„უფლის სახელით...“ მიერ წარდგენილ
დეპუტატობის კანდიდატთა ზოგადი მონაცემები
№7 საარჩევნო სუბიექტის „უფლის სახელით...“ მიერ დარეგისტრირებულ დეპუტატობის კანდიდატთა რაოდენობამ შეადგინა - 104.
ამათგან ორი გახლავთ მერობის კანდიდატი:
1. მიხეილ [გელა] სალუაშვილი - დასახელებულია ქ. თბილისის მერობის კანდიდატად; ხოლო
2. ელგუჯა ქოჩიაშვილი - დასახელებულია ქ. რუსთავის მერობის კანდიდატად;
ქ. თბილისში წარდგენილ იქნა 72 კანდიდატისაგან შემდგარი პარტიული სია; 7 მათგანი დასახელებულია მაჟორიტარ კანდიდატად. ესენი გახლავან:
ვაკის №02.02 საარჩევნო ოლქში: ავთანდილ იოსელიანი [სულ დასახელებულია 15 კანდიდატი];
ისნის №05.08 საარჩევნო ოლქში: ხაჩატურ ვართანიანცი [სულ დასახელებულია 12 კანდიდატი];
ჩუღურეთის №07.15 საარჩევნო ოლქში: დავით ამაშუკელი [სულ დასახელებულია 14 კანდიდატი];
ნაძალადევის №09.20 საარჩევნო ოლქში: მალხაზ მუშკუდიანი [სულ დასახელებულია 13 კანდიდატი];
გლდანის №10.22 საარჩევნო ოლქში: ელიზბარ დიაკონიძე [სულ დასახელებულია 11 კანდიდატი];
გლდანის №10.23 საარჩევნო ოლქში: დიმიტრი ომანაძე [სულ დასახელებულია 11 კანდიდატი];
გლდანის №10.24 საარჩევნო ოლქში: ლევან ხაჭაპურიძე [სულ დასახელებულია 12 კანდიდატი];
ქ. რუსთავში წარდგენილ იქნა 28 კანდიდატისაგან შემდგარი პარტიული სია, 9 მათგანი დასახელებულია მაჟორიტარ კანდიდატად. ესენი გახლავან:
№20/1 ქეთევან იაშვილი
№20/2 გელა პოპიაშვილი
№20/3 რობიზონ შავდათუაშვილი
№20/4 ვლადიმერ მჭედელაძე
№20/5 ნიაზი ნამაზოვი
№20/6 ია იმნაძე
№20/7 გიორგი ორველაშვილი
№20/9 გიორგი კაზანაშვილი
№20/10 გეორგი აბრამოვი
ქ. ტყიბულის №57/7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილ იქნა - ომარი დარსაძე;
ქ. ქუთაისი №59/4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილ იქნა - ირაკლი კინწურაშვილი.
2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში მე-7 რიგითი ნომრის მქონე საარჩევნო სუბიექტის: „უფლის სახელით...“ წარდგენილ - 104 კანდიდატთა თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:
„უფლის სახელით...“ წარდგენილთა შორის არის:
5 მეცნიერებათა დოქტორი:
- მიხეილ [გელა] სალუაშვილი [ტექნიკური დოქტორი];
- გიორგი მელქაძე [ფილოსოფიის დოქტორი];
- თამაზ კალაძე [ფიზიკა მათემატიკის დოქტორი];
- ალექსანდრე [მერაბ] წერეთელი [ბიოლოგიის დოქტორი];
- ირაკლი კინწურაშვილი [ეკონომიკის დოქტორი].
„უფლის სახელით...“ მავალ გუნდში, დასახელებულია 37 პროფესიის მქონე კანდიდატი;
„უფლის სახელით...“ წარდგენილთა შორის, დღეის მდგომარეობით, არის 35 დროებით უმუშევარი კანდიდატი.
„უფლის სახელით...“ წარდგენილ 104 კანდიდატთა შორის არის:
- 59 კაცი, და
- 45 ქალი;
ამათგან - 70 კანდიდატი სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრია;
უპარტიო კანდიდატთა რიცხვმა შეადგინა - 34.
დე, ღმერთი ყოფილიყოს „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის შემწე!