მხარდამჭერთა [და არა მარტო მათდა]

გასაგონად სათქმელი!

საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა შეტყობინების მეშვეობით გამოხატავენ ჩვენს პარტიაში გაწევრიანების სურვილს, გვინდა ვაცნობოთ, რომ პარტიის წესდება ამ საკითხს ასე არეგულირებს:


3. კავშირის წევრი

3.1 კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი 18 წელს მიღწეული საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, რომელიც აღიარებს კავშირის წესდებასა და პროგრამას, იხდის საწევრო შენატანს და არ არის სხვა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი.

3.2 მოქალაქის მიღება კავშირში ხდება საკუთარი განცხადების საფუძველზე, პირველადი ორგანისაციის წევრის რეკომენდაციით, პირველადი ორგანიზაციის საერთო კრების მიერ.

3.3 მოქალაქე, რომელსაც კავშირის წევრის რეკომენდაცია არა აქვს, კავშირის წევრად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, მიიღება კანდიდატის სტატუსით _ სათათბირო ხმის უფლებით და ითვლება კავშირის თავისუფალ წევრად.

3.4 კავშირის თავისუფალი წევრის კავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრად მიღება ხდება არა ნაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის რეკომენდაციის საფუძველზე“.


შესაბამისად, ჩვენს პარტიაში გაწევრიანების ყველა მსურველს, შეგიძლიათ მიიჩნიოთ, რომ თქვენი პოზიციის დაფიქსირების დროიდან უკვე ბრძანდებით - 'სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-ს - „თავისუფალი წევრი“ [მუხლი 3.3].

ჩვენი პარტიის ყოველი - თავისუფალი წევრი, წინასაარჩევნო პროცესში ვალდებულია, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოს“ შინაარსის საქართველოს მოსახლეობამდე მართებულად წარდგენის პროცესში.

პარტიის  წესდების - მუხლი 3,4 -ის თანახმად, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"-სრიგებში კავშირის წევრად მიღების დღედ ვაცხადებთ - 2013 წ. 27 ოქტომბერს!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე"-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი