4 მაისის შეხვედრა ნუგზარ ერგემლიძესთან

გვარ-სახელში კოდირებული მინიშნებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ - საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ ერგემლიძეს გავსაუბრებოდით. ამ შეხვედრის გამართვის დროის ქვედა მიჯნა, მისმა დაბადების თარიღმა განაპირობა. და აი, როგორ.

ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, კოდი: „ი[10] + ე[5] + ს[20] + უ[22]“, ჯამში 57-ია, რომელიც:57 = 5 + 7 = 12-ზეც გვანიშნებს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მიმდინარე - ორიათას მე-12 წელს გამოკვეთავს. ამ წელს უფლის აღდგომის დღესასწაული 15 აპრილს აღინიშნა.

მეორეს მხრივ, ქარაგმით - „უფალო“-ს არსის გადმომცემი ასო-ნიშანი: „ო“[იხ. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. 1, გვ. 599], რიგით: მე-16-ეა (მისი რიცხვითი სიდიდე 70-ია); ხოლო, 15 აპრილიდან ათვლით (16, 17 ... 30, 1), მე-16 დღე - 1 მაისი გახლავთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლისმიერი არსის აცხადების მისტერიულ მინიშნებათა შესრულებისათვის, მიზეზთა გამო, გადაწყდა - შევხვედროდით საქართველოს პარლამენტის იმ წევრს, რომელსაც 2012 წლის 1 მაისს - 57 წელი შეუსრულდებოდა.ამ მოთხოვნა კი, მხოლოდ 1955 წლის 1 მაისს დაბადებული - ნუგზარ ერგემლიძე აკმაყოფილებდა.

2012 წლის 2 მაისს, ბატონ ნუგზართან გამართული სატელეფონო საუბრის ბოლოს, შეხვედრის თარიღად, მისივე ინიციატივით, უფლის აღდგომიდან ათვლით (16, 17 ... 3, 4) მე-19-ე დღე, ანუ 4 მაისი გამოიკვეთა.

4 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში გამართული საათნახევრიანი შეხვედრის მანძილზე, ბატონ ნუგზარსმოკლედ გავაცანით, მიმდინარე ბოლო ჟამის კონკრეტული ეტაპის გამომკვეთი, როგორც ბიბლიური, ასევე პ/გ - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-სთან დაკავშირებული მოვლენების მთავარი არსი.

შეხვედრის დასასრული, მისი გვარ-სახელისმიერი კოდური თემატიკის გაცნობას დაეთმო. კერძოდ:

1. სახელი-კოდი: „ნუგზარ“-ი [„ნუგზა - რ“], ორ დაშიფრულ ინფორმაციას შეიცავს, რომელთაგან პირველი: „ნ-უ-გზა“, გვკარნახობს, თუ რისი დრო გვიახლოვდება: „ნ[ახე] - უ[ფლის] - გზა“;

ხოლო, ქართული ანბანის მე-19 ასო-ნიშანი „რ“, გვითითებს, ამ მისტერიული შეხვედრის გამართვის ზედა მიჯნას - 2012 წლის 15 აპრილის უფლის აღდგომიდან [16, 17 ... 3, 4] მე-19 დღეს, ანუ - 4 მაისს.

2. გვარი-კოდი: „ერგემლიძე“ [„ერგე-მლიძე“], ასევე ორი სახის  ინფორმაციას იძლევა. ამათგან პირველი: „ერგე“,სახელისმიერი მინიშნების კონტექსტში, გვიკონკრეტებს, როგორც პიროვნულ (აქ - ბატონი ნუგზარის), ასევე ზოგადად ყველას გასაკეთებელს:  „ნ[ახე(თ)] - უ[ფლის] - გზა“ და „ერგე“-(თ)ო;

გვარის მეორე ნაწილი: „მლიძე“, ასო-ნიშანთა რიგითი ნომრებით: „მ[13] + ლ[12] + ი[10] + ძ[30] + ე[5]“, ჯამში 70-ია, ანუ სწორედ იმდენის ტოლია, რა რიცხვითი სიდიდის მქონებელიცაა, უკვე აღნიშნული, ქარაგმით „უფალო“-ს გადმომცემი ასო-ნიშანი - „ო“.

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, 2012 წლის 1-4 მაისისეულ დროის მონაკვეთში მისტერიულად ასრულებული კონკრეტული შეხვედრის ფაქტით, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა-გაცხადების დრო-ჟამის გზაზე მავალთ, ქარაგმით გვეუწყა უახლოესი გზასავალისეული ორიენტირი: „ნ[ახე(თ)] - უ[ფლის] - გზა“ და „ერგე“-(თ)ო.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

ბატონ ნუგზარსჩვენი პ/გ-ბა - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული მასალის სრული პაკეტის გადაცემის შემდეგ, უახლოეს მომავლში შეხვედრის სურვილით დავემშვიდობეთ.