საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“
დებულება
„მთავრდება ჟამი, და ბოლო წამიც ჩამოჰკრავს...
მეორედ მოსული
ქრისტე - გააპობს წყვდიადს!
მხოლოდ ის გადარჩება, ვინც საქმით ჩამოჰგავს,
უფლისგან კურთხეულ -
დავითს, ილიას, ზვიადს...“
საქართველოში შექმნილი ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისგამო,გადავწყვიტეთდავაფუძნოდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, რომელიც, ღმერთის ნებით,იქნება კიდეც, არსებული რეალობის აუცილებლობით ნაკარნახევი, ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ძირითადისაყრდენიძალა.
დე, უფლისმიერი სამართალიყოფილიყოსჩვენთან,ამ - მოსალოდნელ, ურთულეს ბრძოლაში. ამენ!
წინათქმა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციები ვგმობთ: ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას, და დასახული მიზნის მისაღწევად ვიბრძვით მხოლოდ - სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით. აქედან გამომდინარე უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ:
1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების
სამოქმედო საფუძველია:
- იბერიულ-კავკასიური ცნობიერება;
- საქართველოში არსებული ფაქტობრივი რეჟიმის სრული სამართლებრივი მიუღებლობა;
2. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების
სამოქმედო მიზანია:
- გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გაერთმთლიანება;
- საქართველოში 1991-1992 წ.წ. მოვლენების შედეგად დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა;
- ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;
3. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ში შემავალი ორგანიზაციების
პრიორიტეტული პრინციპებია:
- საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;
- საქართველოს: მუდმივი აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოდ გამოცხადება;
- საინფორმაციო საშუალებათა რეალური დამოუკიდებლობა;
- ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
სტრუქტურულ - ორგანიზაციული საკითხები
მუხლი 1
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება “უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ (შემდგომში გაერთიანება) ღიაა ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ინდივიდუალური წევრისათვის, რომელიც იზიარებს წინამდებარე დებულებას.
მუხლი 2
გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ინარჩუნებს სრულ ავტონომიურობას.
მუხლი 3
გაერთიანების წევრი ორგანიზაციები კისრულობენ ვალდებულებას მოახდინონ თავისი პოლიტიკური საქმიანობის ურთიერთკოორდინაცია და რიგ შემთხვევაში გამოდიან, როგორც - ერთი პოლიტიკური სტრუქტურა.
მუხლი 4
გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციები და ინდივიდუალური წევრები თავისუფალნი არიან თავიანთ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, თუ ეს დაკავშირებული არ არის გაერთიანების მუშაობასთან.
მუხლი 5
გაერთიანების მუშაობაში მონაწილეობას ღებულობენ:
- წევრი ორგანიზაციები, გადამწყვეტი ხმის უფლებით;
- ინდივიდუალური წევრების გამაერთიანებელი „მრჩეველთა საბჭო“, გადამწყვეტი ხმის უფლებით;
- გაერთიანების დარგობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელები, სათათბირო ხმის უფლებით;
- ცალკეულ შემთხვევებში:
ა) გაერთიანების ინდივიდუალური წევრები, სათათბირო ხმის უფლებით;
ბ) მოწვეული სტუმრები, სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 6
გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოა: „უფლისმიერი ლასკარი“, რომელიც შედგება:
1. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მიერ დელეგირებული ორ-ორი წარმომადგენლისაგან;
2. გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“,-ს სხდომაზე დამტკიცებული „მრჩეველთა საბჭოს“ ორი წარმომადგენლისაგან.
მუხლი 7
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“, სადამფუძნებლო შეკრების მონაწილე წევრი ორგანიზაციების პირველ სხდომაზე, ირჩევს - პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება “უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერს.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება “უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი
- ხელს აწერს მიღებულ გადაწყვეტილებებს,
- წარმოადგენს გაერთიანებას, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას.
შენიშვნა:
ა) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმირება ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს პირველ სხდომაზე;
ბ) გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებენ: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი და გაერთიანების სადამფუძნებლო სხდომის მონაწილე ინდივიდუალური წევრები.
მუხლი 8
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომა უფლებამოსილია ჩატარდეს, თუ მას ესწრება: გაერთიანების წევრ-ორგანიზაციათა ორი მესამედი.
მუხლი 9
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება [გარდა ახალი წევრი ორგანიზაციის მიღების თაობაზე] ხდება სხდომის მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით.
ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს: გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერს.
მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად გაერთიანების ყველა წევრისათვის.
მუხლი 10
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ავტომატურად ხდება - გაერთიანებაში შემავალი წევრების, გაერთიანებიდან გარიცხვის საფუძველი.
მუხლი 11
გაერთიანებაში ახალი წევრების მიღება/გარიცხვა:
1. წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა:
- გაერთიანებაში ახალი წევრი ორგანიზაციის მიღება/გარიცხვა ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანებაში შემავალი წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობის შემთხვევაში;
2. ინდივიდუალური წევრის მიღება/გარიცხვა:
- გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით, ახალი ინდივიდუალური წევრი მიიღება - კანდიდატის სტატუსით.
- კანდიდატის სტატუსის მქონე პირის, გაერთიანების - ახალ ინდივიდუალურ წევრად მიღება/გარიცხვა ხდება გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“ სხდომაზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 12
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სპიკერი სხდომის მონაწილეებთან ათანხმებს დღის წესრიგსა და სამუშაო რეგლამენტს.
მუხლი 13
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“, თავის გადაწყვეტილებათა მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ქმნის:
- სამსახურებს;
- პრობლემურ და დარგობრივ კომისიებს,
რომლებიც - ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს წინაშე.
მუხლი 14
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს მიერ ჩამოყალიბებული ყოველი ერთეულის - სტრუქტურა და სამოქმედო რეგლამენტი, დგინდება [მიიღება] კონკრეტულ შემთხვევაში, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს გადაწყვეტილებით.
მუხლი 15
გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სამსახურებსა თუ პრობლემულ და დარგობრივ კომისიებს ხელმძღვანელობს და აკომპლექტებს, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს მიერ დანიშნული, შესაბამისი სტრუქტურული რგოლის ხელმძღვანელი.
მუხლი 16
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“- ს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება, გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარი“-ს სხდომაზე, გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სრული თანხმობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
თბილისი
23-24 ივლისი, 2012 წელი
სადამფუძნებლო სხდომის მონაწილენი:
- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით:
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
- „სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“-ს სახელით:
სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი ელიზბარი [დიაკონიძე]
- იბერიულ-კავკასიური მოძრაობა "ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი"-ს სახელით:
სერგი საჯაია