორც აღინიშნა, ამჯერად, ჩვენ, ძირითადად, ამ ე.წ. `თარგმანში~ წარმოდგენილ დანართში `გაშუქებული~ საკითხების უზუსტობებისა, თუ წინასწარ გამიზნული ქმედების გამომზეურებით შემოვიფარგლეთ. იოანე მოციქული ბრძანებს _ `... იმიტომაც მოგვევლინა ძე ღმრთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი~-ო (I იოანე 3,8). ამიტომ, `თარგმანის~ მხილებისას ჩვენ სწორედ უფალ იესუ ქრისტეს მიერ გადმოცემული დებულებები გამოვიყენეთ. რამდენად შევძელით დასახული მიზნის მიღწევა ეს _ ღმერთის შესაფასებელია, რომელსაც გვინდა კიდეც შევთხოვოთ პატიება, ჩვენს მიერ უნებლიედ ჩადენილი არასწორი ქმედებისა გამო.
სახარება შეგვაგონებს _ `ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა~-ო (მათე 7,19). საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე _ განკითხვის დღეს მოსახდენზე მინიშნებაა, როდესაც ყველანი _ ჩვენივე სიტყვებისა და ქმედებების შესაბამისად მივიღებთ საკადრისს.
მტკიცედ გვწამს, რომ `იეჰოვას მოწმეთა~ საქართველოს წარმომადგენლობის წევრები, და ზოგადად, ამ იდეოლოგიის ყველა `გამზიარებელი~ _ ეშმაკის მახეშია გაბმული; სხვანაირი ახსნა მათი მხრიდან განხორციელებულ წმიდა წერილის შერყვნის მცდელობას (და სამწუხაროდ _ შედეგსაც, განხილული `თარგმანის~ სახით) არ შეიძლება ჰქონდეს.
ამიტომ, თანაბარი გულისტკივილით (ქრისტესმიერი სიყვარულით) გვინდა მივმართოთ ყველას _ `იეჰოვას მოწმეთა~ იდეოლოგებიდან დაწყებული, მათი რიგითი მიმდევრებით დამთავრებული _ გაფრთხილდით! რამეთუ დაწერილია _ `ნურც ვინ (აქ _ ეშმაკი, და მასზე მინდობილნი) გაცდუნებთ ფუჭი სიტყვით (აქ _ ე.წ. `თარგმანით~), ვინაიდან ამისათვის მოიწევა რისხვა ღმრთისა ურჩობის ძეთა თავზე. მაშ, ნუ იქნებით მათი (აქ _ ეშმაკის საქმეთა) თანაზიარი~ (ეფეს. 5,6-7).
თუმცა ერთიცაა _ მიწვდება კი მათ ყურს წინამდებარე თხრობაში გადმოცემული? აკი დაწერილია _ `... ყველა როდი ერწმუნა სახარებას, რადგან ესაია ამბობს: უფალო, ვინ ერწმუნა იმას, რაც ჩვენგან ისმინეს? ამრიგად, რწმენა სმენისაგან,ხოლო სმენა ღმრთის სიტყვსაგან~ (რომ. 10,16-17).
ჩვენი ვალი იყო _ ღიად გვეთქვა სათქმელი. სიკეთის კეთების სურვილით შეგვეგონებია მათთვის, რომ _ წმიდა წერილისადმი უდიდესი მოწიწებისა და რიდის გამოჩენაა საჭირო... მასთან ხელაღებითი დამოკიდებულება _ უარყოფით შედეგს გამოიღებს. ჩვენ, ჩვენი ვცადეთ _ `... ვისაც შეუძლია სიკეთის ქმნა, მაგრამ არა იქმს, ცოდვილია~-ო (იაკ. 4,17), შეგვაგონებს უფლის ხორციელ ძმად წოდებული იაკობი, რომელიც, იქვე დაფიქსირებულით, ჩვენი მცდელობის მთავარ მიზანს ასე გამოკვეთავს _ `ძმანო, თუ რომელიმე თქვენგანი (აქ _ `იეჰოვას მოწმეები~) გადაუხვევს ჭეშმარიტებას (აქ _ ბიბლიას), და თუ ვინმე მოაქცევს (აუხსნის, განუმარტავს, შეაგონებს) მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს, და დაჩრდილავს უთვლავ ცოდვას~-ო (იაკ. 5,19-20).
გვინდა შევთხოვოთ ღმერთს _ შეაძლებინოს `იეჰოვას მოწმეებს~, არჩევანის თავისუფლებიდან გამომდინარე, თავის თავში მოიძიონ ძალა ეშმაკის მიერ დაგებული მახიდან გამოხსნისათვის. გვახსოვდეს და _ `მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს და ბოროტს~ (ეკლ. 12,13-14). ამიტომ _ ვიდრე კიდევ დროა, განუდექით ეშმაკის ბნელ საქმეებს.
ვისაც ყური აქვს ისმინოს! ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება უკუნისამდე. ამენ!
გამოყენებული ლიტერატურა
_ ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემობა, თბ., 1989 წ.;
1. `ბიბლია ახალი ქვეყნიერების თარგმანი~, ბრუკლინი, აშშ, 2006 წ.;
2. ა. ლოპუხინი, `ბიბლიის განმარტებანი~, წიგნი I, თბ. 2000 წ.;
3. მ. სალუაშვილი, `ერთია ღმერთი (მამა, ძე და სულიწმიდა) და ერთია უფალი, ანუ _ ყოვლადწმიდა სამების ერთადერთი ძე უფალი იესუ ქრისტე~, თბ. 2004 წ.;
4. `მცხეთური ხელნაწერი~, თბ. 1985 წ.;
5. `წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, ნაკვეთი 1 _ შესაქმისაჲ, გამოსვლათაჲ~, თბ. 1989 წ.;
6. `ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი~, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს გამოცემა, თბ. 1963 წ.;
7. `უნდა გწამდეს სამება? არის იესო ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთი?~, გერმანია, 1997 წ.;
8. ნუგზარ პაპუაშვილი, `რელიგიის კარიბჭე~, თბ. 1996 წ.;
9. სულხან-საბა ორბელიანი, `ლექსიკონი ქართული~, ტ. I, თბ. 1991 წ.;
10. `ბიბლია~ (რუს.) `პო ბლოგოსლოვენიუ სვიატეიშეგო პატრიარხა მოსკოვსკოგო ი ვსეია რუსი ალექსეია II~, მოსკ., 1995 წ.;
11. სულხან-საბა ორბელიანი, `ლექსიკონი ქართული~, ტ. II, თბ. 1993 წ.;
12. `გამოიღვიძეთ! ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?~, აგვისტო, 2010 წ.;
13. `ახალი აღთქმა და ფსალმუნები~, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 1992 წ.;