2015 წ. 17 მარტის შეხვედრათა მოკლე ქრონიკა
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი [ჩაბ. №5820, 16.03. 2015], რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის აუცილებელი საერო და საეკლესიო წარმომადგენელთა ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წარმომადგენლები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი, ზემოთაღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნათა გაცნობის მიზნით, 2015 წ. 17 მარტს პირადად ეწვივნენ:
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს! [წერ. ჩაბ. №150189, 17.03. 2015, ტელ. 298-95-40];
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას! [წერ. ჩაბ. №1-195, 17.03. 2015; ტელ. 254-64-11];
ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციას! [წერ. ჩაბარდა გიორგი ცხომელიძეს, 17.03. 2015; ტელ. 299-60-50];
იუდაურ თემს საქართველოში! [წერ. ჩაბარდა მერაბ ჩანჩალაშვილს და ვლადიმერ კრიხელს, 17.03. 2015; ტელ. 5[99] 55-91-77];
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს! [წერ ჩაბარდა 17.03. 2015; ქ.თბილისი, სამხედრო გზის მე–9 კილომეტრი, ნაკვეთი 50 (ესმა ონიანის ქ.23), ტელ. 253–16–30].
ორმხრივი გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ თითოეული მათთაგანი უახლოეს დროში მოგვაწვდიდა თავის დამოკიდებულებას კანონპროექტში ასახულ საკითხთან მიმართებაში.