2013 წლის 18 აპრილის შეხვედრის ქრონიკები

წინასწარი შეთანხმების შემდეგ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა ლასკარის თავმჯდომარე - მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრ - რობერტ პეტრიაშვილს შორის. სხდომას, სტუმრის სტატუსით, ესწრებოდა, მოძრაობა - „31 მარტი“-ს წარმომადგენელი, იურისტი - ზურაბ ცხოვრებაშვილი.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. 

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ [გელა] სალუაშვილის წინადადებით, გადაწყდა დაწყებულიყო მუშაობა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.