„ცხვრები“ - მარჯვნივ, „თხები“ - მარცხნივ, ანუ

„[კაზა]ნტიპი“-ს ფესტივალი

[მეოთხე ნაწილი]

ყველამ ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ, ანუ

ვებრძოლოთ ცოდვას, და არა ამ ცოდვის ჩამდენს!..

„და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას

ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის:

ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს.

სიმართლისათვის, რადგანაც ...

განკითხვისათვის,

რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი

უკვე განკითხულია [იოანე 16,8-11]

და აი, დარაზმულია „ელქაჯთა“ [წინ მოარულ თხათა] რაზმი [ვაცები და ნეზვები; ბოტები და ვაციკები], და საკუთარი თუ სხვათა სულის სიბინძურეში გასახვევად, ანუ წამიერი ხორციელი სიამოვნების მისაღებად, ეშმაკისაგან ტვინარეულნი, ყველაფერზე არიან წამსვლელნი...

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე - საქართველოში, უზნეობის ღიად წარმომჩენი და ცოდვის მარეკლამირებელი ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ ჩატარებით [მასში მონაწილეობით], - ერთის მხრივ; და მეორეს მხრივ - ამ ფესტივალისადმი თავისი პოზიციის [მომხრე ან/და მოწინააღმდეგე] დაფიქსირებით, მიმდინარეობს - „ცხვრებისა და თხების“ გადარჩევის მისტერიული პროცესი.

ვისაც საკუთარი სულის გადარჩენა გსურთ, თქვენს ხელთ არსებული ყველა დასაშვები ხერხით, შეეცადეთ რათა:

- არამარტო ამხილოთ უზნეობა, არამედ

- ყველაფერი გააკეთეთ, რათა მოხერხდეს - ეშმაკის მიერ ცდუნებულთა, ანუ ე.წ. „თხებში“ მოაზრებულთა [ვაცთა თუ ნეზვთა, ბოტთა თუ ელქაჯთა] გამოხსნა-გადარჩენა და ცოდვისაგან მათი განრიდება; რამეთუ

მოციქული გვასწავლის:

„ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას“ [იაკობისა 5,20].

ღმერთმა ყველას მოგვცეს ძალა და გარჩევის უნარი, რომ  - შევებრძოლოთ ცოდვას, და არა ამ ცოდვის ჩამდენს!..

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ.

ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ქრისტესმიერი სიყვარულით

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

თბილისი, 2014 წ. 16 აგვისტო