„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 18 თებერვლის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 18 თებერვლის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის“ [საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“-ს შექმნის თაობაზე].
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის „პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები“-ს ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი _ „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის“.
„სამართლიანობის აღდგენის
კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი