9-10 ივლისის მისტერია

თავისი შინა-არსით, სიტყვა „მისტერია“ - საიდუმლოს ნიშნავს - მისტერია [ბერძ.]... 1. ანტიკურ ქვეყნებში (საბერძნეთში, რომში და სხვა) საიდუმლო რელიგიური წესების შესრულება. 2. შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: დრამა, რომელსაც ჰქონდა საიდუმლო ბიბლიური სიუჟეტი“ [იზ. მ ჭაბაშვილი, „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, თბ. 1989 წ., გვ.318].

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ყოველი ქრისტიანული საეკლესიო თარიღი, თავისი რიტუალური წესით შესრულებისას - მისტერიული შინაარსის მატარებელია. ყოველწლიურად გასამართი - შობის, მირქმისა თუ აღდგომის დღესასწაული, მისტერიული ფორმით ეხმიანება საუკუნეების წინათ მომხდარს, და ამდაგვარად თანაგვაზიარებს მათთან.

ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენებიდან, თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია - წინასწარნაუწყები მოვლენების ჩვენს თვალწინ მისტერიულად ასრულების პროცესებს.

ამჟამად შემოთავაზებული საკითხი, ერთგვარი გაგრძელებაა, ჩვენს მიერ 24 ივნისთან დაკავშირებით განხილული თემისა, რომელთან მიმართებაშიც ბიბლიაში - „... მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს...“ -თან კავშირში მიგვენიშნება [იხ. გაზ. №28(821), 30/06-2012 წ., გვ. 5-8: „24 ივნისი - მისტერიის დასაწყისი“].

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოღვაწე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - ემიგრანტების თავმჯდომარის, ბატონ ვლადიმერ ხმელიძის ინიციატივით, 24 ივნისის ვიდეო კონფერენციაზე, მორიგი თავყრილობის მოწყობა დაიგეგმა.

გარკვეული - ობიექტური, თუ - სუბიექტური წინააღმდეგობის გამო, ამგვარი გასაუბრების ჩატარების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. მიზეზთა გამო, ვიდეო კონფერენცია, საბოლოოდ - 2012 წლის 9 ივლისს დაიგეგმა... თუმცა დათქმულის ნაცვლად, მხოლოდ 22.00 სთ-ზე გაიხსნა, და, ტექნიკური ხარვეზების გამო, ცუდი სმენადობის ფონზე მიმდინარეობდა. ამან, მუშა პროცესის დროში გაწელვა გამოიწვია და ნაშუაღამევს, იძულებულნი გავხდით, შეხვედრა, მეორე დღისათვის გადაგვედო.

ვიდეო კონფერენცია - 10 ივლისის 22.00 სთ-ზე განახლდა. სამწუხაროდ, მცირე გამონაკლისის გარდა, პირადად მე, ამ შეხვედრის წარმმართველის ბატონ ვლადიმერ ხმელიძის გამოსვლის გარდა, პრაქტიკულად, არც ერთი მონაწილის ხმა არ მესმოდა.

ჩემთვის საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნა, და თითქმის 5 საათის ხანგრძლივობის შეხვედრას, მხოლოდ იმის გამო არ გამოვეთიშე, რომ ჩემი პატივისცემა დამეფიქსირებინა განსახილველი თემატიკისადმი, რომელთა თაობაზეც, მხოლოდ ვლადიმერ ხმელიძის ცალკეული კომენტარის მეშვეობით „ვიქმნიდი შეხედულებას“.

ამ ფონზე ჩემი რამოდენიმე ჩართვა, მონაწილეთა მსჯელობის მდინარებაში - „ბუნებრივად“ იწვევდა მათში გარკვეულ გაუგებრობას; არადა, მათი მხრიდან დასმული არც ერთი შეკითხვა ჩემამდე არ აღწევდა - მე მათი ხმა, პრაქტიკულად არ მესმოდა.

საბოლოოდ, ვიდეო კონფერენციის დასასრულს, ბოლო ჟამთან მიმართებაში ჩემი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემდეგ, მონაწილეებს ბოდიში მოვუხადე და შენდობა-პატიება ვთხოვე, ჩემი ე.წ. „ჩართვების“ დროს შექმნილი უხერხული მდგომარეობისა გამო.

ყოველივე ზემოთქმული, შედარებით დაწვრილებით იმისათვის გადმოგეცით, რათა დაინტერესებული მკითხველისათვის უფრო გასაგები გახდეს ის, რაც ამ დღეებთან მიმართებაში, ბიბლიური მინიშნებებით გვეუწყება.

ბიბლიაში, კოდირებულად გვეუწყება - „... მეშვიდე თვის მეათე [აქ - 10 ივლისის] დღეს შენდობის [აქ - პატიების, ბოდიშის მოხდის] დღეა. წმიდა შეკრებულობა [აქ - ვიდეო კონფერენცია] გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი [ცუდი სმენადობისა გამო შექმნილი თითქმის აუტანელი ე.წ. „მონაწილეობა“] და საცეცხლო მსხვერპლი [კოდია] შესწირეთ უფალს... რათა მოგეტევოთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე“-ო (ლევ. 23,27-28).

იქვე მოცემულია, რომ ეს ყველაფერი წინა საღამოს ერთგვარი გაგრძელება რომაა - „... დაიმდაბლეთ თავი [ცუდი სმენადობა]. თვის მეცხრე [აქ - 9 ივლისის] დღის საღამოდან [აქ - 22.00 სთ-ი] საღამომდე...“ -ო (ლევ. 23,32).

ბიბლიური ახალი წლის ათვლით, ანუ მარტის თვიდან მეხუთე - ივლისის თვის 10 რიცხვში მოსახდენ-მომხდარზე კი, წმიდა წერილში ვკითხულობთ - „... მეხუთე [აქ - ივლისის] თვის ათში, მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან, რომ შეკითხვოდნენ უფალს [კოდია], და დასხდენენ ჩემს წინაშე. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

ადამის ძევ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ჩემს შესაკითხად არ მოხვედით? ვფიცავ, თუ შეგეკითხვინებით [აკი არც ერთი მათი კითხვა არ ისმოდა], ამბობს უფალი ღმერთი“ (ეზეკ. 20,1-3).

9-10 ივლისს მისტერიულად აღსრულებულის თაობაზე საუბარი, სწორედ ამით გვინდა დავასრულოთ.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

მიხეილ (გელა)  სალუაშვილი