მხოლოდ ფაქტები, ანუ კომენტარის გარეშე

 

უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს:

‘’მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე

[ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე]’’ [მარკ. 14,30].

ვნახოთ რა კოდირებული მინიშნება შეიძლება იყოს ჩადებული ფრაზაში: ‘’ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს’’.

ამჯერად მხოლოდ მშრალი ფაქტების გახსენებით შემოვიფარგლებით. მაშ, ასე:


1991 -1992 წლებიდან დაწყებული სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ სამოქმედოთ, 1992 წ. 10 იანვარს დავაარსეთ: სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა.

1992 წლის 11 თებერვლის გაზ. „თბილისის“ ფურცლებზე პარტიის წესდების გამოქვეყნებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა - ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წლის 12 თებერვლით დათარიღებული - „მიმართვა ქართველი ერისადმი“. რომლის მთავარი სულისკვეთება მთლიანად ეხმიანებოდა ჩვენს მიერ არჩეულ სამოქმედო გეგმას.

კერძოდ, აღნიშნულ მიმართვაში ბატონი ზვიადი ბრძანებდა:

„... სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდით“  

[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, მეორე ნაწილი, თბ. 1996 წ. გვ. 398-399].

 იუსტიციის სამინისტრომ, ჩვენი პარტიის რეგისტრაცია - 1992 წ. 2 აპრილს განახორციელა.

1992 წ. 11 ოქტომბრისა და 1995 წ. 5 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეთათვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში, შევეცადეთ გვემხილებინა ქვეყანაში გამეფებული უკანონო რეჟიმი და გამოსავლის გზებიც გავაცანით მსმენელს. სამწუხაროდ, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით საპარლამენტო ტრიბუნის მოპოვება.

 

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ‘’ლაზარეს ინსტიტუტი’’: 1996 – 1997 წლების გასაყარზე დაარსდა [ჩვენი გაზეთის ’დედანი ენის სასწაულის’’ პირველი ნომერი 1997 წ. 4 იანვარს დაიბეჭდა];

ამ დროიდან მოყოლებული თანდათან უარი ვთქვით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე [არჩევნებში მონაწილეობა], და მთელი ყურადღება საქართველოს სულიერი მისიის კვლევაზე გადავიტანეთ.

 

1997 წლის მაისის თვეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გავაცანით ჩვენი საქმიანობის დეტალები, და შემდგომი საქმიანობის ზოგადი მონახაზი. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს საპატრიარქოს ეგზავნებოდა „ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მოძიებული მასალების ამსახველი სპეციალური მიმართვები, რომლებშიც საქართველოს სულიერი მისიის ამსახველი ფაქტები გახლდათ თავმოყრილი.

„პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ ახლად მიღებული კანონის მოთხოვნის საფუძველზე ჩვენი პარტიის ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წლის 27 თებერვალს მოხდა.

 

1998-1999 წლებიდან მოყოლებული ჩვენი პარტიის საქმიანობა ახალ ხარისხში გადავიდა - საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ სპექტრს, ეტაპობრივად ვუზიარებდით რელიგიური კუთხით გადასაჭრელი პოლიტიკური პრობლემების სამოქმედო გეგმას.

 

2011 წ. 23 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში დავარეგისტრირეთ ჩვენი პარტიის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც საბოლოოდ ასეთი სახის გახლავთ:

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე.


პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების შემდეგ, ამ ახალი სახელდებით, საქართველოში ჩატარებულ სამ არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. კერძოდ ეს იყო: 

1. 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები;

2. 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;

3. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მიმდინარე ბოლო ჟამში - საქართველოს სულიერი მისიის არსის თაობაზე ნათქვამი, დღემდე რჩება მხოლოდ  - ‘’ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა’’.

 

ჩვენს მიერ ‘’საქართველოს სულიერი მისიის’’ თაობაზე საუბრის დაწყებიდან ათვლით:

 პირველი - ‘’მამლის წელი’’ 2005 წელს დადგა;

მეორე მამლის წელი კი 2017 წ. 28 იანვრიდან შედის ძალაში.

[მიხეილ ცაგარელი - ''ახალმთვარეობა ეს არის მეცამეტე ახალმთვარეობა, ანუ შემოდის მამალი – ეს არის კალენდარული აღმოსავლური ახალი წელი. 28 რიცხვი, დილის 4 საათსა და 7 წუთზე, როცა უმრავლესობას სძინავს, ამ დროს შემოდის მამალი. 2 კვირა იქნება ზეიმი. აი, თქვენ ნახავთ აღმოსავლეთ ქვეყნებში როგორი დღესასწაულები იქნება....''].

 

მაშ ასე, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

2017 წლის 28 იანვრიდან, მიმდინარე ბოლო ჟამის - ახალი, დამამთავრებელი ეტაპი იწყება.

 

მინაწერი:

ე.წ. ‘’უარყოფის ეტაპის’’ გასვლიდან დაწყებულ - ‘’ჯვარცმას’’, უცილობელი აღდგომა მოსდევს...

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი