5 და 12 ივნისის „შეხვედრა“ ალეკო შალამბერიძესთან

წინასაარჩევნო დროით მონაკვეთში, გარკვეული აქტიურობით გამოირჩეულ ძალებს შორის - კახა კუკავასა (თავმჯდომარე) და ალეკო შალამბერიძის (გენერალური მდივანი) ხელმძღვანელობით მომქმედი პ/გ - „თავისუფალი საქართველო“-ც მოიაზრება.

მათთან დაკავშირება, პ/გ-ის სახელდებამ განაპირობა.

როგორც მოგეხსენებათ - 1990 წლის 10 სექტემბერს „მრგვალ მაგიდაში“ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, საარჩევნო ბლოკს: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ უწოდეს (იხ. „მრგვალი მაგიდის ისტორია“, მე-3 ნაწ., თბ. 1996 წ., გვ.23).

მაისის ბოლოდან მოყოლებული, ინტერნეტის ე.წ. „ფეისბუქის“ მეშვეობით, პ/გ/ „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივანს - ალექსანდრე შალამბერიძეს, მომავალი შეხვედრის დასაგეგმად, რამოდენიმე დღიანი ინტერვალით, ჩემი ტელეფონის ნომერი სამჯერ მივაწოდე.

2008 წლის საპრეზიდენტო (5 იანვარი) და საპარლამენტო (21 მაისი) არჩევნებიდან მე-5 წელს, ანუ 2012 წლის 5 ივნისის 11.00 სთ-ზე, ბატონი ალეკო პირველად „შემეხმიანა“, რის სემდეგაც, იმავე დღის 15.00 სთ-ზე შეხვედრაზე შევთანხმდით.

ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ჩემთვის კარგად ნაცნობ ალეკოს, ბაქოს ქ. №6 -ში, დათქმულზე 15 წუთით ადრე ვეწვიე. ოფისში, არაერთი, წლების მანძილზე უნახავი, პოლიტიკაში ჩართული ძველი ახლობელი პირი დამხვდა.

ერთმანეთის მოკითხვის სემდეგ, ალეკოს ვკითხე - რა დროის მანძილზე შეგვეძლო გვესაუბრა. როგორც გაირკვა, რამოდენიმე ხანში, ისინი, გორის რაიონში აპირებსნენ წასვლას.

ბუნებრივია, ბიბლიურ ნიშნებზე სასაუბროდ და მათი სამოქმედო გზის თაობაზე გაფრთხილების გადასაცემად მასთან მისულს 15-20 წუთიანი დროის მონაკვეთი არ მეყოფოდა.

ალეკოს შევთავაზე, თავად ამოერჩია - თუ სურდა იმ დღესვე მოესმინა ჩემთვის, რასაც მინიმუმ 1 სთ. მაინც დასჭირდებოდა; ანდა, თუ ამ ფორმატში მოსმენა არ სურდა, მაშინ - კახა კუკავასთავ შეეთანხმებინა შეხვედრის თარიღი, როდესაც ორივეს ერთად გავაცნობდი ჩემს სათქმელს.

ბატონმა ალეკომ გასაოცარი გილახდილობით განმიცხადა - მიუხედავად გარეგნული ფორმისა, იგი შესაბამისი დონის ქრისტიანი მორწმუნე არ იყო, და ამიტომ, ბიბლიაზე დაყრდნობით, ამა თუ იმ თემაზე საუბარი მისთვის ალბათ ძნელი ასატანი იქნებოდა.

საპასუხოდ, არც მე დამიმალავს მისთვის ჩემი სათქმელი. კერძოდ, გულახდილად ვუთხარი, რომ - თუ ისინი, ბიბლიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი მოქმედი ჯგუფის თაობაზე არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობას არ აპირებდნენ, მაშინ, მათი პ/გ - „თავისუფალი საქართველო“, ბუნებრივია ვერ იქნებოდა - ჩვენთვის საძიებელი, სავარაუდო გამარჯვების მომპოვებელი ძალა... ამიტომ, მე, მათ მეტს აღარ შევაწუხებდი.

აშკარად ძველი ნაცნობობის ხათრით, ბატონმა ალეკომ აღმითქვა ჩემი შეთავაზების კახა კუკავასთვის გადაცემა. შევთანხმდით, რომ ერთი კვირის შემდეგ შევეხმიანებოდით ერთმანეთს.

საუბრის გაგრძელებამდე, მოდით, ბიბლიურ მინიშნებებს გავეცნოთ.

2012 წლის 5 ივნისის შეხვედრა, როგორც ითქვა - 2008 წლის (5 იანვარი, 21 მაისი) საარჩევნო წლიდან ათვლით - მე-5 წელს გაიმართა. იგივე თარიღი, ბიბლიური მარტის თვიდან მე-4 [ივნისის] თვის მე-5 დრე გახლდათ.

ბიბლია კი, აი რას გვკარნახობს - „... მეოთხე თვის მეხუთე დღეს [აქ - 5 ივნისი], როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი [კოდია], მდინარე ქებარის [აქ - „შალამბერი“] პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები (1). თვის მეხუთე დღეს [5 ივნისი] - ეს იყო მეხუთე [2012] წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა [კოდია] (2).

გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს... (3)... პირქვე დავემხე და მომესმა ხმა მეტყველისა (28)“ (ეზეკ. 1,1-3; 28).

„მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან [კოდია - ალეკო, ჯერ „ტრადიციონალისტთა კავშირის“, ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახლდათ], რომლებიც მიჯანყდებიან მე, მცოდავენ ისინი და მათი მამ-პაპა დღევანდლამდე (3).

ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი (4). გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან. ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (ეზეკ. 2,3-5).

გამომშვიდობებისას ალეკოს ვუთხარი, რომ მათი პ/გ, ჩვენის აზრით, მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში, მათ მიერვე დაგეგმოლ წარმატებას ვერ მიაღწევდა... თუმცა ღმერთის შეწევნა მაინც ვუსურვე.

ერთი კვირის მანძილზე არავინ შემომხმიანებია. ამიტომ, 11 ივნისს ტელეფონით უკვე მე დავურეკე... ალეკომ მოპასუხა - დღეს შევათანხმებ კახასთან, და ხვალ შეგატყობინებ პასუხსო.

5 ივნისიდან ათვლით ზუსტად მეშვიდე დღეს - 12 ივნისს, დილიდან მოყოლებული, ალეკო ჩემი ტელეფონის ზარს აღარ პასუხობდა. მაშინ, 13.00 სთ-ზე, ტელეფონის მეორე ბარათის ნომრიდან დავრეკე. იმწუთასვე მიპასუხა.

ტელეფონში ჩემი ხმის გაგონებით ნირწამხდარმა მომიბოდიშა - პრესკონფერენციაზე ვიყავი და შენს ნომერს (???) იმიტომ ვერ ვუპასუხეო [თუმცა იმდენად დაბნეული იყო, დაავიწყდა რომ - ჩემი ეს ზარები ერთი წუთის ინტერვალით იყო განხორციელებული. ანდა, თავადვე რომ შეეძლო გადმოერეკა...].

აღმოჩნდა, რომ კახასთან მის („სავარაუდო“)  საუბარს, ჩვენი შეხვედრის სასარგებლოდ, ბევრი არაფერი შეუცვლია. ამიტომ, პირდაპირ ვკითხე - ალეკო ბატონო, ძველი ნაცნობობის ხათრით, მოდი მითხარი: თქვენ, გაინტერესებთ (ანუ ხედავთ საჭიროებას) ის, რაც მე, ბიბლიაზე დაყრდნობით უნდა გადმოგცეთ, თუ არა-მეთქი.

ალეკომ, აქაც საოცრად გულახდილად გამიმეორა, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი მისი თვალსაზრისი, და დასძინა - რა ვქნა, პოლიტიკური პარტიის გენ. მდივანი ვარ, პოლიტიკას კი, ხომ იცი, რამდენი სივერაგე ახასიათებს... გარეგნულად კი ვიძახი(თ), მაგრამ შინაგანად არ მწამს, და არა ვარ(თ) ეკლესიური, ამიტომ ბიბლიურ ინფორმაციებს მაინც ვერ გავიგებ და არ გეწყინოსო.

საპასუხოდ ვუთხარი, რომ - მე, პარტიის თავმჯდომარე ვარ, და ამ თვალთახედვიდანაც გირჩევ -  იქნებ როგორმე შეცვალო შენში შემოსული ასეთი განწყობა-მეთქი.

როცა შევატყვე რომ - „არაფერი გამომივიდოდა“, ვკითხე - ალეკო ბატონო, რაკი შენ და კახა ასე ფიქრობთ, შემიძლია ჩავთვალო, რომ ჩემი ვალი, შენი და კახას წინაშე, მოხდილი მაქვს-მეთქი? ხუმრობით მიპასუხა - თუ უნდა მოვკვდე არ ვიცი, და ისე, მიიჩნიე, რომ ვალი გადახდილი გაქვსო...

ამ პასუხით გამოწვეული [მისთვის გაუგებარი, მაგრამ ჩემთვის გასაგები] გულისწუხილის დაფიქსირების შემდეგ, სავალ გზაზე ღმერთის შემწეობა ვუსურვე და დავემშვიდობე.

ჩემთან მოსაუბრის - სახელი და გვარი, კოდირებულად მეუბნებოდა: „ა. შალა - მბერიძე“, ანუ, ჩვენს მიერ, რაღაც წინასწარ დაგეგმილ-დალაგებულის - „ამშლელთან“ [„ა.შალა...“] რომ მქონდა საქმე.

თუმცა, მათ მიერ, ზვიად გამსახურდიას მიერ 22 წლის წინ დარქმეული სააჩევნო ბლოკის ბოლო ნაწილის - „თავისუფალი საქართველოს“ სახელის გამოყენებამ მიბიძგა, მათკენ, ასეთი ნაბიჯი გადამედგა.

წინამდებარე საუბარს, 5 ივნისიდან ათვლით მეშვიდე დღეს [12 ივნისს] მომხდარის თაობაზე, ბიბლიაში დაცული მონაკვეთის შემოთავაზებით დავასრულებ - „მივედი თელ-აბიბში [ბაქოს ქუჩა] გადასახლებულებთან [5 ივნისს], რომლებიც მდინარე ქებარის [„შალამბერის“] პირას ცხოვრობენ [ოფისი აქვთ], და დავჯექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ [მათი ოფისი, ჩვენი „ლასკარიდან“ 10 წუთის ფეხით სავალზეა], და ვიჯექი იქ [„ლასკარში“] მათ შორის [კოდია] შვიდ დღეს [5-12 ივნისი], გაოგნებული [პოლიტიკოსები ვართ და ამიტომ, თორემ... ღმერთი არ გვწამსო].

შვიდი დღის ბოლოს [12 ივნისს] უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ: ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გაფრთხილებ მათ.

როცა ბოროტეულს [აქ გზააბნეულს, ცოდვაში ჩავარდნილს...] ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი" (ეზეკ. 3,18-19).

ღმერთმა ყველას მისცეს ძალა, ეძებოს გადარჩენისაკენ სავალი გზები.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!