მეორე ნაწილი: გამოცხადება 20,1-3
კოდირებული - „ათასი წლისა“ და
„თავს დაიხსნის მცირედი ხნით“
არსობრივი მხარის გაგებისათვის
„1. და ვიხილე ანგელოზი [კოდია], ჩამომავალი ზეცით, რომელსაც ჰქონდა გასაღები უფსკრულისა [კოდია და მიგვანიშნებს ბოლო ჟამზე არსებულ მინიშნებათა შეცნობის სირთულეზე - „უფსკრული (+ ესე არს) სიღრმე მიუწდომელი, რომლისა სახელი ნივთისა უზომოობასა და (ჰ)ნიშნავს სიღ(რ)მე მიუწდომელი, (+ [უძირო]“, იხ. - საბა, ტ. 2, გვ.173.] და ხელთ ეპყრა ჯაჭვი გრძელი [აქ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ სხვადასხვა მოვლენათაგან (რგოლებისაგან) შემდგარი ჯაჭვი]“.
ამდენად, მთლიანობაში, ამ მუხლში მინიშნებაა იმ გუნდზე [კრებითი სახელით - „ანგელოზი“], რომელსაც, ღვთის განგებულობით, ხელთ უპყრია „გასაღები უფსკრულისა“, ანუ ხელეწიფება ბოლო ჟამის დადგომის ურთულესი და მიუწვდომელი [„უძირო“] სიღრმის შეცნობა; და, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი თითოეული აცხადებული ნიშნის რგოლებისაგან შემდგარი, მოვლენათა „ჯაჭვი გრძელი“-ს აგება.
გამოცხადება 20,2
„2. და შეიპყრო [იგივე აზრია, როგორც - ჩაწვდა, შეიცნო] ურჩხული, გველი დასაბამისა [„გველის“ არსის მატარებელი პირი], რომელიც არის ეშმაკი და სატანა და შეკრა იგი ათასი წლით [გვენიშნება - 2011 წ. ოქტომბერიდან 2012 წ. ოქტომბრამდე არსებული დროითი მონაკვეთის დადგომა]“.
მთლიანობაში ამ მუხლში გვენიშნება:
- ერთის მხრივ, როგორც: „დასაბამისეული გველის“ არსის მატარებელი პირზე [აქ - „მარ(გველ)აშვილზე“], ასევე: კონკრეტული მოვლენის აცხადებისეულ დროზე, ანუ „გველის [აქ - 2013] წელზე“;
- მეორეს მხრივ, გვიკონკრეტდება, რომ ყოველივე ზემოთქმულის შეცნობის [„შეპყრობის“] გასაღებია: კოდირებული „ათასი წელი“. კერძოდ, მითითებულში „შეკრა იგი ათასი წლით“, გვენიშნება იმ კონკრეტულ გუნდზე [კოალიცია „ქართული ოცნება“], რომლის წევრიც უნდა იყოს: „იგი“ - „გველი დასაბამისას“ არსის მატარებელი პირი.
გამოცხადება 20,3
„3. და ჩააგდო იგი [აქ - „გველი დასაბამისა“] უფსრულში [მოვლენების ბოლო ჟამის კონტექსტში განხილვა], და დახშა კარი [კოდი „ათასი“-ს მსგავსად, კოდი „კ[11] + ა[1] + რ[19] + ი[10]“, ასევე უდრის „41“-ს], და დაბეჭდა იგი [აქ მინიშნებაა „დასაბამისმიერი გველის“ არსის მატარებელი პირის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ჩართვაზე], რათა ვეღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი [ესაა საძიებელი დროის ზედა მიჯნა: 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგები], ხოლო შემდგომად ამისა [აქ უკვე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებაზეა მინიშნება] თავს დაიხსნის მცირედი ხნით [2013 წლიდან ათვლილი დრო...]“.
განსახილველ მუხლში, ისევ, ბოლო ჟამის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დროითი მინიშნებითი კუთხის წარმოჩენაა. კერძოდ გამოყოფილია ორი პირობითი მონაკვეთი:
1. „დასაბამისმიერი გველის“ არსის მატარებელი პირის ჩართვა კოალიცია „ქართული ოცნების“ [„ათასი“ = „კარი“ = 41] რიგებში, არჩევნები და მის შემდგომად განვითარებული მოვლენები, ანუ: 2011 წ. ოქტომბრიდან, 2012 წ. 1 ოქტომბრის „გავლით“, ვიდრე - 2013 წ. 11 მაისამდე, როდესაც, ბიძინა ივანიშვილის წინადადებით, კოალიციამ თავის საპრეზიდენტო კანდიდატად - გიორგი მარ[გველ]აშვილი დაასახელა; და
2. 2013 წ. 11 მაისიდან ვიდრე 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გავლით 2013 წ. 20-24 ნოემბრიდან, ანუ „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ ძირითადი ეტაპის ამოწურვიდან, დაწყებულ პროცესებზე, ზოგადი სახელდებით: „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“.