„ცხვრები“ - მარჯვნივ, „თხები“ - მარცხნივ, ანუ
„[კაზა]ნტიპი“-ს ფესტივალი
[მეორე ნაწილი]
შ ე ხ ს ე ნ ე ბ ა - „ღვარძლის“, ანუ იგივე „თხების“,
„თავდაპირველ შეკრებაზე“...
„და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას
ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის:
ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს“
[იოანე 16,8-9]
საუბარი, სახარებაში დაცული მაცხოვრისეული იგავის გახსენებით გვინდა განვაგრძოთ:
„და როდესაც მოვა [აქ: ბოლო ჟამის დასასრულს - გ.ს.] ძე კაცისა [ძალმოსილებით აღჭურვილი უფალი იესუ ქრისტე - გ.ს.] თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ [ანუ განკითხვის დღეს - გ.ს.] დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ“ [მათე 25, 31-33].
მოდით ეხლა, ამავე მონაკვეთის რუსული თარგმანი გავიხსენოთ:
„კოგდა ჟე პრიდიოტ სინ ჩელოვეჩესკი ვო სლავე სვოეუ ი ვსე სვიატიე ანგელი სნიმ, ტოგდა სიადეტ ნა პრესტოლ სვოეუ, ი სობერუტსა პერედ ნიმ ვსე ნაროდი; ი ოტდელიტ ოდნიხ ოტ დრუგიხ, კაკ პასტერ ოტდელიაეტ ოვეც ოტ კაზლოვ; ი პოსტავიტ ოვეც პო პრავუიუ სვოიუ სტორონუ, ა კაზლოვ - პო ლევუიუ“.
[„Когда же приидет Сын Человеческий во славе Своей и все святые Ангелы с Ним, тогда сядет на престоле славы Своей, и соберутся пред Ним все народы; и отделит одних от других, как пастырь отделяет овец от козлов; и поставит овец по правую Свою сторону, а козлов - по левую“ [მათე 25, 31-33]].
როგორც ვხედავთ, განკითხვის დღეს მოსახდენი, მაცხოვრისეულ იგავში [კოდირებულად] შედარებულია, მწყემსის მიერ ფარაში - ცხვრებისა და თხების გარჩევასთან.
კოდირებულ - „ცხვართან“ შედარებულთა, ანუ გაცხადებული უფლის მხარმარჯვნივ მდგომთა მომავალი [განკითხვის დღის შემდგომი] ხვედრის თაობაზე, მაცხოვარი ასე ბრძანებს:
„მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ [მათე 25,34];
იქვე გვეუწყება, თუ რა ელით კოდირებულ - „თხასთან“ შედარებულთ, ანუ გაცხადებული უფლის მხარმარცხნივ მდგომთ:
„მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ [მათე 25,41].
სათქმელის უკეთ გაგების მიზნით, მაცხოვრის მიერ გადმოცემული კიდევ ერთი იგავიც გვინდა გავიხსენოთ:
„სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.
როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი?
ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას. მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ. აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში“ [მათე 13,24-30].
იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ იგავშიც განკითხვის დღეზეა მინიშნება, საკმარისია იქვე მოცემული მაცხოვის განმარტება წავიკითხოთ:
„...საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს“ [მათე 13,37-40].
ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ამ ორ იგავში [ანუ კოდირებულად] გადმოცემულ თხრობაში:
1. „საღი თესლით“ - „ცხვრებზეა“ მინიშნება; ხოლო:
2. „ღვარძლი“ კი - „თხებთან“ იგივდება.
თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ განხილულ კოდირებულ თხრობაში: „...მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი“ [მათე 13,30], გვენიშნება - „ღვარძლის“, ანუ იგივე „თხების“, „თავდაპირველ შეკრებაზე“, ანუ მათ რაღაც თავყრილობაზე.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით გავერკვეთ, თუ რაზე, და რომელი ეტაპის დადგომაზე გვენიშნება 2014 წლის 20 აგვისტოდან „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარებით.
[გაგრძელება იქნება]