საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
რეგისტრაციის სამსახურის უფროსს
ქალბატონ მანანა ცინაძეს!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარის
მიხეილ [გელა] სალუაშვილის
ღ ი ა მ ი მ ა რ თ ვ ა
ქალბატონო მანანა!
მოგახსენებთ, რომ ჩვენი პარტიისათვის თქვენი სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილი [რომელსაც საჯარო რეესტრის ელექტრონული კანცელარიის გვერდზე გავეცანით - N302733 29 /აგვისტო/ 2019 წ.] სათანადო პროფესიულ დონეზეა შედგენილი. ოღონდ ერთია - აღნიშნული წერილის სულისკვეთება არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელიც განსახილველ საკითხთან მიმართებით შექმნილი რეალობა ჰქვია. შესაბამისად უნდა მოგახსენოთ შემდეგი.
თავიდანვე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილის შედგენისას ვეყრდნობით დღევანდელ საკანონმდებლო სივრცეში მოქმედ ორ სამართლებრივ დოკუმენტს. ესენია:
1. საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ [შემდგომში „1:“];
და
2. 2016 წლის 9 აგვისტოს მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №161“ [შემდგომში „2:“];
1-ლი კომენტარი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებით
ქალბატონო მანანა!
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა [იხ. 2: დანართი №2], სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს:
„დ) პარტიის სახელწოდებას (შემოკლებულ დასახელებას)...
ვ) პარტიის ხელმძღვანელ ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირთა) სახელსა (სახელებსა) და გვარს (გვარებს);
ზ) პარტიის იურიდიულ მისამართს“ [იხ. „2:“ მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტის: „დ“; „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები].
შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა დგება სწორედ პარტიის უმაღლესი ორგანოს მიერ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში.
ამასთანავე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში ცვლილების განხორციელების საფუძვლად შეიძლება იქცეს მოქმედი კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევა [იხ. „1:“ მუხლი 22,2: „ე“–„ზ“; აგრეთვე „2:“ მუხლი 3,4].
ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოქმედი პარტიის წესდებაში, დადგენილი წესით შეტანილი არც ერთი სხვა ცვლილება, არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში ცვლილების განხორციელების საფუძველი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან: 2019 წ. 17 აგვისტოს გამართულ კავშირის მე-11 სათათბირო სხდომაზე არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენთან მიმართებაში დღის წესრიგში არ შეიძლება დადგეს პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
მე-2 კომენტარი
პარტიის უმაღლესი წარმომადგენელი პირის არჩევის საკითისათვის
ქალბატონო მანანა!
თქვენ გვწერთ, რომ - „„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2016 წლის 27 მაისს შეტანილი ცვლილებებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს № 161 ბრძანებით დამტკიცებულ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესის“ გათვალისწინებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე ხელმძღვანელობასა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება (ახალი თავმჯდომარის არჩევა ან მოქმედი თავმჯდომარის ახალი უფლებამოსილების ვადით არჩევა) ექვემდებარება რეგისტრაციას“.
აღნიშნულთან მიმართებაში უნდა მოგახსენოთ, რომ საჭიროა ამ ორი საკითხის ურთიერთგამიჯვნა. კერძოდ:
პარტიის უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის ნებისმიერ ეტაპზე, მოქმედი თავმჯდომარის ახალი უფლებამოსილების ვადით არჩევის შემთხვევის გამო პარტიათა რეესტრში ცვლილების ასახვის აუცილებლობას, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს [რამეთუ ამ დროს არ ხდება კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა];
„ახალი თავმჯდომარის“ არჩევა, თავის მხრივ, იწვევს რა კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას, დიახაც ხდება პარტიების რეესტრში ცვლილების შეტანის საფუძველი.
როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობით, პარტიის წესდებაში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს, პარტიის - „ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა“ [იხ. 1: მუხლი 13,1 – „ზ“].
ჩვენი წესდებით - „კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა სათათბირო, რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ. სათათბიროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კავშირის ლასკარის გადაწყვეტილებით ან რეგიონალური ორგანიზაციების საერთო რიცხვის 1/3 მოთხოვნით, არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში“ [იხ. მუხლი 6,1].
იქვე დაფიქსირებულია, რომ - „კავშირის სათათბირო: ... ოთხი წლის ვადით ირჩევს:
ა) კავშირის უმაღლეს თანამდებობის პირს - ლასკარის თავმჯდომარეს, რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგენს კავშირს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მესამე პირებთან ურთიერთობაში“ [იხ. მუხლი 6,3].;
ამდენად - კავშირის ლასკარის თავმჯდომარის არჩევა ხდება - ოთხი წლის ვადით, რომელი დროის ათვლაც შეიძლება დაიწყოს, სათათბიროს - ნებისმიერ, მათ შორის რიგგარეშე სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
ამასთან, კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს - სათათბიროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ლასკარის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს, არა მარტო წესდებით განსაზღვრული ოთხწლიანი ვადის ამოწურვის, არამედ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის ნებისმიერ დროს.
მოქმედი კანონმდებლობით - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა [იხ. 2: დანართი №2], სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს:
„ვ) პარტიის ხელმძღვანელ ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირთა) სახელსა (სახელებსა) და გვარს (გვარებს)“[იხ. „2:“ მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტის: „ვ“].
ამ უკანასკნელ პირთა სხვა პირებით შეცვლა, როგორც ითქვა, არ არის დამოკიდებული წესდებით განსაზღვრულ რაიმე ვადაზე, და იგი შეიძლება მოხდეს ამ პირი [პირთა] თანამდებობაზე ყოფნის - ნებისმიერ დროს.
შესაბამისად, მხოლოდ - პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული ამგვარი შესაძლო გადაწყვეტილება, გამოიწვევს რა ხსენებული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას, შეიძლება გახდეს, პარტიათა რეესტრში, სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელების საფუძველი.
მოქმედი კანონმდებლობით პარტიის უმაღლესი წარმომადგენელი პირის გამოკვეთა ხდება - „პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები“-ს წარდგენის გზით [იხ. 1: მუხლი 22,2 „ვ“; აგრეთვე - 2; მუხლი 3,2 „ვ“].
ამდენად, ამ შემთხვევაში, პარტიების რეესტრში ცვლილების განხორციელების საფუძველი იქნება: არა პარტიის წარმომადგენელი პირის [პირების] უფლებამოსილების [ჩვენი კავშირის წესდებით 4 წლიანი] ვადის გასვლა, არამედ, უკვე ხსენებული კანონის - „1:“ მუხლი 22,2 „ვ“- ში [იხ. აგრეთვე - „2:“ მუხლი 3,2 „ვ“] ცვლილების შეტანა, რაც, როგორც ითქვა შეიძლება მოხდეს, ამ პირის [პირთა] მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნის ნებისმიერ დროს.
მაშასადამე, მოქმედი კანონის თანახმად, პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს სხდომაზე, პარტიის უმაღლეს წარმომადგენელ პირად [პირებად] ამ თანამდებობაზე მყოფი პირის [პირთა] ხელახალი არჩევა, არ იწვევს რა კანონის - „1:“ მუხლი 22,2 „ვ“-ში [იხ. აგრეთვე - „2:“ მუხლი 3,2 „ვ“] ცვლილების შეტანას, დღის წესრიგში არ აყენებს პარტიების რეესტრში აუცილებელი ცვლილების შეტანის აუცილებლობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან: 2019 წ. 17 აგვისტოს გამართულ კავშირის მე-11 სათათბირო სხდომაზე, „პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირად, ამ თანამდებობაზე მყოფი პირის ხელმეორედ არჩევის გამო, არ განხილულა კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საკითხი, შესაბამისად, კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენთან მიმართებაში დღის წესრიგში არ შეიძლება დადგეს პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
მე-3 კომენტარი
სათათბირო სხდომაზე ნოტარიუსის დასწრების ვალდებულება
ქალბატონო მანანა!
მოქმედი კანონმდებლობით - „თუ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით ან პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია პარტიის ყრილობის მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით ჩატარებულ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი. ნოტარიუსის დასწრება არ არის სავალდებულო ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება წესდებაში ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ყრილობის ოქმში“ [„2:“ მუხლი 3,5; იხ. აგრეთვე - „1:“ მუხლი 24,2].
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით პარტიის უმაღლეს შეკრებაზე ნოტარიუსის დასწრებისა და მის მიერ ოქმის დამოწმების ვალდებულება დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცვლილება იგეგმება - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებში;
კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე - „...ნოტარიუსის დასწრება არ არის სავალდებულო ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება წესდებაში ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას... [„2:“ მუხლი3,5; იხ. აგრეთვე - „1:“ მუხლი 24,2].
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან: 2019 წ. 17 აგვისტოს გამართულ კავშირის მე-11 სათათბირო სხდომაზე არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, აღნიშნულ სხდომაზე ნოტარიუსის დასწრების კანონისმიერი აუცილებლობა, სათათბირო სხდომის დაგეგმის დღის წესრიგში არც დამდგარა.
მე-4 კომენტარი
სარეგისტრაციო მოსაკრებელის საკითხისათვის
ქალბატონო მანანა!
თქვენ სავსებით სამართიანად ბრძანებთ, რომ - „...სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანისათვის დადგენილია სარეგისტრაციო მოსაკრებელი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 500 (ხუთასი) ლარის 25%-ის ოდენობით“
ვინაიდან: 2019 წ. 17 აგვისტოს გამართულ კავშირის მე-11 სათათბირო სხდომაზე არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების რეესტრში რაიმე სახის ცვლილების აუცილებლობის არ არსებობის გამო, სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის ვალდებულება არ გვეკისრება.
მე-5 კომენტარი
სათათბირო სხდომის ჩატარების თაობაზე საჯარო რეესტრისათვის დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება
ქალბატონო მანანა!
მოქმედი კანონმდებლობით - „პარტია ვალდებულია წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები) [1: მუხლი 24,1; აგრეთვე - 2: მუხლი 3,4];
ამდენად, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯარო რეესტრისათვის წარდგენის ვალდებულება დგება - წესდებაში, მხოლოდ, ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან: 2019 წ. 17 აგვისტოს გამართულ კავშირის მე-11 სათათბირო სხდომაზე არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, საჯარო რეესტრისათვის არანაირი დოკუმენტაციის წარდგენის კანონისმიერი ვალდებულება არ გვეკისრება;
დასკვნის მაგიერ
ქალბატონო მანანა!
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:
2019 წ. 17 აგვისტოს გამართულ კავშირის მე-11 სათათბირო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე:
ვინაიდან: სხდომაზე არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენთან მიმართებაში დღის წესრიგში არ შეიძლება დადგეს პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
ვინაიდან: სხდომაზე „პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირად, ამ თანამდებობაზე მყოფი პირის ხელმეორედ არჩევის გამო, არ განხილულა კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საკითხი, შესაბამისად, კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენთან მიმართებაში დღის წესრიგში არ შეიძლება დადგეს პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.
ვინაიდან: სხდომაზე არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, აღნიშნულ სხდომაზე ნოტარიუსის დასწრების კანონისმიერი აუცილებლობა, სათათბირო სხდომის დაგეგმის დღის წესრიგში არც დამდგარა.
ვინაიდან: სხდომაზე არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების რეესტრში რაიმე სახის ცვლილების აუცილებლობის არ არსებობის გამო, სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის ვალდებულება არ გვეკისრება.
ვინაიდან: არ განხილულა არათუ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კავშირის წესდებაში ცვლილების შეტანის არცერთი საკითხი, შესაბამისად, საჯარო რეესტრისათვის არანაირი დოკუმენტაციის წარდგენის კანონისმიერი ვალდებულება არ გვეკისრება;
შესაბამისად, კანონისმიერი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენთან მიმართებაშ, დღის წესრიგში არ შეიძლება დადგეს პოლიტიკური გაერთიანებების [პარტიების] რეესტრში რაიმე სახის ცვლილების განხორციელების აუცილებლობა
ქალბატონო მანანა!
ჩვენი წერილის დასასრულს გვინდა ხაზგასმით მოგახსენოთ, რომ საჯარო რეესტრისათვის წარმოდგენილი ჩვენი 2019 წლის 19 აგვისტოს განცხადება [რეგისტრაციის ნომერი: N382463/17, 19.08.2019 წ.] თანდართულ დოკუმენტებთან (2019 წლის 19 აგვისტოს N19/08-01 მიმართვა, მე-11 სათათბირო სხდომის ოქმის ამონაწერი (N19/08-1; 19.08.2019 წ.წ.) და ლასკარი შემადგენლობის განმსაზღვრელი ჩამონათვალი (N19/08-2; 19.08.2019 წ.წ.)) ერთად, წარმოდგენილი ინფორმაციის ცნობად მიღების თაობაზე, ემყარებოდა არა კანონოსმიერი ვალდებულების ასრულებას, არამედ მხოლოდ საჯარო რეესტრის სამსახურისადმი ჩვენი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით გახლავთ განპირობებული.
წინამდებარე სახის კომუნიკაციის გამართვის აუცილებლობამ დაგვანახა, რომ ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა თავისი გარკვეული დადებითი შედეგი გამოიწვია.
ქალბატონო მანანა!
მიუხედავად იმისა, რომ გვჯერა თქვენი პროფესიონალიზმის მაღალი დონისა, საჭიროების შემთხვევაშ,ი მზად ვართ აღნიშნული საკითხის დამატებითი განხილვის მიზნით დაგეგმილ ნებისმიერ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა.
პატივისცემით
„სამართლიანობის აღდგენის კავშირის ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი
წერ. ჩაბ. N 402324/17
02. 09. 2019 წ.