შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილთან

 

2013 წლის 25 თებერვალს, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ქ. თბილისში, იუსტიციის სახლში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გაიმართა შეხვედრა.

მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით, საქართველოს 1,5 მლნ. მოქალაქის ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი, კოალიცია „ერთსულოვნების“ მხრიდან, დ. უსუფაშვილთან 17.00 სთ-ზე დაწყებულ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტისათვის 2013 წ. 21 თებერვალს გაგზავნილი „საკანონმდებლო წინადადების“ [იხ. გაზეთის წინა ნომერი] „საინიციატივო ჯგუფის სახელით ესწრებოდნენ:

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, პაატა ცნობილაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ელგუჯა ბურდული, ანზორ ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, მარინა კაჟაშვილი, ნუგზარ კახნიაური, ნიკოლოზ მჟავანაძე, მამა ელიზბარი [დიაკონიძე] და მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

სამსაათიანი შეხვედრის მანძილზე „საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა - პაატა ცნობილაძემ, მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და მიხეილ ანდღულაძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად ავუხსენით ჩვენი კანონპროექტის მოთხოვნის მთავარი არსი. დასასრულს ბატონ დავითს ვთხოვეთ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კანონით გაწერილი ვადების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად  დაეჩქარებინა, პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, მისი განხილვის დღის დანიშვნა.

კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული დისკუსიის ბოლოს, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენს წინადადებას 26 თებერვალს დანიშნულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაიტანდა, და მას, შესაბამის კომიტეტს გადაუმისამართებდა.

შეხვედრის დარჩენილი დრო, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მისგან მომდინარე პრობლემების განხილვას დაეთმო.

დამშვიდობების წინ, პირად საუბარში გავიხსენეთ ჩვენს შორის, თითქმის 20 წლის წინათ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერში, კონსტიტუციასთან დაკავშირებით გამართული პოლემიკის ცალკეული დეტალები, და უახლოეს დღეებში, „საკანონმდებლო წინადადების“ მოსალოდნელი განხილვის წარმატებით დამთავრების იმედი გამოვთქვით.

მინაწერი:

მითოსური კუთხიდან მომდინარე, კოდირებული - „უსუფაშვილის“ არსის თაობაზე, და მასთან შეხვედრის ბიბლიურ მნიშვნელობაზე, თუ ღმერთი ინებებს, სხვა დროს ვისაუბრებთ.

ბიბლიური ახალი წლის მარტის თვიდან ათვლით - თებერვლის, ანუ მე-12 თვის 25-ე რიცხვის თაობაზე, რომელიც - ნათლისღებიდან [19 იანვარი] ათვლით [20,21...] 37-ე დღე გახლავთ, წმიდა წერილში იგავურად ასე გვეუწყება - „იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის თავზე, მეთორმეტე თვის ოცდახუთში ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს [კოდია] თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან [კოდია]. კეთილად ელაპარაკა მას...“ [იერ. 52,31-32].