საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით უსუფაშვილს
საქართველოს პარლამენტის
ღირსებისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგარ
თითოეულ დეპუტატს!
„ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
ღია მიმართვა
ბატონო დავით!
ბატონო პარლამენტის წევრებო!
ვითვალისწინებთ რა საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის მოთხოვნებს, უფლებამოსილნი ვართ შეგახსენოთ:
- ვინაიდან, 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა;
- ვინაიდან, მ. სააკაშვილისათვის, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების 5 წლიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, არც - მ. სააკაშვილისა და არც საქართველოს პარლამენტის მიერ, დღეის მდგომარეობით, არანაირი სამართლებრივი აქტი არ არის მიღებული;
- ვინაიდან, 2013 წლის 20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ ყოფნის თითოეული დღე ადასტურებს, რომ სახეზე გვაქვს მ. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ისა და მუხლი 70,1-ის დარღვევის ფაქტი;
- ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციით: „75-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს...“ (მუხლი 63,1);
ამიტომ, მოგმართავთ წინადადებით რათა საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 75,2-ით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო, გამოიყენოთ თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 63,1-ით მინიჭებული უფლება, და აღძრათ - იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის გადაყენების საკითხი.
„ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ (გელა) სალუაშვილი
თბილისი, 21 იანვარი