საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს
ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
ლასკარის თავმჯდომარის
მიხეილ (გელა) სალუაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ზურაბ!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ ცსკ-ში წარმოდგენილ 2012 წლის 18 ივლისის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:
- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;
„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.
2012 წლის 18 ივლისიდან დავიწყეთ რა შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:
- 26 896 [ოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი] ხელმოწერა.
დანართი:
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ:
904 [ცხრაას ოთხი] ფურცელი, მათ შორის:
30 ხელმოწერით - 808 ფ.;
29 ხელმოწერით - 76 ფ.;
28 ხელმოწერით - 4 ფ.;
26 ხელმოწერით - 2 ფ.;
25 ხელმოწერით - 1 ფ.;
24 ხელმოწერით - 2 ფ.;
23 ხელმოწერით - 5 ფ.;
22 ხელმოწერით - 1 ფ.;
20 ხელმოწერით - 1 ფ.;
18 ხელმოწერით - 1 ფ.;
16 ხელმოწერით - 1 ფ.;
15 ხელმოწერით - 1 ფ.;
9 ხელმოწერით - 1 ფ..
„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ხელმძღვანელი
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა) სალუაშვილი