23 მარტის შეხვედრა მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი)

2012 წლის 6 და 9  მარტს შემდგარი ორი შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2012 წლის 23 მარტს 11.00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოში, „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თვმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო მდივანი რევაზ კობიაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია, ვეწვიეთ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მმართველს მეუფე იაკობს (იაკობიშვილი).

საუბარმა უაღრესად კეთილგანწყობის ფონზე ჩაიარა. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ბიბლიური ნიშნების მეუფე იაკობისთვის გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა, თუ ღმერთი ინებებდა, 2012 წლის 28 მარტს გაგვემართა.

ქართული მართლმადიდებლური კალენდრით ახალი წლის სექტემბრიდან ათვლით მე-7, ანუ მარტის თვეში შემდგარი ამ შეხვედრის მისტერიული ბიბლიური მინიშნება ასეთია - „მეშვიდე (აქ - მარტის) თვის ოცდამესამე დღეს გაისტუმრა ხალხი თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო...“ (II ნეშტთა 7,11).

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.