20 მარტი, ანუ „დიაკონი ოლარითა“

2012 წლის 13 მარტს ინტერნეტ ტელევიზიის - „ITEtv.ge” პირდაპირ ეთერში, გადაცემა „მართლმადიდებლობა“-ს წამყვანმა, წმ. სამების დიაკონმა მამა ელიზბარმა (დიაკონიძე) დააანონსა, მომდევნო გადაცემაში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით ჩვენი მოწვევის საკითხი.

და მართლაც, კვირის თავზე, ანუ 20 მარტის პირდაპირ ტრანსლაციაში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს  ლასკარის თავჯდომარემ მიხეილ( გელა) სალუაშვილმა მამა ელიზბართან ერთად ისაუბრა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ იმ ნიშნების პირველი პირობითი ნაწილის თაობაზე, რომელიც - ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნების დრომდეა მომხდარი.

ბოლო ჟამში დიაკონ ელიზბართან (დიაკონიძე) ერთად აღსრულებული მისტერიული პროცესის ანარეკლი-მინიშნება „მოქცევაი ქართლისაი“-სეულ ტექსტში ასეთი სახითაა წარმოდგენილი:

ახ. წ. მეოთხე საუკუნის ოციან წლებში ეფესოდან გამოქცეული წმ. ნინო, სასწაულებრივად გადაურჩება სომხეთის წარმართი მეფის თრდატ III-ის  რისხვას. უსჯულო მეფის მიერ წმ. ნინოს თანმხლები - რიფსიმე, გაიანე და სხვათა წამებით მოკვდინების თვითმხილველი ნინო, ასეთ ხილვას ხედავს - „...და ოდეს იგი აღმოჰვიდოდეს სულნი წმიდათა მათ, ვიხილე ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარითა ნათლისაითა. და ხელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლეი, რომელისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელოვანი, რომელი ცათა დაჰფარვიდა...“ (მ. სალუაშვილი, ს. სალუაშვილი, „მოქცევაი ქართლისაის“ რედაქციათა პარალელური ტექსტები“, თბ. 2010 წ. გვ. 61).

წმ. ნინოს მიერ ქართლის სამეფოს მოქცევა, ანუ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ბოლო ჟამში მოსახდენი იმ უდიდესი მოვლენის მისტერიული წინარესახეა, რასაც მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადება ქვია.

„ქართლის სამეფოს“ მოქცევამდე მომხდარი ზემოთაღნიშნული პროცესის ბოლო ჟამისეული ანარეკლი, ანუ ხსენებული - „დიაკონი ოლარითა“-ს პარალელი - დიაკონ ელიზბართან (დიაკონიძე), ვისაც ყური აქვს სასმენლად პრინციპზე დაყრდნობით, ნათლად გამოკვეთავს ბოლო ჟამისეულ გზასავალის შესაბამისი ეტაპის მიმდინარეობის ფაქტს.