ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს
გიორგი ალიბეგაშვილს!
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა
გაერთიანება „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს
ღია მიმართვა
ბატონო გიორგი!
2014 წ. 31 დეკემბერს 21 წელი სრულდება მას შემდეგ რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში აღესრულა: საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი - ზვიად გამსახურდია.
ვითვალისწინებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ზვიად გამსახურდიას მიერ გაღებულ უდიდეს წვლილს,
შემოვდივართ წინადადებით, რათა ქ. თბილისის საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“- ს 64-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, განიხილოს და მიიღოს შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება, რათა ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად:
დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო ობიექტს - ქ. თბილისის აეროპორტს მიენიჭოს: საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას სახელი.
წინასწარ გიხდით რა მადლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - ზვიად გამსახურდიას სახელის სათანადო დაფასების საქმეში გაღებული წვლილისათვის,
ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას ორმხრივად მისაღებ ნებისმიერ ფორმატში ურთიერთ თანამშრომლობისათვის.
ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა
გაერთიანება „უფლის სახელით -
უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს
სპიკერი
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი
თბილისი,
2014 წლის 29 სექტემბერი
ტელ.: 5 (91) 63-63-36
ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
წერილის ჩაბარების №07/13388,
29.09-2014 წ.