საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს
ბატონ ზურაბ ხარატიშვილს!
საქართველოს ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ დასახელებული:
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის,
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
ლასკარის თავმჯდომარის
მიხეილ [გელა] სალუაშვილის
განცხადება
ბატონო ზურაბ!
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 98-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცნობებთ, რომ თანახმა ვარ რათა 2013 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, როგორც საქართველოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ დასახელებულმა - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.
დანართი:
ავტობიოგრაფია - 2 გვ.
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი
2013 წ. 3 ივლისი
დანართი:
ავტობიოგრაფია
მე - მიხეილ(გელა) სალუაშვილი დავიბადე ქ. თბილისში, 1958 წლის 16 ივლისს;
- სხვადასხვა წლებში დავამთავრე:
ქ. თბილისის მე-7 საშუალო სკოლა [1975 წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა“ [1980 წ.];
ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა [გერმანული] [1980 წ.] და
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის [ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება, სპეციალობა - „ხელოვნებათმცოდნე“] [1989 წ.] ორწლიანი კურსები;
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა [1986 წ.].
- 1987 წ. 11 დეკემბერს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე „ახალი ტიპის გასაშლელი თაღოვანი გადახურვის დამუშავება“, და 1988 წლის 11 მაისს მომენიჭა: „ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის“ სამეცნიერო ხარისხი.
- 1992 წლის 24 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს დადგენილებით მომენიჭა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის დოცენტის სამეცნიერო წოდება.
- სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი:
სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო „მშენებლობა“-ში [1979-1980 წ.წ.];
სამშენებლო სამმართველოში, საქმის მწარმოებლად [1980 წ.];
საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში [1980-1982 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის №67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე: ასისტენტად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად; სამეცნიერო თემებში: მეცნიერ-მუშაკიდან - წამყვან მეცნიერ-მუშაკად [1983-1989 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ დოცენტად, ციკლის უფროსად [1990 -1991 წ.წ.];
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამშენებლო ფაკულტეტის № 21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტად, კათედრის გამგის მოადგილე - „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად [1991 – 1995 წ.წ.];
- 1984 წელს გავხდი „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ წევრი.
- ჩემი გამოგონებათა მაკეტებით მონაწილეობას ვიღებდი:
ბულგარეთში გამართულ: „მსოფლიო ახალგაზრდა გამომგონებელთა მიღწევების“ გამოფენაზე: „ბულგარეთი -85“ [1985 წ.], აგრეთვე
მოსკოვში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე [1987 წ.];
- დღეის მდგომარეობით ვარ:
86 - მონოგრაფიის {მათ შორის: 1 - ტექნიკური (რუს.), 22 - პოლიტიკური, 9 - იურიდიული, 44 - თეოლოგიური, 10 - ისტორიული]
59 სამეცნიერო ნაშრომისა [მათ შორის: 1 – „ლექსიკონ-ცნობარი", 18 სასწავლო სახელმძღვანელოს, 14 გამოგონების] და
2000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი;
- 1993 წ. 26 მაისს გამოქვეყნდა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარედგინა ჩემს მიერ შედგენილი „საქართველოს კონსტიტუციის“ პროექტი. ვარ კონსტიტუციის თემატიკისადმი მიძღვნილი 9 იურიდიული კრებულის ავტორი;
- საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩავები 1988 წლიდან, ვიყავი: „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ [1988 წ.], „საქართველოს სახალხო ფრონტისა“ [1989-1990 წ.წ.] და „საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირის“ [1990-1992 წ.წ.] წევრი;
- 1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით, არჩეულ ვიქენი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად; საკრებულოს პირველსავე სხდომაზე ამირჩიეს - საკრებულოს მდივნად (თავმჯდომარედ), თბილისის საკრებულოს წევრად;
- 1992 წლის იანვარში თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ პოლიტიკური ორგანიზაცია: სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“; ვმონაწილეობდით საქართველოს პარლამენტის 1992 და 1995 წლების არჩევნებში;
- ჩემს მიერ დაფუძნებული იქნა:
შპს გაზ. „არჩევანი“ [1993 წ.]; შპს გამომცემლობა „ხმა ერისა-2“ [1996 წ.]; შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“ [1996 წ.];
- 1996 წლის 9 აპრილიდან დავიწყეთ გაზეთ „არჩევანის“ დამატების - გაზეთ „ზვიადის გზა“-ს გამოცემა;
- 1996 წლის 15 დეკემბერს, თანამოაზრეებთან ერთად, დავაარსე: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“. დაარსების დღიდან ვარ „ლაზარეს ინსტიტუტის სარედაქციო ლასკარის“ თავმჯდომარე;
- 1997 წლის 4 იანვარს გამოვიდა გზეთ „არჩევანის“ დამატების - გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი;
- 2003 წლიდან ვარ „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ წევრი; 2003-2004 წ.წ. ვიყავი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (თავმჯდომარის) მრჩეველი;
- 1992 წლიდან 2011 წლის 23 დეკემბრამდე ვიყავი: სამართლიანობის აღდგენის კავშირი - „ხმა ერისა“-ს დარბაზის თავმჯდომარე;
- 2011 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა ჩვენი მოთხოვნა კავშირის სახელდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ დღიდან ვარ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე.
- მყავს ორი ვაჟი:
23 წლის საბა სალუაშვილი - ისტორიკოსი, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრანტი;
21 წლის ზაალ სალუაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.
პატივისცემით:
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი
თბილისი, 2013 წ. 3 ივლისი