საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლის 3თებერვლის

სხდომის ანგარიში

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ 2014 წლის 3 თებერვლის სხდომაზე:

1. მოისმინეს:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სპიკერის  მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება:

- ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის შექმნის მოთხოვნის მიზნით კულტურის სამინისტროში გაგზავნილ ღია მიმართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

- 22 დეკემბრის: მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ გამოცხადების თაობაზე საქართველოს საპატრიარქოში გაგზავნილ ღია მიმართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების  კანონპროექტი: საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:

თინათინ ბაიაშვილმა [არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თავმჯდომარე];

ავთანდილ იოსელიანმა ]სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“-ს თანათავმჯდომარე];

ნანა არუდაშვილნა [არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე];

ლევან ხაჭაპურიძემ [არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერიელთა კავშირი-ს თავმჯდომარე];

ჯემალ ჯიქიამ„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი.

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით „უფლისმიერი ლასკარის“ მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება.

2. გაერთიანების დებულების - მუხლი 9-ის შესაბამისად, მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ - გაერთიანების „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომები გაიმართება ყოველი კვირის ორშაბათს, 14.00 სთ-ზე.

„უფლისმიერი ლასკარის“ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

„უფლისმიერი ლასკარის“

სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი