მესამე ნაწილი: გამოცხადება 20,4-6

კოდირებული - „ათასი წლისა“ და

თავს დაიხსნის მცირედი ხნით“

არსობრივი მხარის გაგებისათვის

„4. და ვიხილე ტახტნი [აქ - სხვადასხვა პარტიები], და მათზე მსხდომარენი, [აქ - ამ პარტიათა ლიდერები] ა მიეცა მათ მსჯავრი  [დაიწყო მხილების ახალი ეტაპი, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია],  და იესოს მოწმობისა და ღმრთის სიტყვისათვის [აქ - ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულნი] თავმოკვეთილთა სულნი [აქ - აქამდე პოლიტიკურ „ჩრდილში“ მყოფნი], რომელთაც თაყვანი არ სცეს არც მხეცსა [აქ - ანტიქრისტეს] და არც მის ხატს [აქ - ცრუწინასწარმეტყველს], და არ მიიღეს ნიშანი მისი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე [აქ - საარჩევნო პროცესებში არმონაწილეობა]; და ცხონდნენ და სუფევდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს [აქ - 2011 წლის ოქტომბრიდან ვიდრე 2012 წ. ოქტომბამდე, ვიდრე 2013 წ. 11 მაისამდე].

ამ მუხლში, განსახილველ ეტაპზე მომქმედ ორ პირობით ჯგუფზეა მინიშნება. კერძოდ:

1. როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს მიხეილ სააკაშვილის მიერ ნინო ბურჯანაძის ჩამოცილებისა [2008 წ. აპრილ - ივნისი], და საქართველოს გარკვეული ნაწილის „სხვათა [რუსეთის] ხელში“ გადასვლიდან [2008 წ. აგვისტო-სექტემბერი] ათვლით 3,5 წლის შემდგომად [2011 წლის ოქტომბერი - 2012 წ. თებერვალი] დაწყებულ პროცესებს - „სამსჯავროსეული“ ეტაპი ჰქვია: „შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას [აქ - მ. სააკაშვილსა და მის გუნდს] ხელმწიფებას [ესაა ე.წ. პირველი ეტაპი, ანუ 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი], რათა [უკვე 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომად] საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ [დან. 7,26].

ზემოთ ხსენებულ ჯგუფთაგან, პირველში მოიაზრება სწორედ ამ „სამსჯავროს“ პროცესში ჩართული მთავარი ძალა: კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელშიც რამოდენიმე პოლიტიკური პარტია [„და ვიხილე ტახტნი“] თუ პოლიტიკური ლიდერი [„და მათზე მსხდომარენი“] გაერთიანდა. იქვე დაფიქსირებულით - „და მიეცათ მათ მსჯავრი“, წინასაარჩევნო პროცესის თანმდევი, ანუ უკვე ხსენებული „სამსჯავროს“ არსობრივი მხარეა გამოკვეთილი;

2. ამ მუხლში გამოკვეთილ პირობით მეორე ჯგუფში, მოაზრებულია, დრომდე [„ათას წელს“, ანუ ვიდრე 2011 – 2013 წ.წ.], აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს განრიდებული [„თავმოკვეთილთა სულნი,  რომელთაც თაყვანი არ სცეს არც მხეცსა და არც მის ხატს, და არ მიიღეს ნიშანი მისი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე ], და ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების შემსწავლელი „ლასკარი“, და მის ცნობიერებას ზიარებული გუნდი.

 

გამოცხადება  20,5

„5. ხოლო დანარჩენი მკვდარნი [კოდია] არა ცხონდნენ, ვიდრე ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის აღდგომა პირველი[კოდია]“.

ამ მუხლში გადმოცემულის არსობრივი მხარის გასაგებად, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ მოხდა ჩვენი, ანუ ბიბლიური ნიშნების შემსწავლელი გუნდის, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღება.

კოდირებული: „დაჯდება სამსჯავროსა“ და „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“-ის ეტაპების [2011 წლის ოქტომბრიდან ათვლითი დროის] მოახლოებისა გამო, გარკვეული წინასამუშაოს ჩატარების შემდეგ, 2011 წ. 23 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების სახელდებაში [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“] ცვლილება დაგვირეგისტრირა [დაემატა: „უფალია ჩვენი სიმართლე“].

გარკვეულ მიზეზთა გამო - ცესკომ, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგვცა. არჩევნების შედეგების მიხედვით გამარჯვება, კოდირებული „ათასი“-ს არსის მატარებელმა, №41-ე ს/გ - კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მხოლოდ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლო მონაწილეობის მიღება.

ამდენად, 1996-1997 წლების გასაყარიდან, ბიბლიური ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების კვლევაში გადართვის გამო, აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების შემდეგ, საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობის უფლება, თავდაპირველად -  2013 წლის საპრეზიდენტო, ხოლო მოგვიანებით - 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოგვეცა.

მაშასადამე, თუკი მე-4 მუხლში:

1.  კოდით - „თავმოკვეთილნი სულნი“, გვიკონკრეტდება, უშუალოდ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების, ანუ - „საქართველოს სულიერი მისიის“ შემსწავლელი „ლასკარის“ წევრები; ხოლო

2. კოდით - „სუფევდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს“, „ხსენებული ჯგუფის ამ ფორმით საქმიანობის პერიოდი, ანუ 2011 ოქტომბერ-დეკემბრიდან, ვიდრე - 2013 წ. 11 მაისამდე დროითი მონაკვეთია მინიშნებული.

განსახილველ მე-5 მუხლში:

1. კოდით - „დანარჩენნი მკვდარნი“, გამოკვეთილია არა „ლასკარის“  წევრთა ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც - 2013 [ხოლო მოგვიანებით 2014] წლის საარჩევნო პროცესში ჩვენთან ერთად ჩაერთვნენ;

2.  კოდით - „ვიდრე ათასი წლის გასრულებამდე“, მიგვეთითება ხსენებული ჯგუფის საქმიანობის ათვლის „წერტილი“ – 2013 წლის მაისიდან, ვიდრე 2013 წ. ოქტომბერ-ნოემბერი.

3. კოდირებული - „ეს არის აღდგომა პირველი“-ს არსის გაგება, ზემოთ აღნიშნული თვალთახედვის მთლიანობაში გაზრების შემდეგ ვფიქრობთ აღარ უნდა გაძნელდეს - აქ მიგვენიშნება „გამოცხადებაში“ ნახსენები: „თავმოკვეთილნი სულნი“-სა და „დანარჩენნი მკვდარნი“- პირობითი ჯგუფების ერთობა.

 

გამოცხადება  20,6

„6. ნეტარია და წმიდა [ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულნი], ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში [2011 წ. 23 დეკემბერი - 2013 წ. მაის-ოქტომბერი]. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მათზე [კოდია], არამედ იქნებიან მღვდელნი ღმრთისა და ქრისტესი, და ექნებათ სუფევა მასთან ათას წელიწადს [კოდია]“.

განსახილველ მუხლში კიდევ ერთხელ ნახსენები - „პირველი აღდგომის“  დროითი მიჯნა, როგორც უკვე აღინიშნა, არის:

2011 წ. 23 დეკემბერი [იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩვენი პარტიის სახელდების რეგისტრაცია] და

2013 წ. ოქტომბერ-ნოემბერი [კოდირებული „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ პირველი ეტაპის დასასრული].