24 ივნისი - მისტერიის დასაწყისი

ამ დღეს მომხდარის თაობაზე საუბრის დაწყებამდე მცირე წინაისტორიას შემოგთავაზებთ.

მაისის თვის დასაწყისზე „ლასკარში“ სტუმრად გვეწვივნენ მამა ელიზბარ დიაკონიძე და ბატონი გელა მომცემლიძე. ჩემსა და ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან შერგელაშვილთან საუბრისას მამა ელიზბარმა ზოგადად გაგვაცნო საზღვარგარეთ მოღვაწე საქართველოს მოქალაქეთა მიერ პ/გ „იბერიის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით მიღებული უაღრესად საინტერესო გადაწყვეტილება; და დასძინა, რომ - ამ ყველაფრის მოთავე და მთავარი სულისჩამდგმელი ყოფილა, 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ამჟამად საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - ემიგრანტების თავმჯდომარე ვლადიმერ ხმელიძე.

მამა ელიზბარისავე რჩევით გადავწყვიტე ინტერნეტ სივრცეში, ე.წ. „ფეისბუქის“ მეშვეობით მომეძიებია ინფორმაცია, და, ღმერთის შეწევნით, მეორე დღეს, იმავე გვერდზე ბატონ ვლადიმერ ხმელიძესთან „დამეგობრება“ მოხერხდა.

ინტერნეტ გვერდზე საუბრებისას ბატონმა ვლადიმერმა თავისი განზრახულობის თაობაზე არაერთი საყურადღებო მოსაზრება გამაცნო. ჩემის მხრივ, შევთავაზე, სურვილის შემთხვევაში, გასცნობოდა - ბოლო ჟამის მიმდინარეობის შესახებ, „ფეისბუქის“ გვერდზე, ჩვენს მიერ განთავსებულ მასალებს.

მოგვიანებით ბატონმა ვლადიმერმა გამაცნო 18 ივნისით დათარიღებული მათი - მიმართვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობისადმი, სადაც კერძოდ ვკითხულობთ - „ჩვენ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოში დღეს შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევქმენით პოლიტიკური პარტია „იბერია“, რომლის მიზანია საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების დე-ფაქტოდ აღდგენის ხელშეწყობა...“.

და აი, 2012 წლის 24 ივნისს, 22.00 სთ-ზე ბატონი ვლადიმერ ხმელიძის ინიციატივით, სტრასბურგიდან, „ქართული ეროვნული ინტერნეტ მაუწყებლობის“ მეშვეობით მოეწყო - ვიდეო კონფერენცია, რომელშიც, მის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ -  საბერძნეთიდან, იტალიიდან და თბილისიდან ჩართული საინიციატივო ჯგუფის ცალკეული წარმომადგენლები.

საუბრის მთავარ თემად ორი საკითხი გამოიკვეთა:

1. ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენის მიზნით შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება;

2. ინტერნეტ ტელევიზიის სტრუქტურული გამართვა-ამოქმედებისათვის საჭირო სამზადისი.

ერთსულოვანი შეთანხმებით მოქმედების აქტიური ეტაპის დაწყება ივლისის შუა რიცხვებისათვის დაიგეგმა.

ბოლო ჟამის თაობაზე ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის, ყოველივე ზემოთქმული, რამოდენიმე საინტერესო მინიშნების გამო შემოგთავაზეთ. მოდით, საუბარი გვარ-სახელისეული კოდირებული არსის თაობაზე მსჯელობით განვაგრძოთ.

კოდირებული - „ვლადიმერ ძველი სლავური სახელია, ნიშნავს „ქვეყნის მფლობელს“. მასთან ფორმით ახლოს დგას აგრეთვე გოთური - ვოლდემარ, რომელიც ნიშნავს „განთქმულ (ცნობილ) ბატონს“, „მფლობელს“...“ (ზ. ჭუმბურიძე, „რა გქვია შენ?“, თბ. 1992 წ., გვ.113).

კოდი-გვარი: „ხმელიძე“, ანუ: „ხმელი-ძე“, დროით და არსობრივ მინიშნებებს შეიცავს. გვარის პირველი შემადგენელის რიცხობრივი ჯამი: „ხ[33] + მ[13] + ე[5] + ლ[12] + ი[10], ტოლია - 73-ის.

როგორც ჩვენი წინა წერილებიდან ვიცით, კოდირებული არსით - 73-ი, სიტყვა: „ა[1] + ღ[25] + თ[9] + ქ[24] + მ[13] + ა[1]“ -ზე მინიშნების გარდა, ბატონი ზვიად გამსახურდიას 73-ე წელთან კავშირით, მიმდინარე - 2012 წელს გამოკვეთავს.

ბიბლიური სწავლების თანახმად, მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადება, გადანაჭერი, ანუ - გამხმარი ხიდან (პირველი მოსვლის მისტერია) ნედლი ყლორტის ამოსვლასთან იგივდება - „ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს. დაივანებს მასზე (ხმელიდან ამოსულ ნედლ ყლორტზე -გ.ს.) უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.

სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე“ (ეს. 12,1-5).

„ხმელი“ ფესვიდან ამონაყარის გახარება, თუ როგორ კავშირდება ბიბლიისეულ ტექსტში დაცულ სიმართლის ქმნასთან, ამაზე უკვე - რუსთაველისეული ხედვით გადმოცემული მინიშნება გამოგვადგება გზამკვლევად, სადაც გვეუწყება - „ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“-ო. 

მაშასადამე, ბოლო ჟამისეული დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, 73-ის [„ხმელი“], ანუ „აღთქმის“ ასრულებისეულ - 2012 წელს, ვლადიმერ ხმელიძის ფენომენი [გამოჩენა], იგავურად გვაუწყებს იმ დროის მოახლოებაზე, რომელსაც „ქვეყნის მფლობელის“, „განთქმული (ცნობილი) ბატონის („ვლადიმერი“-ს არსი), მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტეს, ვითარცა - გადანაჭერი „ხმელი“ ფესვიდან ამოსული ყლორტის - გაცხადების თაობაზე აღთქმულის („ხმელი“ = „აღთქმა“ = 73) შესრულებას, წინ წაემძღვარება „სამართალსა“ და „სიმართლეზე“ დაფუძნებული საქმიანობა („ქმნა მართლისა“), რათა „ხმელი“ – „ნედლად“ შეიქმნას [რაც მოკვდავიდან უკვდავ სახე-სხეულად გარდაქმნაზე გვანიშნებს).

მეორეს მხრივ კი, სწორედ ეს - „სამართალსა“ და „სიმართლეზე“ დაფუძნებული საქმიანობის დაწყება, თავისთავადაა წინმსწრებ-გამომწვევი და განმაპირობებელი იმისა, რასაც - „ხმელის“ ნედლად ქცევა , ანუ მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების თაობაზე წინასწარ აღთქმულის  („ხმელი“ = „აღთქმა“ = 73) ასრულება ჰქვია.

ეზოთერული თვალთახედვით ეს ყოველივე, ბიბლიაში დაფიქსირებულ - „უფლის სახლის აშენების“ მისტერიულ ფორმასთანაა კავშირში.

ლასკარისეულ ცნობიერებასთან ზიარებული მკითხველისათვის, ადვილად გასაგებია, რომ ეს - „უფლის სახლის აშენება“, 2011 წელს დაწყებული მოვლენებიდან ათვლით - მეორე, ანუ 2012 წლის თებერვალ-მარტში „რუსთაველი 34“-ს არსობრივი მედლის მეორე მხარეზე მიგვანიშნებს.

ბიბლიაში, კოდირებულად მოცემულია თუ როდის დგება (რომელია) მკითხველისათვის წინა წერილებიდან ცნობილი - 2011 წელს „განახლებისეული“ ეტაპის დაწყებიდან ათვლით მე-2, ანუ 2012 წლის თებერვალ-მარტში, „უფლის სახლის“ არსთან დაკავშირებული პროცესების, ხსენებული - „მედლის მეორე მხარესთან“ გაიგივებული - ათვლის წერტილი.

აი, რას ვკითხულობთ ბიბლიაში - „გააღვიძა უფალმა იუდას გამგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული (კოდია), მღვდელმთავარ იესო იეჰოცოდაკის ძის სული (კოდია) და მთელი დანარჩენი ხალხის სული (კოდია). მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში (კოდია), მეექვსე [აქ -ივნისის] თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს [კოდია: „დ(რო) - არი(ს) - ო(უფალო) - ს“] მეფის მეორე [აქ - 2012] წელს“ (ანგ. 1,14-15).

დიახ, აქ ცალსახად გამოყოფილია (მითითებულია) უკვე ხსენებული 2011 წლიდან ათვლით აღებული მეორე [ანუ - 2012] წლის მე-6 თვის „ოცდამეოთხე დღე“.

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში, ამას - 2012 წლის 24 ივნისს, ზემოთხსენებული ინტერნეტ ტელევიზიის მეშვეობით, ე.წ. ვიდეო კონფერენციის გამართვაში განივთებული, ჩვენს თვალწინ მომხდარის სახელდება აქვს.

მაშ, ყველას, ვისაც ყური სასმენლად აქვს, გილოცავთ - 2012 წლის 24 ივნისს მომხდარით გვეუწყა, რომ - მისტერიული ფორმით სათავე დაედო „ქმნა მართლისა სიმართლისა“ -თი მინიშნებულ იმ საქმიანობას, რომელიც საბოლოოდ „ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“-ის არსთან, ანუ  იმ მიჯნამდე მიგვიყვანს, რასაც მოკვდავიდან უკვდავ სახე-სხეულად გარდაქმნა, ანუ მეორედ ღმერთად მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადება ჰქვია.

ღმერთო, მოგვასწარი ამ დიადი წამის დადგომას, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი