საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს
ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!
საქართველოს ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის
[ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი,
ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი]
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ზურაბ!
როგორც მოგეხსენებათ:
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 97-ე მუხლში ვკითხულობთ:
„მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით“
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერმა საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ვსარგებლობთ რა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 97,1-ით მონიჭებული უფლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება 2013 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პრეზიდენტობის კანდიდატად დავასახელოთ - პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „ლასკარი“-ს თავმჯდომარე: მიხეილ [გელა] სალუაშვილი.
საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ დასახელებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მონაცემებს:
ა) სახელი, გვარი: მიხეილ სალუაშვილი
ბ) დაბადების თარიღი: 16 ივლისი 1958 წ.
გ) პროფესია: ინჟინერ-მშენებელი
დ) თანამდებობა (საქმიანობა): „ლასკარი“-ს თავმჯდომარე
ე) სამუშაო ადგილი: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“
ვ) რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, მუხიანის I მ/რ, მე-2 კ., ბ.95
ზ) პარტიულობა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრი
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა: 55 წელი [დაბადებიდან დღემდე]
ი) საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენი, საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები:
1. ზურაბ კობიაშვილი, პირ. №01002003048; თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №37-დ, ბ. 2, ტელ. 5[99] 70-06-06;
2. მევლუდ მამადაშვილი, პირ. №01001059928, თბილისი, პ. ჯანჯღავას ქ. №73, ტელ. 5[91]05-19-50;
3. ეთერ ჩხეტია, პირ. №62001004891, სოხუმი, კვარაცხელიას ქ. №28, ტელ. 5[99] 50-22-65;
4. ჯემალ ჯიქია, პირ. №01025011204, თბილისი, ვაშლიჯვარი, ვ. გოძიაშვილის მე-2 შეს. №22, ტელ. 5[93] 60-94-55, [საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი];
5. ლევან ჩოხელი, პირ. №59001000603, თბილისი, თემქა XI მ/რ, მე-2 კვ., კორპ. 22-ა, ბ. 70; ტელ. 5[93] 31-88-41.
განცხადებას თან ერთვის:
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - დაბადების მოწმობის ასლი
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ სალუაშვილის - სამი ფოტოსურათი.
ბატონო ზურაბ!
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა მოგვეცეს, ჩვენთვის კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყების შესაძლებლობა
პატივისცემით:
საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრები:
1. ზურაბ კობიაშვილი
2. მევლუდ მამადაშვილი
3. ეთერ ჩხეტია
4. ჯემალ ჯიქია
[საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი]
5. ლევან ჩოხელი
თბილისი,
2013 წლის 3 ივლისი
l