სულის გადარჩენაზე მაფიქრალთა გასაგონად,
ანუ
მათთვის - ვინაც „წვეთში“ ყოფნის წილხვედრია
2013 წლის 18 მაისს, პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით: 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულია, პარტიის „ლასკარი“-ს თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილი;
ერთხმად იქნა დამტკიცებული - ორი პირობითი ნაწილისაგან შემდგარი საპრეზიდენტო პროგრამა: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.
გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი „ფეისბუქის“ მეგობართა [და არა მარტო მათდა] წინაშე, საჯაროდ გვინდა განვაცხადოთ:
ვითვალისწინებთ რა, რომ - ბიბლიაში, პრინციპით - ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - დეტალურადაა მოცემული ბოლო ჟამის თაობაზე არსებული კოდირებული ინფორმაციები;
ვითვალისწინებთ რა, რომ - ბოლო ჟამი - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინა დროის მონაკვეთია; და
ვითვალისწინებთ რა, რომ - საქართველო არის: ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ძირითადი ადგილი...
მოგმართავთ მათ - ვისაც ყური სასმენლად აქვს:
გაისიგრძეგანეთ ზემოთქმული და, თუ თქვენმა შინაგანმა „მე“-მ გიკარნახოთ, თავადაც ჩაერთეთ, მიღებული გადაწყვეტილების ფონზე მიმდინარე - ბიბლიისეული უდიდესი მისტერიული პროცესის მდინარებაში.
ბიბლიიდან გვეუწყება:
- „... ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, გასპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ [და. 12,9-10];
და კიდევ, გვახსოვდეს:
- „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].
ჩვენ, მხოლოდ მათი მხარდაჭერის [სულის გადარჩენაზე მაფიქრალთა] იმედი გვაქვს, ვინაც - ღვთისაგან ბოძებული გონიერებისა გამო „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია...
ხოლო, ის თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თვითონ იფიქროს...
2013 წლის 24 ივნისი