საქართველოს სახელმწიფო აუდიტის

პოლიტიკური პარტიების

ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის

სამსახურის უფროსს

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს

 

2017 წლის საანგარიშწორებო პერიოდთან

დაკავშირებული

 

ფინანსური ანგარიშგება

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №22-რ ბრძანებით, რეგისტრირებული იქნა (რეგ. №052) - კავშირის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, და ჩვენი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „სამართლიანობის აღდგე-ნის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

მოგვიანებით, კერძოდ - 2011 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, თბილისის რაიონულ ცენტრში, 2012 წლის 9 იანვარს - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე და გაიცა - „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა“ (სერია 11).

 

2012 წლის 9 იანვარს, „თიბისი“ ბანკში გახსნილ იქნა -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლარის ანგარიში:

საბანკო კოდი: TBCBGE 22,

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96 TB78 8493 6080 1000 02.

 

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენდა - 14 [თოთხმეტ] ლარს და 02 თეთრს.

2017 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული კავშირის ფინანსური საქმიანობის სურათი ასეთია:

1. 17 ოქტომბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 150 [ასორმოცდაათი] ლარის შემოწირულობა;

2. 17 ოქტომბერს  შ.პ.ს. „ირიდა“-ს, სასტამბო ხარჯის ანაზღაურებისათვის, გადაერიცხა - 150 [ასორმოცდაათი] ლარი;

3. 17  ოქტომბერს განხორციელდა 0.90 ლარის გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;

4. 27 დეკემბერს მიხეილ სალუაშვილმა შემოიტანა - 100 [ასი] ლარის შემოწირულობა;

 5. 27 დეკემბერს შპს „კავკასუს ონლაინს“, გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის  2018 წლის მომსახურების საფასური - 30 [ოცდაათი] ლარი;

6. 27 დეკემბერს კაშირის ანგარიშიდან შპს „სერგ.ჯი“-ს გადაერიცხა ინტერნეტ გვერდის 2018 წლის მომსახურების საფასური 70 [სამოცდაათი] ლარი;

 

2017 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრამდე:

- კავშირის ანგარიშზე შემოსულმა საერთო თანხამ შეადგინა - 250 [ორასორმოცდაათი] ლარი;

- კავშირის ანგარიშიდან, სხვადასხვა მომსახურებისათვის გადარიცხული იქნა - 250 [ორასორმოცდაათი] ლარი და 90 თ.

 

2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

- კავშირის ანგარიშზე რიცხული საბოლოო ნაშთი შეადგენს - 13 [ცამეტ] ლარს და 12 თეთრს.

დანართი:

წლიური საფინანსო დეკლარაცია

 

პატივისცემით

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

თბილისი,

3 იანვარი 2018 წ.