გმადლობთ

ბატონო მიხეილ!

ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი თითოეული მინიშნება, ერთგვარი დროითი ეტაპის დამაფიქსირებელია. დიახ, ჩვენს თვალწინ მომხდარი მოვლენები, წინასწარვე იგავური ფორმით ნაუწყების გამოვლინებაა... ჩვენი ვალი კი - მათი დაფიქსირება და ამდაგვარად, ბოლო ჟამის კონკრეტული მონაკვეთის არსში გარკვევაა.

ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მ. სააკაშვილს, რომელსაც პრეზიდენტად ყოფნის 5 წლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ეწურებოდა, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი გუნდის დამარცხების შემდეგ, კონსტიტუციით - პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა შეეძლო.

ამიტომ, ლასკარის 2012 წ. 15 ოქტომბრის მიმართვაში - „სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა: პატივი ვცეთ კონსტიტუციას“, მივუთითეთ იმ კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე, რომელთა გადადგმის შემთხვევაში, ქვეყანაში - დესტაბილიზაციის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი [იხ. გაზ. №44 (837), 20/10-2012 წ.].

პრეზიდენტის კანცელარიაში ამ მიმართვის ჩაბარების შემდეგ, 2012 წ. 5 ნოემბერს, სპეციალური მიმართვა - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრად 25 ოქტომბერს დანიშნულ ბიძინა ივანიშვილს, წინასწარ გაზეთში გამოქვეყნების [იხ. გაზ. №46 (839), 3/11-2012 წ.] შემდგომად ჩავაბარეთ.

ზემოთქმული საკითხის იურიდიულ ასპექტში გადაჭრისათვის დაწყებული აქტიურობის პარალელურად, 2012 წ. ნოემბრის დასაწყისში, ამავე საკითხის მორალური კუთხით „გადაჭრისათვის“ საჭირო ქმედებები დაიწყო.

2011 წლის 12 ივლისს დაფუძნებული ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" [შემოკლებით: „ერსაუფლო“] თავმჯდომარის - მიხეილ ანდღულაძის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების თაობაზე, 2012 წ. 11 ნოემბერს მათ მიერვე ორგანიზებულ პირველ კონფერენციაზე გაჟღერდა. მოგვიანებით, თბილისში ხელმოწერის შეგროვებისათვის განკუთვნილი კარვები დაიდგა, ხოლო 27 ნოემბრის კონფერენციაზე, გაფორმდა - „გაერთიანების მემორანდუმი“: საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, და - კოალიცია „ერთსულოვნება“ დაფუძნდა.

მოგვიანებით [2013 წ. 10 იანვარს], კოალიციის შტაბის მორიგ სხდომაზე, მიხეილ ანდღულაძემ, 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში ნანახი, მისი ასეთი ხილვის შესახებ გვიამბო - მას მოეწოდა: „მ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაეწყო“.

თავის მხრივ, სახელი - „მიქელა (ძვ. ებრ.) „ღვთის სწორი“, „ღვთაებრივი“ (სიტყვასიტყვით: „ვინც ღმერთივით არის“). ეს სახელი ებრაულიდან შესულა ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ენაში... მისი პირვანდელი ფორმაა - მიქაელ, სადაც „ქ“ ბერძნულშივე იქცა „ხ“-დ, „ე“ კი „ი“-დ და მივიღეთ - მიხაილ... ქართულში გვაქვს, როგორც - მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა...“ [ზ. ჭუმბურიძე, „რა გქვია შენ?“, თბ. 1992 წ., გვ. 131-132].

ბიბლიაში დაცული ინფორმაციის მართებულად გააზრებისათვის ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მ. სააკაშვილთან დაკავშირებული თემატიკის ე.წ. „მედლის“ ერთი მხარე - იურიდიული ასპექტია, რომელიც ჩვენი ლასკარის მიერ - 2012 წ, 15 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს სპეციალური მიმართვის გაკეთებიდან იღებს სათავეს;

„მედლის“ მეორე მხარე, ამ თემის - მორალური ასპექტია, რომელიც მიხეილ ანდღულაძის ხელმძღვანელობით, ნოემბრის დასაწყისიდან წარმოებულ ხელმოწერების შეგროვებაში გამოიხატა.

ყოველივე თქმულის შემდეგ, მოდით ვნახოთ, თუ როგორი კოდირებული ფორმითაა ასახული ბიბლიაში, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ბოლო ჟამში გასავლელი ეს კონკრეტული ეტაპი:

- „სპარსეთის სამეფოს მთავარი [კოდია] ოცდაერთი დღე [აქ: 15 ოქტომბრიდან (16,17...) ათვლით 21-ე დღე - 5 ნოემბერი] მეწინააღმდეგებოდა და [ამ ეტაპის შემდგომად], აჰა, ჩემს საშველად [აქ - ზემოთქმული „იურიდიული ასპექტის“ მხარე] მოვიდა მიქაელი [აქ - „ერსაუფლო“-ს ლიდერი მიხეილ ანდღულაძე], ერთ-ერთი პირველი მთავართაგანი [აქ - კოალიცია „ერთსულოვნებაში“, მთლიანობაში ასამდე გაერთიანებამ მოიყარა თავი], [ძველქართულით - „...აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა“] რადგან მე სპარსეთის მეფესთან [აქ - მ. სააკაშვილი] დავრჩი“ (დან. 10,13);

- და „... მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს [„მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა“]: მათ [აქ - მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის]  წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე [„და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს“], მიქაელის, თქვენი მთავრის [აქ - კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერის მიხეილ ანდღულაძის] მეტი“ (დან. 10,21);

- ზემოთქმული ხელმოწერების შეგროვების მიზნით, ბიბლიური ახალი წლის - მარტის თვიდან აღებული - მეცხრე, ანუ - ნოემბრის თვიდან დადგმული კარვების თაობაზე მინიშნება ასეთი სახისაა: „... მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ“ [I მაკ. 4,52], - „...ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს... ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს...“ [II მაკ. 10,5-6].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მინაწერი:

2013 წ. 28 იანვარს [28-ე ასო-ნიშანი: „ჩინ“-ი], მიხეილ ანდღულაძეს, მისსავე შტაბ-ბინაში, შეძლებისდაგვარად მოკლედ ავუხსენი - ბიბლიაში, ბოლო ჟამის თაობაზე ნაუწყები ინფორმაციის არსი... მათ შორის, ზემოთგადმოცემული მინიშნებების ის ნაწილიც, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარე გარკვეულ ეტაპს რომ ასახავს.

საუბრის დასასრულს - მადლობა გადავუხადე უკვე გაკეთებულისათვის, და მომავალ საქმიანობაში ღმერთის თანადგომა ვუსურვე.

გმადლობთ ბატონო მიხეილ! რამეთუ მართლაცდა - „...არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს“

ბოლო ჟამის მდინარება კი თავისი გზით მიემართება.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,  2012 წლის 16 თებერვალი,