ღია წერილი - „გველი მოვკალ უფლისათვის...“, ანუ

გაფრთხილება:

კოალიცია "ქართულ ოცნებას" და მათ მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს - ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

 

გველის შელოცვა, ანუ

„მამა მაცვია, ძე მარტყია, სულის წმინდა გარე მმოსია”.

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

აღმოსავლური კალენდრით მიმდინარე წელი - გველის წელიწადია.

სამოთხეში მომხდარის აღწერისას ბიბლიიდან გვეუწყება - „გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს...“ [დაბ. 3,1].

გველში ჩაბუდებული ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში გაბმას, სამოთხიდან ადამისა და ევას გამოძევება მოჰყვა... და აგორდა ბედის ბორბალი, რომლის გზასავალიც - მეორედ მოსული უფალ იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებითა და განკითხვის დღეს დასრულდება, როდესაც საბოლოოდ დამარცხდება - „...ურჩხული, გველი დასაბამისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა...“ [გამოცხ. 20,2].

აქვე უნდა ითქვას, რომ კოდირებული - „გველი“, ერთის მხრივ - ცდუნების, ხოლო მეორეს მხრივ - სიბრძნის [მკურნალის] სიმბოლოა.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით ვნახოთ თუ დროის რომელი ეტაპის დადგომაზე შეიძლება გვანიშნებდეს 2013 წ. 11 მაისს, საპრეზიდენტო კანდიდატად „კოალიცია - ქართული ოცნები“-ს მიერ - გიორგი მარგველაშვილის დასახელება.

მეორე დღეს, ინტერნეტ სივრცეში ბოკერია-მარგველაშვილის ერთობლივი სურათის [წარწერით - „ახალგაზრდა სოროსელები: მარცხნივ ბოკერია და მარჯვნივ სრულიად საქართველოს ტერიტორიის მომავალი პრეზიდენტიმარგველაშვილი“] გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ვწერდით:

- „...საერთო ფესვიდან, ანუ - სორო[სი]დან ამო-სული, ერთ-ერთი ამონაყარი: გიგა ბოკერია, დღევანდელი პრეზიდენტის ხელდასხმით - უშიშროების საბჭოს მდივნად მოღვაწეობს...

საერთო ფესვიდან, ანუ - სორო[სი]დან ამო-სულ მეორე ამონაყარს: გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრმა ჯერ განათლების სფეროს ხელმძღვანელობა მიანდო; ხოლო მომავალში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ქვეყნის მეთაურად დადგენას უპირებს...“ [იხ. გაზ. №19(864), გვ.5].

გიგა ბოკერიასთან „მეგობრობის“ თაობაზე, გიორგი მარგველაშვილი გაზ. „კვირის პალიტრაში“ [№22(982), 27 მაისი, 2013 წ. გვ. 13] აცხადებს - „...გიგასთან ერთად სტუდენტობა მაქვს გატარებული და მიუხედავად მკვეთრი დაპირისპირებისა ჩვენ შორის არ მომხდარა კონფლიქტი... მეგობრობა არ უნდა შეეწიროს სხვადასხვა პოლიტიკურ ორიენტაციას... ეს ალბათ მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, სადაც მეგობრობა და ერთმანეთის გვერდში დგომა გვაძლებინებს. ქართველებს ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან: მეგობრობა, ნათესაობა, ნათელმირონი...“.

იქვე, კითხვაზე - „საზოგადოებას ძალიან აინტერესებს თქვენი ოჯახური მდგომარეობა“, ბატონი მარგველაშვილი ასე პასუხობს:

- „ოფიციალურად მეუღლე არა მყავს. მყავს მეგობარი ქალბატონი. ჩემი და მაკა ჩიჩუას შვილები ერთად გაიზარდნენ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, როცა ჩვენი შვილები მეგობრობდნენ. მაშოც და ანაც სულ ერთად არიან“ [იხ. იქვე, გვ.13].

ქართულ სინამდვილეში - სოროსი, და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისა, თუ მათი წევრების „საქმიანობა“ რომ უკიდურესად ნეგატიურადაა შეფასებული ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი გაოცება [და აღშფოთება] გამოიწვია, ამ ინტერვიუში, ბატონი მარგველაშვილის მიერ, ცნება - „მეგობარი“-ს არსის დამახინჯებამ. კერძოდ:

1. ბატონი მარგველაშილს ჰყავს მეგობარი - გიგა ბოკერია;

2. ბატონი მარგველაშვილს ჰყავს „მეგობარი ქალბატონი“ - მაკა ჩაჩუა; და

3. ბატონი მარგველაშვილისა და მისი „მეგობარი ქალბატონის“ მაკა ჩაჩუას შვილები - მაშო და ანა, ჯერ კიდევ მათი მშობლების გაცნობამდე „მეგობრობდნენ“, და რომ - „მაშოც და ანაც სულ ერთად არიან“.

არა და არა! მეგობრობა და მეგობარი ის ფაქიზი ცნებაა, რომლის მიუღებელ კონტექსტში მოხსენიება [აღრევა] - დაუშვებელია. ე.წ. „დასავლური ცივილიზაციის“  მიერ თავსმოხვეული უზნეობა, არ შეიძლება ჩვენს ცნობიერებაში დავამკვიდროთ, რამეთუ კარგად ვიცით, რა არის - კაცისა და ქალის [მაგ. ტარიელისა და ასმათის], თუ კაცისა და კაცის [მაგ. ტარიელისა და ავთანდილის] მეგობრობის ფასი.

ბატონო მარგველაშვილო! არ შეიძლება, ვინმესთან ხორციელი [მით უმეტეს უკანონო] თანაცხოვრების - მეგობრობად წარმოჩენა. ამას სხვა სახელი [ტერმინი] ჰქვია...

ბიბლია ბრძანებს - „არ იმრუშო“ [გამ. 20,14]; ხოლო სულხან-საბას ლექსიკონში ვკითხულობთ: „მრუში 2,9 ნაბოზვარი“ [ტ.1, გვ.520]; და იქვე - ბოზი მეძავი... ესე ბოზობა განიყოფებიან ორად: სიძვად და მრუშებად. სიძვა უკუე არს უქორწინებელთა მიერ ქმნული, რომელსა [რომელთა] არა ჰყავს მეუღლე, ხოლო მრუშება არს, რომელსა [რომელთა] ესავს მეუღლე და სხვასთან [სხვაგან] ისიძვოს“ [ტ.1, გვ.107-108].

დიახ, ყველაფერს თავისი სახელი აქვს...

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!


ბოლო ჟამისმიერ მონაკვეთში [ისევე როგორც მანამდეც], ყველა ფაქტს [მოვლენას] თავისი კოდირებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მოდით ვნახოთ თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს გვარი - „მარგველაშვილი“, რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მნიშვნელოვანი. და აი, როგორ:

1. „მარგ[ველაშვ]ილი“... ამ შემთხვევაში ხაზგასასმელია: „მარგილი“, რომელიც სულხან-საბას მიხედვით ასე განიმარტება -„მარგილი ხე წვერ-წათლილი დასარჭობი“ [ტ. 1, გვ. 438].

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ - „...ერთმა მეომარმა შუბი აძგერა („ლახურითა უგუმირა“) ფერდში, და მყისვე გადმოსჩქეფა სისხლმა და წყალმა“ [იოანე 19,34].

სულხან-საბასეული განმარტებით - „...შუბი არს ლახვარი სამ-ძგიდე და ბუნ-გრძელი...“ [ტ. 1, გვ,409].

თუ დავუკვირდებით ვნახავთ, რომ ფორმისდა მიხედვით, გარეგნულად, ერთგვარი კავშირია - მარგილსა და შუბს შორის; რაც საძიებელი მისტერიული პროცესის თვალთახედვით, მოახლოებულ დროით ნიშანზე უნდა გვითითებდეს;

2. „მარ[გველ]აშვილი“... ამ შემთხვევაში უკვე - გველ[ია]“ ხაზგასასმელი.

ხალხური მედიცინიდან, ცნობილია ასეთი შელოცვა:

„გველი მოვკალ უფლისათვის,

გველი მოვკალ უფლისათვის,

გველი მოვკალ უფლისათვის,

[აქა სამჯერ ჯვარი გადიწერე და სთქვი ესე ლოცვა]

ქიშფაშნით მოვალ,

ქიშფარ მაცვია,

ქიშფარ მარტყია,

ვერა, ვერა, ვერა,

ილან ისა უსურ,

სურუნ იათარ!”

(ლოცვა აღებულია მიხო მოსულიშვილის წიგნიდან „გველი მოვკალ უფლისათვის“ (ქართული შელოცვების კრებული) [„წიგნთა და ხელნაწერთაგან გამოკრიბა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა “ილია”, თბ., 1992].

ტრისტან მახაური, ეყრდნობა რა მიხო მოსულიშვილის ხსენებულ ნაშრომს, წიგნში: „ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები“ (წიგნი III) 2011] აღნიშნავს:

„წმიდა შიოს ცხოვრების XVIII საუკუნის ხელნაწერის ბოლო ფურცელზე მიწერილია - „გველის შელოცვა“, რომელიც უნივერსალური ქრისტიანული ფორმულით იწყება: „სახელითა მღვთისათა, მამისა და ძისათა და წმიდისა სულისა ...”.შემდეგ სამჯერ მეორდება ფრაზა: „გველი მოვკალ უფლისათვის!” და ბოლოს ტექსტი მთავრდება აბრაკადაბრით:

„ქიშფაშნით მოვალ,

ქიშფარ მაცვია,

ქიშფარ მარტყია.

ვერა, ვერა, ვერა.

ილან ილა უსურ

სურუნ იათარ”

ამ ლოცვის მთქმელს (შემლოცველს) თითქოს მაგიური ჯავშანი აცვია, რომელმაც ავსულისაგან უნდა დაიფაროს იგი („შიგნით ხმალი, გარეთ – ჯაჭვი!” – ნათქვამია სხვა შელოცვაში). აქ იგულისხმება ფიზიკური და სულიერი დაცვა:

ფიზიკური – კბენისა და მოწამვლისაგან თავდაცვა,

სულიერი – ეშმაკეულის ცთუნებისაგან გადარჩენა.

„ქშფ" თანხმოვანთა კომპლექსი თითქოს - ქშენას“ გამოხატავს და უმეტყველო არსებასთან (გველთან) შებრძოლების იმიტაციასაც ქმნის.

აბრაკადაბრას ბოლოს შერეულია თურქული სიტყვები:

„ილან” - გველს ნიშნავს,

„იათარ” – გაწოლილს.

 აბრაკადაბრის ამ ნაწილს შეიძლება ქართული შესატყვისიც მოვუძებნოთ: „მოთრილო ჯოხო, მოშეშდი!”

 ასახსნელი დარჩება - „ქიშფარ”.

თუ კარგად დავაკვირდებით მოსულიშვილის კრებულში შეტანილ შელოცვებს, ამ ბუნდოვანი სიტყვით ტაბუდადებულ არქეტიპსაც მივაგნებთ:

 XVI საუკუნის ხელნაწერზე მიწერილ შელოცვაში („უჟმურისა”) გვხვდება სტრიქონები, სადაც - „ქიშფარს”, ცვლის - მამა, ძე და სულიწმიდა:

„მამა მაცვია,

ძე მარტყია,

სულის წმინდა გარე მმოსია”

(მოსულიშვილი: 13)“.

მეორეს მხრივ, ამ „ქიშ-ფარს“ შეიძლება შუმერულ სიტყვასთან ჰქონდეს კავშირი „ფიშთუ ფეშ", რაც შუმერულად -სუნთქვას ნიშნავს, ანუ ჩვენ რომ ვამბობთ ფშვინვა [მამ ბერი - იხ. ფეისბუქი].

მოყვანილ ლოცვაში - „გველი მოვკალ უფლისათვის“, გვეუწყება დასაბამისმიერი მაცდურის - გველის [ეშმაკის} მოკვლაზე, ანუ - ბოროტების დამარცხებაზე, რაც თავად უდიდესი სიბრძნის მატარებელი - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების შემდეგ ასასრულებელი პროცესია, რამეთუ:

„...ეშმაკი, მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - ანტიქრისტეს არსის მატარებელი] და ცრუწინასწარმეტყველი, და ეწამებიან დრე და ღამ უკუნითი უკუნისამდე“ [გამოცხ. 20,10].

წინამდებარე თხრობის დასასრულს, კოალიცია „ქართულ ოცნებასა“, და მის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატს, ბატონ - გიორგი მარგველაშვილს, ვურჩევდით:

არ მიიღოთ მონაწილეობა 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში... თუმცა - არჩევანში ყველა თავისუფალია.

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი