„ბოლო“ გაფრთხილება?!

 

ინტერნეტ სივრცეში ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებათა გამოქვეყნებას, თემურ შაშიაშვილის გამოხმაურება მოჰყვა.

მოგვიანებით, სატელეფონო საუბარში, ბატონმა თემურმა, მათ მიერ მ. სააკაშვილი გადადგომოს მოთხოვნით წარმოებული ხელმოწერების თემატიკისადმი 9 იანვრისათვის დაგეგმილ კონფერენციაზე მიგვიპატიჟა. 

კონფერენციაზე მისულთ, ლასკარის თავმჯდომარეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ლასკარის საზოგადოებრივ მდივანს - ჯემალ ჯიქიას, სამწუხაროდ, არ მოგვეცა ჩვენი შეხედულების სათანადოდ გადმოცემის შესაძლებლობა. 

იმავე საღამოს ინტერნეტით ასეთი მიმართვა გავავრცელეთ: 

 

„მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით წარმოებული ხელმოწერების შეგროვებისსაორგანიზაციო ჯგუფის წევრებს! 

გისურვებთ წარმატებას - მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით წარმოებული ხელმოწერების შეგროვების საქმეში, რომელსაც უდიდესი მორალური მნიშვნელობა აქვს... 

სამწუხაროდ, იურიდიული მექანიზმის ჩართვის გარეშე ამ წამოწყებას [ჩემის აზრით] არავითარი პრაქტიკული შედეგი [პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების 5 წლის თავზე შეწყვეტა] არ მოჰყვება. 

გულდასაწყვეტი იქნება, თუ ამ ინიციატივას, აქამდე არაერთი უშედეგო ინიციატივათა მსგავსი ბედი ექნება... 

მინდა ვცდებოდე, თუმცა 20 იანვრამდე არც ისე დიდი დრო დარჩა - ვნახოთ... 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილ საქმეში!“ 

 

აღნიშნულის გამო, ლასკარის თავმჯდომარის მიერ კონფერენციის დემონსტრაციულად დატოვების მეორე დღეს [10 იანვარს], თ. შაშიაშვილის მხრიდან, ინტერნეტით გაკეთებული მოწვევის საპასუხოდ, პეკინის ქ. 34-ში, 16.00 სთ-ზე დანიშნულ სხდომაში, იმავე შემადგელობით მივიღეთ მონაწილეობა. 

ხელმოწერების შეგროვების მაორგანიზებელი გაერთიანების ე.წ. იურისტთა ჯგუფის შეკრების მონაწილეებმა, თითქმის სრულად გაიზიარეს, მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ჩვენეული გეგმა. 

გადაწყდა, რომ ხელმოწერებით გამოხატული ნება, რომელსაც მხოლოდ მორალური ვალდებულება გააჩნია, საფუძვლად დადებოდა, პარლამენტის მიერ ამ ნების იურიდიულად გაფორმების მოთხოვნას. ამისათვის, შემოგვთავაზეს ჩვენვე გვეთავა ბ. ივანიშვილისადმი განკუთვნილი მიმართვის გაკეთება, და თანაც იმ დათქმით, რომ ეს წერილი მათი სახელით გაკეთდებოდა. 

მიუხედავად ამ საკითხის „დელიკატურობისა“, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ დავთანხმდით ამ პირობას, რაც, დიდწილად, ბიბლიაში - „პირველი თვის მეათე დღესთან“ დაკავშირებით არსებული მინიშნებებით იქნა განპირობებული. 

სხდომის ბოლოს გამართული მსუბუქი ვახშამი, სწორედ ბიბლიაში დაფიქსირების აცხადებად გვენიშნა - „თვეთა დასაბამი იყოა იგი თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში. ასე უთხარი ისრაელის მთელ საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს, ერთი კრავი ან თიკანი სახლზე“ [გამ. 12,2-3]. 

11 იანვრის დილას, იმავე მისამართზე მისულმა გადავეცი, მათი ე.წ. დათქმით შესრულებული ორი წერილი: 

1.ღია მიმართვა: ხალხის ნება უნდა ასრულდეს“; და 

2. „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის“ [2012 წ. 5 ნოემბრის მიმართვის მოკლე ვარიანტი]. 

ძირითადი მიმართვის თექსტი ასეთი სახის გახლდათ: 

 

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

„გაერთიანების მემორანდუმში“

 წარმოდგენილი ორგანიზაციების

ღია მიმართვა:

ხალხის ნება უნდა ასრულდეს

საქართველოში სახელმწიფო

ხელისუფლების  წყაროა ხალხი.

სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება

კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“

[„საქართველოს კონსტიტუცია“,

მუხლი 5,1]

ბატონო ბიძინა!

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში დამკვიდრებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, მოგვიანებით [2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წლის 11 მარტს] განხორციელებული - [ანტიკონსტიტუციური] საკონსტიტუციო ცვლილებებით, საკონსტიტუციო ნორმათა ურთიერთწინააღ-მდეგობის რეალური საფუძველი შექმნა. კერძოდ:

- ერთის მხრივ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია, მკაცრად განსაზღვრავს, რომ - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“ [მუხლი 70,1]. შესაბამისად მ. სააკაშვილს - საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, 2013 წ. 5-20 იანვარს ეწურება;

- მეორეს მხრივ, 2006 წ. 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ - „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში...“ [მუხლი 70,9]. რომლის ძალითაც, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დრო კიდევ 9 თვით უხანგრძლივდება.

ვითვალისწინებთ რა დღეს შექმილ რეალობას, გთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება  კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე მოვახერხოთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა.

ბატონო ბიძინა!

როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი ეფუძნება ხელისუფლების არჩევითი რგოლების [პრეზიდენტი, პარლამენტი და სხვა] უფლებამოსილების უწყვეტობის ფუძემდებლურ პრინციპს.

დღეს მომქმედი კონსტიტუციის ნორმები შესაძლებლობას იძლევა - „პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობის“ - პრინციპის გათვალისწინებით გადაიჭრას ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა. და აი, როგორ:

 ა) კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“, ანუ მისი უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, მკაცრადაა შემოზღუდული - 5 წლით;

ბ) იქვე,  კონსტიტუცია მართალია აკანონებს სახელისუფლებო შტოების უწყვეტობას:

- „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4]; ანდა

- „...პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე[მუხლი 71,2]; მაგრამ

გ) კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება. კერძოდ, კონსტიტუციის 76-ე მუხლში ვკითხულობთ:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1].

მოდით განვიხილოთ ორივე ეს შემთხვევა::

1. ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში [თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა; იმპიჩმენტის გამოცხადება და სხვა, რაც ჩვენს რეალობაში - 2013 წ. 20 იანვრამდე მოსალოდნელ შემთხვევებს გულისხმობს], კონსტიტუციის თანახმად:

პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“ [მუხლი 76,3]; და

 2. მეორეს მხრივ, კონსტიტუცია წინასწარ განსაზღვრავს, ანუ უშვებს, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს, მიზეზთა გამო, აღარ ეძლევა [აღარ აქვს] თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა.

ამასთანავე, კონსტიტუცია არსად არ ითვალისწინებს [არ განსაზღვრავს, არ ჩამოთვლის...], თუ რა იგულისხმება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობაში“, რამეთუ, ვფიქრობთ რომ, ამის აუცილებლობა არც დგას. და აი, რატომ

როგორც ითქვა, კონსტიტუციის თანახმად - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“,

ამ 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს [განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე], უკვე აღარ აქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა, ანუ ამ ვადის ამოწურვის დღიდან საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნა უკანონო იქნება, და წინააღმდეგობაში მოვა - არა მარტო ამ: 70,1 მუხლთან, არამედ 5,3 მუხლთანაც, რომელიც გამოკვეთილად ამბობს - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“.

ამ მცირე განმარტების შემდეგ, თუ დავუბრუნდებით 76,1 მუხლის პირველ წინადადებას, ნათელი გახდება, რომ მასში განსაზღვრული - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევა:

- ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ - გარდაიცვალა; ან - მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი; არამედ

- მუხლი 5,3-ის პრინციპიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“], განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნა, წინასწარვე უშვებს [განსაზღვრავს] იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს - ამ თანამდებობაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც ვიცით:

- მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ხუთწლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ეწურება; და, შესაბამისად, ამ დღიდან მოყოლებული, მას აღარ აქვს დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენის - კანონიერი [კონსტიტუციით განსაზღვრული] უფლება [იხ. მუხლი 5,3 და მუხლი 70,1].

ამდენად, კონსტიტუციით განსაზღვრული - თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით [მუხლი 70,1], და არ არის დამოკიდებული - ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე [იხ. მუხლი 71,2], ვინაიდან, კონსტიტუციის, განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ, მხოლოდ, სავარაუდო - საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს.

ბატონო ბიძინა!

როგორც ვნახეთ კონსტიტუციის - მუხლი 76,1 ორ შემთხვევას ითვალისწინებს:

- აშკარაა, რომ 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წ. 20 იანვარს ამოეწურება. შესაბამისად, ამ დროიდან ათვლით მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილება, ვერ იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა“;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 20 იანვრიდან, ანუ მ. სააკაშვი-ლისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაში შედის მუხლი 76,1-ის პირველი მოთხოვნა, ანუ სახეზე იქნება: კანონიერად  - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი  უფლებამოსილების  განხორციელების  შეუძლებლობის“  მდგომარეობა.

მაშასადამე, 2013 წლის 20 იანვრამდე, მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის ნორმათა [მუხლი 70,1] სრული დაცვით ექნება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაკავებული; და მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმის [მუხლი 5,3 და მუხლი 70,1] დარღვევა, მხოლოდ - 2013 წ. 20 იანვრის შემდგომად, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი დარჩენის შემთხვევაში დაფიქსირდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა, პრობლემის კონსტიტუციურ [მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ინიცირება მის მიერ მისაღები სპეციალური გადაწყვეტილებისა:

- „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:

პროექტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს იწურება;

და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის თანახმად - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან, კანონიერად - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევასთან,

ვადგენთ:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება, მ. სააკაშვილის მხრიდან, კანონიერად   - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლება-მოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს.

ბატონო ბიძინა!

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მუხლი 67,1-3 შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირების შემდეგ, მისაღებ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს - „კანონის“, „ორგანული კანონის“ ან „კონსტიტუციური შეთანხმების“ სახე [იხ. მუხლი 66].

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც - მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც - ზოგადად - 90, ხოლო დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით - 89 სადეპუტატო ხმის ტოლია].

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი... [რაც - მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია]“ [მუხლი 66,1-2].

ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება - „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ - 90 [89] სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის [ე.წ. ვეტოს დადების შემთხვევა]საბოლოო მისაღებად, სწორედ - 90 [89] სადეპუტატო ხმაა საჭირო.

ბატონო ბიძინა!

დადგენილების საბოლოო მიღებიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული 7 დღის თავზე - „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად ჩაითვლება.

ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან  გამოსვლა, საქართველოს კონსტიტუციის ყველა მოთხოვნის [კერძოდ: მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] დაცვით იქნება შესაძლებელი:

- 2013 წ. 20 იანვრიდან მ. სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო

- 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] - საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.

ბატონო ბიძინა!

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ გაითვალისწინებთ - მ. სააკაშვილისთვის საკონსტიტუციო ვადებში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის მიერ ხელმოწერებით გამოხატულ ნებას, და თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ პარლამენტის მიერ ხალხის ამ კონსტიტუციური [მუხლი 5,1] ნების დაკანონებისათვის, რითაც ხელს შეუწყობთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებას.

ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„გაერთიანების მემორანდუმში“

 წარმოდგენილი ორგანიზაციების სახელით:

არასამთავრობო ორგანიზაცია:

„ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“

 თავმჯდომარე

მიხეილ ანდღულაძე

თბილისი,  2013 წლის 11 იანვარი.

 

მიხეილ ანდღულაძემ, ჩემთან ერთად გადაკითხული წერილი მთლიანობაში „მოიწონა“. თუმცა, მიმართვის დასახელებისა - „ხალხის ნება უნდა ასრულდეს - „ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების  წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“ [„საქართველოს კონსტიტუცია“, მუხლი 5,1]“, და ბოლოსართის - „ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით“, წერილიდან ამოღების ერთპიროვნული გადაწყვეტილება ისე მიიღო, ჩემთვის არაფერი „უკითხავს“.

არადა, ცუდად მენიშნა - მისი საქციელიდან აშკარად ჩანდა, რომ მისტერიაში - „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“-ს არსისაგან გამიჯვნა ხდებოდა.

აღნიშნულის „მესამე დასტურმაც“ არ დააყოვნა. და აი როგორ.

10 იანვარს მათ ავუხსენი, რომ - ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ბ. ივანიშვილის მიერ თუ მოხდებოდა. მ. ანდღულაძემ განაცხადა, რომ მას შეეძლო პრემიერთან შეხვედრის ორგანიზება - იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისათვის ეთხოვა. ბუნებრივია დავეთანხმე.

მეორე დღეს, მიმართვის ტექსტის შინა-არსში მისი გარკვევისას, მ. ანდღულაძეს ავუხსენი რომ, მიუხედავად ტექსტის გამართულობისა, სასურველი იყო თეა წულუკიანისთვის მიმართვის გაცნობისას, მასში გადმოცემულის დეტალური განმარტება, სწორედ პირადი შეხვედრის ფორმატში მომხდარიყო.

მიზეზთა გამო, მ ანდღულაძემ ჩემს შეთავაზებაზე - მოსალოდნელ შეხვედრაში ორივეს მიგვეღო მონაწილეობა - უარი განაცხადა.

მივხვდი, რომ ეშმაკმა ამჯერადაც იძალა, და ცდუნების მახეში გაახვია ჩემთან მოსაუბრე. უკვე აშკარა შეიქნა, რომ ზემოთქმულ ორ ნიშანს დამატებული ამ განზრახვიდან გამომდინარე, აღნიშნული წამოწყება სასურველ შედეგს ვერ მოიტანდა. ამ ფიქრებში ჩაძირულმა, ღმერთის შეწევნა ვუსურვე, და გულდაწყვეტით დავემშვიდობე.

ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთხელ მიდასტურებდა, რომ დაწერილის, ანუ - წინასწარნაუწყების შეცვლის ყოველი მცდელობა - კრახისთვისაა განწირული. თუმცა ერთიცაა, ამ ამ ყველაფერში დადებითი ისაა, რომ ბოლო ჟამისმიერი კუთხით ჩვენ უკვე შეგვიძლია პასუხი გავცეთ იმ კითხვას, თუ რა მიზეზისა გამო დაიწერა ყოველივე ის, ღმერთის მიერ ჩვენდა გასაგონად დაიდო ბიბლიაში.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი ,სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!