საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
პოლიტიკური პარტიების
ფინასური მონიტორინგის სამსახურის უფროსს
ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს!
№7 ს/გ „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
თავმჯდომარის
მიხეილ (გელა) სალუაშვილის
მიმართვა
დეკლარაციის ფორმების წარმოდგენასთან დაკავშირებით
ბატონო ზურაბ!
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლისა და 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, უკვე გაცნობეთ, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილე №7 სუბიექტის: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საარჩევნო ფონდი დაფუძნებული გახლდათ, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ს.ს „თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი: SWIFT: TBCBGE22
მიმღების დასახელება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი): GE96 TB78 849 360 801 000 02
ფონდის საქმიანობის დაწყებამდე ანგარიშზე არსებობდა ნაშთი - 48 ლარი და 38 თეთრი [ორმოცდარვა ლარი და 38 თეთრი].
ჩვენი საარჩევნო სუბიექტის მიერ 2014 წ. 26 მაისიდან - 15 ივნისის ჩათვლით განხორციელდა ორი ფინანსური აქტივობა [ანუ - 2014 წ. 27 მაისს განხორციელებული შემოწირულობის თანხა - 1050 [ათას ორმოცდაათი] ლარი დაიხარჯა]:
1. ინტერნეტ სივრცეში განთავსებული საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად [დრონი.გე; პრესა.გე] – 700 [შვიდასი] ლარი;
2. სააგიტაციო პლაკატების ბეჭვდა - 350 [სამას ორმოცდაათი] ლარი.
შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 47 ლარი და 48 თეთრი [ორმოცდაშვიდი ლარი და 38 თეთრი].
დანართი:
დეკლარაციის ფორმები - 17 ფურცელი.
პატივისცემით:
№7 საარჩევნო სუბიექტის:
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს
საარჩევნო ფონდის თავმჯდომარე,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი
ტელ.: 5[91] 63-63-36
ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.