„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2013 წლის 7 დეკემბრის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2013წ. 7 დეკემბრის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება: საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოში 1991 - 1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ წარდგენის თაობაზე.
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების: „საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“ წარსადგენი კანონპროექტი.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა)
სალუაშვილი